უფალმა უწყის დრო წარწყმედისა ბაბილონისა, მოახლოვებულ არს დაცემა შენი, მეძავო ბაბილონო!
დანარცხდი! დაეხეთქე! დაასკდი შენს ცოდვებს და ყოველი შენი შვილი გარესკნელითდეს, კბილთა ღრჭენითდეს და გაცამტვერდეს!
წამებათა და ტანჯვათა შემზავებელო, გახრწნილო ბაბილონო, შეგჭამოს შენმა შვილებმა. დედამიწიდან განვედ, შენი მტვერიც კი გატანილი იქნება გარესკნელებში მარადიული დავიწყებისათვის.
ცრემლი, ტკივილი და ტანჯვა ასმაგად მოგაგოს ყოველმა მართალმა. შურისძიების მახლო, გაანადგურე ბაბილონი მეძავი და ხრწნილი! მახლო, მახლო, მახლო! ცეხლოვანო, ცეცხლოვანო, ცეცხლოვანო! ფერფლად აქციე მტანჯველი მეძავი ბაბილონი!
ვეღარსად დაიმალები, შენმა საზიზღრობებმა განგაშიშვლეს შენ! ნაგავსაყრელიც უარს ამბობს შენს მისაღებად.
ვა შენ, მაძავო ბაბილონო, მკვდრებმა საფლავებიდან დაგწყევლეს. ვა შენ, გახრწნილო ბაბილონო, შხამიანმა გველებმაც გაღიარეს დამნაშავედ! გაქრი, მოკვდი, გაცამტვერდი!
ვა შენ, წუმპეთი აღსავსე ბაბილონო, ცეცხლს მოშივდი შესაჭმელად, ნაცრად გაქცევს შენ!
ვა შენ, სიმყრალით აღსავსე ბაბილონო, დამშხალულია შენი საძირკველი, შურისძიების ქარიშხალი ნამსხვრევებად გაქცევს შენ.
ვა შენ, ბუგრიანო და ჩირქით სავსე ბაბილონო, თავს წამოგადგა შენი დამლეწავი, ნაფლეთებად გაქცევს და მერე, შენი ხრწნილებით სავსე შვილები შეგჭამენ შენ.
ვა შენ, მძორო ბაბილონო, ტკივილი, რომელიც დათესე გაგგუდავს შენ, სიკვდილი გიჭერს მარწუხებს!
ვა შენ, მეძავო, ხრწნილო, ბუგრიანო, კეთროვანო ბაბილონო, ქვესკნელმა დააღო ხახა შენს შთანსათქმელად. მოიწია შენს თავზე აღსრულება ხილვისა, რომელი ახილვა საბაოთ უფალმან წინასწარმეტყველს ესაიასა.
აი ის ხილვა უფლისა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან,
ძნად ბაბილონისა:
მთასა ზედა ველოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ მა თქუენი, ნუგეშინინყე. ნუგეშინის-ეცით, ელითა აღაღეთ მთავართა.
მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი: გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.
მა ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა, მსგავსი ნათესავთა მრავალთა, მა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა.
უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა, საჭურველით მბრძოლისა მოსვლა ქუეყანისაგან შორიელისა მწვერვალისაგან საფუძველისა ცისასა, უფალმან და საჭურველით მბრძოლსა მისთა განხრწნად ყოვლისა მკდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან.
ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისა და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს.
ამისთს ყოველი ელი დაისნას და ყოველი სული კაცისა შეშინდეს.
და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი, ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან.
და ძრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი შეცვალონ, რამეთუ, აჰა, დღე უფლისა მოვალს უკურნებელი გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკდროანი სრული ორად, და ცოდვილთა წარწყმედად მისგან, რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან სამკაულმან ცისამან არ მისცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი.
და ვამცნო ყოვლისა სოფელსა ძრნი და უთნოთა ცოდვანი მათნი, და წარვწყმიდი გინება უსჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო. და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს ვიდრე ოქრო სოფირული უცეცხლო, და კაცი უფროს პატიოსან იყოს ვიდრე ქვა სოფირული, რამეთუ ცა გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს საფუძველთაგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი.
და იყვნენ დაშთომილი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარე და ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა მიმართ თსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თსისა დევნად, რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და რომელნი შეკრებულნი არიან, მახლითა დაეცნენ.
და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ.
აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვერცხლსა არ შეჰრაცხენ, არცა ოქროსა სენება აქუსყე.
მშლდნი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი.
და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომა და გომორრა.
არდამკდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა შევიდენ მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა განვლონ იგი არაბთა, არცა მწყემსთა არ განისუენონ მას შინა და განისუენებდენ მუნ მეცნი და აღივსნენ სახლნი მათი მითა, და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ.
და ვირკენტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა.
სიკვდილის სასაფლაო გეწოდოს შენ, მეძავო ბაბილონო, და
დაირღს შენი მოდგმა ხრწნილი.
კენჭა-ბერი
მარჩბივთა მზის დღე