პრეპარატი “ტიტანე 777’’ გამოიყენება პირველი - სექსუალური ჩაკრის გასაწმენდად (მატერიიდან კოსმოსამდე).
სათესლეებისა და შარდსადინარების ფილტრაცის
სპირალური სქემა
- სპირალურად! მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით მალამოს ჩავიზელთ ფალოსამდე, საათის ისრის მიმართულებით ტრიალით და ქვემოთ ტარებით (ჭიპიდან ფალოსის ძირამდე).
- ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით სპირალურად - საათის ისრის მიმართულებით ტრიალით და ქვემოთ ტარებით მალამოს ჩავიზელთ შორისამდე, ლაჯთა ნაკეცებში.
- შორისში, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით საათის ისრის მიმართულებით 2-ჯერ და მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულების ტრიალით 3-ჯერ.
- მეცხრე წასმისას - ბოლოს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს მივაჭერთ შორისში.
დღეში სამჯერ, სამი დღის განმავლობაში.
იხილეთ სქემა
საშვილოსნოსა და საკვერცხეების სისტემა
სპირალურად, მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით ჭიპიდან ჩაგვაქვს დატვირთვა ქვევით - შორისამდე, დღეში სამჯერ, სამი დღის განმავლობაში. იქვე (შორისზე) ორი ბრუნი მარჯვნივ და სამი საპირისპირო მიმართულებით.
ბოლო - მეცხრე წასმისას, პროცედურის დასასრულს, მალამოთი ვაფიქსირებთ შორისს.
ამ დღეებში მძიმე მასების მქონეთათვის (ასეთია სოკოვანა, ფიბრომატოზული კვანძები და საშვილოსნოს სხვა რთული სნეულებანი) აუცილებელია მაწონი და რძის მჟავე პროდუქტები, მცირე რაოდენობით ბლის ან მზიანი ბზის წყალი (დოზა ყოველთვის ჰომეოპატიურია - მცირე ბევრში: თითო ნაყოფი 1 ლიტრ წყალში ან თითო ფოთოლი 0,5 ლიტრ წყალში და ვსვამთ წყლის მაგივრად. ასევე აუცილებელია ბალბა-ტუხტი ან ტყემალი-ალუჩა-ატამი (მცენარეების რბილობიანი წვენი), კამის წყალი ან სტაფილოს თესლი (5-6 ცალი, ბალბის შტოსთან ერთად 1 ლიტრ წყალში), მაგრამ ყველაზე სასურველია კომშის გულის ნახარში (5-6 თესლი რბილობიანად 1,5 ლიტრ წყალთან, დავაკვირდეთ თუ გააჩნია თესლს ლორწოვანი მასა).
იხილეთ სქემა
შეგეწიოთ ღმერთის მადლი და კურთხევა. ამინ!