კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

აღზევებულ რუსეთს როსიად წიგნებულს,

 რომლისა სახელი წინასწარმეტყველთაგან როს! 


 

აღმდგარიყო დრო დაცემად ბაბილონისა განმეძავებულისა, და ვიწყე ძუალთა შეწყობა ერთ კუალად აღდგომისათვის სასჯელისა.

 

„და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინასწარმეტყუელებდ მის ზედა. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,“ (ეზეკიელი: 38; 1–3)

 

განმარტებისათვის: როს, რუსულში წერია. Рошъ (глава)


а) Быт. XLVI,21) – один изъ сыновъ Белы, сына Вениаминова, упоминаемый только въ означенной цитате. (ქართულში „белы“–ის მაგივრად, ანუ დედანში ბალა–სწერია).

 

„ძენი ბენიამენისანი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად.“ (დაბადება: 46; 21).

 

„ბალა–დაძველებული. დაძველებული ამბოხებით მჴევალი რა(ჰ)ქაელისი აღსასრულსა შინა.“ (სულხან–საბა)

 

(რევოლუციის–ამბოხების ქვეყანა)


„ბალა–შთამთქმელი. შთამთქმელი, ამაოჴრებელი ციხე აღსასრულთა“. (სულხან–საბა) (ბალას შვილია როს, ანუ აღსასრულთა ციხე ამაოჴრებელი ამბოხებით დაძველებული, ამბოხების რევოლუციის ნაშიერი, (შთანთქა–ჯიქეთი, ოვსეთი, აფხაზეთი და მრავალი ერი, ტომი და ენანი).

 

შთანთქმას უპირებს საქართველოსაც, არ უშველა ქრისტეს მადლმა და სარწმუნოებამ, ერეტიკოს პატრიარქ ნიკონის შემდგომ ფეხზე არ ამდგარა.“

 

б) (Лезек XXXVIII, 2, 3, XXXIX, 1)

Обычное употребление этого слова по Евр. Значить: глава, вождь, но оно употребляется также для означения народа, въ каковомъ смысле составляетъ собственное имя. Оно встречается въ Еврейскомъ тексте означенныхъ цитатъ и подъ нимъ разумеется Скифский народъ, жилище коего полагаютъ на с. Тавра, около Каспийскаго и Чернаго морей. По мнению некоторыхъ, здесь разумеется Русский народ, какъ одинъ изъ трехъ народовъ, надъ которымъ былъ вождемъ Магогъ, тогда какъ надъ двумя другими начальствовали Мешехъ и Фуваль». (Библейская енциклопедия; Труд и издание Архимандрита Никифора. Москва 1891)


გავერკვიეთ, უფალი მიმართავს რუსებს, დღევანდელ რუსეთის იმპერიას, ბალას შთამომავლობას ანუ შთამთქმელისა და ამაოხრებლის იმპერიას.

 

„და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს, და გარემოგაგციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარების მქონებელნი, ყოველნი იგი (რუსების მოკავშირენი) სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, (ფუთნი – შემოშვებული ერში უცხო თესლები, „შეფუთულნი – ქართულად ისინიც მათი მხარის ამბმელები არიან ისტორიულად) ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი, (გაიხსენეთ, აფხაზეთის ომის დროს, უცხო თესლები ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლნი, ჭეშმარიტ აფხაზებთან შეთესლილი აბაზგები, ნათურქალი სომხები, ოსები და არა ოვსნი). „გომერ * და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი**, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესვანი მრავალნი მისთანა".

 

(„*გომერ–მპარავთ მფარველი, გინა განმამწარებელი. მპარავთა შემნახავი, გინა განსამწარებელი.


**სახლი თერგამოჲსი–მდინარე თერგთან დასახლებული ოსები და არა ოვსნი, (***ჩრდილოეთის ხალხები).


ოსების და არა ოვსების მითოლოგიური ეპოსის დედოფალია სატანა.

 

«Сатана, шатана, героиня осетинского нартского эпоса; дочь Уастырджи, рождённа мёртвой Дзерассой». (Мифы народов мира, Издательство «Советская Энциклопедия» 1982, стр. 414 (გვერდი 414).

 

САТАНА (евр. Satan, арам. Sitna или Сатана «противник в суде, в споре или на войне, препятствующий, противоречаший, обвинитель, наушник, подстрекатель» ср. араб. Шаитан; с греч. перевод дiaволос, откуда. Рус. Дьявол; нем. Teufel «чёрт», и араб. Иблис). Стр. 412 

 

«Имя Сатана соответствует Сатаней у Адыгов, Балкарцев, Карачаевцев, Абазин, Сатаней – Гуаша – у Абхазов. (Лит.; Мамиева Н., Сатана в осетинском нартском эпосе, Орджоникидзе, 1971 Б.А. Калоев).

 

ბიბლიის მიხედვით - გველი აცდუნებს ევას, ევა კი ადამს. დააკვირდით, ჭორია თუ მართალი - თქვენ განსაჯეთ: ჯერ სახელი ვლადიმირ, მერე აკრიფეთ ვლადიკავკაზი. პირველი დაუკავშირეთ როს–იას და მეორე ოსეთს. კაბაევა! ჭორი თუ სინამდვილე. ერთი კია, თუ ეს ასეა რისაც მე მჯერა - ბაბილონის მეძავი აღდგა, რათა სამაგალითოდ დასაჯოს ღმერთმა (ინტერნეტში მოიძიეთ ინფორმაცია ამ ქალის შესახებ და მრავალს მიაგნებთ).

 

ქართველნო, ღმერთის გარდა არავინ დაგვიფარავს,

ეგვიპტე შეერწყა ბაბილონს,

დღეს ერთნი არიან, ჩვენი წინააღმდგომნი - შეთქმულებაში არიან! 

 

ემბარგოები იმისათვის გათამაშდა, რომ ფული კონტროლზე აიყვანონ მსოფლიოში. ომის შიშის ზარის ქვეშ შეიყვანეს სრულიად ევროპა, დააქციეს აზია და აფრიკა, „კრიზისში“ ჰყავთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტი და ა.შ.... ამათ უზენაესი ღმერთის გარდა ვერავინ მოერევა და ჩვენც მხოლოდ მისაკენ გვაქუს გზა მოწოდებული.

 

„განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით მე წინდასაცველად. დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ზედა ისრაჱლსასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.

 

და აღმოვიდეს ვითარცა წჳმაჲ, და მოვიდეს, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი ყოვლად მრავალნი შენ თანა.

 

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა, ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა ბოქლონნი, არცა კარები. წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ–ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა* ზედა ქუეყანისასა. (უპე – სვეტიცხო(ვ)ელი – ჭიპის ძარღვი, უპეს მას უწოდენ, ახლადშობილსა ჭიპსა წელებრ რომ აბია.“ (სულხან–საბა)

საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ–ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე–ყოფა ნატყუანევისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკლესია–ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, და გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ, წარმოტყუნვად ნატყუენავთა დიდ–დიდთა. ამითსჳს წინასწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ერი ისრაჱლი მშჳდობით; სცნა და აღსდგე და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი. და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა–ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.

 

ამათ იტყჳს უფალი, უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინავე ჴელითა მონათა ჩემთა წინასწარმეტყუელთა ისრაჱლისათათა, რომელნი წინასწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათზედა. და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, – იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომა ჩემი რისხვითა ჩემითა და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისათა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვა დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნ ველისანი, და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველნი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.

 

და მოუწოდა მას ზედა შიშსა მახჳლისასა, – იტყჳს ადონაჲ უფალი, – მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს. და ვსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმღუნელითა, და ქვანი სეტყჳსანი და წუნწუბაჲ ვწვიმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა მის თანა. და განვდიდნე და წმინდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე, და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.“ (ეზეკიელი, თ.  38)

 

მეთექვსმეტე საუკუნეში რუსეთში მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელში იგდებს სატანის აგენტი, მკვლელი პატრიარქი ნიკონი. მას უკავშირდება და უპირისპირდება წმიდა მამა ამბაკუმი, რომელსაც ნიკონი აწამებს და მერე ცეცხლზე წვავს. მას შემდგომ ერეტიკული ეკლესიის კანონები იწყებს მძვინვარებას რუსეთში. ცვლიან ქრისტეს ბეჭედს და მიწის დემონის ნიშნით აწერინებენ პირჯვარს მთელს მრევლს. ვინც არ იღებს მიწის დემონის ბეჭედს - იდევნებიან და ძველ–მორწმუნეებად,  „სტაროვერებად“ ცხადდებიან. ამ ბეჭედს ატარებს დღეს მთელი საქართველოს 99%.

 

რომელმა ქართველმა პატრიარქმა ჩაიდინა ეს სისაძაგლე, არა ჩანს სახალხო ასპარეზზე, მაგრამ არც გამოსწორება უცდია არავის. რუსი მართლმადიდებელი ერი დღეს ტყვეა სიბნელესი, რომელსაც საღვთო წერილი ეგვიპტეს უწოდებს, ე. ი. ოთხასი წელი, როგორც ისრაელი, რუსი ხალხი ერესის სიბნელის ტყვეა, ხოლო რუსეთში დამკვიდრებული უცხო ერები, ენები და ტომები რუსული მართლმადიდებლობის სახელით სჩადიან ანტი-ქრისტიანულ სიბინძურეებს. რა თქმა უნდა, ეს ერი გადასარჩენია, გამოსაფხიზლებელი და გზაზე დასაყენებელია.

 

„და შენ, ძეო კაცისაო, წინასწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოქს და თოველს და შეგკრიბო შენ, წარგიძღუე შენ დასასრულსა ზედა შორირაჲსასა, და მოგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაილისათა.

 

დაგყარო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ მთათა ზედა ისრაილისათა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენ თანა; მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად. პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ, უფალი ვიტყოდე: მივავლინო ცეცხლი მაგოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი. და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა. და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, არღა მერმე, და ცნან წარმართთა; ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა.

 

აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, – იტყჳს ადონაი უფალი, – ესე არს დღე, რომელ ვთქუ. და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ, აღაგზდნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.

 

და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე–ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ–ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, – იტყჳს ადონაჲ უფალი.

 

და იყოს, მას დღესა შინა მიეცეს გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარემოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი და ეწოდოს მრავალსაკაცო გოგისა, და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმმიდნეს ქუეყანაჲ შჳდთთუე. და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისა, და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, – იტყჳს ადონაჲ უფალი.

 

და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდიან ზედა ქუეყანასა დაფლვად გარემომავალთა თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, რაჲთა განწმინდონ იგი შემდგომად შჳდ თთუესა შჳდთა თთუეთასა. და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა. და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ. და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, – არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება–ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და ხუთსისხლი. ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათა სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი. და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთვრალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ. და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, – იტყჳს ადონაი უფალი.

 

და მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა სასჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა. და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ.

 

და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ, რომელი შეურაცხეს ჩემდამო, და მოვიქციე პირი ჩემი მათგან. და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა. არაწმიდაბათაებრ მათთა და უსჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან.

 

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუებაჲ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა. და მიიღონ უპატიობაჲ მათი და ყოველნი სამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემდამო, დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი. მო–რაჲ–ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთა. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო–რაჲ–უჩნდე მე მათ წარმართთა შორის, და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა თჳსსა და არავინ დაუტეთ მათგანი მათ თანა, და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მოვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, – იტყჳს უფალი, უფალი.“ (ეზეკიელი: თ. 39)

 

გასაგებად არის აღწერილი წმინდა წერილებში, ჭეშმარიტების მტერი - სატანა ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა დაესხეს თავს საქართველოს. მოვძებნოთ ლექსიკონებით მათი მისამართი და დავაფუძნოთ აზრი ამხსნელი საღმრთო სასჯელის სამიზნისა:


«Гог и Магог. (В Быт. 10:2) упоминается между потомками Иафета. (В Иез. 38; 39 г.) описывается Гог, князь в земле Магог, правящий и другими варварскими племенами:


Роша (როს - რუსეთი), Мешеха и Фувала (Иез: 38:2) который с огромным войском идет в поход против Св. Земли. (ეს ის წმიდა ქუეყანაა, სადაც მოსეს ღმერთმა ფეხსაცმლის გახდა უბრძანა - „აქ წმიდა ქვები დაგორავენო“ (მაყვლარიანის მთა ზესტაფონს დაჰყურებს თავზე, იქვეა საქორიას სერები).

 

Гог и Магог здесь терпит полное поражение от Господа. Магог, как полагают, обозначает Скифию, обширную степную страну к северу и северу-востоку от Кавказа и Каспийского моря, дикие полчища которой не раз заполняли землю. В связи с Отк. 20:7 и дал. Явствует, что Гог и Магог обозначают державы языческого мира, которые, несмотря на прилагаемые ими неимоверные усилия против Царства Божия, не одолеют его» (Библейский словарь. Мировая Христианская миссия. 1985 Канада).

 

გამოცხადებამ გაიხსენოს თავისი ძალა

საღმრთო აღსრულებათა გრიგალში.


„და შემდგომად ათასის მის წლისა, განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა, და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუჱყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქაშა ზღჳსა. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუჱყანისათა, და გარე მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა; და გარდამოხდეს ცეცხლი ღმრთისა მიერ ზეცით, და შეჭამნეს იგინი. და ეშმაკი იგი, რომელი აცდუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა და წუნწუბისასა, სადა იყუნეს მხეცი იგი ცრუ წინასწარ–მეტყუჱლი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.“ (გამოცხადება: 20; 7–10)

 

გაივლის ათასი წელიწადი რუსეთის გაქრისტიანებიდან და მძვინვარე გამოცდის საუკუნე გაბატონდება მთელს დედამიწაზე, უღმერთოთა ბოგინი აზავზავდება კაცთა მოდგმაში. უღმრთონი, დარვინისტი კომუნისტები, პროლეტარიატად გამაერთიანებელი ყოველ ცთუნებულ ერთა, ენათა და ტომთა შთანთქავს, და შთანთქა ქართველი ერიც თავის ტერიტორიებიანად. საძაგელი მოდგმა გაბატონდა, ისე გამძვინვარდა ბოროტი, რომ გადაწყვიტა ენაც მოეკლა ქართული, რათა საბოლოოდ წაეშალა ქართული საღმრთო გზა დედამიწიდან.

 

აღდგომის ძალით შემოსილი ქართული ენა, ქართველი ერი აღსდგა და ახლა იშუშებს ჯვარცმის ტკივილებს. ერებს, ენებს, ტომებსა და თესლებს, ასევე მათგან შემდგარ ქვეყნებს, მიიღეთ მეგობრული შემოთავაზება ქართველებისაგან: ვიცხოვროთ მშვიდად, მშვიდობის ქალაქის, მსოფლიოს დედაქალაქის, ღმერთის ქალაქის კანონთა აღსასრულებლად!

 

ყველა მიტაცებული მიწა–წყალი დააბრუნეთ სანამ გაქვთ დრო!


დედა–ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - მთლიანი და გაბრწყინებული გვჭირდება ყოველ ჩვენთაგანს, მკვიდრს დედამიწაზე.

 

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ შეცდომას სჩადის მართლმადიდებელი ერი და ქვეყანა.


სოჭიც და იმერეთის ველიც დასაბრუნებელი გაქვთ, ძვირფასო რუსებო! ეს მაინც ასე იქნება, ღმერთი დაგვაბრუნებინებს ყველა მიტაცებულ მიწებს. სრულიად რუსეთმა უწყის, როგორ გადაგარჩინათ დედა–ღვთისმშობელმა, როდესაც მისი ხატი თვითმფრინავით შემოატარეთ ცაზე. დააბრუნეთ სამაჩაბლო, ჯიქეთი და აფხაზეთი, და იყავით კეთილი სტუმრები ჩვენს სამშობლოში, ძმური სიყვარულით ისარგებლეთ და არა ხრწნილებისაკენ მიმავალი მეძავი ბაბილონის მტაცებლური სულით.

 

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა რომა გაქვთ, თუ თავი გაქვთ გადარჩით და გადაგვარჩინეთ, თუ არადა გვაცადეთ გადავრჩეთ და გადაგარჩინოთ. რუსეთის მიწა-წყალზე მოქმედ წმიდანებს მოუსმინეთ და მათით შეაფასეთ თქვენი საქციელი, რას გეუბნებათ თქვენი სულიერი მოძღვარი და მთავარი მწყემსი, ხმამაღლა გააშუქეთ. იარაღით არაა სიმართლე ცხონებული და ძალადობა არ შეშვენის მართლმადიდებელ ერს. დარვინისტების დროშით შემოსილებმა დაანგრიეთ ქართული მართლმადიდებელი სახელმწიფო, უღმერთოების არმიამ გადაჯეგა ქართული სახელმწიფო; იმდენი საზიზღობანი დათესეთ თქვენს გზაზე წიგნებად, რომ აღწეროს კაცობრიობამ, ცალკე კონტინენტის–ხელა ბიბლიოთეკა თუ დაიტევს.

 

გამოფხიზლდეს რუსი ხალხი და დაუბრუნდეს სიმართლეს! განწმენდას დაექვემდებაროს მართლმადიდებელი ეკლესია, აღდგეს სიმართლე და კვალით სდიოს სიკეთემ, მერმე რწმენაა, სიყვარული, სიბრძნე, სამაგალითო მიზანს მიჰყვეს - უფალი იესო ქრისტეს დასახულს, თუ არა და უწყით, უზენაეს მსაჯულთან - მამა ზეციერთან წარსდგებით სასჯელთა ქვეშ.


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

ისრაჱლმა უწყის, დავითის სახლიდან გამოფენილ სასჯელს

დასასრული აღსრულებითა აქუს.


ამას მოწმობენ ორნი რაინდნი ქრისტესი, დამაგვირგვინებელნი წერილთა გზადყენებისა -  არიელი და იასონი ბაგრატიონები, იბერიონთა საძმოს ნავსაყუდელის მხედარნი და მჴედნი.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE