გარემო სიმშვიდეშია გზა-ხსნილი, ფიქრები მწყემსს მოელიან სახიერს, ახალი კუთხით იღვიძებენ გრძნობები. ვარ მშვიდი შვიდი სხეულებრივი ბუნებით. ვარ აღკაზმული დუმილით, მხოლოდ გონების სუნთქვა მესმის, მოჰქრიან ზმანებანი უსასრულო სამყაროსი, ვგრძნობ, რომ ვარ! ვარ ყოველგნით მასპინძელი მომავალისა და მიპყრობს აღტაცება.
კარს ვაღებ, შემოდის ანი, ოცნების ტანი, მოჰყვება ბანი და იღვიძებს განი, ვივსები დონით, ავენთე გონით, ნისლივითაა ფიქრთა ღრუბელი, წმინდა გარემო დაბადებას ითხოვს.
სიცოცხლე მღერის: იბა-დენით! ი-ბადენით! იბად-ენით!
მოვედი, მოვედე - მთებით, მოვლივლივდი - ზღვებით, მინდვრებითა ვარ სიცოცხლის ძგერით, ველთა ველებზე ველ-ური მზერით.
ვინ ვარ მე ჩენით - ქართული ენით! რა მიჟღერს გენით, სახე სახე-ლით ამომიზომეს, თვალმშვიდი ვარ მზე-რით.
არწივის ფრთებით ზენით მაქვს ფრენა, მეჩურჩულება სამყაროს ენა.
ლომის ფაფარი მმოსავს მოსებით, და ყოველწამს შენი სიყვარულით ვიმოსები, ცეცხლო დაფარულო! ცეცხლო სიცოცხლისავ! ცეცხლო სიწმინდისავ! ავენთე!
იწყება სამყაროსთან განზავება მუზების გავლით, ვრცელია მოჭიდება, სრულია შეგრძნება სიყვარულის, ნარნარით აღვსილია ტალღური ვნება, ვრინდდები!
სამყარომ დაიწყო სიმშვიდით სიკეთისაკენ მოქცევა, სიცოცხლე ცისარტყელას უშვებს ასპარეზზე. ზარების წკრიალი ისმის, გუგუნისაკენ გარბიან ხმები, მარადიულობა ხარის თვალს მახელინებს და სახარებლად ემზადება მთელი ტანი.
უსასრულობაში ერთი კუნძულია, ჩემი გულია ოკეანით გაღვიძებული, სიცოცხლის ხე იზრდება ამ კუნძულზე და წყარო მოსჩქეფს უკვდავებისა.
აღმოცენებისაკენ აღვიძარი, იმას ქმნი, რაც გამაჩნია, პირველ სიყვარულს ვეთამაშები.
წადით, გაიშალეთ, კეთილო ფიქრებო და ვარსკვლავებად იქეცით, აენთეთ და მოყევით სიყვარულის დაბადების საიდუმლო.
მონატრებებო, მზე დაბადეთ და სევდის გზებო - აანთეთ მთვარე. ყველა კლიტულმა შექმენით ერმი, ღიმილმა კი აფროდიტე დაჰბადოს მშვენით.
ლოგოსმა გამოძერწა დედა-მიწა, ოთხი ბუნებითა და წესით. ყოველი აღძრული მარეხად ენთოს, ჩამოემართოს სიმტკიცის სხივი. წესრიგთა წყობავ მთიების კვალის, წონასწორობის ზე-მიზნის წყობავ, შექმენით სახე დიას სამშვენო. მზე - დია და მთიები მახარობელად განაწყვეთ ჟამით და დაიბადოს ის დაბადება ახალ-უხები სხივით მოსილი.
დროთა ფარდები დროშებად იქცნენ, სიომ წაშალოს ტკივილთა კვალი, რაც განცდილია კრონოსად იქმნეს, ააგიზგიზოს სამსხვერპლოს ცეცხლი.
დაიბადა, ისრალი აღენთო გონებათა ჭმუჭნილ ძარღვებში. ვა-კაბა-ბელე საწვდომი სივრცე თანით, დავაცხრე, თან-დილებისთვის ავი ვაშორვე, თან-დილა ვთენე, სახე ვაჩვენე, სადაურობამ დაღლილი მზერით რომ ამომიცნო - იმ წამზე ვყვები.
დაგასახელეთ, ჩემო ნაღვაწნო, რომ მასახელოს ყველა ცდომილმა, ნაჭიდავები ჩემი სახელი - ისრალია მკურნალი სევდის.
არიელია ამ მოცვის ძალა, ჩემია! ხელთუქმნელია! კურთხევით მმოსა უზენაესის სულმა ბრწყინვალემ!
ურანითა ვარ უღრან ფიქრებში, სხივთა სამჭედლოს განაგებს გული, აიას ესმის ფერთა ლაგება, ეს აიაა - ცისარტყელების.
ერთი ფერია ყველა ფერების ფერი, შვიდი ფერია ერთი ფერისთვის შეფერებითით მსვლელი.
მოწმენდილ სივრცეს ხედავ, ანიდან ინის ძალით, ეს მანძილია სხივის აღძვრისა სივრცის ბადის. აიტყორცნება სფეროდან სრული ტალღა, სფერო სფეროდან მსრბოლი, და აითვლება ერთით ყოვლის მომცველი ანით, სფერული ბანი მითქვამს, რომ არის ყველა-ფერი-ანი.
მეორე ტალღა პირველს წინ დაუდგება მოცვით, ასე ცხრა ცამდე მოიცავს შვიდ ფერს - ორი ფერით გასაღები! და ამ სფერული ტალღების გვირგვინს - სფერული გვირგვინი ჰქვია და არის იგი ბროლის. ყველა მჭვირვალე ფიქრებს - ბროლის ფიქრები ჰქვია, გამჭვირვალეა თავად და სამყაროსაც ამჭვირვალებს.
შვიდგზის ათია ციფრით, გზის მიმცემია ფერის, შვიდჯერ შვიდივე ფერი შიგმავალია ჩენით, გვირგვინს გამსჭვალავს ენით. ათჯერ ათია სრულად - რა ჰქვია მას სახელი, რა-მზესავით მწველი. ქაოსისაგან შობილი ქაოსისაკენ მიდის, გონით პყრობილ სამყაროში კი - ქაოსი მარადიულ დაბადებაში არსად არ მონაწილეობს.
უნივერსალურობა სამყაროში იმითაა სრულყოფილებისაკენ მსწრაფი, რომ მან, თავად სრულყოფილებამ შვა უნივერსლურობა.
იპოვეთ ჰარმონიულობა და მრავალგზის დარწმუნდებით, რომ მისი ამომცნობი თავისუფალია ქაოტური უმეცრებისაგან.
ზომა, წონა, სივრეცე მიგნებითია და მიმგნები ასახელებს ერთეულს საწყაულისას, თუმცა ის - რაც აიზომება, უკვე გაზომილია მბადისაგან და სწორედ აქ არის საოცრება, აღმოჩენებით აღმოგვაჩენინებს შემოქმედი თავის დაფარულ მარადიულ სრბოლას.
კენჭა-ბერი