კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ბრძანება ღმრთისა, იოველის 

წერილთა ძალამჴმობელთათჳს,

ანუ გზა კუჱრთხითი 

 

ნაწილი II


 

ალდებარანი (Альдебаран, Палилиций, Palilicium, Палилия, Palila), ხარის თანავარსკულავედის ალფა (α) ვარსკულავი, ზემოქმედება აქვს ტყუპების ზოდიაქოზე, ტყუპები არიან ქართულ - ძუელით ტყუბი.

 

წიგნთა წერისას: დედანი და ასლი.

 

„ა) ტყუბი - ზოდია.

ბ) უკეთუ იყვნენ ყრმა ორნი მუცელსა შინა, ეწოდების მარჩბივი, (მაგ. ა) რემი და რომულოსი, ბ) იაკობი და ესავი (ებრაელებისა და ქართველების წინაპრები)...


„ხოლო პირუტყვთა ორთა, ანუ სულნი და მისთანათა ორთა, ერთსა ბუდესა შინა ეწოდების ტყუბი; ხოლო ხილთა და ხმილთა (ხიჩატელი) ორთა შეერთებულთა ეწოდების ტყუჭი.“ (სულხან-საბა)

 

თავად იაკობი დედნური სახელია, მას აქვს მეორე სახელი ასლური - ისრაელი, ეს სახელი ანგელოზმა ღმრთისამან დაარქუა ანუ უწოდა.

 

სახარების სახელი მხოლოდ ქართული დედანისა ხართან არის დაკავშირებული და ხარი ლუკა მოციქულის ნიშანია. ასევე „ტყუპი“ ხარის თავი გამოკვეთილით, ამშვენებს სვეტიცხოველის დასავლეთის კარიბჭეს, საიდანაც შემოეფინება მწუხრის ვარსკულავის (ვენერა) სხივნი. ამ ვარსკულავთან დაკავშირებულია წარმართული ქართული დღესასწაული ფალი, იმართებოდა ჭიდაობა ფალავნობა ან ფალავანება.

 

წარმართულ ქართულ სალოცავებთან, დასავლეთის მხრიდან აღმართული იყო ფალოსის ქვები ანუ ქვის ფალოსის მსგავსი ქანდაკნი, გონების თესლის, ანუ აღმოსაცენებელი ცოდნის დამკურთხებელი, უფალი ღმერთის სიმბოლო; მწყემსების დღესასწაულად მოიხსენიება საბერძნეთში და იტალიაში. ეს დღესასწაულები საქართველოდან რემი და რომულოსის მიერ იქმნა გატანილი ქალაქ დიოსქურიიდან - ვარსკულავიერი მათი ენერგიის საიდუმლო. ვარსკვლავები კასტორი და პლლუქსი. ამ სახელთა გახსნის შემდგომ ანუ დეტაბუირებისას დავიბრუნებთ მითოლოგიურ ცოდნას საბერ-ძბეთიდან, ბერ-ძუ-ენითით დაწერილს. იგი აიეტის განმანიფესტებელი ცოდნის წყაროა კუტაიური ანუ ქუთაისური.

 

ქუთაისი ქალაქია ცისკრის ვარსკულავის, აიეტ-მეფის მიერ დაარსებული, ქუთ - დახუჭულ თვალის, დაფარული ხედვის სიმბოლო სიტყუაა ტაბუირებული (გამოდით სუტყუიდან ქუთუთო).

 

დაფარული აისი, ცისკრის ვარსკულავის შემოსვლისა და შემოსვის ტაბუდწყობილი ძუალთა შენაწევრებული სახელია, ჰურიასტანულად ბეთქუთი - სახლი დაფარული თვალისა, მძინარისა.

 

შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპაში, ალდებარანის სახელს მეორე სახელი გააჩნდა - ხარისთვალა (Oculus Tauri), (რუსეთში ერქვა - „Воловий Глаз“, т.е. глаз быка).

 

ძუელი ლეგენდების მიხედვით, უძველეს წარსულში ალდებარანი, ალფა ხარისა -  გაზაფხულის დღეღამტოლობის „წერტილში“ იმყოფებოდა (ამით გაითვლება ქუთაისის დაარსების დრო, ვარსკულავიერი დრო მიწაზე. ალდებარანი მიწაზე ზემოქმედებს ტყუპების თანავარსკულვაედის 10°±2°-ზე.

 12°+30°(α) ვერძისა = ცის 42°

ერთ გრადუსს მზე გადის 72°±2° (სხვადასხვა ზოდიაქოს სხვადასხვა დრო გააჩნია მზის გზაზე - მზის მოძრაობისა)

42°x72° (ნაკლებობით) = 3024 წელი

 

ეს დრო ემთხვევა დავით წინასწარმეტყველის დროს და შემთხვევითი არაა ებრაელების მკვიდრობა ქ. ქუთაისში. თავისუფლად შეგვიძლია კვლევის დასრულების შემდგომ ვუწოდოთ ქუთაისს ნათელრქმით - დავითის დროის ქალაქი.

 

სადავო წერტილი ტყუპებშია და დაცა უკავშირდება ესავსა და იაკობს, ტყუპებს. ვარსკულავიდან გათვლილი ბიბლიური გზა დიდ ცოდნასა და ბევრ ნაშრომს მოითხოვს. მე ფრაგმენტალურ ვერსიას გთავაზობთ, ერის მეცნიერებმა თვალონ და თვალი შემთხვევით არაა გახარებული, ანუ ხარისა აღმნიშვნელი ჯერ მწუხრისა და მერე ცისკრისა, ორთავე ცისკრის ვარსკულავის (ვენერას) სახელია; ვენერა ხარში მწუხრშია, ისევე როგორც როსტევან მეფე არაბეთისა ანუ მწუხრისა.

 

დავითის ტახტის, ანუ სატახტო გზა საქართველოდან ახლდება ახალი აღთქმის გამსოფლიურების ჟამს, „მაშინ ექადაგოს სახარება მთელს მსოფლიოს“ გვამცნობს წინასწარმეტყუელება სახარებისეული.

 

დავითი დაიბადა (1085) ათას ოთხმოცდახუთ წელს ქრისტეს შობამდე (დაახლოებით). 1085 წ.ქ.შ. + 2000 წ.შ.ჩ. ჩვენამდე = 3085 წ.

დავითის დაბადებიდან ქუთაისის აშენების სავრაუდო წელი 3024.

3085 წ. – 3024 წ. = 61 წელი

დავითი 61 წლის უნდა ყოფილიყო ქუთაისის აშენებისა და დამკვიდრების დროს.


„დავით - სასურველი, გინა ნიჭი, საყვარელი, გინა კმასაყოფელი ნიჭი.“ (სულხან-საბა)

 

დავითი იყო დაბადებული ბეთლემში. „ბეთლემ - სახლი პურისა“ (სულხან-საბა)

 

სახლი პურისა, ასე აქვს ბიბლიური განმარტება ბეთლემს. ახლა კარგად დააკვირდით! თონეში ჩავარდნილ პურს კუტი პური ჰქვია, კუტაია - ქუთაისის ძუელი სახელი დაკავშირებულია სიცხესთან, ბოლო ჟამს აპოკალიფსში აღწერილთან და ძუელი აღქმის წინასწარმეტყუელების ტექსტებში ცეცხლთან, თონე ცეცხლის სავანეა.

„პურის ღუმელი“ დანიელ წინასწარმეტყუელი საჴმილად მოიჴსენიებს, ვინაიდან პურს არსობისას, სულიერ პურს კაცნი მიირთმევენ, ხოლო საჴმილი კაცთ საწამებელია.

კიდევ უწყოდეთ „თურქულად“ ანუ ძუელ კაბადოკიურად, ძველ ლაზურად კუტ - ქუთს ნიშნავს.

„კუტ - ქუთ“ (სულხაბ-საბა ორბელიანის უცხო შესატყვისობანი)

კუტ-აია - ქუთაისის სახელი ძუელი, ძუელ ლაზურით კაბადოკინელურით, კაბადონითით, კაბადოკიურად განვმარტოთ და ვამშვენოთ სიცოცხლეში.

„კუტ = ქუთ“ ჩავსვათ ქუთ, მივიღებთ ქუთ-აისი, ქუთ-აია.

 

თონეში ჩავარდნილი კუტი პურის სახელი, ცეცხლში გამოცდილი სულიერი პურისა და ამ პურის მჭამელის ისტორიულ ცეცხლში გამოცდილი - დავიწყებული საპყარის სახელია.

„საპყარი - ფერჴებ - დაშავებული, კუტი. კოჭლიც ფერხებ დაშავებულად ითქმის და მკელობელად ითქმის.“ (სულხან-საბა)

 

ეს-აია, ეს სამყარო - ქართულად, დიდი აია, დიდი სამყარო, კუტ-აია ცეცხლოვანი სამყარო, ჩვენი დრო, ლომის ეპოქა; ლომის ანუ იუდეველთა სამყარო, აღმსარებელთა დრო (იუდა აღსარებას ნიშნავს), მეფეთა გზის განახლების დრო, სულიერ ცეცხლში გამომცხვარი პურის, სულიერი პური ჩვენი არსობისა, სულიერ ცეცხლში გამოცდის შემდგომი დრო.

 

ვნახოთ, როგორ გადმოგვცემს ეს-აია, ეს სამყაროს სახელის მატარებელი ესაია წინასწარმეტყუელი შეფარულად, იმერეთზე.

 

„იხარებდ, უდაბნო წყურიელი“ (ესაია 35 თ. 1)

 

(უდაბნო - უშენობო, კაცრეალობა - შენობა, იგივე კაცრიალობა, ანუ ნამუშაკობა. (სულხან-საბა)

 

კაცი - ვიცით დედაკაცად და მამაკაცად შვა ღმერთმა ადამიანი.

რეა - გამოითარგმანების დედასა მდედრთა ძალისასა (საბა) ანუ დედა ძუალთა, იგივე დედაკაცი, კაცრეა+ალობა ანუ ძუ-ალთა.

„წყურიელი - მოწყურვებული“ (საბა)

 

აღმოვიკითხოთ სრულიად: იხარებდ - ხართან კავშირით, სახარებლად და სახარებისეულად ქრისტეთი: ძუალნი, ძუალთა ადამისათა, წყალობა მოწყურვებულნი. ასე შეაღწევთ ძუალთა წიაღში, ჩემო ერო!

 

დავასრულოთ ანუ სრული გავხადოთ ესაიას წინასწარმეტყუელება.

 

„და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.“ (ესაია 35, 1)

 

რა თქმა უნდა, პირდაპირი კვლევა არ არის ეს წერილი, ძიების სწავლების სახეა პირველადი დამუშავებისათვის. განცვიფრდებით, რა ღრმაა ქართული კაბადონითება (დედა კაბალასი). დიდებულია ის პიროვნება, ვინაც ღმერთის კარნახით ჩააწვინა ეს ცოდნა ქართულ წერილში, ეს ამტკიცებს, რომ ქართული დედანია.

 

ჩემი მიზანია გავცე არა ჭურჭელი, არამედ საჭურჭლე და ვანთავისუფლო ცრუ ცოდნებისაგან დამონებული ერი.

 

ესაიას წერილის ოცდამეთხუთმეტე თავი - ერის ნუგეშისცემის თავია ჭეშმარიტებით გამსჭვალული. წოდებული ნომერი 30-ლასი და 5-ენი, ლე = ლასენი, აღმოვიკითხოთ ჯერ ასე: ლასი - თევზია და მეთორმეტე ზოდიაქოა ანუ ზოდიაქალურადაც თევზია, ენა - ქართული ენაა. მეხუთე ნომერია და ლომის ზოდიაქოს ნომერია სახლისა.


თევზი უთქმელი სიტყვის საიდუმლოა, ქრისტეს სიმბოლოა, წინასწარმეტყუელებით, „რაც არ უხილავს თვალს და არ სმენია ყურს“ - ამ სიტყვებს მიიღებთ ბოლო ჟამისათვის, გულთა სახარებლად - გვამცნობენ წინასწარმეტყველნი. ლომი - იუდეველთა სიმბოლოა და მარკოზ მოციქულისა კანონიკურად.

 

ლასენი თევზის ენაა, დუმილიანი და ჯერ უთქმელ-დაუნახავიცა და აღუქმელი, დღეინდელად დღემდე შენახული, საიდუმლოთი აღსავსე. ენი ლომის სახლისაა და მეფის მიერ დაბადებულ ენის საიდუმლოს წინამძღვრობს, მეფედ-მეფის უფალი უიესო ქრისტეს - სრულით გულით და ნათელი გონებით სადიდებლად.

 

ჭამეთ პური არსობისა ქართული საფუარით, თუკი სურვილი გაქვთ ხანგრძლივი ცხოვრებისა და ერიდეთ ეშმაკთა საფუარს, ნახევარქათამს რა უთხრა, ლომისა რა ვაგრძნობინო შიშის გარდა. ნუ მოიტყუებთ თავს, ქართველებო, და ნუ ატყუებთ ერთმანეთს, განთავისუფლდით სიცრუისაგან და ღმერთი განგათავისუფლებთ ცრუ მოძღვართაგან. არაფრის მომცემები არიან, ეს კი იციან - ღმერთმა გაკურთხოს! მე კი ფული გადამიხადეო: „სტავკა - ხუთი თუმანი“, რატომ ასე ძვირიო?! - ბენზინი გაძვირდა, ლარი გაიაფდა და რა ვქნაო?

 

ბატ-ონო, პატივ-ცემულნო მოძღვარნო, ვინღა ჭამს თქვენს შეთხზულ ტყუილებს. პოლი-ტიკით და ადე-კვატურ და ასე-ბატურ დარვინისტული სულით განჟღენთილებო. მოვიდა დრო წკრიალა, სუფთა, კაცთმოყვარე ცხოვრებისა! თქვენ კი, ისევ სიცრუის ბორბალს ატრიალებთ, ბორბალა გალიაში გამომწყვდეული ციყვებივით.

 

ცელიანი მენაგვეები დაედინებიან ქუჩებში ღვარძლის მოსათიბად. ვერაფერი ვერ გიშველით პატიოსნების გარდა და მართალთა გზაზე დასაბრუნებლად ილოცეთ, თუკი ოდნავ მაინც შეგრჩათ რწმენა.

 

დედამიწა ღირსეულთა სამკვიდრებელი ციური სახლია, ღვთაებრივ ბრძანებაზე დამკვიდრებული. დააკვირდით და ისმინეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიკითხება სიტყუა, ყოველი ნაკოჭლარი საღ-არესთან წყვილდება, ორი სიტყუიდან ერთი ისრაელს ეკუთვნის, ერთი იაკობს. მართალი წარმართავს მრუდდუნებულს, აღმოიბადება მრწამსი და ერწყმის ბედისწერას.

 

„ვლდებოდეს კოჭლი, ვითარცა ირემი“


ირმის ნახტომის ვარსკულავთა დამოწმებითა და ცათა შინას მბრძანების ნებითა და უფლებამოსილებით, კოჭლის ანუ ისრაელის ბედისწერა გასწორდება, ქართული ბიბლიის, ქართული საღმრთო ენით დაწერილით - შედარებით თორასთან.


იწყება მისამართის ვლინება, ირემი - იმერი, იმერეთში გაიხსნა პირველი საიდუმლო ნოეს კიდობანის შესახებ და შვიდი საიდუმლო აჟღერდა.

 

„მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი და ყურთა ყრუთასა ესმოდის. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.“(ესაია: თ. 35)

 

კოჭლი - კვალი ყოველ მეორე ნაბიჯს ამრუდებს, ნაბიჯი იდეისაკენ მომავალი გზაა წერილის, თითო სიტყვა, თითო ნაბიჯია. ისრაელისათვის წერილი კოჭლის კოდიფიკაციით დაბეჭდა უფალმა და მოსეს გადასცა ებრაელი ერის მსოფლიო ბედისწერაში შესაყვანად. ირემი და იმერი - იცით იმერეთის მთავარი ტოტემია, იგი ქრისტეს ჯვარით არის შემოსილი რქებს შორის (ეს გედის თანავარსკულავედია ირმის ნახტომის გალაქტიკაში) და ადამის სახელდებითი გვირგვინი აგვირგვინებს გერბს, ჩრდილოეთის გვირგვინად წოდებული, აღმოსავალის მეფის გვირგვინია - სამელქისედეკო.

 

„და ურწყული იყოს მწურნებად. და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყოს. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ.“ მე ურწყული - წყალობა მიუღებელი მეა. მე არწყული - მწურნება გამოვლილი მეა, მწურნება მიწურვილია და ჟამის ბოლოა:

 

„მიწირბილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა,

ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა.“ (შოთა)

 

„ურწყული იყოს მწურნებად“ - ეპოქა მთავრდებოდეს, დასასრულს მიეცეს, დამთავრდეს დრო წყალობის გარეშე ცხოვრებისა, მამამ გვაკურთხოს ჩუენ და ჩუენ ვადიდოთ მისი სახელი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდა სულსა.

ამინ! ამენით! ამენ!

 

და კურთხევის ძალით მე რწყული ხდება, და მერწყულის ეპოქა სწორი ნაბიჯებით იწყებს სვლას. მერწყული ის პირია, რომელსაც შეუძლია ახალი ლომის ეპოქა დააკვალიანოს გზებზე მიზნისაკენ.

 

„და ქუეყანასა შინა“

 

ქალაქი იერუსალჱმი ქუეყანასა შინა არს ნაშენები, კაცრიელი.

 

„წყურიელსა წყარო წყლისა იყოს“

 

ქალაქ იერუსალჱმში არს წყარო წყლისა დასალევისა, როგორც წყალი და ასევე არის ღვთაებრივი წყალობის, ან წყალის მისაღები ადგილი, სალოცავი წმინდათა წმიდა. ამას განმარტავს თვით წინადაგებული წინადადება, თუ წყურია და იქვე არს წყალი წყლისა, რაღად არის ქუეყანა წყურიელი. რატომ და ქალაქი გამოკეტილი იყო და წყალობის მისტერია არღარა სრულდებოდა.

 

სიტყვა ასეა დაბეჭდილი:

 

წყურიელი - წ-ყური-ელი

წ - წილისა და მარაგის ასოა წერილისა წესისა.

 

იოანე ზოსიმეს მიერ შემონახული წმიდა წერილი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ მეხუთე წინადაგებაში, ანუ წინადადებაში, ანუ წინადაფენვაში, ხუთის ნომრით ანუ ენის ნომრით დანიშნულში წილი ზის.

 

„და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასო არს (ასო წ - 4000) და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.“

 

წ - წილის ასოა და ქალაქის გამოკეტვის დროს აფიქსირებს აბრაჰამისა და მელქისედეკის მოღვაწეობიდან დღედმდე.


ყური - მწყური სიტყვის წყალობას ელის.

ელი - აღმდგარი ღმერთის სახელია, უზენაესი ღმერთის აღდგომა.


კაცთათვის ღმერთის სიტყვით დაინახება, ამიტომაც ქართველი კაცი იტყჳს: უყურეო! ანუ თუ სიტყვა არ დაიბადა აღებით ყურისათი, ვერაფერს დაინახავ.

 

ხედავდე და ვერ უყურებდეო, ესე იგი ჯერ არ ინება ღმერთმა თავის წინაწარმეტყუელის სიტყვა შეაწიოს და დააბადებინოს, ესეც წმიდათა წმიდის მისტერიის პროცესია.

 

ღმერთისაგან ნაკურთხები წინასწარმეტყველი განსცემს წყალობასა და ცოდნას -  თავად პირველწყაროდ წოდებული. ამ წყაროს, ღმერთის სიტყვის მომწოდებელს, აქვს თავისი სახელი კანონიკური - ელია წინასწარმეტყუელი.


„ელია - უფალი ღმერთი ჩემი.“ (საბა)


ელია, რომელსაც ღმრთაებრივი სიბრძნე ელია, დაელია წყალივით, ელის ახალ წყალობას, ელი-აღმდგარი ღმერთი, ანუ სიტყვა.

 

სიტყვანი იქადაგებიან და წერილში ჩაფენით წიგნად წინგნებისათვის მრავლდებიან. ესე არს რათა მღდელთა მოუარონ საწყმსოსა. ქალაქში ანგელოზები დაფრინავენ, ისე გადაადგილდებიან ვითარცა ფრინველნი, ხოლო თავად მფრინველნი - „მუნ სიხარული მფრინველთა“, ესე იგი ანგელოზთა სიხარულით იწყება მისტერია წმიდათა წმიდაში ძის დაბრუნებისა, ანუ წინასწარმეტყუელი ელიას შებრძანება საღმრთო სიტყვის მისაღებად წმიდათა წმიდაში. დღეიდენლ დღეს ელოდებოდა მრავალი მოგვი თუ წინაწარმეტყუელი, რადგანაც იცოდნენ, რომ უფალი იესო ქრისტე ლაზარეს ენით აღადგენდა კავშირს მამასთან.


„საყოფელი სამწყსოთა“ - ადგილი დაფარული ქალაქისა, სადაც იქადაგება წმიდათაწმიდის მისტერიიდან გამოსული ელია, წინასწარმეტყუელის მამისაგან ანუ უზენაესი ღმერთისაგან ჩამოწოდებული სულიერი პური.

 

„მწყურნები ლელწმისა“, სივრცითი და ხედვითი გეომეტრიის ცოდნის გადმომცემი, მრავალმხრივ „მწყურნები“ - მრავლად წყლიანი.“ (საბა)

 

ჩვენმა წინაპარმა - დალოცვილმა ღმრთისაგან იცოდა, რომ წყალი ინფორმაციის სავანეა ყველანაირის.


„ლელი - (ბალ) წვრილი ლერწამი (წვლილი ლერწამი)

ლელწამი (საზომელი) საზომისა - ესე არს ხალი საზომელი. ესე იყო ზომით ექვსი მტკაველი, რომელსა თურქთა გალატოზნი შიმშად უწოდებენ.“ (საბა)

 

ბოლო ჟამის წინასწარმეტყველი, რომელსაც დაევალა ტაძრის განზომა, ლელწმით მზომელია.

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE