კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

კოლხეთის დაბლობი, შავი ზღვის სანაპირო სივრცე, ძუელებურად ვერძის ველი, “ვერძი პირველი ზოდია ცისა’’. /სულხან-საბა/


არესის, იგივე მარსის - პირველი ზოდიაქოს მფარველი პლანეტა, ქართულად ამ პლანეტას არეა ჰქვია.


“არეა (ვარსკ.), მარიხი არს მეხუთესა ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების’’. /სულხან-საბა/


ამოვიკითხოთ არეა, არე - ა - სიო. განვსაზღვროთ რა არის არე, რათა დავადგინოთ შინაარსი.


“არე რომელსა ეწოდების ჰარე, ესე არს უქვემოესი ჰაერი ქვეყანისა მახლობელად, რომელსა თემთა ზედა სადამე ჰაერ-კეთილობასა და მაშვნეობასა იტყვიან და სადამე ჰაერ-მძიმობასა და უმაშნოობასა’’. /სულხან-საბა/


უქვემოესი ჰაერი ქვეყანისა მახლობელად, ეს არის შავი ზღვისპირის (0) ნულოვანი წერტილი მსოფლიო ზღვის დონის განსასაზღვრელად.


თანდათან მიუახლოვდეთ განსაკუთრებულ ბერკეტს, რომელმაც ენაში შეტაბუირებული სიმძიმე უნდა მოგვახსნევინოს, რათა განგებამ განმგებითა და განმგებელით ათავისუფლოს ძუელი ცოდვისაგან ახალ-უხებითნი.


“არე (დანიშნავს ოთხ დრონს).


ესე ოთხნი დრონი არიან წელიწადთანი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, რომელსა მსოფლიონი ჯგუფად სახელს სდებენ’’. /სულხან-საბა/


ვიღებთ ფურცელს, ვხაზავთ წრეს, მერე ვსვავთ ჯვარს და აღმოსავლეთის და დასავლეთის მანიშნებელ ღერძს, ვასწორებთ დღეღამტოლობის აღმოსავლეთისა და დასავლეთის პარალელურად და თანხვედრით.


ეს ჯვარით გაყოფილი წრე დავადოთ ცენტრით ზღვის დონის აღმნიშვნელ ცენტრს, მოძებნილს არესის ჭალებში. ვიწყებთ მატრიცალური დიაგრამის აგებას, რომელიც გამოიყენებოდა ატლანტიდური ცივილიზაციის ტიტანების მიერ. მათი კვალი მიგნებული მაქვს სვანეთში, მთა ხარანის მიდამოებში, ეს ის მთაა, საიდანაც აბრაამი წამოვიდა ქარანში.


“და მოიყვანა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თ სისა გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკდრა მუნ’’. /დაბად. 11/  (რას მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება - ებრაულ დამწერლობაში უძველეს საიდუმლოთა გასაღებებია ჩაფენილი და აღმოიკითხება ქართულით).


ქალდეველთა სოფლის სახელია ქარანი, ხოლო ხარანი ქანანის სოფელია ქუეყანისა.


“და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა’’. /დაბად. 11; 32/


ჯერ გავიხსენოთ ესოდენ ტაბუირებული არესის ჭალა ან ჭალები. წარღუნვის შემდგომ, ნოეს შთამომავლობა იწყებს ჭალებში დასახლებას.


“ჭალა - წყლის პირი ნაყოფიერი და ტყიანი’’. /სულხან-საბა/


“ჭალაკი - კუძული, ყოველმხრივ წყლის პირი, ნაყოფიერი და ტყიანი’’. /სულხან-საბა/


კიდობანი კავკასიის მთებში იკავებს ბოლო სადგურს, ასე ესმით წერილი, კი, ოღონდ არა ბოლოს, არამედ დასაყისს და თავი და ბოლო აქაც ერთია.


აუცილებელია ზღვა და მერე მასში საცხოვრისი კუნძული, რომლის სახელიც ჭალაკია - ჭალასთან დაკავშირებული.


აქ მინდა ერთი დაკვირვებაც გაგიმახვილოთ: კოლხეთის დაბლობზე ერთი და ერთადერთიც მთაა, რომელსაც ურთა ჰქვია. ურების ეს მთა, ნოეს დროს (მხედველობაში მაქვს მეშვიდე ნოე, რადგან ამჟამად მერვე ნოეს დრო დაიარება) გარემორტყმული წყლით, უნივერსალურ საცხოვრის ჭალაკს წარმოადგენდა. ურთას ეს მთა, თითქოს ზღვაში აღმოცენებული სიცოცხლის კუნძული იყო იმ დროს.


ასეთივე ჭალაკი წარღუნვის მერე აღმოსავლეთშიც არსებობს ქიზიყის მთიანეთში - ქალაქი სიღნაღი. რა თქმა უნდა ათვისებული კუნძულ-ჭალაკები ასორმოცდაათამდე იყო კავკასიაში, რომლებზეც დასახლებული ნოეს შთამომავლობა სახლობდა, ასეთია გომბორიც.


ბიბლიური ინფორმაციით ნოეს სამი შვილი: სემი, ქამი და იაფეტი და მათი შთამომავლობა განსახლების თვალსაზრისით ასე განიშალა - აღმოსავლეთში არსებულ ჭალაკებში იაფეტი განსახლდა თავისი შთამომავლობით, შუაში ქამიტელები, დასავლეთში კი სემიტელები.


ეს მოცემულია ბიბლიის დაბადების მეათე თავში:


“ასე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.


ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.


 და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.


და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.


როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭ ა ლ ა კ ნ ი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა’’. /იაფეთის აღმოსავლეთში განსახლება. დაბად. 10; 1-5/


ქამის მოდგმა კავკასიონის შუაში განსახლდება, ეს არე დედამიწის ნადირში გავლის დროს ათვლის წერტილია უქვემოესი გალაქტიკაში მოარული მზის ოჯახისათვის და დასავალი ჰქვია (არა დასავლეთი). აღმოსავლეთის მაგიერ კი უნდა შევიმეცნოთ აღმოსავალი, ეს უმაღლესი წერტილისაკენ სივრცეში, რომელსაც ზენიტი ჰქვია, სვლის გზის სახელია. (ა ღ მ ო ს ა ვ ა ლ ი - ადგილი, საიდანაც სამი მოგვი ეახლა ახალშობილ იესოს).


მივყვეთ ბიბლიას და კოდურ სიტყვად გამოვიყენოთ ნადირი და აქედან ნაწარმოები სიტყვა მონადირე. (ვეფხისტყაოსნიდანაც არ გამოგრჩეთ ნადირობის სცენები.)


“ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.


ხოლო ძენი ხუსისნი: სავა და ლვილატ, და სავათა, და რეღმა და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.


ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.


ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.


და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.


ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი და ხალანი.


და დასე, საშუალ ნინევისა და ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.


და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ამატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.


და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.


ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი. და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.


და აველი, და არუკეველი, და ასენეველნი. და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შემდგომად მათსა განეთესნეს ტომნი ქანანელთანი.


და იქმნეს საზღვარნი ქანანელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე მერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.


ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთაა’’. /დაბად. 10; 6-20/


სემის და იაფეტის ერთად ცხოვრების წინადაგებითი წინადადებით იწყება სემის შთამომავლობის აღწერა და განშლა ჭალაკებში.


“და სემისსა იშუნეს მისდაცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

 

ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.


და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.


და არფაქსად შვა სალა. და სალა შვა ებერ.


და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.


ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ. და დორრა, და ღაზილ, და დეკლა.


და გებარ, და აბიმეილ, და სავარ. და უფირ, და ევილატ, და იობაბ. ასე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.


და იქმნა დამკდრება მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავალისად.


ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.


ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა.


ამათგან განეთესნეს ჭალაკნი  ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა’’. /დაბად. 10; 21-32/


აქ აღწერილი ტომნი - თვითეულნი განსაკუთრებულ ტაბუირებულ სახელს ატარებს, რომელიც ჯამში ერთი დიდი ქართული ენის საიდუმლო ცოდნის წყაროს გასაღებებს წარმოადგენენ. ფანტასტიკურად რთულად მოგეჩვენებათ მათი დეშიფრაცია, ეს ასეა, დიდი შრომაა საჭირო ამ წყაროს ასათვისებლად. უმთავრესი კი ის არის, რომ ციდან ნებართვა გაცემულია და ამ ნებართვის განხმოვანება ორი ათასი წლის მიღმა მოხდა.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE