მაკედონია იმდენად ქართული მოგვური სახელია - მარტივად რთული, ვინც ხედვის უბრალო ნიჭი მიიღო, რასაც ქართული ენის შინაარსში წვდომა ჰქვია.
დიდი შრომისა და 27-წლიანი დაუღალავი მოღვაწეობით მივხვდი, რომ მართლაც “ყოველი საიდუმლო ამა ენასა შიგან დამარხულ არს’’.
ქართველები შემნახველები ვართ პატიოსანნი მიბარებულისა და მინდობილისა, ჩვენი კაცობა რწმენით არის სრული და სიყვარულით არის ჩვენი ვაჟკაცობა, ჩვენი იმედი სახელოვანია და მას ი ე ს ო ჰრქვია. ჩვენი გმირობა იმედითაა ღმერთით.
ამითადად უთქვამს დავითს ფსალმუნში: ათი ათასი ან ასი ათასი წინ რომ აღმიდგეს, შენ, ღმერთო ჩემო თუ ჩემთანა ხარ, არ შევძრწუნდებიო.
სიბრძნემ მიიძინა ჩვენში, თაღ-მოშლილნი დავრჩით და სხვისი ენით ვიმკობთ გონებას.
ქალივით ლამაზია ცოდნის წყარო და სახელადაც სოფია ჰქვია. განმართულ აზროვნებას ქართველთა მსოფლიო და სამყაროსეულ ნიშთ-ჭვრეტაში ფილოსოფია ჰქვია.
დასახეთ რაიმე ამოუცნობი პრობლემა და გადაწყვიტეთ ქართული ენით. მიხვდებით, რომ არ არსებობს პრობლემა ან ამოუცნობი აზრი და არსი, რომელიც ქართული ენით არ შეიძლებოდეს ავხსნათ. არსებობს რთული და მარტივი კოდები და სისტემები, რომელთა ამოხსნა დროში შეიძლება გაიწელოს (ადეპტს გააჩნია), მხოლოდ დროის ფაქტორი, შრომაში ჩადებული დრო, ინტელექტუალური დროის ხარჯვა ასმაგად გამოიღებს ნაყოფს.
თითოეული სიტყვა ჯერ წერილში ნეშტია, თავად პირ-უტყვია, ხოლო როდესაც თვალი გააცოცხლებს - გონება და გული აღადგენს. გონება ჩაიწერს ფილებზე ნეირონული ენით ანუ მილიარდობით ინფორმაციის აღქმა იწყება გონებაში ნეირონული ანტენების მეშვეობით, რომელთა მეხსიერება ჩართვაში ანუ ბმაში აღდგება და ის რასაც ებმის ამ პირამიდალურ აზროვნებაში, თვით სიტყვაში არის ჩადებული. ეს სიტყვაა ფილა, რომელიც უკვე აიგო ანუ “კონვერტი’’ ინფორმაციისა მზად არის. ამ ინფორმაციის პაკეტსაც ფილაგი ჰქვია, რომელიც ფილაგებული ფილაა და ლაგებულია. უზენაეს წვდომას პოლარული წვდომა ჰქვია და სივრცული კანონზომიერებაც ამ პროცესშია. დათვის შვიდი ვარსკვლავიდან ათვლის წერტილამდე მიმსვლელ ვარსკულავს - კუდის ვარსკვლავი ჰქვია, რომელიც მომკუდავთან ანუ კუდის რიკამდე საქმის მიმყვანთა ვარსკულავია. რათქმაუნდა ფიქრი და იდეა (ფილაგოსოფია) ამ შემთხვევისათვის “მრავალკონვერტიანია’’ ანუ მარავალ ფილიანი აზროვნება იგულისხმება და თითოეულ ფილას (ინფორმაციისას) ერთი სოფ-ელი ანუ ერთი “საცხოვრისი’’ გააჩნია თანხმიერ აზრთა. ენერგეტიკულად სოფ - გარემოსხმულ ენერგიას ნიშნავს და ეს ენერგია ნაზ-არე-ველისა არის ია-ულტრაიისფერი - ქრისტეს აზროვნების სიხშირე.
დავწეროთ ასე: ფილა - ფილაგი - სოფ - ია
ეს პოლარულ ცოდნაში შესასვლელი გასაღებია, კოდია, როგორც კომპიუტერის საიდუმლო არქივის პირადი კოდი. სამყაროსეული ცოცხალი ინფორმაციის მეხსიერებაში შესასვლელი კოდი ქართულად იწერება და მერე რომელ ენაზეც გნებავთ გადათარგმნით. ყოველი დაკოჭლება ან დაკოდვა ინფორმაციისა თავის დონეს აჩენს, ასეთი აზროვნებით ინფორმაციის დამამუშავებელს კი - მაკედონელი ჰქვია.
მაკე - ცხოველი ორსული, ცხოველი ანუ პირ-უტყვი, პირუტყვი ანუ ნაწერი ნეშტი ორი სულით (წამყვანი და წაყვანილი ტალღა (несущая и носимая волна). მაგ. სიტყვა ცხენი ერთსულოვნად ნიშნავს ცხენს, რომელიც დადის ჭენებით ანუ ჭის ნებით. ეს არის წამყვანი ანუ მატარებელი სული სიტყვისა, რომელშიც ხუთი ასოა ვლენილი, ხოლო თუ ასე წავიკითხავთ - ცხე-ენით, ვიპოვით მეორე სულს, რომელიც დაფარულშია.
ალექსანდრე მაკედონელის ცხენს ბუციფალი ჰქვია. ახლა ამ სიტყვის შინაარსს ჩავწვდეთ: ბუ - ცა და ფალი, ბუ - სიბრძნე ღამის ხედვისა, მთვარის და ვარსკვლავების მოგვური ცოდნის აღმნიშვნელი. დღისით სძინავს, ღამე კი ხედავს. “ცა-ზე აღსახედი’’ /დაბად. 1.1) ცა არს გარე-შემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფეველისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარე-შემოუწერელი.
სიტყვა ფალი - ფალოტური ღვთაების დამნიშვნელია: “უფალი - პატარა ვაჟი, გინა ღმერთი’’ /სუხან-საბა/. ასევე მისანს ნიშნავს. ეს კი შემტყობს ჰქვია (ესაია: 2 – 6)
ბუ - ცი - ფალი
ბუ - სიბრძნის ჭვრეტა, ტაბუს მცოდნე (табу – запреть, наложенный на что-либо, заповедь; აქედან Табунь – консное стадо, ქართულად რემი - გაუხედნავი ცხენის ჯოგი. /Вл. Даль/)
ბუციფალი - ცის სიბრძნის შემტყობი ან მოგვთა ცოდნა ვარსკვლავებზე და რადგანაც ეს სახელი ცხენს ჰქვია, ცხენი კი ენის ტოტემია, თანაც ცხებული ენის და ვიცით, რომ ცხებული ენა ღმერთის ენაა, რომელსაც ლაზარე ჰქვია.
უტყუარია, რომ ალექსანდრე მაკედონელს დიდი კავშირი ჰქონდა ქართველ ქალდეველებთან ანუ მოგვებთან აღმოსავალისა და არა აღმოსავლეთისა.
ახლა აღმოვიკითხოთ ინფორმაცია მსოფლიო ქრისტიანული მისიის ლექსიკონებში, რომელიც გაგვაგებინებს თუ სად გაატარა ალექსანდრე მაკედონელმა დიონისეს დღესასწაულები: ყურძნის კრეფის, დაწურვის, ღვინების და თრობის დღესასწაული.
ცნობილია რომ ის ორი თვე ალექსანდრე იმყოფებოდ ქალაქ ახმეტაში, რომლის ბიბლიური სახელწოდებაა ეკბატანა. ეს ქალაქი სულ ორია დედამიწაზე - ერთი სპარსეთში, მეორე კი საქართველოში. სპარსეთში ღვინის დღესასწაულები არ იმართებოდა არასდროს, სპარსეთში ცეცხლთაყვანისმცემლების ქალაქად ითვლებოდა იქაური ახმეტა ანუ ეკბატანა. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და იმ დროისათვის საბერძნეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. დიონისეს დღესასწაულები ფართო მასშტაბით იმართებოდა მთელ საქართველოში და გნსაკუთრებით ქ. ახმეტაში, იმიტომ რომ აბრეშუმის გზის ისტორიის წყაროებში მოიხსენიება ეკბატანად ახმეტა და ასევე ბიბლიაშია შეტანილი, როგორც ერთერთი დიდი საიდუმლოების ქალაქი, რომელიც ტაბუირებული ცოდნით არის აღმოსაკითხი.
“წელსა მეათორმეტესა მეფობისა ნაბუქოდონოსორისასა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევის, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხუჟიკეთსა ზედა,
და აღაშენა ქალაქი ეკბატანს და მოადგა ზღუდე გარემო მისა ლოდთაგან თლილთა სიზრქითა სამ წყრთა და სიგრძითა ექუს წყრთა. და იყო სიმაღლე ზღუდისა მის სამეოცდაათ წყრთითა, სივრცე მისი ერგასის წყრთა.
და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა, და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა.
და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსვლად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკრცხლთა მისთა.’’ /ივდითი: 1, 1-4/
“Экбатана (евр. Ахмета) (I Езд. 6 – 2) столица древней Мидии, которая по величию и пышности уступала только Вавилону и Ниневии.
Её окружали семь стен различного цвета и высоты. После смерти Кира она сделалась летней резиденцией персидских царей. Теперь на этом месте расположено селение Хамадан, где живёт много евреев, уверенных, что они показывают подлинные могилы Есфири и Мардохея.’’
როგორც ვხედავთ, ზემოთ აღწერილი ქალაქი მევენახეთა ქალაქი არ არის, არამედ საზაფხულო რეზიდენციაა. დიონისეს დღესასწაულებს შემოდგომით ზეიმობენ და არასდროს სპარსეთში.
თუმცა ერთსაც დავამატებდი, საქართველოში დაფარული ქალაქი არსებობს, რომლის მაკეტითაც სპარსეთში აშენდა ეკბატანა ანუ ახმეტა. / კენჭა-ბერის კვლევებიდან/
ახლა კვლევის მისამართს ვაძლევ ისრალს! თითქმის დავამთავრე სადაზვერვო სამუშაოები და 27 წელიწადის შრომა 2014 წლის 29 აპრილს შემისრულდა.
ამ საკითხზე ლაპარაკი მქონდა 2008 წ. ხანუკას დღესასწაულზე კიევში (უკრაინა), რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სინაგოგის მთავარ რაბინთან - მოსესთან და მის მოადგილესთან დავით მილმანთან. ველოდები თანადგომას ებრაელი ძმებისაგან, რადგან საქმე რჯულის კიდობანს ეხება.
გავეცნოთ თუ რა ინფორმაციას ფლობს მართლმადიდებელი რუსი ერი და ამოვიწეროთ ბიბლიური ლექსიკონიდან ინფორმაცია ახმეტაზე:
“Экбатаны – Греко – латинское название Еврейского города Ахмета, города и столицы царства Мидийского (I Езд., VI – 2), вместе с тем летняя резиденция Персидских, а позднее Парфианских царей. Город Экбатаны (Ахмета) был расположен на месте, или в очень близком расстоянии от города Гамадан, одного из значительнейших городов нынешней Персии. Здесь доселе ещё видны остатки каменной стены. По Геродоту, город был построен Дейоком, царём Мидийским и окружён семью кольцеобразными стенами. (Исх. I, 1-4) В этом городе, по всей вероятности, найден свиток, в котором Кир повелевает иудеям восстановить храм. Там был великолепный царский дворец и храм Солнца.
В Экбатанахе жил некогда Рагуиль, родственник Товита, (Ахмета) сюдаже переселился и Товия, по смерти своих родителей, и там скончался. (Тов. VI, 6; XIV, 12) В этом городе со всею вероятностью указывают гробницу Есфири и Мардохея. Город был, как мы уже заметили выше, любимой резиденцией Персидских царей, но и Алексндр Македонский за 324 л. до н.э. провёл здесь два осенних месяца и праздновал здесь праздник Дионисия. В первые века Христианства в Экбатанах проповедовалось Евангелие и была учреждена церковь. Воспоминание об епископах её находится в истории Восточной Церкви, но Христсанской общины давно уже нет. Говорят что здесь доселе ещё находится значительное число иудеев.’’
რჯულის კიდობანის საიდუმლოებამ გაიარა მეფე ნაბუქოდონოსორი, მერე ალექსანდრე მაკედონელი და მერე გადაბარდა უფალ იესო ქრისტეს და მის მოციქულებს, მისი გზა-კვალის საიდუმლოება ჩაშიფრულია ქართულად - ქართულ სახარებაში.
ამასთან ერთად მევენაე ქართველებს მინდა მოგვთა ინფორმაცია მოგაწოდოთ ვარსკვლავზე, რომელსაც მეღვინეს ვარსკვლავს ეძახიან, მისი მეორე სახელია მევენაე. ძველ დროში ქართველები მას ვაზის კრეფის ანუ ვაზის სიმწიფის ვარსკვლავსაც ეძახდნენ. (Виндемиатрикс, лат. Vindemiatrix “Винодельница’’, иногда Vindemiator “Виноградарь’’ – звезда эпсилон Девы, положение 10° 38 Весов, характер типа Сатурн-Меркурий (по Птолемею, у некоторых авторов Сатурн-Венера).
Название связяно с тем, что гелиакический восход этой звезды приходился на начало поры сбора винограда.
მეორე ვარსკვლავის სახელწოდებაა პორთაონი, პორთევსი - აგენორის ძე, კალი-დონის მეფე, “ღვინის მეფის’’ ოინევსის მამა მელეაგრეს პაპაა.
პორთაონი - პო და რთა ონი.
ორთა ონი - ორიონთანაა კავშირში (ვარსკვლავის კოორდინატები ცაშია მოსაძებნი).
და კიდევ ერთი ინფორმაცია ღვინოზე:
ოინექარონტი - ქარონი - ქარონტე, ალექსანდრე მაკედონელის მამის - ფილიპეს მითოსური სახელია (მეტსახელი).
ლოცვით ღვინის მიცვალებულებთან წარგზავნას კავშირი აქვს მიცვალებულების სამყოფელთან.
სიბრძნის განმნეშტავი - ეს ტიტული ალექსანდრემ დაფარულად მიიღო მამისაგან და დავამატოთ ისიც, რომ ეს ცოდნა ღვინის შესახებ საქართველოდან იქნა გატანილი.