კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 მსოფლიო საგანგებო სიტუაციების მცირე ანალიტიკური განხილვა


 

         გარდაუვალობა #1:

  1. მსოფლიო ატომური კატასტროფა;
  2. ბირთვული იარაღის მარაგი დედამიწაზე აცილებულია დასაშვებ ზღვარს;
  3. პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა, რადგან ბირთვული ომის შედეგები - რეზონანსული ჯაჭვური რეაქციით მთელ დედამიწაზე გავრცელდება;
  4. ურანული აქტიურობა მაქსიმალურად დაძაბავს დედამიწის ელექტრო-მაგნიტურ ველს, რაც განაპირობებს მზიდან სოლიტონურ-ფოტონური ბმის ველის შემოტყორცნას. გაიზრდება “წვის’’ სისწრაფე, დაძაბულობა, რაც წარმოშობს ანტიფოტონების გატყორცნას კოსმოსურ სივრცეში. შედგება მზის შვიდჯერ გაკაშკაშების პროცესი.
  5. მიომატებს წყლის გამზავებლობა, რაც გამოიწვევს აქტიური ნივთიერებების, შხამების სწრაფ განზავებას წყალში. ფაქტიურად წყალი დაკარგავს ვარგისიანობას.
  6. ბირთვულ- რეზონანსული დაძაბულობა ყველა სახის სიცოცხლეში გათიშავს აზროვნების პროცესებს მთელ დედამიწაზე.
  7. დედამიწის ეთერულ მასაში აქტიური ელექტრო-მაგნიტური ველი და ურანულ-ეთერული ტევადობა ჰერმეტულად იმოქმედებს დედამიწის წიაღისეული აქტიურ გაზობრივი სივრცეების მიმართ, რაც გამოიწვევს წიაღისეული ღრუების გაზობრივი მარაგების წნევის სწრაფ ზრდას, ეს კი თავისთავად გიგანტური ტექტონური ზეგნების გრავიტაციულ დაძაბულობას გახსნის (მყისიერ განმუხტვამდე), რაც კატასტროფულ მიწისძვრებს გამოიწვევს.

 

გარდაუვალობა #2:

 

  1. მსოფლიო ქიმიური კატასტროფა;
  2. ქიმიური იარაღის მარაგი დედამიწაზე აცილებულია დასაშვებ ზღვარს;
  3. პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა, რადგან ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოები იხმარენ მასიური განადგურების ქიმიურ იარაღს.
  4. ბირთვული დარტყმები გაანადგურებენ ქიმიური იარაღის საწყობებს და პრობლემა გადაიზრდება უმართავ ბირთვულ-ქიმიურ პროცესებში, რომელთაც არ გააჩნიათ ათწლეულობით გამოსავალი.
  5. ჰაერი მომწამლავი ნივთიერებებით გაიჟღინთება და ძალიან ცოტა ადგილი დარჩება დედამიწაზე, სადაც სუნთქვა შესაძლებელი იქნება.
  6. მომწამლავი პროცესების გამო დედამიწაზე ფაქტიურად გაქრება საკვები. სიკვდილიანობა კატასტროფულად გაიზრდება. ყველგან დაუმარხავი გვამები ეყრება.
  7. განუსაზღვრელი მომწამვლავი პროცესების გამო წაიშლება აზროვნების შიდა ეთიკური ნორმები. დაიწყება აკრომეგალიური შიმშილი, გამორიცხული არა არის - ადამიანებმა ადამიანის ხორცის ჭამა დაიწყონ. დღეისათვის წარმოუდგენელ მუტაციაში შევა ყოველი ცოცხალი არსება. დაიწყება გიგანტომაქია და მანამდე შეუჯვარებელი არსებები, შიგა წონასწორობის რღვევის გამო დაიწყებენ ერთმანეთთან შეჯვარებას, რასაც ყველანაირი გაგებით დამახინჯებული არსებების დაბადება მოჰყვება.

 

გარდაუვალობა #3:

 

  1. მსოფლიო ბაქტერიოლოგიური კატასტროფა;
  2. ბაქტერიოლოგიური იარაღის მარაგი აცილებულია დასაშვებ ზღვარს;
  3. პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა, რადგან ბირთვული და ქიმიური იარაღების არ მქონე სახელმწიფოები გამოიყენებენ ბაქტერიოლოგიურ იარაღს. სამი უსაშინელესი იარაღი: ატომური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დედამიწას ხრწნის უკიდურეს პროცესებში შეიყვანს;
  4. წონასწორობის აღსადგენად დედამიწის უფსკრულიდან რთულ პირობებში სიცოცხლის უნარის შემნარჩუნებელი ბაქტერიები დაიძვრებიან. შედგება ბაქტერიების გამანადგურებელი ომი. ეს მიკროორგანიზმები პირველობის მოსაპოვებლად იბრძოლებენ - ადამიანის ორგანიზმიდან დაწყებული, ბუნების ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობაში;
  5. ჭაობები და ღია წყალსაცავები ბაქტერიოლოგიურ დუღილს დაიწყებენ, დედამიწაზე სიმყრალის წარმომქმნელი ბიო-სიხშირე იბატონებს. შეუძლებელი გახდება 1200 მ-ის ქვემოთ ცხოვრება. ადამიანები და ცხოველები მთებსა და ზეგნებს მიაწყდებიან.
  6. მასობრივი იმუნიტეტის დაცემა ეპიდემიურ კატასტროფებს გამოიწვევს. ჩვეულებრივი ბაქტერიოლოგიური დაავადებებით შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი ამოწყდეს;
  7. მაღალი სიხშირული დაძაბულობები დაარღვევენ რადიო-ბაქტერიების ბალანსს და ეთერი ფაქტიურად გაუმტარი გახდება, რაც მსოფლიო კომუნიკაციების ჩაშლას გამოიწვევს.

 

გარდაუვალობა # 4:

 

  1. რელიგიური ქაოსი მთელ დედამიწაზე;
  2. მსოფლიოში არსებული ყველა რელიგიური მრწამსის მსახურები სულიერი გახრწნის ზენიტში იმყოფებიან, რის გამოც ორთოდოქსული მოძღვრების ჰუმანური იდეოლოგია ყოველდღიურად კარგავს სისრულის სახეს. მიმდევართა მრავალმილიონიანი მასა დამუხტულია პრიმიტიული ფანატიზმის მუხტით.
  3. რელიგიური პირველობის იდეა “გამოხრავს’’ მთელ მსოფლიოს, რაც ფანატთა შორის ურთიერთობებს დაძაბავს. რელიგიურ ნიადაგზე კაცის კვლის უფლება დაშვებული იქნება მათი ლიდერებისაგან.
  4. რელიგიურ მსახურთა და მათი ლიდერების მოღვაწეობის უმთავრესი საგანი - ფულის მოხვეჭა, ძალადობა, ტყუილი, მასების ზომბირება, პოლიტიკურ ბატალიებში ცხვირის ჩაყოფა გახდა.
  5. მსოფლიოს ყველა რელიგიების ავადმყოფობაა სექტებად და კასტებად დაშლა. ამის გამო კონტროლი ყველა რელიგიურ სისტემაში ნულის ტოლია. ფულის გათეთრების ყველაზე “უმტკივნეულო’’ და დაფარულ წყაროს დღევანდელ მსოფლიოში მღვდელთმსახურება წარმოადგენს.
  6. რელიგიური ნიღბებით მოქმედი დივერსიული და ტერორისტული ჯგუფები მთელ მსოფლიოშია შეგზავნილი. მათი ფარული ქმედითი ძალაა - ყველა ყველას წინააღმდეგ.
  7. მთელი მსოფლიოს ინფორმაციული მარაგი დენთის კასრს ჰგავს, რომელსაც უგუნურები აუცილებლად ააფეთქებენ.

 

გარდაუვალობა # 5:

 

  1. ჰიდრო-ეკოლოგიური კატასტროფა;
  2. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა მყინვარებთან ერთად იწყეს დნობა, რომელიც სწრაფი და შეუქცევადი პროცესია;
  3. ოკეანეებში უმთავრესი წყალქვეშა დინებები კატასტროფული სიჩქარით კარგავენ თავის ფუნქციებს, რაც მრავალ ქვეყანას განადგურებით ემუქრება;
  4. მოვარდნილი წყლები ხმელეთზე ნათესებს, ბაღებს, ცხოველებსა და ბევრ ადგილას ფრინველებსაც გაანადგურებენ. დაბინძურებული წყალი გადაფარავს და შეერევა მტკნარ წყლებს, რის გამოც კატასტროფული სიჩქარით გაქრება სასმელი წყალი. დედამიწაზე არსებული მარილის საბადოები ლამიანი ბინძური წყლებით დაიფარება და დაიწყება მარილის დეფიციტი. მარილის და წყლის ფასი ასჯერ ასცდება უნცია ოქროს ფასს;
  5. წყლის, მარილისა და საკვების საძებნელად დაიძვრება მთელი მსოფლიო, ეს მიზეზიც კი საკმარისი იქნება მსოფლიო ომის პროვოცირებისთვის;
  6. ბაქტერიები, მიკროორგანიზმები და წყლის ცხოველები შემოუტევენ მთელ დედამიწას. ადამიანები, ისევე როგორც მთელი ცხოველთა სამყარო გადარჩენისათვის ბრძოლას დაიწყებენ;
  7. გაქრება არსებული სახმელეთო სახელმწიფო საზღვრები, რადგან ხმელეთს წყალი ჩაანაცვლებს.

 

გარდაუვალობა # 6:

 

  1. ბიო-ქიმიური პროცესების ცვალებადობა;
  2. დაირღვევა ძველი ვალენტური არსობრიობა ატომებში. ცვალებადობის პროცესს ყველა ელემენტი გაივლის - მარტივიც და რთულიც;
  3. ამ პროცესების გამო უპირველესად მეტალის კონსტრუქციები გახდებიან საშიში: ცათამბჯენები, გიგანტური ხიდები, სტადიონები და ა.შ. თავისთავად დაიწყებენ დაშლას;
  4. ჰერმეტიზაციის ყველანაირი ფორმა გამოუყენებელი გახდება. 180 გრადუსით შეიცვლება ჰერმეტიზაციის კანონები;
  5. მასობრივად გამოვა მწყობრიდან ყველა ზღვაში, ჰაერში და ასევე კოცმოსში მცურავი “ნავები’’;
  6. ადამიანებს დიდი და ახალი ადაპტაციის გზის გავლა დასჭირდებათ, რათა ახალ პროცესებს შეეგუონ და ორგანიზმი  მთლიანად გადაეწყოს ახალი ელექტრო-მაგნიტური მოლეკულური დაძაბულობის მიმართ;
  7. ყველა სტანდარტი, რომელიც ქიმიური ელემენტების აღსაწერადაა დაწესებული, რამდენიმე თვეში გაუქმდება, რადგან რღვევა იმ დონეზე წავა, რომ ხვედრითი წონაც კი დაიწყებს ცვალებადობას.

 

გარდაუვალობა # 7:

 

  1. მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი;
  2. მსოფლიოში ყალბი ფულით ბრძოლამ პიკს მიაღწია. მასთან ერთად მთელ მსოფლიოში ყალბი გარიგება-შეთანხმებების მაქსუმუმი აღინიშნება.
  3. წამყვანი ფულადი ერთეულები რამოდენიმე წელიწადში აბსოლუტურ ინფლაციას განიცდიან.
  4. ყველაზე საშიში ისაა, რომ ყველა სფეროს სამხედრო მოსამსახურეები დაუფინანსებელი - უხელფასოდ დარჩებიან.
  5. ამ ხვედრს თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანო გაიზიარებს.
  6. მოსალოდნელია ომი უმცირესობას (მდიდრები) და უმრავლესობას (ღარიბები) შორის.
  7. დაიწყება ფულადი და მატერიალური ფასეულობების ძარცვა-გლეჯა, ქურდობა, გაუპატიურება, გადაწვები. მდიდრები ღარიბთა სამოსს დაუწყებენ ძებნას, ხოლო ღარიბები გაძარცვავენ მდიდართა სახლებს, აგარაკებს და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE