კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი II 

 

მივიღებთ ოთხ წესთა ტოტემებს:


ა) სახება კაცისა ედემში დაბადების შემდგომ დავანებულისა.


“და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა.


და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად’’. (დაბად. 2, 7)


ანგელოზებრივი კაცის სახე გამოსახულია, ორთოდოქსალური ქრისტიანობის ყველა ტაძარში, გუმბათთან - მათე მოციქულთან ერთად, ზოდიაქალურ სისტემაში მერწყული.


დამისამართდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ადგილი, სადაც უფალი იესო ქრისტე მიუთითებს ბოლო ჟამის სასწაულს ედემის აღმოსავალით და არა აღმოსავლეთით, გაამახვილეთ ყურადღება წერილებში ამ განსხვავებაზე და მიხვდებით, რომ “ნაპოვნია’’ ანუ ღვთის ნებით გადმომეცა ამ ტაბუს გასაღები.


“და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმა’’. (დაბად. 2, 8)


ახლა მსოფლიო უზუსტობაც ჩავასწოროთ, ვინაიდან ამ ერთი შეცდომის გამო ვერ გაერკვნენ თუ საიდან მოვიდნენ მოგვები უფალი იესო ქრისტეს თაყვანის საცემად.


შეადაროს ჩემმა ტკბილმა მკითხველმა ისრალთან ერთად და რაბინატმა თქვას - ამინ! აღსრულდა! აენთო შუქურა ებრაელთა მიმართ.


“ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა იროდი მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად, და იტყოდეს: სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის ცემად მისსა’’. (მათე: 2; 1,2)


გაერკვიეთ?! აღმოსავალი და არა აღმოსავლეთი, რაც არასწორმა თარგმანებამ გავნოთ ძიებაში, გაისწორეთ მართლით და მართლმადიდებლობით! მალე შენს ნანატრ და ღმრთისაგან აღთქმულ ქალაქს გახილვინებთ ღმერთი, ჩემო ჯიუტო ისრალ!


გააღე-ჭე სიტყუა - პური არსობისა, ჩემო ისრალ, ტკბილად შეგარგოს ღმერთმა, ტაში-გეკრას ტაშის-კარით, მოლოდინის ლოდი კაც-ლომისა ერთად გადავაგოროთ, მსოფლიოს ყველა დროშა - თავდახრით ქრისტეს წინაშე!!!


ლომის ეპოქის გზაზე, ღვთაებრივი ლომის ხახას აგაცილოთ ღმერთმა, ხახიანო ხახამებო! კულ-ულებს მე დაგითვლით, თითოში ერთი მეათედი მეკუთვნის და მითადმო, იცით ანგარიშში არ შევცდები და თქვენც გარიდოთ ტყუილი ღმერთმა, მოსეს ათი მცნების ბეჭდით. კუ-ლულები არ მჭირდება.


ბ) მეორე წესი, ტოტემით - გულადი ლომისა, გუმბათზე გამოსახულია მარკოზთან; ზოდიაქალურად ლომის თანავარსკვლავედი ზემოქმედებს გულზე, მის ალფა ვარსკულავს რე-გული ჰქვია (საიდუმლოების მისტერია აღწერილია შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში და მოგვთა წიგნში “ვეფხის ტყაოსანში’’ - მიწურვილ იყო ზაფხული, ქუეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა).


პაემანი დანიშნული დროა და ჩვენს წერილში გადმოცემული იონას მისტერიის დროს აღნიშნავს, როდესაც ადეპტს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს “გული ქუეყანისა’’.


აქ მოცემულია წინასწარმეტყველური სამეფო მისტერია, რომელიც ელოდება დროს დევთა და ქაჯთა შებმისა. შოთა გვამცნობს, რომ ვიდრე დევები, ანუ მატერიალისტები არ დაუპირისპირდებიან ქაჯებს, ანუ იდეოლოგებს ცრუ-წინასწარმეტყუელებისას, მანამდე საიდუმლოს გახსნა შეუძლებელია: “უმისჟამისოდ ვინც გახსნას, იგი მეფეთა მკვლელიაო’’ - ასე აღწერს დიდი შოთა.


აქ ლაპარაკია ლომზე, რომელიც იუდეველთა ტოტემია და იუდეველთა მეფის უფალ იესო ქრისტეს საიდუმლოებასთან და წინასწარმეტყველებასთანაა დაკავშირებული. მამის - უზენაესი ღმერთის ნებაა ეს დრო ჩაირთოს!


ბოლო ჟამზე, უკანასკნელ დღეებზე წინასწარმეტყველება, იაკობის მიერ თავისი შვილების კურთხევაში გადმოიცემა უზენაესი ნება ღმერთისა:


“და მოუწოდა იაკობ ძეთა თსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რა-იგი შეგემთხოს თქუენ უკუანასკნელთა დღეთა (ბოლო ჟამს). შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისათა, ისმინეთ ისრალისი, მამისა თქუენისა’’. (დაბად. 49; 1,2)


უფალი იესო ქრისტე აცოცხლებს და აღვიძებს ქართულ ენას - ლაზარეს. ენა მიძინებულია, მიძინებულია ერი, რომელიც ამ ენით მეტყუელებს. უფალი - იუდეველთა მეფეა, ე. ი. ამ ენით ელაპარაკება იუდეველებს, დააკვირდით, რა ღრმა შინაარსით აკურთხებს იაკობი თავის შვილს იუდას (Iyda – Хвала Иеговы или хвалите Господа (Быт. XXXV, 23) Четвёртый сынь Иакова от Лии, родился в Месопотамии около 2249 г. До Р.Х. (Библейская энциклопедия, Москва 1891 г.) იუდას დაბადების თარიღი - ქართული ენის მიძინების თარიღია.


ქართული ენა, ლაზარეს ენა, საღმრთო იუდეველთა ენა, მეფედ-მეფის უფალ იესო ქრისტეს - იუდეველთა მეფის ენა, საკრალურ-ტაბუირებულ ძილში შეაწვინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2249 წელს (დაახლოებით). მას შემდგომ გავიდა:


2249 + 2016 = 4265


დააკვირდით იაკობის კურთხევას:


“იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი, ელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.


ლეკი ლომის იუდა, მცენარისაგან შლო ჩემო, აღმოედ. მიწოლით დ ა ი ძ ი ნ ო (შეადარეთ დაძინებულ ქართულ ენას იუდეველთა მეფისას), ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?' (აღდგომით უნდა აღდგეს ბილო ჟამს, გაიხსენეთ - და მოუწოდა იაკობ ძეთა თსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რა-იგი შეგემთხოს თქუენ

უკუანასკნელთა დღეთა).


არ გაგიკვირდეთ, როდესაც  უკუანასკნელი დღე ლომისობას დაუკავშირდება.


“არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.


და გამოაბას ვენასა კიც მისი და რქასა ვენაისსა კიც ვირისა მისისა, განრცხეს

ნითა სამოსელი თსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თსი’’. (დაბად. 49; 8-12)


მამა იუდასი - იაკობი, ანუ ისრალი, ანუ გონებით მხილველი ღმერთისა აკურთხებს გენეტიკური შთამომავლობით - მამის ხაზით.


უდაოა, გენეტიკური მოდგმა იუდეველთა “შენახულია’’ ანუ არ აღიკუეცება არასდროს მიწიერი ცხოვრებისაგან.


იუდეველთა მეფე - უფალი იესო ქრისტეც გენეტიკურად იუდეველია, იგი თავის მოდგმაში, ტომში და თესლში იბადება და ანვითარებს საღვთო შემდგომ საფეხურს, თბოენერგობმა-დობითობისას და არა ცივი-ლიზაციას. აქაც მიმდინარეობს არა მარტო მარადიულობის მისტერია, არამედ დროში გამოვლენით, შემდგომი შობით, დროისა და დროთა მწყემსვა, და მასში სამომავლო საღვთო განსაზღვრება და ამუშავება.


მაგალითი სახარებიდან ხაზს გაუსვავს იუდეველთა უძველეს საიდუმლოებას:


“და ვითარცა მიეახლნეს იერუსალიმად, და მოვიდეს ბეთბაგედ მთასა მას ზეთის-ხილთასა, მაშინ წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი, და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ-არს წინაშე თქუნსა; და მეყუსეულად ჰპოოთ ვ ი რ ი დაბმული და კიც მისთანა; აღჰხსენით და მომგუარეთ მე იგი.


და უკუეთუ ვინმემ გრქუას რამე, თქუნ არქუთ, ვითარმედ უფალსა უხმან ეგე; და მეყუსეულად მოავლინნეს იგინი’’. (მათე: 21; 1,2,3)


ე. ი. ვენახზე იუდა იაკობის კურთხევით გამოაბავს ვირსა და კიცვს, უფლის ბრძანებით კი - მისი მოწაფენი ახსნიან დაბმულს.


აქ იგულისხმება არა მარტო ცხოველის აღხსნა ვენახიდან, არამედ წერილის აღსნაც. ამასთანავე კოსმიური დროც კირჩხიბის თანავარსკვლავედში არის ნისლეული და ამ ნისლეულს ბაგა ჰქვია. დააკვირდით: ბეთ - სახლია და ბაგა - ცხოველმყოფელური სიტყვის დასაბადებელი, აქედან ბეთბაგედ.


იბადება პირ-ველით და პირველი ასო არის ანი, ეს გვაძლევს კიდევ ერთ კომბინირებულ გასაღებს:


ბეთ + ანი = ბეთანია


ეს სახელი კი პირდაპირ კავშირშია ლაზარესთან და ქართულ ენასთან.


“იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიათ, დაბისაგან მარიამისა, და მართასა, დისა მისისა...’’ (წაიკითხეთ იოანეს სახერების თავი 11 ბოლომდე).


გაავლეთ პარალელები, მე გზა მოგეცით, თქუენ გაიხარეთ სიხარულითა დიდითა, კავკა - სიონის შვილნო!!!


“ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი წინასწარ-

მეტყულისა, რომელ სთქუა:


არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა მშდი, და ზე ჰზის იგი ვირსა და კიცუსა ნაშობსა კარაულისასა’’. (მათე: 21; 4,5)


კიდევ ერთი ინფორმაცია: კირჩხიბის თანავარსკულავედში, ცის ეკვატორის ჩრდილო და სამხრეთ მხარეს არის ორი ვარსკულავი, რომელთაც დღესაც ჩრდილოეთის ვირს და სამხრეთის ვირს უწოდებენ.


თემა გაგრძელდება, სანამ ლაზარე სიმღერას არ დაიწყებს.


კენჭა-ბერი


დღენი მიძინებისა დედა ღვთისმშობლისა და ანჩისხატობისა.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE