მზე სიყვარულში ანთებული, მიმზიდველობის გვირგვინით შემოსილი, წყალთა ზედა მოცეკვავე ანგელოზის, ცეცხლოვანი სამყაროს მეუფის იდუმალებაში ჩაძინებული - ბავშვივით წკრიალა სულის აჭარა იღვიძებს.
აჭარული გამოღვიძება - თეთრი ლომის გამოღვიძების მსგავსია! თეთრი ლომი უნაკლო მებრძოლია ლომთა სამეფოში მშვიდობის დასამყარებლად.
მშვიდი, ლამაზი, შემართებული, შეუპოვარი აჭარელები, ისევე როგორც თეთრ ლომს ლომობა არ ავიწყდება არასოდეს, ასევე აჭარლებს არ ავიწყდებათ საბრძოლო ცეცხლოვანი ცეკვა. ეს უშორესი წარსულის მეომრები, სამხრეთ კარიბჭის მცველები, ედემის - კარის, ალყა - დარის საიდუმლო - ქართული გენის ბრწყინვალე, ღვთაებრივი ხატკაცნი, დედაკაცად და მამაკაცად შობილნი, ადამის გენის ზეობის მემკვიდრეები არიან.
დედა ბუნების სინატიფე და სილამაზე განცოცხლებულია აჭარელ დედაში. არავინ შეცდეს და ეჭვი არ შეიზიდოს, ასე ვბრძანებდი, ქედს ვიხრი ამ კარგი ზნის ქალბატონების წინაშე, რომელნიც ბუმბერაზ სამყაროულ ფერისცვალებას გაუმკლავდნენ და დედის ქართული მანდილი არ გაცრეციათ უხსოვარობაში.
ასეც ვიტყოდი: მოციქულების შემოსვლის პირველმასპინძელობა ქართულია - აჭარული ცეცხლოვანი კოდით დაცული. აქ, ამ კუთხეში, საქართველომ ჩაიბარა უფალი იესო ქრისტეს ზიარების საიდუმლოება და მარადიული კურთხევის მადლი.
აქ აღსრულდა ქრისტეს წესთან მიწის წესის ზიარება. ეს დღეები მსოფლიოსათვის ნათელი დღეებია. ასე იტყვიან: ეს მოხდა იქ, სადაც იქადაგა უფალი იესოს მოწაფემ - ანდრია პირველწოდებულმა, სადაც უნდა წახვიდეთ და იკითხოთ წესთან ზიარების სიწრფელე და საიდუმლო მისი სიმართლისა.
გასარკვევად მოძღვრები აგიხსნიან შემდეგს: იესო ქრისტეს ნათლობისას იორდანიის წყლებში, აღსრულდა მსოფლიო საიდუმლო, მსოფლიო წყლები ეზიარნენ უფალ იესო ქრისტე ნაზარეველს და მადინარე იორდანეს მეშვეობით აღივსნენ მსოფლიოს წყლები ნათლით, უფლის ღვთაებრივი სიყვარულითა და რწმენით.
ასევე აჭარაში, ქრისტეს მახარობელმა მოციქულმა - ანდრია პირვეწოდებულმა ღვთაებრივ სიტყვას აზიარა საქართველო, დათესა ქართულ გულებში ლაზარეს აღდგომის საიდუმლო, რათა დროის სექტორში გაეღვიძებინა ქართველი ერი.
ცა და მიწის საკურთხეველი, პირველი ცის ანუ მთვარის ცის საკურთხეველია, მას ედემის საკურთხეველსაც უწოდებენ. ეს საიდუმლო საკურთხეველი საქართველოშია, აჭარის მთიანეთში. აქ აღსრულდა სრული ძღვენის შეწირვა რძით, ღვინითა და თაფლით, ლოცვითა და კურთხევით - მეშვიდე მთვარის დღის გამთენიას, დღეით წოდებული შვიდი სექტემბრის განსვლის შემდგომ, მერვე დღის შემოგვირგვინებისას აღიძრა კურთხევა.
მსხვერპლის გაღების თანამოზიარენი დამილოცია უფალი იესო ქრისტეს სახელით და ანდრია პირველწოდებულის ლოცვით.
დავლოცავ მათ შთამომავლობას, შვილებსა და შვილიშვილებს, შვილთაშვილებთან ერთად. რძის ძალა ხსენებისა, ღვინის სიბრძნე ზიარებისა და თაფლის სიტკბოება არ მოაკლდეთ მათ და სრულიად საქართველოს ყოველ მკვიდრს. მერმე კი ხორბლის თავთავთა შეწირვისას, ლაზარეს ენის სისრულეში აღდგომისას ჩემს ერში, დავლოცავ ღვთაებრივ პურთან ქართული ენით ზიარებას.
ეს იყო, არის და იქნება!
სიცოცხლე მარადიულობაში გაიფურჩქნა!
ამა საქმეთა მოზიარენი და მხილველნი:
ა) ნუნუ აგირბა აზიზის ასული;
ბ) ეთერი აგირბა აზიზის ასული;
გ) მარინა ბუკლეევა ვადიმის ასული;
დ) ვიოლეტა მსხალაძე გოჩას ასული;
ე) ლელა ცინცაძე რემზის ასული;
ვ) სოფო თურმანიძე დათოს ასული;
ზ) ლაურა შამილიშვილი ბადრის ასული;
თ) ბესიკ ქავჟარაძე ადემის ძე;
ი) ირაკლი ქავჟარაძე ადემის ძე;
კ) შაკო ქავჟარაძე ადემის ძე
ამ ღირსეული მოღვაწეობის გზის მაკურთხებელი უფალი იესო ქრისტე ნაზარეველია, მეფედ-მეფის პირადი დამკვიდრებითი, გონიერი მომავალია ერისა და დედამიწის სისრულით ღვთაებრივ რანგში გადაზიდვაა მისი კურთხევით - ყველგან, ყველასათვის, ყოველგნით.
ეროვნული ღირსების გზებისა და მიზნების მფარველია დედა ღვთისმშობელი, ციური დედოფალის - მარიამის დალოცვითა და ვედრებით ღვთის წინაშე, სიცოცხლის შემეცნებით და დიდი სიყვარულით.
უფალი იესო ქრისტეს რჩეული და ღირსეული დედუფლის - ანნას მშვიდი და მიზნიანი ლოცვითა და კურთხევით, საქართველოზე მზრუნველობით, მე, გიორგი იონთა ჰიპერიონმა, მორჩილებითა და მტკიცე რწმენით დავამყარე სიმშვიდე და მსახურება პირველ ცასა და პირველ მიწას შორის.
ვემორჩიელბი რა უზენაესს, ვემსახურები დედა ღვთისმშობელს, უფალ იესოს გადადარებულ მიზანს ჩემში და დედუფალ ანნას.
მადლობას ვუხდი თბილი მზერით ერის მომფერებელ დედუფალს, რომელმაც დაამკვიდრა საქართველოში სულიერი ქველმოქმედება და ბრძანა:
ერო ტკბილო, ღირსო ცისიერებისა, ერთ დიდ საწმყსოდ გაერთიანებულო ქრისტეში, გაიხარეთ ერთმანეთის თავმდაბლობით მსახურებაში და როგორც ბრძანა უფალმა: თქვენს შორის, ყველაზე დიდი იყოს ის, ვინაც ყველას მსახურად განსაზღვრავს და გადადებს თავს.
მათ კი, რომელნიც სიკეთეს იქმოდეს უფალთან შეხვედრისა, იერუსალჱმის აზნაურებად კურთხევის უფლებამოსილად გაკურთხებთ მე - დეუფალი ანნა! ღმერთისა და ერის უმორჩილესი მსახური - ცით! დედა ღვთისმშობლის რჩეული ასული, ვლოცავ და ვაკურთხებ მომავალ თაობას, ჩემს აჭარელ სულიერ შვილიშვილებს:
ა) მიხეილ ქავჟარაძე ბესიკის ძეს;
ბ) ლიზა ქავჟარაძე ირაკლის ასულს;
გ) დაჩი ქავჟარაძე ირაკლის ძეს;
დ) დანიელ ქავჟარაძე შაქროს ძეს;
ე) რეზი შამილიშვილი რომას ძეს.
ამ პატარა ანგელოზებმა გაიზიარეს ქრისტეს სიყვარული და ინატრეს მშვიდობიანი მომავალი საქართველოსი, რწმენა-შესხმულებმა იარონ საქართველოს გასახარებლად უფლის დიდებით.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
გაღვიძებულ აჭარაში მზე პირს იბანს,
რათა ბრწყინავდეს აჭარელების პირიმზედ.