კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

განწმენდითი კოსმეტიკა 

ანუ მშვენიერება სახისა

 

III

 

დასრულებული იქმნება მალამო, როდესაც ცეცხლოვან გარემოცვიდან სინათლის სხივის მეშვეობით მასში (მალამოში), შეიღწევა სპექტრალური ენერგია, ფორმის, სუნის, ფერის „დასამწიფებლად“.

 

ამ სახის შემოქმედებას შესაძლებლობა ენიჭება „მოუსმინოს“ და „დაიმახსოვროს“ დალოცვა და კურთხევა. ასეთ შენაქმნს ედემური მალამო აჰყავს ედომის რანგში და ვლინებაში მოქმედებისა ეწოდება ცოცხალი მალამო.

 

4 ათასი წელიწადია გასული, რაც ეს სახეობა აღარ აღდგენილა კაცობრიობისათვის, აღსადგენი ინფორმაციული ცოდნა მიძინებაში შესვენდა ქართული ენითა და დამწერლობის ტაბუირებულ ქვაკუთხედში.


ღთვთის ნებითა და ჩემი ღვაწლით დაიხვეწა და აღდგა უფალი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ენერგეტიკული სისრულით, შვიდი სანთლით, შვიდგზის ვლინებული ეთერით, შვიდი ფერით, შვიდი სურნელებით, შვიდი გემოთი და შვიდი ბგერით დათანხმიერებული სახისმეტყველების აღსადგენი კრებული შვიდი მალამოსი, რომელიც ეზიარება ღვთაებრივ გზას, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა და შემოსვა კურთხევითა და ლოცვით მასთან, რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მისმიერი ერითა, ჩვენ კაცთა მოგვცა მალამო ფერითა შვიდიერითა, ქვეყანად, სადაც სიცოცხლეს ვუგალობთ ხმოვანებით მრავალფერითა.

 

მალამოთა ნაკრები კვირეული შვიდეულია. ცალკე ჭურჭელშია ორშაბათის დღისა და ღამის მალამო, ასევე გათვალისწინებულია ციური ენერგია, ამ შემთხვევაში მთვარის. მოცემული შვიდი მალამოს ხმარების წესი თვითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული.

 

ყოველი ჩვენთაგანი რომელიმე კვირის დღეს არის დაბადებული, ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ: ორშაბათს დაბადებულებმა მალამო ორშაბათისა უნდა იხმარონ და ორშაბათს უნდა დაიწყონ მოხმარება, შემდეგ სამშაბათისა და ასე შემდეგ კვირის ჩათვლით, პირველი წმინდა შვიდეულის მეშვიდე დღე იქნება კვირა.

 

ა) თანმიმდევრობა ორშაბათს დაბადებულისათვის:

1)    ორშაბათი; 2) სამშაბათი; 3) ოთხშაბათი; 4) ხუთშაბათი; 5) პარასკევი; 6) შაბათი; 7) კვირა [წმინდა ცეცხლი]

 

მსგავსია სამშაბათს დაბადებულთათვის, ოღონდ პირველი შვიდეული სამშაბათით იწყება. ბ) თანმიმდევრობა სამშაბათს დაბადებულთათვის:

1) სამშაბათი; 2) ოთხშაბათი; 3) ხუთშაბათი; 4) პარასკევი; 5) შაბათი; 6) კვირა; 7) ორშაბათი [წმიდა წყალი] [წვიმა, თოვლი, ცვარი, ნამი, ზღვა, იოკეანე, მდინარე]

 

გ) თანმიმდევრობა ოთხშაბათს დაბადებულთათვის:

1) ოთხშაბათი; 2) ხუთშაბათი; 3) პარასკევი; 4) შაბათი; 5) კვირა; 6) ორშაბათი; 7) სამშაბათი [წმიდა ცეცხლი, ღვთაებრივი სითბო, სიმშრალე, სიმყუდროვე]

 

დ) თანმიმდევრობა ხუთშაბათს დაბადებულთათვის:

1) ხუთშაბათი; 2) პარასკევი; 3) შაბათი; 4) კვირა; 5) ორშაბათი; 6) სამშაბათი; 7) ოთხშაბათი [წმიდა წყალი ჭურჭელში, წყალი - მიწა]

 

ე) თანმიმდევრობა პარასკევს დაბადებულთათვის:

1) პარასკევი; 2) შაბათი; 3) კვირა; 4) ორშაბათი; 5) სამშაბათი; 6) ოთხშაბათი; 7) ხუთშაბათი [წმიდა ჰაერი, სითბო სიმშრალე]

 

ვ) თანმიმდევრობა შაბათს დაბადებულთათვის:

1) შაბათი; 2) კვირა; 3) ორშაბათი; 4) სამშაბათი; 5) ოთხშაბათი; 6) ხუთშაბათი; 7) პარასკევი [წმიდა ჰაერი და წყალი, წმიდა ჭა]

 

ზ) თანმიმდევრობა შაბათს დაბადებულთათვის:

1) კვირა; 2) ორშაბათი; 3) სამშაბათი; 4) ოთხშაბათი; 5) ხუთშაბათი; 6) პარასკევი; 7) შაბათი [წმიდა მიწა, წმიდა წყალი, [თიხის დოქში წმიდა წყალი]

 

გავიმეოროთ: მალამოს წაისვავს ყველა იმ დღეს, რომელ დღესაც არის დაბადბეული და ასე გრძელდება შვიდგზის, ანუ შვიდი კვირა 49 დღე. ორმოცდაცხრა დღე თვითეულისათვის შეიცავს შვიდ შვიდეულს. ამ დროის განმავლობაში მთლიანად იწმინდება მთელი სახე და სახის კანი მაქსიმალურ ჯანმრთელ მდგომარეობაში გადადის.

 

ამ დროისათვის ადამიანს ცილდება ძველი კარმიული ნიღბები და მთლიანად განახლებული მზერით აღსავსე აგრძელებს კოსმეტიკური განწმენდის შემდეგ ეტაპებს.

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE