კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

დაბადებიდან დაბადებამდე და გარდაბადებიდან გარდაბადებამდე, შემეცნების ორი მთავარი ღერძი ანუ ორი სპირალური არსი და ორი მთავარი სქესი ბადებისა (თანხვედრილი და დინამიურად საპირისპირო) მართავს ციურ და ქვეყნიურ სიცოცხლისუნარიან თანამკვიდრობას ანუ განკაცების საიდუმლოს - მდედრ-მამრი წყობით. დედა-კაცად და მამა-კაცად შემოქმედმა გვსახა სიცოცხლის დამტევ დედა-მიწაზე მამა-ურანოსის თანამდევებით. გვიბოძა შემეცნებადი ცნობიერება და უამრავ აღქმათა სარკე, სამყაროს წიაღში სული, სხეული და გვამი თავისუფალი რომ იყოს. გვამი სულით იწრთო, წრთობის ჟამმა დაბადა სხეული და სამივეს თანაშეწყობამ აითავისა მიწაზე სიცოცხლე - ამიტომ გასამაროვნდა.


სულის შემეცნება მარადიულს ჭვრეტს; სხეულის დროთა ცვალებას - ვარსკვლავიერს და პლანეტარულს გვამი აიზომავს ორთავეს ჟამიერად. გვამი კარავია სიცოცხლისა, სიცოცხლის კარიბჭეებით შეჭედილი სიცოცხლედ.


კარიბჭენი ვიწრო და ფართო გზათა მჩენია.


სიცოცხლის ძაფი ჯერ ვიწრო კარიბჭეებს გაივლის, მამის წელიდან შობილი ასო საბადებლით გადაიღწევა ფართო კარიბჭეებში ანუ დედის საშოში. მომზადდება დაბადებისთვის განკაცებით და ერთვის სიცოცხლეს ადგილის დედის თანაზიარებით.


შინაგანი და გარეგანი სისავსით შემეცნებადი სიცოცხლე, სულის ღვთაებრივი მეხსიერების ნაყოფია. ჰარმონიულობის დროს, გამთლიანებულია აწმყო, წარსული და მომავალი დროში მოცემულ უდროობის ღერძთან ერთად.


რღვევის დროს, როდესაც ატროფირდება რომელიმე მათგანი, იწყება მეხსიერების დანაწევრება და სიცოცხლის მთავარი არსი შეუმეცნებელი ხდება. გვამი ზევდება, სხეული და სული კი ითრგუნება გვამის შეზღუდულ მონაცემებში.


ჭეშმარიტად მიმაჩნია, რომ სნეულება სამ საფეხურად ვითარდება: პირველი - რღვევა მიდის შემეცნებაში,  მეორე - სხეულში და მესამე - გვამში.


თუ ადამიანმა შემეცნებით დაიჯერა, რომ გარდაუვალის წინაშე არს წარმართება - მისი სხეული გარდაუვალისათვის მზად არის და გვამი აგონიაში ვარდება, სნეულდება და ვეღარ გადაივლის გარდასავალს.


ადამიანს შემეცნებაში სჯერა რაც სხეულში გამოიხატება, გვამი კი დაავადებით სნეულებას აჩენს.


რას აკეთებს ამ დროს სული ანუ მისი ქვეცნობიერება?


სული ქვეცნობიერად ცნობიერ ასპარეზზე გამოდის და ცდილობს ზეცნობიერის დახმარებით განიკურნოს და განკურნოს სხეულიცა და გვამიც.


გაუცნობიერებლობის შემთხვევეაში იწყება განმეორება. შემეცნების ერთი ნაწილი ზეცნობიერიდან იწყებს ხსნის ძიებას, მეორე კი ეყრდნობა ქვეცნობიერს; სული მთლიანია, მაგრამ სხეული ორმაგდება, თითქოს ერთი სწორი მრჩეველის ან შუამავლის (სულსა და გვამს შორის) მოვალეობას იღებს და იწყება რეზონანსული თანხმობა-უთანხმოების ჭიდილი.


რა მდგომარეობაშია ამ დროს გვამი? გვამში ირღვევა ბიოდინამიურობა და ხდება ენერგიის მოჭარბება ან კლება, აქედან კი გვამში მთელი რიგი სნეულებანი იწყებენ შესახლებას.


რა არის სხეული?


სხეული მატერიალური სისრულეა გვამისა და სულის ურთიერთობაში, მაგრამ არამდგრადი მონაცემით. იგი მსრბოლია აწმყოს, წარსულსა და მომავალში.


სამივე დროის გამთლიანება აქრობს დროის შემეცნებას და იწყება კავშირი მარადიულთან, რასაც მოჰყვება ოთხივკუთხით ხარება.


სული ბადებს სხეულს, სხეული და სული გვამს, გვამი ბადებს თანამსგავს სხეულს, რომელიც ერწყმის სულისაგან დაბადებულ სხეულს და ამით ორივე ერთ სხეულშია.


 

სისრულე


სულის, სხეულისა და გვამის ჰარმონია ბადებს სრულ, დინამიურ ბიო-ჰარმონიას, ეს კი თავისთავად ეთერში ასხივებს ნიმბას.


რა არის ნიმბა?


ნიმბა არის შინაგანი სამ-აროვანი მთლიანობისა და გარეგანი სამ-აროვნების თანაშერწყმის ეთერში გამოსახული ენერგეტიკული სისრულე, რომელსაც ასტრალური კვერცხის ფორმა აქვს.


ნიმბა აზრობრივი შინაარსის წნევისაგან წარმოიქმნება, რომელიც კოსმოსის ინფორმაციულ წნევაშია გაწონასწორებული და თანაცვლადია დროსა და სივრცეში.


ნიმბასრული ადამიანი ჯანმრთელია, თუ მას ჯანმრთელობასთან ერთად გონსახიერებაც საღი და განვითარებადი აქვს, ასეთი ადამიანი შემოსილია შარავანდედით, რომელიც მას თავის გარშემო აკრავს.


რა არის შარავანდედი?


შარავანდედი ნიმბის შიდა გამოვლინებაა გაწონასწორებული გონისა, რომელსაც არსობრივის დაკავშირება შეუძლია არსობრივთან და არსთა ტრანსფორმირება კოსმიურ შინაარსობრიობაში.


შარავანდედი სფერული ფორმისაა და აქვს ძლევამოსილება მზის ქვეშეთში არსებული ყველა ფერისა. მასთან ურთიერთობაში ნიმბა იძენს ელფერს და ასხივებს; გამოსხივებული ნათელი ცისარტყელასებურად შვიდ ფერში გამოისახება და ამ ნათებას აურა ჰქვია.


რა არის აურა?


აურა ინფორმირებული ეთერის მასაა, სადაც იბადება სხეულებრივი სუნი, მეტაფიზიკური ოთხ ბუნებათა კავშირი და გვამის წამყვანი ტონალურობა ფერით.


სრული აურალური სხეულის დროს, ადეპტი უკავშირდება სვეტიცხოველს (სიცოცხლის ხეს) და თავად ბადებს პიროვნულ მელამს. სვეტიცხოველი - ანდროგენულ სპირალურ ენერგიას წარმოადგენს, მელამი კი - პიროვნულ დინამიზმს არსობრივი შემეცნების ბადების ჟამს.


რა არის მელამი?


ადამიანის სულის შემოქმედებითი ენერგიის განთავსებას სხეულში, როდესაც გვამი აბსოლუტურ თანხმობაშია დროსა და სივრცესთან, მაშინ პიროვნებას შესაძლებლობა ეძლევა მსგავსით მსგავსი შვას, კოსმიურ სივცეებში გარდაბადოს შინაარსი: ფორმით, ფერით, სუნით და დროთა შეთანხმებადი დინამიზმით. ან პირიქით, კოსმიური სივრცეებიდან შთაისახოს, გარდმოიბადოს იგივე. ამ პროცესების ენერგეტიკულ კვალს მელამი ეწოდება.


მელამი მთლიანად ტოვებს ადეპტის შინაარსს კვალში. მელამი ღუზალურად ისახება და წარმოჩენით არის კოპალი. კოპალი გამატერიალებულებასთან მიახლოებული წმინდა მატერიის ოთხ ბუნებათა კავშირია. ამ ბურთის ფორმის მქონე წმინდა ენერგეტიკულ მასაში ჩაწერილია ადეპტის სრული ინფორმაცია. მისი ადგილი - ყიფლიბანდის „ქუდი’’, რომელიც ადამიანის ანდროგენული და სვეტიცხოველის ანდროგენული ღერძების ყრაა. როდესაც ადამიანის ნებულობა ჯანმრთელი და სრულია, მელამი განსხივოსნდება ღუზალურად, სამკაპივით, ცენტრში სვეტიცხოველის სპირალში არსებული სიმეტრიის ღერძის გაყოლებაზე ყიფლიბანდიდან და საფეთქლებიდან აქეთ-იქით მდედრ-მამრული არსის სიცოცხლის სიმეტრიის ღერძებში. თუ ადამის მოდგმას ეს შემეცნება დახვეწილი ექნება, იგი სიცოცხლის ხესთან მისულა და გამხდარა ღმერთი (ანუ ღმერთის სრული ძე) - სულიერი, სრული, მშვიდი არსება  - სნეულების დამთრგუნველი.


რ ა დ გ ა ნ ა ც :


-     სული ასწორებს სხეულის შემეცნებას;

-   სული მარადიულია და იქ არის სიცოცხლე მარადიულობაში - ღერძება მარადიულისა;

- სხეული კი სამაროვანია - აწმყო, წარსული და მომავალი, სამღერძოვანი დინამიური შემოქმედების გზაა ადამიანის დროში.


 

სიცოცხლის კანონები:


  1. არ არსებობს უსრული სული;
  2. არ არსებობს ულამაზო სული;
  3. არ არსებობს სიცოცხლე უსულოდ;
  4. არ არსებობს უსულო დედაკაცი ან მამაკაცი;
  5. არ არსებობს ულამაზო დედაკაცი ან მამაკაცი;
  6. არ არსებობს უსიცოცხლო დედაკაცი ან მამკაცი;
  7. ყველა ადამიანის სხეული თავისუფალია დროსა და სივრცეში;
  8. სხეული შემეცნებად-ნიღბოსანია;
  9. სხეულს შეუძლია წარსული, აწმყო და მომავალი გაამყისიეროს - ან განასხივოს;
  10. სულისა და სხეულის თანაარსობა ბადებს შემეცნებას;
  11. შემეცნება ყველა დროსა და სივრცეში დასაზღვრულია;
  12. შემეცნება დაისაზღვრება (შემეცნების) წვდომის არსით;
  13. შემეცნება თავისუფალია მხოლოდ წვდომის შინაარსში;
  14. ჯანმრთელია მარადიულად სული;
  15. ჯანმრთელობისა და დაავადების ზღვარი დევს შემეცნებაში.

 

თუ სულიერი შემეცნების გზით არასწორად “შეინიღბა’’ სხეული, ირღვევა კავშირი სრულფასოვანი სულისა სხეულის გავლით გვამამდე და ავადდება ტანი, გვამი კი სნეულდება და გამოსცემს ფიზიკური შემეცნების ნაყოფს - ტკივილს.


თავი და თავი კი არის სულის გზა შემეცნებადი სხეულისაკენ. დავაკვირდეთ, თუ სნეულება დაიბადა შემეცნებისაგან (გინდ მცდარი, გინდ ჭეშმარიტი), მაშინ ავადმყოფობა შემეცნებადია, ე.ი. განკურნებადია. აქედან მშვიდდება და მშვიდობა მსოფლიოს ადამიანებს, რადგანაც:


 

არ არსებობს ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება!

 

 


 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE