დროებათა სივრცეებში ერებში, ენებში, ტომებსა და თესლებში ისტორიული ჭეშმარიტების ბევრი რამ მტრობამ შთანქა.
კაცობრიობა თავისი დასაბამის ჟამთა ზარის რეკვიდან მრავალჯერ გადავიდა ჭეშმარიტების სიზუსტიდან ქაოტიურ ცოდვის მორევში, არც ოსები არიან გამონაკლისები, რადგან ისინიც ისევე როგორც სხვა ერები განიცდიდნენ დაცემას და აღდგომას დროსა და სივრცეში.
ოსები, რომელთა მითებადი სახელი ნართებია, დასაბამიდან დაჯილდოებული არიან ერთგულების, სიყვარულის და ჭეშმარიტების მსახურების ნიჭით. მეომარი, მებრძოლი და დამთმენი ერიც დღევანდელი დღის მოდღეისობით, ანუ მიძინებად აწმყოში ისევე შეიხრწნენ, როგორც ყველა სხვა კავკასიური ტომები, ერები და ენები.
უეჭველია, რომ უდიადესი ღვთაებრივი ენა მათი გამაცოცხლებელია და ამ საიდუმლო მისტერიის აღსასრულებლად დრო მომწიფდა.
დედამიწაზე კაცობრიობის მწყემსვის მერვე ეტაპი დგებოდა ფეხზე და დადგრა (ანუ აღმართებით დამკვიდრდა). მე მათ მოფერებას ლოცვით დავიწყებ და შემდგომ შევაწერილებ ყოველთა ბწკარულს ოსთა შესახებ. გაღვიძებაა მცველ მეომართა - მეციხოვნეთა, უდრეკთა ოსთა! წყალნო, რაკრაკით გახსენით პირი, დონეთ დონით - ცის-კაბა-დონით, მამითა და ძით და სულმოწყალე - წმიდით!
ავაგოთ დონით ერთად აღდგომა, ოსნი ქრისტეში და ქრისტე
ოსნში. ნართაულით ვარ, ასტერჯის ენით ახსართარგათების, ალაგათების და ბორათების გენში. მიწავ, შენც გეტყვი - გახსენი პირი, ბანი მითხარი! ჩემს ლოცვას ვყვირი! ნართი აღდგება, როს მამლის ყივილს სამად მოითვლის ცისკრის გუშაგი. დამარხულ დროის შუბი აღმართეთ და გველეშაპის ვარსკულავთ - კრებული შიშით წარსულის თხრობას დაიწყებს. ნართი გმირები იკრიბებიან, გამოღვიძების ნისლი გაფანტეს.
მე გლოცავთ გულით, მე გლოცავთ ანით, მე გლოცავთ ბანით, ლაზარეს ენით, სილამაზითა და მშვენით, თუმცა მატკინეთ მე ბევრჯერ გული. მე პატიების ხალიჩას გიძღვნით, წელში გამართულს მინდა გიმზერდეთ. ასტერჯის ლაშქარს ეძახის მთები, თავს დაუბრუნეთ სულის დიდება! და სუნთქვა თქვენი სიცოცხლის ძალით სიკუდილს თრგუნავდეს ბადების წამით! მზის ბეღელში მაქვს გადანახული მოლაპარაკე ქვების დუმილი, თქვენ კი - მისმინეთ და გამარჯვების ქრისტეს ალამი, ალ - ანით წიეთ არწივის ცამდე!
მე გლოცავთ ბაგით! დღე და ღამე იარეთ ნათლით, წინამჭურეტია ჩემი სიტყვანი - ჩაწვდით, იხარეთ! გზებს და ბილიკებს მოვკირწყლავ კიდევ, რათა ძუელი და ახალი გზები გზა - ჯუარედინად იქცეს ოსეთში.
ქარო, ჩურჩულით ხევებს ჩასძახე, დუმილის ფარდა შეირხეს უნდა, ყური დაუგეთ სასმენლად გამოქვაბულთა მიყურადებას.
ალიონია დარიანი, ალი - დარისა დარია - ალის, ცეცხლის კარიბჭე დარიალისა.
ალ - ანით განვვლი მე კავკასიონს, რომ ჩაგეხუტოთ ნართების მამებს.
ცეცხლის თესლია ნაბერწყალი, ნაპერწკალია თვალთა შეხებით, ალით ყუავილობს, ცეცხლით მწიფდება, გიზ-გიზით ყვება ოსთა წარსულ გზებს და ლაციცით უბნობს მომავლის ფიქრებს.
ამ გიორგობას, თეთრი ცხენის წელს, მე შევესწარი საოცარ ამბებს, თვალით ვიხილე, როგორ გაუხსნა ღმერთმა იაკობს ლოცვის ხელები, როცა ხელდასხმით ბედს უმზადებდა ი - ოსების ძეთ.
ეფრემისაა კარი - ალისა და დარით ივლის დარიალის გზებს. ჩრდილოეთის კარიბჭე კავკასიონისა მოგაბარათ ღმერთმა ალ - ანებს ანუ ნართებს, ვისაც მართებს დანართულით დაცვა კარისა.
დაგლოცავთ გონით! გეცოცხლოთ ღონით და სიყვარულით გეჩინოთ თავი.
აპოკალიპტური დროა, არ - მაგე - დონით დანიშნული და ვიშნოთ ეს დრო, რათა ვრქუათ განვლით - ვიშნე! ვიშნე!
დონი წყალია ოსურად და დეთ დეშიფრაციით არ - მაგე - დონით ანუ არ - მაგე - წყლით და ისევ ვიტყვი: ვინც ღმერთის წყალობას ელოდება, თავად თავისი ძმებისა და დების მოწყალე უნდა იყოს.
უმოწყალოდ შემსაქმებლები უმოწყალოდ დაისჯებიან, ამას იტყვის აპოკალიფსური ენით წინასწარმეტყუელი, არ - მაგე - დონით, სამსჯავროს ჟამში ბრალად მოსულთა და უბრალოებად თქმულთა განსჯაზე.
ამაწამისად ოსეთს მოვკუეთე ხე უნაყოფო, მის ფესუთა ძირში შენახულ ცულით. და მყის სასომხეთიდან გამოვიდა ეფრემი, აღიძრა ოსეთს, დარიალისით კარიბჭე არმანს, ხოლო მანასე
სასომე არეს და-ეფესვა მიმომდუმარე და იაკობი და-სავლეთ იერს ჩაეღიმილა რძალთ მოლოდინში ქორწილთა საქმეს.
იოტით იკრა, იოტით იხსნა და გასაღები იოტიანი, “ბარხატის’’ წითელ ბალიშით მშვენი მიართვეს ასტერჯს. (ცხენი ენის ტოტემია, წმ. გიორგის ცხენს იროძირი ჰქვია, ირონ ოსთა ენური სახელია და ძირი ენისა ანუ ფსკერია ენის, ირი კი - ღმერთი მცველი. სრულად წაკითხვით და კოდის დეშიფრაციით: ღმერთი მცველი ოსთა ენის ფსკერზე ანუ ძირზე ინახავს ლაზარეს საიდუმლოს გასაღებს). წერილი დაწერილია ცხენის ბუდური ენით და ზორობაბელის მამლის ყივილით.
ორი ათასდა ათ - დონით წელით, ქვიშასავით იმრავლეთ ოსნო დღითა და ღამით ღიმილიანნი. დამილოციხართ ირონ - ქალები, მანდილოსნები დაფარულ მკლავით, რომ არ წამოსცდათ
ასტერჯის ენით სახელ-უთქმელის სიბრძნე სახელის.
იღვიძეთ ოსებითო მთებო მზის მდელოს ბეღლით.
მე, გიორგი გლოცავთ ამ - ენით! ამენით ამენთოს ამ - ირონის ამირ - ანის ამარანტული გზები!