კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

(წერილი წერილში)

 

ნოე (მშვიდობა, დამშვიდება) - ადამის შტოს მეათე და უკანასკნელი პატრიარქი იყო. ლამექის ვაჟი, და მაშასადამე მათუსალას შვილიშვილი ებრაული ტექსტების მიხედვით 1056 წელს დაიბადა სამყაროს შექმნიდან, ხოლო სლავური ბიბლიის მიხედვით - 1662 წელს. მისი სახელი და ცხოვრება ისტორიულად იმ საშინელ მოვლენებთან არის დაკავშირებული, როდესაც ყოველივე განადგურდა დედამიწაზე ანუ წარღვნასთან. დაბადებისას ლამექმა ვაჟს ნოე დაარქვა და თქვა:  

“ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან  ჩუენმან.’’ /დაბ. 5; 29/

 

დიდი თხოვნით მოგმართავთ, რათა დადგა ჟამი როდესაც მართლმადიდებლური მართლმსაჯულება უნდა ჩაერიოს ამ საკითხებში; ახლადაშენებული და გალამაზებული ტაძრები კარგია, მაგრამ სულიწმინდის გარეშე, რომელიც ქრისტეს სულს წარმოადგენს და ჭეშმარიტებას ღაღადებს - ცარიელია. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჭეშმარიტების მაძიებელთ სულიერების გარეშე ვიმოქმედოთ ან ვთქვათ რაიმე.

 

რუსმა წმინდა მამა აბელმა სულიწმინდის მეოხებით იცოდა ამის შესახებ და ასწავლიდა რუსეთის სამეფო კარს. ხოლო წმინდა მამა სერაფიმე, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის რუსეთის სასულიერო განვითარებაში, აფრთხილებდა ბოლო ჟამის მოვლენების შესახებ. თქვენთვის კარგად ცნობილია ზემოთ ნახსენები წმინდანები, მაგრამ ძნელად თუ მოიძბნება დღეს სასულიერო პირი, რომელიც სწორედ შესძლებს უფლის საიდუმლოებებით აღსავსე წმინდა წერილის წაკითხვას. ეს არა მხოლოდ რუსეთის უბედურებაა, მხოლოდ “ლაოდიკიის ეკლესიის’’ მადლით არის შესაძლებელი აეხადოს ფარდა ხალხების, ენების და ტომების უბედურებას, რადგან დადგა დრო როდესაც რუსეთის ეკლესიამ უნდა ითავოს და საყოველთაო განხილვის საკითხად გამოიტანოს რელიგიური ურთიერთობები. სიტყვა და საქმე ერთი უნდა იყოს - ისე, როგორც უფალმა ბრძანა, რათა მისი მადლის და წყალობის ღირსნი გავხდეთ და შევძლოთ ვიხილოთ “ცა ახალი და ქყანა ახალი’’, რადგან მან ინება “აჰა ესერა, ყოველსავე, ახალ ვჰყოფ, და მრქა მე: დაწერე; ვითარმედ ესე სიტყანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი არიან.’’ ხე ფესვის გარეშე ვერ იყვავილებს, ფესვი კი - გზაა, რომელიც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა განვლეს ქრისტესთან ერთად, ახალი სამოსი და ხის ნაყოფი -  ახალი ეპოქის ხალხებზე, ენებზე და ტომებზე წინასწარმეტყველებაა. ნეტარ არიან ისინი, ვინც ღირსი გახდება ეზიაროს ახალ ეპოქას, ჟამი კი ახლოვდება. ჩვენც უნდა ვიჩქაროთ, რათა სწორად დასაყრდნობი გზა გავუმზადოთ მომავალ თაობას.

 

ისტორია, რომლითაც ამ ორი ერის ბედი ერთმანეთს დაუკავშირა უფალმა, ძალზე ძველია. ამის შესახებ ჯერ კიდევ შოთა რუსთაველი წერდა უკვდავ პროფეტულ პოემაში “ვეფხისტყაოსანი’’, სადაც სხვა დაპატიჟებულ სტუმრებს შორის რუსები მოიხსენიება. პოემა მთლიანად აგებულია მოგვების თხრობის სტილით და აქვე გავიხსენოთ, რომ ახალშობილ ქრისტესთან, მწყემსების შემდეგ მოგვები მივიდნენ წმ. მარიამთან ძღვენით. უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხეთ ის სტროფი, სადაც ავთანდილი თავისი ბუნების შესახებ ვარსკვლავებს ელაპარაკება.

 

არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული ან მეგობრობა და არც იარსებებს. ჩვენი მომავალიც მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და ჭეშმარიტების ძიებაზე უნდა ავაგოთ. ერთხელ და სამუდამოდ სიმართლემ და ჭეშმარიტებამ უნდა გაიმარჯვოს, ამის მოლოდინშია მსოფლიო. თუმცა წინ სირთულეები გველის. ყველა მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ კაცობრიობამ უნდა აღადგენოს ჭეშმარიტი საღვთო კანონი და ამით იაფეტური კურთხევის მემკვიდრე გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება გოგ-მაგოგის ცოდვაში და სოდომ-გომორა მონაგონი იქნება იმ სასჯელთან, რასაც უფალი დაგვატეხს. მე კი - ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ქრისტიანი, ვლოცულობ და ვევედრები უფალს, რათა ჩემი სამშობლოს მერე, ერთერთ უსაყვარლეს ხალხს, რუსებს გაუნათლოს გონი და აარიდოს მომავალი უბედურება. თუმცა ვიცი, რომ გარკვეულწილად ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ მართლმადიდებლები სიტყვით და საქმით გავერთიანდებით, ლოცვით და სათნოებით წარვსდგებით უფალთან, ეჭვი არ მეპარება, რომ ყოვლადმოწყალე ზეციური მამა შეგვიმსუბუქებს აპოკალიფსურ სასჯელს.

 

ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ ინფორმაციას და არქივს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან მიიღებთ. ამ ქვეყნის შვილებმა უნდა დაგიბრუნონ თქვენი კუთვნილი სულიერი საუნჯე როგორც ძმებს და ფილადელფიის ეკლესიის სულის გამზიარებლებს. ნუ გავიხსენებთ ცუდს, მე ქრისტესმიერი სიყვარულის აღდგენაზე გესაუბრებით. ერთ დროს ეშმაკმა სარეველა დათესა რუს და ქართველ ხალხს შორის, დროა ამოვძირკვოთ ეს სარეველა და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. დარწმუნებილი ვარ, რომ კონფლიქტები კავკასიაში, რომლებიც საქართველოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო რუსეთის სამხრეთ საზღვარზეა უმტკივნეულოდ შეიძლება გადაწყდეს, თუ რუსეთის და საქართველოს პატრიარქები, სხვა რელიგიების მამებთან ერთად უფლის კანონის თანახმად შექმნიან სიტყვის და სიმართლის სასამართლოს (მსგავსად ჰააგის სასამართლოსი, მხოლოდ სასულიერო მნიშვნელობისას) და სისრულეში მოიყვანენ რუსეთის მეფეთ-მეფის, იმპერატორ - პეტრე პირველის მიერ წინასწარმეტყველურად ჩადებულ საძირკველს რუსი ერისა და მსოფლიოს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. გაიხსენეთ ისააკის ტაძარი პეტერბურგში, წამოწიეთ ეს საკითხი და ნახავთ, რა წარმატებულად წაუვა საქმე უფალ იესო ქრისტეს მართალ და მორჩილ შვილებს. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს არა განკუთვნილი ვადით, არამედ იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც შესძლებს ერში ღვთაებრივი და ნაციონალური იდეების ხორცშესხმას. მე შემიძლია უზენაესის ადამიანური მორჩილებით გელაპარაკოთ ამ რთული წერილით (მაგარი პურით), რადგან ვიცი რომ ეს მძიმე ლუკმა იქნება ამ ურთულეს დროს, როდესაც ახალ ეპოქაში იბადება ისეთი რთული ქვეყანა, როგორიცაა რუსეთი. მე თქვენ უფალივით სიყვარულით გელაპარაკებით, რადგან ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და ბევრი მატერიალური საჩუქარიც მაქვს, ნაწილი თქვენთვის, ნაწილი კი - თქვენი შვილებისთვის.

 

ახლა იმ თემას მივუბრუნდეთ, რადგან თქვენმა მამებმა და მეფეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უფალმა ნოე და მისი მოდგმა კავკასიაში გადაარჩინა. წარღვნის დასრულების შემდეგ, ნოე კიდობნიდან გამოვიდა, იქავე აუგო უფალს საკურთხეველი და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, რის გამოც ქარიზმატულად “მიწათმოქმედი’’ უწოდეს. საქართველოს უძველესი სახელია “გეორგია’’, ანუ გიორგის ქვეყანა, გიორგი კი - მიწათმოქმედს ნიშნავს. ამიტომაც კავკასიას, კერძოდ ქართველ ხალხს ძალიან ბევრი რამ აქვს შემონახული თქვენთვის, რასაც ნაწილობრივ თქვენ გაგიზიარებთ, ნაწილობრივ კი - ჩვენი შვილები გაუზიარებენ ერთმანეთს.

 

მესმის, რომ ამ წერილს ურთულეს დროს გიგზავნით ყველანაირი გაგებით. ეს დროა, როდესაც მსოფლიო რეალურად დგას წარღვნის საშიშროების წინაშე. გავიხსენოთ რა თქვა უფალმა ბოლო ჟამის შესახებ (ამას გწერთ არა იმიტომ რომ ჩემი ცოდნით ვიტრაბახო, არა, მე ჩვეულებრივი მებრძოლი ვარ საუფლო სიმართლისთვის. ახლა მთავარია გავიხსენოთ, თუ რა ცოდნას ფლობდნენ დიდი რუსი წმინდანები, რომელთა  წვლილი უდიდესია რუსეთის იმპერატორთა სწორი განათლების, თანადგომისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენების საქმეში. მათ კარგად იცოდნენ რა მოხდებოდა ანტიქრისტეს და მისი მსახურების მოსვლის პერიოდში, რომლებიც წინ აღუდგებოდნენ რუსეთის სიწმინდეს და წმინდანთა ნაღვაწს).

 

რასაკვირველია, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და ღმერთმა ინებოს, რომ მოვუსმინოთ,  მოვუთმინოთ და გავუგოთ ერთმანეთს.

 

ახლა კი თანამიმდევრობით მივყვეთ: კლიმატი შეიცვალა, ყინულოვანი საფარი დნება, მსოფლიოს მეტეოროლოგიურ სამსახურებს უჭირთ სწორი პროგნოზის გაკეთება, უკვე მომხდარი ფაქტები შემაძრწუნებელია (სუმატრა, ახალი ორლეანი, 5F-თან მიახლოებული ქარიშხლები, “და იყნენ სიყმილნი, და სრანი, და ძრანი, ადგილად ადგილად. და გესმოდენ ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი.’’ /მათ 24; 6-7/,  და ...). ჭკვიანი და სწორად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ ერთ დასკვნას გამოიტანს - წარღვნა დაიწყო ყველა მისი ნაწინასწარმეტყველები წინაპირობებით. კაცობრიობა გახრწნა ერთეულების მოქმედებამ, ახლა კი მოსალოდნელია ჯოჯოხეთის კიდევ ერთი იარაღის, ატომური კატასტროფის საფრთხე გაუწონასწორებელი და მოუთოკავი პოლიტიკოსების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. არა, ჩვენ მხოლოდ სწორ გზას უნდა დავუბრუნდეთ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შევებრძოლოთ არმაგედონის დემონებს ქრისტეს და წმ. გიორგის ლაშქართან ერთად მთავარანგელოზ მიქაელ და სულიწმინდის ზეციური თანადგომით.

 

“ხოლო დღისა მისთის და ჟამისა არა ვინ იცის, არცა ანგელოსთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან. ვითარცა იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსლა ძისა კაცისა. რამეთუ ვითარცა იგი იყნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღნისა, ჰსჭამდეს და ჰსმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს, მუნ დღემდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად; და ვერ ჰსცნეს, ვიდრემდე მიოწია წყლით რღნა იგი, და წარიღო ყოველი; ესრეთ იყოს მოსლაცა ძისა კაცისა.’’ /მათ. 24; 36-39/

 

ასე დაგვიბარა უფალმა, რაც კარგად იცის რუსეთის პატრიარქმა და სამღვდელოებამ. დღეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ პატრიარქ ნიკონის ერესი და მის მიერ დაშვებული სავალალო შეცდომა რუსულმა მართლმადიდებლობამ უნდა გამოასწოროს. უნდა გამართლდეს გზა წმინდამოწამეებისა ამბაკუმისა და მეფე ნიკოლოზისა, რომელსაც  მრავალტანჯული იობი შეარქვეს. მართალი გზის სწორად შეცვლა სულიერად გამართავს ტვირთის გამო მოხრილ დედა-რუსეთის შვილებს. დადგა დრო სიმართლის ზეიმისა, რადგან ამ სიმართლეს რუსეთის წიაღში დაბადებული არაერთი წმინდანი შეეწირა, რომლებიც ჭეშმარიტი რუსული მართლმადიდებლობის სწავლებით იყვნენ აღზრდილნი. მხოლოდ მის შემდგომ  დაიბრუნებს თავის სახეს ერი და მისი ხელმძღვანელობა, როდესაც აღვასრულებთ იესო ქრისტეს და მისი მოციქულების დანაბარებს. მესმის, და ჩემზე კარგად თქვენს მამებს და მეფეებს ესმოდათ, რომ მრავალჭირნახული რუსეთი ვერ გამოერკვევა, სანამ მსოფლიო კატასტროფა არ მოხდება. და ეს ასეა, რადგან ცხოველებიც კი, როდესაც საერთო უბედურება დაატყდებათ თავს აღარ ემტერებიან ერთურთს. გარდა ამისა, ახლოვდება დრო, როდესაც უფალი პირველად კაცობრიობისათვის კოსმოსიდან ახალ ემანაციურ ენერგიას შემოიყვანს, რომელიც დათრგუნავს სიკვდილს - ადამის მოდგმის ყველაზე საშინელ მტერს და დაავადებას.

 

ერთად დავთრგუნოთ სიკვდილი! ნეტარ არიან მორწმუნენი!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE