ცხენის წელიწადი ახალი მთვარით იწყება. ცხე-ენით არსის დონეში მოყვანაა და აი როგორ!
სი - ბგერას ულტრაიისფერი მზის სპექტრი შეესატყვისება, დო - ბგერას კი - მზის წითელი-ვარდისფერი.
“ნი - ართრონნი არს სამრავლო: ანგელოზნი, კაცნი, ცხოველნი და მისთანანი.’’ /სულხან-საბა/
“ანი - არს პირველი ასო და მიანი და ართრონი; მრავალრიგად და თავად მოვალს ყოველთა სიტყვათასა, და ბოლოდაცა, ვითარცა ზემორ დამიწერია.’’ /სულხან-საბა/
მუსიკალურ ბგერათა შვიდეულში დო - პირველია, ხოლო სი - ბოლო, მეშვიდეა. შევკრიბოთ მარცვალნი და წავიკითხოთ: სი + დო + ნი + ა = სიდონია.
აღმოკითხვისას სი - მისი ბოლოა, სიმბოლოა, სიმის ბოლოა. ეს ბოლო ფესვშია, იმ ხეთა ფესვში, რომელთაც ნაყოფი ფესვში - არ - აბია - არაბია. არაბია - ებრაელების საბაა (სიდონია ებრაელი იყო) წყურიელთაგან განშორებული. (გაიხსენეთ - თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო ანუ ხის ფესვი წყურიელთაგან განშორებული გახდა. გაიღვიძა - გაიღვიძე ქართველო კაცო, დედა-კაცად და მამა-კაცად შობილო, ღმერთის ნაძერწნო, ღმერთის ნაჭედნო, რანგითნო მე-რანიანო, ჭის - რანთა აღმადგინებელნო ღმრთით.)
"საბაა + მოქცეული, არაბია მზის დასავალი’’. /სულხან-საბა/
მზის დასავალი და არა დასავლეთი გეო-მანტიურად და ზუსტად პირამიდების ადგილია და რადგანაც ფესვი მიწაშია, იმიტომაც ეგვიპტის ერთერთი სახელი ბნელია. გაიხსენეთ “ბნელი ზედა უფსკრულსა’’, ზუსტად კი - სფინქსის საძირკველის ა დ გ ი ლ ი ა.
“ადგილი ესე არს ნაკვეთი რამე ქვეყანისაგან, გინა სამყოფი, გინა დასადგომელი, დასაჯდომელი, დათქმული ვისიმე; ადგილად ითქმის ლახვართა კოდილობისა ნაჩენი და ესე მცირე რამე.’’ /სულხან-საბა/
ახალი მთვარის წინა შვიდეული, მე-რწყული ფესვის შვიდეულია, მე რწყული - წყალობით სავსე და ღვთისაგან არწყული მეა. სავსეს - სავსე და ცარიელს - ცარიელი, ასეა სავსე დონეში სავსეა და ცარიელი დონეში ცარიელია. მრავალნი დონით სავსენი არიან და მარავალნი დონით ცარიელნი.
სი - ღმერთის სიმია, სი რომ მართო - სიმართლეა, სი რომ კეთო - სიკეთეა, სი რომ ნათლო -სინათლეა, ღმერთის არის სი და იგი სი-სავსეა. სი - დონეში სავსეა და სიდონია ჰქვია, იგი ფესვშია და თებერვალი დადგაო და ფესვში წყალი ჩადგაო.
მთოვარის დღეთა რიცხვი ოცდაათია. ოცდაათს გამოკლებული შვიდი დღე მთოვარისა 23 იანვარია, მერწყულის მეოთხე გრადუსი, ანბანურად დონ = 4 გრადუსს. სი შევიდა ფესვის პირველი დღის მთვარეში წინსწრებით და ეს დღე ნათლის ღების დღეა - 19 იანვარი. ამ დღეს იოანესაგან ნათელ იღო ღმერთის ძემ და ძემ კაცისა, ნაზ-არე-ველმა იესომ, იისფერი სპექტრი ათინათინდა მისგან სამყაროსათვის და წითელი დო, სისხლის დო, იმფრა-წითელი სპექტრი ათვირნათენდა აიასათვის.
ფესვის შვიდეულის პირველი დღე, წინა მთვარის 24-ე დღეა. მისი სიმბოლოებია - დათვი და მთა. ოცდამეოთხე მთვარის დღის ენერგიებში გარდამსახი, გარდამქმნელი, გარდამყვანი ძალაა ჩაქსოვილი. ეს დრო - ძველის ფესვზე ახალი აღმშენებლობის დროა. ამ დროს საძირკველთა მშენებლობის დროა: ტაძართა, სახლთა, კოშკთა, ბეღელთა, ბოსელთა და ბაგათა. ამ მთვარის დღეს ძველ ეგვიპტეში პირამიდების საფუძველი ჩაალაგეს (გაიხსენეთ: “ეგპტიდან უხმე ძესა ჩემსა’’).
ამ დღეს “ბედნიერი კარავის’’ დღეს ეძახიან არაბები. ამ დღეს იწყებს სიდონიას ფესვი აყვავებას - აღმომორჩებას და მასთან ერთად აყვავდება კვართი უფლისა - ვენახად წოდებულისა და იქმნება ახალნერგი უფლისა, და-როს-ტევანს მოიმწიფებს მევენახის ვარსკულავის ძალითა - კურთხევით ღმერთისა და გლეხისა (მევენახის ვარსკვლავი - Виндемнатрикс, лат. – Vindemiatrix - “Винодельница’’, иногда “Vindemiator’’ – “Виноградарь’’ – звевда, эпсилон Девы, положение 10о38’ Весов).
ახლა უკვე ნელ-ნელა ზუსტად მიმიხვდებით, როგორ იღვიძებს წერილი ზენარე ნაკალმი წუხილისაგან - მწუხრისაგან და ჭირნახულებისაგან - ჭირნახულად.
ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:
“იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, გ ა ნ გ ე ბ ი ა ნ ი,’’
(გან = 3, გები მიება ანი = 1, დაიწერა 31 - დაწყების რიცხვი - 31 იანვარი.
3 + 1 = 4 - ციფრულ პაროლთა კრება.
ჯამის წევრნი: 3 – 1 – 4 წაკითხვით ნიშნავს - 3 = გან, 1 = ან, 4 = დონ - განანდონ. ეს ციფრული პაროლი ღვთისმშობლის ხატზეა დატანილი - გაგორებულ კამათლებზე).
და “თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი’’. /დიდი შოთა/
ფესვში წყალი ჩამდგარა ქართველებო, გილოცავთ მრავალჟამიერით და წინ წყაროთი!
სვით - ანი, იყავთ სვიანი,
ან - არწყით არის მე-რწყული.
როს! ქართველნი ტევნით ხარობენ, შემოდგომაა, მე-ვენახე ღიმილით.
ღმერთს კი - მთელი ერი და-ვენახეთ ს ი ც ი ლ ი თ!
(კენჭა - ბერი)