არეა - მარიხი - მარსი. არს მეხუთესა ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების. ხოლო ცისა ამის დასავლით აღმოსავალის მიმართ არს ძრვა და ორსა წელიწადსა შინა ერთ გზის მოიქცევა. ფილოსოფოსთა იგავად უთქვამთ: არიას სახე ჭაბუკისა მსგავსი არს შეჭურვილი და ელთა აქვს რმალიო.
მარსი - მარიხი - არეა. სამივე სახელი, მსოფლიოსათვის სხვადასხვა ისტორიულ დროში გატანილი საქართველოდან, სამი პლანეტარული გასაღების სახელია.
მარსი ჰელიო-ცენტრულ სისტემას მოზღვრავს დედამიწასთან და მთვარესთან ერთად და წარმოაჩენს როგორც გეო-ჰელიო-ცენტრულ სისტემას: ერთი მხარე ორ ციურ სხეულიანია - დედამიწა და მთოვარე, და მეორე - მზე - მერკური - ვენერა. ეს კლასიკურ ასტროლოგიაში, ხოლო ქართულში გათვალისწინებულია შემდეგი კოსმო-ნორმაც:
ა) მზე - იკარი - მერკური; ვენერა - მთვარე - დედამიწა (ამ დროს ვენერა მზეს და დედამიწას შორისაა (სამი “მამრი’’ ენერგია და სამი “მდედრი’’ ენერგია), შიდა ძუ-ალისა და ხადი-ალის წონასწორობა.
ბ) ვენერა - მზე - იკარი, მერკური - დედამიწა - მთვარე.
გ) იკარი - მერკური - მზე, ვენერა - დედამიწა - მთვარე და ა.შ.
ამ ყოველ დგომათა და ორომტრიალთა გარშემო შემოსწერს მარსი. წარმოიდგინეთ სეიფის კოდი, რომელსაც პლანეტარული საკეტი გააჩნია. განსაკუთრებულ პლანეტარულ წყობაში იხსნება პირველი ოთახი. ამ ოთახში მოსამზადებელი ინფორმაციაა და ამ ინფორმაციის ამოკითხვის შემდეგ, გადავდივართ შემდეგი საკეტის გახსნაზე და ა.შ. სულ შვიდი გასაღებია, რომელიც 7 ვარსკვლავის საიდუმლოებებით იხსნება.
“ვიქმენ სულითა დღესა კრიაკესა, და მესმა უკანათ კერძო ჩემსა მა დიდი, ვითარცა საყრისა,
რომელი მეტყოდა, ვითარმედ მე ვარ ანი და ე, პირველი და უკანასკნელი; რომელსა ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა, და წარეც შდთა მათ ეკლესიათა ასიასთა: ეფესოს, და ზმირინს, და პერღამოს, და თეატიროს, და სარდეს, და ფილადელფეს, და ლავდიკეს.’’ /გამოცხ. 1. 10-11/
შვიდი ეკლესიის სიდუმლოება აღსასრულში შევიდა, დარჩა ბოლო ლავდიკეს ეკლესიის საიდუმლოს აღსრულება. ლავდიკეს - თარგმანებით ნიშნავს “სახალხო სასამართლოს’’.
წინასწარმეტყუელი აპოკალიფსური ინფორმაციით გვემცნო, რომ დასასრულის ჟამს უჩინონი გაასამართლებენ ჩინიანებსა და ქრისტეს დიდების მიმტაცებლებს. ეს ჩვენ თვალწინ მოხდება ამავე დროში, ამავე წყობაში და ამავე განზომილებაში, როდესაც აღსრულდება შვიდი ვარსკულავის საიდუმლო.
“და მივიქეც მუნ, სმენად მისა მის, რომელი მეტყოდა მე; და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შდნი სასანთლენი ოქროსანი,
და შორის შდთა მათ სასანთლეთა მჰსგავსი ძისა კაცისა, შემოსილი ზეწრითა და ერტყა ძუძუთა თანა მისთა სარტყელი ოქროსა.
და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, და ვითარცა თოვლი; და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისა;
და ფერნი მისნი მსგავს იყუნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოხურვებულსა, და მა მისი, ვითარცა მა წყალთა მრავალთა.
და მარჯუნასა ელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შდნი; და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახლი ორპირი აღლესული, და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თსითა.’’ / გამოცხ. 1. 12-16/
ასე რომ, ნელ-ნელა გავაგრძელოთ ინფორმაციების დამუშავება ვარსკულავებზე და თანავარსკულავედებზე, რათა კარგად გავეცნოთ დაკეტილ საიდუმლოებებს ლაზარეს ენით, ლაზარეს ერში, ლაზარეს აღდგომის მისტერიებით კი - უფლის სამოძღვრო ჭეშმარიტებებს ჩავწვდეთ.
არეა - არესის ჭალებში მიმობნეულ საკრალურ საიდუმლოებათა მოსაძებნი ვარსკვლავია, რომლის უმაღლესი ცოდნა - ოქროს საწმისშია კოდირებული.
არეა ზოდიაქალურ სარტყელში ვერძის და ღრიანკალის ზოდიაქოზე ახდენს გავლენას. პირველი (ვერძი) - იდეის დასაწყისია და იდეის ღერძიც ჰქვია, ამასთან ერთად იგი იდეის სახსარია ანუ ვეგი ანუ კოჭი. ღრიანკალი მერვეა - სიცოცხლისა და სიკუდილის სახლი, მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული ყველა ცვალებადობის სახლი.
არესის ჭალებში ჩაედინება მდინარე ცხენისწყალი, რომელსაც სათავეში ჩურჩულის წყარო ჰქვია. ძუელი გამონათქვამია “ცხენის წყალში განბანილი ქალი მომყავს პატარძლადო’’. ერთერთი უძველესი წყაროს თანახმად, პეგასის თანავარკვლავედში იღებს სათავეს ცხენისწყალი ანუ ენერგეტიკულად პეგასის თანავარსკვლავედში იბადება მისი საკრალური ენერგია.
ცხენის წყალი კენტავრების მდინარეა და ნაყოფიერების მომცემი ყველა მცენარე იზრდება მის ნაპირებზე. ხოლო რაც შეეხება არესის ჭალებში საწმისის საიდუმლოებას, მასზე ისრალის გამოხსნაა კოდირებული:
“და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ ისნა ელითა ჩემითა
ისრალი, ვითარცა - იგი იტყოდე.’’ /მსაჯულთ. 6. 36/
“გედეონი’’ თარგმანებით შემმუსვრელს ნიშნავს, მოგვთა განლაზარებით გედის თანავარსკულავედში ჩადებული მატრიცალური ლოგოსის საიდუმლოს ათვლის წერტილია. მზესთან კავშირშია მისი ორი ვარსკვლავი (მხედველობაში მაქვს გედის თანავარსკვლავედი) და ცის თაღზე დიდი ჯვრის ფორმა აქვს. აქ ორ ვარსკვლავზე მივიპყრობ ყურადღებას, რადგანაც მარსს მათთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კავშირი აქვს ასტროლოგიაში.
გედი (Лебедь, лат. Cygnus) - ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. ძველი დროის ბაბილონელები ამ თანავარსკვლავედის ადგილას გამოსახავდნენ ავაზა-ფასკუნჯის თანავარსკვლავედს - შავფრთებიან ავაზას. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ვარსკვლავი: ალბირეო და დენება.
ალბირეო ზემოქმედებს მერწყულის პირველ, მეორე და მესამე გრადუსზე და ჩიტის თავის ვარსკვლავად ითვლება. დენება ზემოქმედებს თევზების თანავარსკვლავედის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე გრადუსზე და ჩიტის კუდის ვარსკვლავია. ერთგვარი თავი და ბოლო - თავი ალბირეო და დენება. ბოდიშის მოხდით ვიტყვი მხოლოდ, რომ აქ ისრალის მთავარი საიდუმლოა დამარხული და ვერ გავხსნი საჯაროდ რაბინთა გარეშე. ამის დროც მალე დადგება!
გე-დე-ონი აღმოიკითხება: გე - გაიგე, დე - დადე, ონი - მზის საიდუმლო ანუ გაიგე და დადე მზის საიდუმლო.
“აჰა ესერა, მე დავდე საწმისი ერთი მატყლისა კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანა მელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ელითა ჩემითა ისნე შენ ისრალი, ვითარცა - იგი იტყოდის უფალი. და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა საწმისი იგი, და გამოდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.
და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომა შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.
და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო მელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.’’
/მსაჯულთ. 6. 37-40/
დასაწყისში მყოფი სიტყვა “ესერა’’ წავიკითხოთ ებრაული კითხვით, სარკისებურად - არესე ანუ წაიკითხე არესით და თანაც არ ესე როგორც წერიაო. დანარჩენზე დაფიქრდით!
არესის ჭალის სივრცეს ზომავს შუამდინარული ტექსტები. კონკრეტულად შუმერები - წარღუნვის ღერძის მცნობელნი არიან და მას დიმგალს უწოდებენ. მართლაცდა არესის ჭალები სოფელ დიმსა და გალს შორისაა გადაჭიმული. ერთ მხარეს ზღვაა მესაზღვრედ და მეორე მხარეს - ურთას მთა, როგორც სამიზნე სერაკი.
დღეს ლამაზი დღეა, თბილისში წვიმს. პირველად იყო სიტყუა და მეც სიტყვით ვაკურთხებ დაფარულში სპეტაკ და პატიოსან კოლხ კაცს - ირაკლი ჩაგანავას - არესის ჭალების მცველად და არესის უხუცესთა საბჭოს ფუძემდებლად და თავად. იესოს ბედნიერი მამით, ძითა და სულიწმინდით განეხსნას გზანი, მსაჯულთა ჭეშმარიტთა აზიაროს ღმერთმა და დანაკლისი მიტაცებული ბრმათაგან - ღმერთმა დააბრუნებინოს!