იცი როგორ თენდება სიცოცხლე,
ერთი ლამაზი ჩანაფიქრი ღმრთისა
- იქმენინ ნათელი! ბრძანებს უფალი
და ნათლობით გახარებული სული
გასხივოსნებას შეერთვის.
ამ ლამაზ გაელვებაში,
სიყვარული იწყებს ცეკვას და სიმღერას,
ამ ცეკვას და სიმღერას შეყვარებულები შეიგრძნობენ
და იწყება ხარება.
მე ცოცხალი ვარ შენთვის,
ასე ჰქვია უკვდავების სიმღერას,
ეს სიმღერა არ იცვლება არსში, დუმილში,
ჭექა-ქუხილს აღელვებს
და სიტკბოება იწყებს ჩამოღვრას ციდან,
დამტკბარი უფალი კი -
ახალ უხებ მომავალს წერს ბედისწერის ბორბალზე
და იწყება გარინდება.
გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი