კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

აღსდგა ქრისტე! აღსდგა ჭეშმარიტება! აღსდგა მართალი თავის ჭეშმარიტებაში! აღსდგა სამეფო იუდეველთა! აღსდგა ერი მეფისა! აღსდგა ლაზარე! აღსდგა უფალი!

 

ქრისტე ვრცობაში შედის ვსებაში, ჭეშმარიტებას დრო ვერ აქარწყლებს, მსმენელსა და მნახველს - განაცვიფრებს და ახარებს.

 

სიმართლემ ნათლით იჩინა თავი, მართალმა სიწმინდეს აზიარა გზა. აღსარებაა იუდეველთა მეფის გადარჩენის სანთელი და გეთსემანიის ბაღის ცრემლები წყაროა, განკაცებაში ადამის ხსნისა. მოვიდეს ერი! მოვიდეს მეფე! ვინც მეფე-სვება, ვინც მეფე-რება, სი-დონით ია-რებოდეს! დონიანია ქართველთა მზერა, ქართა ველია ნამზერი ღმერთით.

 

მშვიდით ვთქვი, შვიდით ვაჟღერე, მშვიდობით ვამზევე: წით-ელით ვჟღერე - დო, ნარინჯით ვჟღერე - რე, სიმშვიდით დინებდა დორედ, დო-რე, ყვით-ელით ვჟღერე - მი, ჭენებით მიქროდა რე-მი, მწუ-ანე ფა-ფარით ველზე, ჟღერდა - ფა. ზურმუხტის ფერი სამრეკლოს და-ფა ფა-რე, სის-ყვა-რული ფა-რე, სიყვარულით ფა-რე, მწუ-ანე მწუ-ხარებით ნუ ხა-რე, ფა-რე.

 

სოლ-ამ-ონით ვარ ბრძენი, სოლ-ომონ გენით, სოლი-დურით ვარ ჩენით, ლურჯა ცხენზე ვარ ჯენით, უნაგირი მაქვს ენის.

 

ვჟღერე ცათა ფერებით - ლა, ვზარე - ლა და ლა-ზარებამ ამოიღო ძუელი მა. მივაყურადე მას, თვალით ავჭიმე მზერა, გულმა დაიწყო ქართულად ჟღერა.


სი-მართლისაა სი-მი, ნათელს მართალზე აბავს, იისფერია სი, ხარით სიხარულს ანთებს.

 

სი ისევ დოსთან მიდის - სიდონიაა მისით. აია სით, აისით და მაისით. სი-მართლით, სი-ნათლით და სი-ოთი. ეს დღე იყო წუთისოფლის ხელა და წუთისოფელი გადაიქცა დღედ.

 

ყველა ასოს თავისი ფერი აქვს და ყველა ფერს თავისი სუნი უდის, ყველა ფერის - თვალით დანახულის მოსმენა შეიძლება და ყველა სმენილი გემოს აღძრავს შესაფერისს.

 

აღორძინდება სუნთქვა - აღდგომის ძალით სავსე, მ-დო-რე-დ მინ-დო-რებს რე-მი, მი-რე-კავს ძოვის ძალა, ფა-ფა-რს აუშლის სი-ო, სი-ონის მთებში, კავკა-სი-ონის მთებში.

 

სი-მი ლა-მაზია სი-ნათლის სთ.

 

როს! ტევანს ვკრეფდით ბარში,

დროს მტევნით ჰქონდა ძალა!

როსტევანს(!) მწუხრის მეფობა

ღმერთს მიებოძა ვალად.

ხეს ნაყოფი არაბია

შემოდგომის მიწურულში,

ცხენით შემორბენა მიყვარს,

გამეჯიბრეთ მე სურვილში!

გუთნით ვომობდი მე,

მუდამ სახნისი მაძლევდა ძალას.

ფერდობზე ვნახე ეს წარწერა,

ესერათ მერე ეფიტათ,

სერაფიტად წოდებულსა,

კვალი ვუმჩნიე ტერფიტად.

 

 


 

ვუძღვნი ასაღორძინებლად ჩემს პაწაწინა მოწაფეს - ნინო ბაბუაძეს,

სითბოთი და სიყვარულით.

 

ტექსტი შეიცავს კოდს...

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE