ატლანტიდელები - კაცობრიობის უძველესი წინაპრები, ცენტრალური ბირთვით შემეცნებადი რანგის მატარებლები იყვნენ. დღევანდელ დროში ტომობრივად ან ერობრივად წოდებულნი, ქართა ანუ იდეის მჭერნი - ქართველები იყვნენ.
ისტორიულად ბერძნულ წყაროებში ორი ვერსია გამოიკვეთებოდა: ან ქართველები იყვნენ ეგვიპტელების წინაპრები ანუ ატლანტიდური ცივილიზაციის გონიერთა ნაშთისა ან პირიქით. ორივე შემთხვევისათვის გასაღები ქართულში უნდა ვეძიოთ, რათა ეგვიპტელთა დანატოვარი შევიმეცნოთ და ჩავწვდეთ ატლანტიდის ცივილიზაციას.
განვაგრძოთ ეგვიპტელებზე თხრობა, რასაც მცირედით განვავრცობ და ამით ისტორიულ წარსულს დღევანდელობას შევაღვენთებ.
შეგახსენებთ, რომ ნუნი ღმერთების მამამთავარი და მასწავლებელია. მის ორ ვაჟს ხეპრე და ხაპი ჰქვია (მათი სახელები ქართულად აიხსნება და საქართველოში (ნუნისში) აღმოჩენილ ნოეს კიდობანთანაა დაკავშირებული). ნუნი - თავისთავად შობილს ნიშნავს, რომელიც მითოსში ერთერთ უძველეს - ხოჭოს-სახე ღმერთს წარმოადგენს. ხოჭო - მწერია, მაგრამ მოდით სხვა კუთხით მიუდგეთ, მაგ. კაცი ბედის მწერია. მწერი, მხოლოდ ქართულ ენაში გვაძლევს საშუალებას დავაკავშიროთ ეს სიტყვა - მწერალთან და დამერწმუნეთ, ეს პატარა გასაღები არ არის ეგვიპტოლოგებისთვის.
ხოჭო უდიდესი საიდუმლოს მცველი ტოტემია. სიტყვის საიდუმლოს სიმბოლო დუმილია და ეს თევზით გამოიხატება. დააკვირდით, დუმს - თევზივით წყალი აქვს პირში ჩაგუბებულიო. თევზის მოკვლა ხოჭის მეშვეობით ხდება, რადგან ის ბარჯია რკინისა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბარჯით უდიდეს თევზ-ცხოველებზე ნადირობენ, მაგ. ვეშაპზე.
ხუთი ელემენტის ფორმულა ატლანტიდების მონაპოვარია წინა ცივილიზაციიდან. თვით ბიბლიაც რომ ატლანტიდების ცოდნის სათავეა, ადვილად ამოვიკითხავთ, თუ სიტყვა ატლანტიდას გავშიფრავთ. სულხან-საბა ორბელიანი გვამცნობს, რომ ატლანტიკოსი - უფსკრულია, ხოლო უფსკრული - მიუწვდომელი სიღრმეა, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა დაჰნიშნავს, ე.ი. მაკრო-კოსმოსის აღმნიშვნელი. ატლასი კი ნაქსოვს ნიშნავს, ნივთთა შენაქსოვს. ნივთი (რიცხვთა) -"ესე არს ყოველივე სამარი, რომელსა სპარსნი მასალას უ მობენ, ვიეთთა ოთხნი კავშირნიცა ნივთად აღუწერიათ. ნივთი უკვე არს ძალი, ხოლო გვარი შემასრულებელი. ნივთი ეწოდების ოთხთა კავშირთა: მიწასა, წყალსა, აირსა და ცეცხლსა და ყოველსავე სამარსა.'
თუ საერთო საერო სიტყვა “სტიქიის’’ შინაარსს გამოვიკვლევთ, მას ძველად სტვიქო ერქვა, სტვიქო - იგივე სტიქო. სტუქოს შევადაროთ, "სტუქო (სტვიქო) არს სტუქონი ოთხთა კავშირთა ანაქვსნი, აღსლვა და მოხრანი არიან, რამეთუ ქვეყანა გრილი და მელი არს; წყალი - გრილი და ნოტიო. წყალი სიგრილით აზიარებს ქვეყანასა და ნოტიობითა ჰაერს; ჰაერი ნოტიო და მურვალი არს, ნოტიობითა აზიარებს წყალსა და მურვალებითა ცეცხლს; ცეცხლი მურვალი და
მელი არს, სიმურვალითა ეზიარების ჰაერსა და სიმელითა ქუეყანასა.'
"სტუქო - სტვიქო, რომელ არიან ასონი პირველ შედგმულნი,ოთხნი ნივთნი. ეს ასონი არიან სხვად რამცა ოთხ სტუქოსგან დამჭირვად სულისა სახლსა შინა.' /ქართლის ცხ., თამარის ამბავში/
ატლანტიდურ ცივილიზაციას ჩვენგან განსხვავებული და განსაკუთრებული ის ჰქონდა, რომ ერთმმართველობას აღიარებდა. ცენტრალური მართვის სისტემას ტიტანი - მოგვი და ქურუმი - წინასწარმეტყველი მეფე ხელმძღვანელობდა. ამ ტიტულს ბიბლიურად მელქისედეკის ჩინი ჰქვია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ატლანტიკოსი უფსკრულს დანიშნავს იმ გაგებით, რომ უფსკრული დასაბამისეულის წინარე ქაოსის ბუდეა, სადაც უკიდეგანოდ ვითარდება ყოველი არსი აზრად წვენილი. ეს პროცესი სულიერი სძალის ღვთაებრივი სვლაა შემოქმედებისაკენ.
- დასაბამად ჰქმნნა ღმერთმა ცა და ქუეყანა.
- ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა.
აქ მიკრო და მაკრო კოსმოსის მსგავსად აღწერილია მეტა-კოსმოსი, ჰიპერკოსმოსის კანონებით ბმული, ჰიპერგალაქტიკის ანუ დედა-დიდედა გალაქტიკის ჩინების ბმა. ელემენტები ანუ ნივთნი: ცა და ქუეყანა უხილავი და განუმზადებელი, ბნელ ჰიპერუფსკრულთა ბნელი, ხე სიცოცხლისა და ხე შემეცნებისას გამოსავლინებლად განწყობადი გარემოა, ხოლო უფსკრული მრავლობითში ასახული არის ნიშანი ათვლის წერტილიდან ყოველმხრივი უკიდეგანობისა.
სული ღმრთისა - სამყაროს მომცველი სულიწმინდა, ყოვლისმომცველი და განმასულიერებელი, ცოცხალი სამყაროს პირველი არსი და პრანაა.
ზედა წყალთა - ჰიპერ-წყალთა, ზეციური წყლების დედამიწაზე გადმომღვრელი - მერწყულის თანავარსკვლავედის ამსახველი სიმბოლოა. აქ გასაღები გვაქვს მოცემული, ოთხივე ნივთთა ბუნების დასაბამის დროთა და სივრცეთა კვეთაში, ზოდიაქალურ რწყმაში:
- მერწყული - ზედა წყალი, ჰიპერ-წყალი, ცა;
- ლომი - სულიერი ცეცხლი - ცეცხლის სტიქო;
- ქუეყანა - ხარი - მიწის სტიქო;
- ღრიანკალი - მიწა + წყალი, ქვედა წყალი, ბნელი;
- არწივი - იქცეოდა - საქციელი, ეთერი.
“ დასაბამად ჰქმნნა ღმერთმა ცა და ქუეყანა’’, ორივე მდედრი ბუნების არეალისანი არიან. ცა - იდეური ჩასახვის საშოა, ასტრალური პანთეონის სივრცე. გავიხსენოთ, რას ამბობს სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში:
"ცა - ზე აღსახედი; ცა არს გარე-შემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფევლისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარე-შემოუწერელი. ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან გარეშე ქმნილსა შემოქმედისა მიერ.'
ქუეყანა - მივყვეთ არსს და ფარდა ავხადოთ საიდუმლოს, რადგან “ყოველი საიდუმლო ამა ენასა შიგან დამარხულ არსს’’.
ქ უ - ე ყ ა ნ ა
ქუ - ვნახოთ ქონება. "ქონება - უსულო საქონელი ანუ სიბრძნე, სწავლა და მისთანანი ქონებად ითქმის; ხოლო სულიერთა არა ქონებას ვიტყვით, არამედ ყოლასა. ქონებად ვიტყვით უსულოთა საქონელთა, კვალად სიბრძნეთა, სწავლათა, მეცნიერებათა და მისთანათა. გინა ასოთა; ხოლო სულიერთა არა ვიტყვით ქონასა, არამედ ყოლასა.
ქონება არს არსება (არსებისა) არსებისაგან, ხოლო ცხადყოფს გარე-შეცულსა ანუ გარე-შემცველსა და ვითარმედ არა არს კერძო რამე საქმისა და გარე-შეიცავს უკვე შესამოსელი საჭურველი და ეგე-ვითარნი, ხოლო გარე შეიცვის ბეჭედი და რაც რაიმე ეგე სხვა ეგევითარი მცირე.
ჯერ-არს უკვე, რათა გარე-შემცველი და გარე-შეცული არსება იყვნენ, რამეთუ უკეთუ ერთი ვიდრემე არსება იყოს, ხოლო მეორე შემთხვევითი, ვითარცა მიწთომილი და მიწთომილება, არღარა ქონებისა მიმართ აღიყვანებიან, ხოლო განყოფილებანი ქონებისანი იქმნებიან განყოფილებისამებრ მყოფთასა, რამეთუ ანუ სულიერი არს, ანუ უსულო; და სულიერისა ვიდრემე ყოლასა ვიტყვით, ვითარ მონისა, ცხენისა და ეგევითართასა, ხოლო ითქმის ქონება სხვათაცა მრავალთა დანიშვნისაებრ სახელმოდგამობით.’’ /იოანე დამასკელი “კათიღორია’’/
ქუე - ქვეით, კერძო
ყანა - ყანის მარცვალი ხუარბალი /ესაია, 29-1/;
ებრენიკი - თეთრმარცვალი ხვარბალი, დიკა;
დიკა - გაზაფხულზე ნათესი ხვარბალი /იოელ, 1-11/;
იფქლი - შემოდგომაზე ნათესი ხვარბალი /მათე, 3-12/.
ატლანტიდა - ეს ქვეყნიერების საჯილდოო ქვკუთხედია, რომელიც ისტორიის ნისლსა და ბურუსში გაეხვია. ის კაცობრიობის ამოუხსნელი ლაბირინთული ამოცანაა. ატლანტიდის ცივილიზაციის საიდუმლოებას, თვით ის ატლანტი გახსნის, რომელმაც მისკენ სავალი გზა დაკეტა კაცობრიობისათვის, რაც ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს. იყო დრო როდესაც კაცობრიობა “გახსნილი გულით’’ ვითარდებოდა, იყო ეტაპი, როდესაც “გახსნილი თირკმელით’’ ვითარდებოდა და განვლიეთ დრონი, როდესაც კაცობრიობა “გახსნილი გონით’’ ვითარდებოდა. “კუჭით მზომელთა’’ დრომაც გაიარა დედამიწაზე, “ღვიძლით გაზომილი’’ ნაღველისა და დარდის დრომ. ახლა აბსოლუტური გამთლიანების, ჯანით აღსავსე “ოქროს ხანა’’ დაისაბამებს, გახსნილი გულით და გახსნილი გონით.
ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული გააჩნია დროში, ე.ი. ალფა და ომეგა ბერძნულად, ხოლო ქართულად ანი და ჰოი, ანოი - იონა. საიდუმლოს მრავალი საცდური დაუდეს ატლანტიდის “მსახურებმა’’. ჩემი აზრით, მეტა-ენერგიის შიგაწვის ძრავის საიდუმლოებასთან ერთად, ატლანტიდელებმა ლაზარეს საიდუმლოც გადამალეს. ამ საიდუმლოებათა ლაბირინთში, ეტაპობრივად აწყვია სხვადასხვა საცდური, რათა ამ ხიბლებმა ცენტრალურ საიდუმლოსთან არ მიგვიშვას.
მე პირადად ძალიან მაინტერესებს შემდეგი:
- გრავიტაციული ველის ბადეში მანევრირების საიდუმლო;
- ანტი-ჰელიოსური შიგაწვის ძრავა, ანუ ჰელიანტიონის საიდუმლო, რომელიც მინუს ტემპერტურაზე მუშაობს;
- უხილავი სხივის მაწარმოები ლაზერის საიდუმლო;
- ინფორმაციული კრისტალური დისკები, რომლებიც წინა ცივილიზაციის არქივებს ინახავენ;
- სივრცული “ოქროს კვეთის’’ ფორმულა;
- ფორმათა და ანტიფორმათა პარამეტრული კოორდინაციული ღერძების აგების პრინციპები;
- გალქტიკებზე და კოსმოსურ “ბაზებზე’’ წარსულისა და მომავლის ინფორმაციული საზომი, ანუ დროის დაბადებისა და შთანთქმის ფორმულები;
- რადიო-ტალღით აკუმულირებული ეთერზეთები, ანუ ინფორმაციული საწვავი;
- და ყველაზე დიდი საიდუმლო, ანბანური ფორმულირება მეტა-ფიზიკისა და მეტა-ქიმიის, მეტა-მათემატიკისა და მეტა-ფილოსოფიის.
ლაბირინთში რომ ვერ შევაღწიოთ, შესასვლელში აურაცხელი სიმდიდრე და საგანძური აქვთ ჩამარხული - იმდენი, რომ თავად სოლომონსაც არ გააჩნდა. მე, დამოუკიდებლად, არც გამოცდილება მეყოფა და არც შესაძლებლობა, რომ ეს გზა ბოლომდე ვკვალო. ელემენტარულად, არ შეიძლება ეს ერთი კაცის მონაპოვარი გახდეს, თუმცა სწორი მიმართულების არჩევა შევძელი.
ვაქვეყნებ ჩემს განვლილ და განცდილ გზას და მკითხველი თავად მიხვდება, თუ სად “გავიჭედე’’ ლაბირინთში, უფრო ზუსტად სად გავჩერდი. გული მიგრძნობს, უდიდეს პირველ საცდურამდე მივედი და მინდა დამეხმაროთ, რადგან არ მსურს ამ ხიბლის მორევში მარტო ვიყო ჩათრეული.