ვულოცავ საქართველოს!
დღეს თენდება ულამაზესი დღე, ორი ათას ცხრამეტი წლის თორმეტი მაისი, დედა მარიამის, ღვთისმშობლის ტაძრის კურთხევის დღე, მახათას მთაზე მისი სილამაზე და სრულყოფილება ბროლის ცაზე აიზიდება.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩვენი, უწმინდესი ღვთისმშობლის ხატი - კარიბჭის ღვთისმშობელი, ჩამობრძანებისთვის საქართველოში რომ განამზადა.
როგორც ცისკრის ვარსკვლავი მწუხრიდან ცისკარისაკენ გადაცურდება, ასე ღმრთის ნებით ეს ბრწყინვალება სულისა საქართველოში ჩამობრძანდება.
ქედს ვიხრი ცის დედუფალის წინაშე, მუხლმოდრეკით შევხარი მის მიზნიან გზას სილამაზისა და სიყვარულისა, წმინდა გზად წოდებულისას.
რაინდთა სიხარულს, დედათა სითბოს და საქართველოს ნუგეშისმცემელს - დედას მარიამს!
ლოცვითა ვარ თამამი დედავ, საყვარელო სულის სიტკბოვ, წმიდაო მარიამ!
პატარა სანთელივით ანთებული
გული გიგლიბუცასი