სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდა ნათელი სულითა.
გზა კოლხეთის დაბლობისაკენ, გულივერის ეკლესიამდე დამილოცია.
მამაო ზეციერო, გევედრები, შეგვეწიე ჩვენ გლახაკთა. და ნუ იტყვიან წარმართნი - უფალი გიორგის არა შეეწიაო.
ამინ!
სიზმრისეული პოეზია
ამოანათოს ნებამ უფლისამ, მარცვალი მარცვალს ეჩურჩულება: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!
ტირილის ცრემლები - სიხარულიანმა ცრემლებმა შესცვალა.
ცვარნამიანმა ველებმა მინდორ-მინდორ ამოისუნთქეს სურნელებანი და მდელოებზე პეპლებმა სიოს ტალღებს ააყოლეს ფრენა. ფარფატით ყვავილთა გვირგვინებს შეეკინძნენ და ცისარტყელას ფერები გადაიფარეს ფრთებზე.
ზუზუნი გაისმა! ცისკარზე გამოფრენილი ფუტკრები, საუფლო თაფლის მოპოვებას შეემუშაკნენ. ნეხს ჭიამ ვარდს მიართვა საჩუქარი, ფესვებთან პატივი მიუგორა, ვეფისტყაოსანის წინარება სიტყვისა აღდა: “ვარდსაც და ნეხსაც მზე ერთნაირად მოეფინა’’, ახალი ვარსკულავი დაიბადა ცაში. მზე თამადად ტატნობზე ნაბიჯდარდა. მერიქიფედ ვერძი დაჯდა და მზემ სხივით შუბლი აუნთო.
ხარმა გამარჯვების სადღეგრძელო ხარბად შესვა. სახარებისეული ტიკები, ღინით სავსენი ტყუპმა ძმებმა მუხლებზე შემოიდგეს და კირიკონებმა თასები აახმიანეს, გონიო აღსდგა, ციყვებმა კუდებით დედ-მამის სახლში მტუერი განბერტყეს, ლომი - სიძე შემობრძანდა და ღრიალმა ექო განაღვიძა. ტაში ატყდა და ტაშის-კარში ხმაურით გაენთო.
მზემ ახალი სადღეგრძელო წარმოთქვა, თვალი სასწორს შეავლო და ბილიკებზე ოქროს მონეტარებანი მიმოიფანტა.
სიძემ ტკბილეული ბავშვებს მიართვა და დიდირძალი და პატარძალი თაისას მთის ვარსკულავის ბილიკს შემოჰყვნენ ქორწილში.
ცრემლის თასი დაჰმარხეს კლდეში და ახალი - ღიმილისა და კისკისის თასი შემოაბრძანეს მშვილდოსნებმა.
თასი, სავსე ღიმილით, ჩემს სამშობლოს გადააღვინთეს თავზე. განსხვავებული ბრძანა თამადამ და უფლის სადღეგრძელო სიუხვის რქით დაცალეს.
ორშიმოებმა ღვინის ჭებში ჩაყვინთეს, ძუელმა სიბრძნემ ფეხშიშველა არესის ჭალები მოირბინა.
კოლხეთის ლოტოსი გაიშალა და ქალწულებმა დაფნისა და ბერწულის გვირგვინების წნა დაიწყეს. კოდალამ ჩაძინებული მუხის გაღვიძება იწყო, გულს რომ უღრღნიდა - ის ჭია გააცალა და თევზებს გადაუგდო.
წყალში, ვერძის შუბლიდან ატყორცნილი მზის სხივის ათინათი თინათინდა და ბუხრის თავზე შემომჯდარი ბუ გამოაღვიძა.
რიონის ნაპირთან ჩამომჯდარმა უხუცესმა მეთევზემ ოქროს თევზი დაიჭირა, მერე ჩალის ქუდი გაისწორა და მის გვერდით მჯდარ პატარა ბიჭუნას ჩურჩულით უთხრა: ტაბუ-ბაბა-ვაშინერს, ჩაიფიქრე სურვილი ჩუ-დუმდი-იყუჩე. ტირილით დაძინებული, ღიმილით გამოვიღვიძე.
ოქროს თევზი ცხენისწყალში გადავსხი და ურეკში ნარეკი სარეკი გავიხსენე.
ერთ რამეს ვერ მივხვდი: ალუბლის კენწეროზე შემოსკუპული ჭიანჭველა დავით წინასწარმეტყუელის ჰანგზე რას უკრავდა.
კენჭა-ბერი
გიორგი იონთა ჰიპერიონი