(პროექტი - შეთავაზება)
საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მტკივნეულად აისახა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. გამონაკლისი არც ჯანდაცვა და არც უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემაა. ამ სფეროში არსებული კრიზისის დაძლევა მხოლოდ ურთულესი რეორგანიზაციის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომლის მიზანია სამედიცინო განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამისათვის აუცილებელია არა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებების ჩატარება, არამედ ფუნდამენტური და კლინიკური მედიცინის დისციპლინებში საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი თანამედროვე სახელმძღვანელოები.
სტუდენტ მედიკოსს საშუალება უნდა მიეცეს მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ფუნდამენტური და კლინიკური მედიცინის საგნები იმ პროგრამების მიხედვით, რომლებითაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ასწავლიან.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამა ითვალისწინებს კაცობრიობის ისტორიაში არსებული სამედიცინო განათლების ათვისებას და განშლას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ამოსავალ წერტილად მიიჩნევს საქართველოს შორეული წარსულიდან მომავალ სამედიცინო გამოცდილებას.
მსოფლიოსათვის ცნობილია, რომ მეცნიერების ეს დარგი და თავად სახელი მედიცინა - ქართველი მეფის აიეტის შვილს, მედეას უკავშირდება, ისევე როგორც ცოდნის წყაროს წიგნს “ოქროს საწმისს’’.
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ერთერთი უძველესი ქვეყანაა, რომლის წიაღში უწყვეტად ვითარდებოდა ბუნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მედიცინის ისეთი სფეროები, რომელთა საშუალებით ამ ერში შესაძლებელი გახდა არა მარტო გენეტიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, არამედ მიღწეულ იქნა ისეთი სახის სამკურნალო დიეტოლოგიის განხალხურება, რომელიც ადამიანში არსებული ენდოკრინული სისტემების ჰარმონიულ მუშაობას უწყობს ხელს.
ქართული მედიცინის უძველესი კულტურული გამოცდილება ასევე კარგად იცნობს ჰიგიენის ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ბუნებრივი ჰიდრორესურსების სამკურნალო გამოყენება.
ბუნების უდიდესი საიდუმლოებათა მჭვრეტი და აღმწერი ქართული სამედიცინო ფილოსოფია დღესაც უშრეტ წყაროს წარმოადგენს ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად, ადამიანისა და ბუნების ისეთ რეესტრში დასაახლოვებლად, რომ დროთა ცვალებადობის მოთხოვნილებით მკურნალები და პაციენტები კი არ გამრავლდნენ, არამედ ადამიანი მივიდეს იმ განვითარებამდე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ავადმყოფობათა წარმოქმნის მიზეზები და შედეგები, ე.ი. ადამიანი განვითარების ისეთ საფეხურზე აიყვანოს, რომლის დროსაც მას საშუალება ექნება ის მასალა და საკვები მიიღოს ბუნებისგან, რომელიც დაეხმარება ჰარმონიული ცხოვრების განსავითარებლად.
დაიწყო ახალი ეპოქა და დედამიწა კოსმოსური დაძაბულობის ახალმა ჯაჭვმა მოიცვა. სამედიცინო მატერიალისტური გააზრების ფორმები იმსხვრევა. კაცობრიობა სულ უფრო და უფრო უახლოვდება ბუნებრივ ჰარმონიას და მასში არსებული ამოუწურავი რესურსების გამოყენებაში იწაფება. ჩვენს პროგრამაში გავითვალისწინეთ ისეთი მივიწყებული სამკურნალო დარგების გაცოცხლება, რომლებიც ლოგოსურ ვიბრაციულ სიხშირეებზეა აგებული და ცნობილია როგორც ლოცვით განკურნება. ათასზე მეტი დაავადების სათავე შესაძლებელია ლოცვების დინამიზმით და განწყობის უძველესი ფსიქოლოგიური მეთოდებით აღმოიფხვრას.
ქართული კულტურის უძველეს წყაროებში ფართოდაა გაშუქებული კვების ბუნებასთან შერწყმის ის მხარეები, რომლებიც ითვალისწინებენ ცივ და ცხელ სეზონებს, ბუნების ოთხი დროის გამოვლინებას ადგილის დედის გათვალისწინებით გარემოში არსებული მცენარეული და ცხოველური საკვების მოპოვებისა და დამზადების ისეთ ტექნოლოგიებს, რომელნიც რიტუალთან შერწყმით ანუ ემოციური განცდით სამყაროსთან, სუფრას არა მარტო სამკურნალო მოდელის სახეს აძლევდნენ, არამედ რანგობრივად და ზნეობრივად “აკადემიის’’ სტატუსამდე ამაღლებდნენ.
დღეს კაცობრიობა განვითარებისა და გაერთიანებისაკენ მიილტვის, რაც მხოლოდ გამოცდილებათა გაზიარებითაა შესაძლებელი, ურთიერთობათა ისეთი ფორმების ჩამოყალიბებით, რომლებიც კი არ დაჩრდილავენ ან დაანგრევენ ერთმანეთს, არამედ შეავსებენ და დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას მისცემენ, რათა შენარჩუნებულ იქნას ბუნების მრავალფეროვნება კაცობრიობის ყოფით მოდელებში - ერებში, ენებში და ტომებში.
ყველა “პურ-მარილის’’ მცოდნე ერი, სტუმარს საპატიო რიტუალით სწორედ პურსა და მარილს მიართმევდა ხოლმე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ამ ერში ჯანსაღი აზრი და ჯანმრთელი საზოგადოება ცხოვრობდა. მსოფლიოში ფართოდაა ცნობილი სამკურნალო პურის ცხობის ტექნოლოგიები და არც საქართველოა გამონაკლისი. პურის ცხობისას ქართველები არა მხოლოდ შინაარსს ანიჭებდნენ განსკუთრებულ მნიშვნელობას, არამედ მის ფორმასაც, იცოდნენ რა, რომ ფორმა ბადებს ენერგიას განცდის ისეთ სფეროში, რომელიც მიმღებელს ემოციურ სარტყელში აზიარებდა გარემოსთან, მაგ. ქართული შოთის პური, რომელიც ახალ მთვარეს ჰგავდა. ისე, როგორც ახალი მთვარე გამოიწვება მზის სხივებში და განსურნელდება, ქართული შოთიც თონეში ცხვებოდა სადაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვაზის ლერწამი გამოიყენებოდა და შოთი წალამის ნახურვებში ცხვებოდა. თუ შემოდგომის მოსავლის სარიტუალო სუფრა იშლებოდა, მაშინ ყველა მსხმოიარე ხის ნასხლავი ტოტებით ხურდებოდა თონე, თუ ნანადირევის სუფრა იშლებიდა, მაშინ პური ტყის ფიჩხზე ცხვებოდა. ეს რიტუალები ღრმა შინაარსის მატარებელნი არიან. დაკვირვებული თვალი და გონი ადვილად მიხვდება, რომ ამ საოჯახო რიტუალების დამნერგავნი გამოცდილი მოძღვრები იყვნენ, რომელთაც ღრმად ესმოდათ მისტიკა - როგორც ბუნების სიბრძნის არქივი.
უძველესი გამოცდილებების საფუძვლიანმა შესწავლამ ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანებულ ყველა წევრს საშუალება მისცა ისეთი კვების რეჟიმები შეემუშავებინა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს თავისუფლად შევურჩიოთ ყველა სახის დაავადებას ისეთი კვება, რომლის მეშვეობითაც (განსაკუთრებულ შემთხვევებშიც კი) ორგანიზმი არამარტო განთავისუფლდება დაავადებებით გამოწვეული დატვირთვებისგან, არამედ თავისუფლად შესძლებს აღდგენისაკენ სვლას, რაც აუცილებელი პირობაა საბოლოო გამოჯანმრთელებისა.
ჩვენს მიერ ათვისებული სისტემებით შესაძლებელი გახდა სამკურნალო კვების პროდუქტების დამზადება და შენახვა ისეთი ტექნოლოგიებით, რომლებიც სრულიად გამორიცხავენ ქიმიური დანამატების შეტანას ჰერმეტიზაციის დროს. პროგრამა ითვალისწინებს ბუნებრივად განზავებული მინერალების გამოყენებას და არა მისი ქიმიური ანალოგების ხმარებას დამზადებისას. პრაქტიკულად ღრმად გვაქვს შესწავლილი ის გარემოება, რომელიც ადგილის დედის ფენომენს უკავშირდება, რაც იმ თვისებებით გამოიხატება, რომელიც ყველა ბუნებრივ მინერალს გააჩნია. (კონკრეტულად, ბუნებრივ წყაროებში მინერალებს და მათ ნაზავებს გააჩნიათ უნარი მატრიცისებრ ჩაიწერონ ინფორმაცია კოსმოსიდან ნაკარნახები ძალთაქმედებებით ადგილობრივი სისტემის ჰარმონიული განვითარებისა.)
მსოფლიოს ყველა ერს, ენასა და ტომს შენახული აქვს თავისი ისტორიული წიაღიდან მომდინარე სამკურნალო კვების ისეთი ორიგინალური რეცეპტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ადამიანთა დაწყვილებიდან მათი ცხოვრების ღრმა მოხუცებულობამდე ისე, რომ ჯანმრთელი შთამომავლობის დაბადების და აღზრდა-გამოკვების კანონზომიერი ასაკთან თანამდევი კვების მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილებულიყო. კვების რეჟიმი გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ დედამიწაზე რეგიონალური სისტემების ზემოქმედების განსაზღვრებით, არამედ კოსმიური ბუნების, ანუ ასტრალური დროის, უფრო ზუსტად კი - ზოდიაქალური მოდელის მიხედვით. უძველეს გამოცდილებებზე დაყრდნობით შევისწავლეთ მათი ავკარგიანობის საკითხები, შევიმუშავეთ სამკურნალო კვების მთელი კლასიკა, შევქმენით უნივერსალურ ბუნებრივ ნედლეულებზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოპოვებული და დამზადებული.
ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ურთულესი ბაქტერიოლოგიური ეპიდემიები. სისტემაში მოგვეპოვება ისეთი საშუალებებიც, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო პროდუქტები, არამედ სასმელი წყალიც შევინარჩუნოთ ბუნებრივ ეკოლოგიურ ბალანსში. ავითვისეთ წყლის შენახვის და ტრანსპორტირების ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას ურთულესი ეკო-კატასტროფების დროს დედამიწის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებთ მივაწოდოთ სუფთა სასმელი წყალი, რომელიც არამარტო სტერილურობით გამოირჩევა, არამედ მცირე დოზით გომეოპატიური დანამატებით შესაძლებლობას მოგვცემს განვკურნოთ ეპიდემიაში ჩაფლული მოსახლეობა.
ასევე მიზნად გვაქვს დასახული მსოფლიო კატაკლიზმებთან და ეკო-კატასტროფებთან ბრძოლის ყველა დღემდე არსებულ გამოცდილებათა არქივის შექმნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქართულ ფენომენში აღმოცენებულ უდიდეს გამოცდილებას. არქივის მიზანია საჭიროებისამებრ სწორედ და სწრაფად მიეწოდოს ინფორმაცია იმ სისტემას, რომელსაც სურვილი ექნება თანამშრომლობისა და ჰუმანური გზით მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნისა.
კოსმოსიდან ახალი ეპოქალური დატვირთვების შემოსვლამ დედამიწაზე დიდი გართულებები დაჰბადა მიკრო და მაკრო ბუნებაში, რაც იმუნოდეფიციტის სახით გამოიხატა დაავადებებში, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებსა და მცენარეებში. ყველაზე მგრძნობიარენი მიკრობები, პარაზიტები, ვირუსები და ბაქტერიები აღმოჩნდნენ. დაუღალავი შრომითა და დაკვირვებებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბუნებაში არსებულ ყველანაირ სიცოცხლის ფორმებს შორის ერთმანეთთან “ურთიერთობის’’ რამდენიმე უტყუარი პრინციპი არსებობს:
- არსებობენ ცხოველები, მცენარეები, მიკრობები, პარაზიტები, ვირუსები, მინერალები, ტემპერატურული რეჟიმები, სპექტრალური რეჟიმები, ხმოვანი რეჟიმები, ფორმითი გამოვლინებანი რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ ბუნებაში, ერთმანეთს ეხმარებიან ადაპტაციასა და განვითარებაში.
- მეორე დამოკიდებულება აბსოლუტურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა, თითქოსდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი კანონზომიერებები და სიცოცხლის მავლინებელი ფორმები ხელს უშლიან ერთმანეთს - ეწინააღმდეგებიან განვითარებაში.
- მესამე დამოკიდებულებაში მოექცნენ ჩვენგან პირობითად წოდებული “კალეიდოსკოპური’’ ურთიერთობის კანონზომიერებაში მოქცეული ცხოველები, მცენარეები, მიკროორგანიზმები და ტემპერატურული, სპექტრალური და ხმოვანი რეჟიმები, ანუ ზოგი ურთიერთხელშემწყობნი და ზოგი ურთიერთხელშემშლელნი განვითარებისა და ადაპტაციის პროცესში. თუმცა ამ შემთხვევის მაწარმოებელნი უფრო მკვეთრად აყალიბებენ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ციკლურ ევოლუციურ განვითარებაში.
- მეოთხე დამოკიდებულებაში მოქცეული ნეიტრალური ურთიერთობის მატარებლები ანუ ინერტული ურთიერთობის ჯაჭვის მაწარმოებლები არიან. ჩვენგან “ფოსტალიონებად’’ წოდებულნი. ცხოველების, მცენარეების, მიკრო და რეჟიმული სისტემების (ხმოვანის, სპექრტალურის, ტემპერატურულისა და ატმოსფერული წნევის) “ფოსტალიონისებური’’ კავშირის დროს მხოლოდ გრძნობათა სისტემების ინფორმაციული განვითარება ხდება.
- მეხუთე დამოკიდებულება პოპულარული დამოკიდებულებაა, რომელიც ენერგიის შენახვისა და განხარჯვის რიტმულ მოდელს ემსახურება. ამ შემთხვევაში დამოკიდებულება განსაკუთრებულ პირობებთან შეგუებაში ვლინდება. ხშირ შემთხვევაში ენერგიების გაცვლა გარდასახვის პრინციპების ამოქმედებით რეალიზდება.
ამ ხუთი დამოკიდებულების შესწავლისა და დაკვირვების ნიადაგზე, შესაძლებლობა მოგვეცა პრაქტიკაში ისეთი პრეპარატების წარმოებისა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს იმუნოდეფიციტურ ნიადაგზე განვითარებული დაავადებების აღმოფხვრაში.
პროგრამაში გათვალისწინებულია მსოფლიოს საზოგადოებას უმარტივესი ხერხით მიეწოდოს იმუნოდეფიციტის აღმოსაფხვრელი საშუალებები:
- შეგვიძლია დავამზადოთ სამკურნალო პრეპარატებით შეზავებული საბავშვო საკვები: ჩურჩხელები, კანფეტები, ლიმონათი, საღეჭი ’’რეზინები’’.
- ჰიგიენისათვის საჭირო სამკურნალო მცენარეებსა და მინერალებში გამოყვანილი ხელსახოცები, პირსახოცები, ერთჯერადი ჰიგიენური საფენები.
- ხსნარები აბანოსათვის, დეზადორები მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ გარემოში ბაქტერიული და ვირუსული სტაბილურობის დაცვას.
- პროდუქტების კონსერვირების დროს ათვისებული და გამოცდილი გვაქვს ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული დანამატები, რომლებიც დროის და გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებებისგან დაიცავს პროდუქციას. გათვალისწინებულია ტრანსპორტირების დროის რეჟიმებიც.
- შემუშავებული გვაქვს “მცენარეული ძაფები’’ ცხოველური ბეწვეულის დანართებთან ერთად, რომელსაც შესაძლოა ფართო გამოყენება მიეცეს სამკურნალო სამოსში. ამასთან ერთად გათვალიწინებული გვაქვს გასავლები ხსნარების წარმოება თეთრეულისათვის.
- იმუნოდეფიციტის აღმძვრელი ვირუსული და ბაქტერიოლოგიური პროცესების გამანეიტრალებელი და გამფილტრავი პრეპარატების ნედლეულზე დამზადებული კბილის პასტები, საპნები, შამპუნები, სუნამოები, ოდეკალონები, ლოსიონები და ა.შ.
- გლობალური კატაკლიზმების დროს ეპიდემიებში მოქცეული ქალაქებისთვის გათვალისწინებული გვაქვს აეროზოლები, რომლებიც საფრენი აპარატების მეშვეობით მოესხურება ინფიცირებულ ზონას, რათა არ განვითარდეს ან საწყის ეტაპზე ლიკვიდირებულ იქნას რომელიმე ვირუსული ან ბაქტერიოლოგიური დაავადება.
- წყალსაცავებსა და მტკნარი წყლების რეზერვუარებში, ჩვენი ტექნოლოგიებით დამზადებული ხსნარები, რომლებიც მხოლოდ საშიში ეპიდემიის გამავრცელებელ ბაქტერიულ და პარაზიტულ დანაგვიანებას აღმოფხვრიან, ხოლო ადგილობრივ ბუნებრივ ჯაჭვს არას ავნებენ.
- ბუნებრივ კანონზომიერებათა დაკვირვების ნიადაგზე შევიმუშავეთ ისეთი შთანთქმელი და გამანეიტრალებელი ხსნარები, რომლებიც თავისუფლად ანეიტრალებენ (თითქმის ნულამდე დაჰყავთ) ქიმიური პროცესებისაგან გამოწვეულ დაბინძურებებს. ასევე გაგვაჩნია, რადიაქტიური გამოსხივებით გამოწვეული ჯაჭვური რეაქციის შემაჩერებელი და აღმოსაფხვრელი ხსნარები.
- შემუშავებული გვაქვს სამკურნალო არომატები, რომლებიც დანამატის სახით შეგვიძლია ვიხმაროთ კაცობრიობის ერთერთი მავნე ჩვევის “მიზეზთა მიზეზში’’ სიგარეტში, ისე რომ მავნე ჩვევა სამკურნალოდ იქნას გამოყენებული.
სამედიცინო საზოგადოებისათვის შემუშავებული გვაქვს განვითარების ფილოსოფიური პროგრამა კლუბური შეკრებების ცენტრებში ლექციებისა და საუბრების სახით. ღრმად გვწამს, რომ შესაძლებელი გახდება კოლეგიალურობის დახვეწა და ურთიერთსასარგებლო გზების გამონახვა მედიცინის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებისათვის. ეს კი მიზნად ისახავს ისეთი ბირთვის შეკრებას, რომელიც იმოქმედებს და იბრძოლებს კაცობრიობის ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა კოსმოსიდან მომავალი და ნაკარნახევი ინსტიქტებისა და წესების მიერ ხშირად დისჰარმონირებული ევოლუციური ფსიქიკა.
საქართველო, აბრეშუმის გზის ისტორიული დედაქალაქის ქვეყანა, უნდა მოემზადოს უახლესი მსოფლიოს პროექტისათვის, რისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია მიგრაციის პროცესების დროს პიროვნებების, ცხოველების, ფრინველების თუ პროდუქციის სტერილურობის გათვალისწინება. არანაკლებ მნიშვნელოვანია კურორტოლოგიური სისტემების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ამუშავება, ტურისტული სამკურნალო მარშრუტების დანერგვა და ბუნებრივი სამკურნალო რესურსების აღწერა კლასიფიკაციის მიხედვით.
საქართველოს გეოგრაფიული გარემო მზისა და მთვარის სხივთა განფენისა და განშლის მრავალფეროვნებით, კლიმატური პირობები, განსაკუთრებული მინერალური წყაროები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამკურნალოდ (ზოგიერთი მათგანი ისტორიული წარსულიდანაა ცნობილი და დღესაც პრესტიჟით სარგებლობს), გეიზერული აბანოები, გოგირდოვანი აბანოები, ტალახები, მინერალური თერმული წყაროები და სხვა მრავალი იმ მხრივ იქნა შესწავლილი ჩვენს მიერ, რომ ამავე ადგილებში არსებულ ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული სამკურნალო პრეპარატები საშუალებას მოგვცემს ეფექტურად ვაწარმოოთ მკურნალობა სხვადასხვა დაავადებების აღმოსაფხვრელად, რადგან შერწყმული იქნება წყაროებისა და აბანოების სამკურნალო თვისებებთან. თანაც, თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ საკვებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადდება, ტრადიციულ გასართობ სანახაობებს, რომლებიც სავსეა ტემპერამენტით და ფილოსოფიური განცდებით, მივიღებთ შერწყმით, ძველი და ახალი სამედიცინო გამოცდილებების მქონე კურორტებს და ჯანსაღ ტურისტულ კერებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში დედამიწაზე არსებული თითქმის ყველანაირი გეოგრაფიული და კლიმატური გამოვლინების სამკურნალოდ ვარგისი მხარეები გაგვაჩნია და ყოველივე ეს წარღვნაგამოვლილი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მისტერიების სამშობლოა. ამრიგად, მივიღებთ კაცობრიობისათვის საჭირო და უნიკალურ ნაკრძალ სახელმწიფოს და ქვეყანას, რომელიც ინტელექტუალური მარაგით, ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ნედლეულით, უახლესი ტექნოლოგიებით დიდად გამოსადექი ოაზისი გახდება მსოფლიო ცივილიზაციის ახალი ეპოქის ათვისებისთვის.
ჩვენმა ორგანიზაციამ მიზნად დაისახა კავკასიური ტომების სამედიცინო გამოცდილებების გამთლიანება და გაერთიანება, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ასეთი მრავალფეროვნების მქონე დასახლებული რეგიონი.
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და კანონზომიერი თანაშერწყმით კავკასიელი ხალხი უძველესი დროიდან თავის წიაღში ანვითარებდა ისეთ რთულ სამედიცინო კულტურას, რომელიც თითქმის მთლიანად მოიცავს მსოფლიო მისტიურ და კოსმოსურ არსობრიობათა სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების ხერხებს.
ჯერ მხოლოდ ცივი და ცხელი ქვებით მკურნალობის ტექნოლოგიები გავიხსენოთ, რომლის დროსაც ორგანიზმის ამა თუ იმ აქტიურ ნაწილებზე მინერალური და თერმული ზემოქმედებები იყო გათვალისწინებული.
არ არსებობს მკურნალობის ისეთი ხერხები და მარავალფეროვანი საშუალებები, როგორიც კავკასიაში მოგვეპოვება!