დღე მშვიდობისა!
ნათლით გევლოს, სხივით იწრთობოდე,
ცისკრით ენთებოდე, ბრწყინვალებით ივსებოდე,
ათინათებით იმკობოდე,
სიყვარულის ნაპერწკალი შენს გულს ათბობდეს,
ცეცხლოვანი ქართული ენით ღმერთს ადიდებდე,
გული ხარობდეს, ბაგე გალობდეს,
გონება იღწოდეს, შენი სახელით ხარებდე,
დედა ღვთისა გეფერებოდეს,
ქრისტე გწყალობდეს,
შენი სამშობლოს სურნელება გათრობდეს,
იესოს სიყვარული გატკბობდეს.
გაუზიარე, მთელს ერს მოჰფინე,
მთელს სამყაროს ერებს, ენებს, ტომებსა და თესლებს.
გიორგი იონთა ჰიპერიონი