კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

თქვენი წარმოდგენა მჭირდება, ჩემო უთბილესო ქართველებო - ზნეობიანნო და თვალღვთიანნო, წარმოდგენა რომელიც წარმოსახვის შეცნობაზეა დამოკიდებული.

 

წარმოიდგინეთ კვერცხი გამჭვირვალე ნაჭუჭით, შენ ნაჭუჭის შუაგულში ზიხარ, აქ კი წარმოისახეთ, რომ ეს ნაჭუჭი წვერით ვარსკვლავიერ ზეცას ეხება.

 

ახლა წარმოიდგინეთ ორი ბროლის ნახევარსფერო ლარნაკი ერთმანეთზე დაფარებული - ქმნული სფეროდ, რომელიც ვარსკვლავიერი სიდიდისაა, მასში კი მოთავსებულია გამჭვირვალე ნაჭუჭიანი კვერცხი, რომელშიც თქვენი წარმოდგენით ზიხართ - ზიხართ ლოტოსის პოზაში (ჯდომში).

 

ბროლის სფეროდან ვარსკვლავთა სინათლე გამოსჭვივის და წერტილოვანი აღბეჭვდით ბროლის ვარსკვლავიერ რუქას ქმნის. ცის თაღის გუმბათოვანი სიმეტრიის ცენტრში, იქ სადაც ბროლის სფეროს კვერცხის გამჭვირვალე ნაჭუჭი ეხება - ანათებს ვარსკულავი ვეგა.

 

ვეგა ქნარის თანავარსკვლავედის პირველი სიდიდის ვარსკვლავია. ქნარი პატარა ვარსკვლავთკრებულია, მაგრამ დამკვირვებლისთვის ძალიან საინტერესო. მასში იდუმალი ჰიმნის საიდუმლო გასაღები დევს, სილამაზით კი თვალს იტაცებს.

 

ახალ ეპოქაში ამ ვარსკვლავს დიდი დატვირთვა აქვს ასტრალურ არეალში.


ვეგი ქართულად ყოველთა სახსარსა ჰქვია: ადამისა, კაცისა, ცხოველისა, ბუნებისა, შენობათა, სივრცისა, პლანეტათა და ვარსკულავთა ენერგეტიკულ ბმათა კოჭებს და ერთ იმ მთავარ სამყაროს სახსარსაც, რომელსაც ღმერთი უბრძანებს -აღიძარ და აღიძვრება, ეტყვის - დადექ და დადგება.

 

მივყვეთ ქართულ დეშიფრაციას (კოჭი - ვეგი, კოჭად ითქმის მოკლე და მომცრო სართული. სართული - სახლი ზედა კერძო, სამყოფის ზედა კერძი). /სულხან-საბა ორბელიანი/

 

 

 

როდესაც ვამბობთ ორსართულიანი ან სამსართულიანი სახლი, მისი სახელია - ქორი (ეს საცხოვრისის ტოტემალური სახელია: სამეფო, სამღუდელო, სამოგვო და საერო).

 

“ქორედი - ერთმანეთზე სახლი სახლზე მრავლად. ქორედ - ქორედი - ნახეთ ქორი. ქორი - სახლზედ სახლი აგებული; ქორედ-ქორედი - ოთხი-ხუთი სახლი სახლზედ აშენებული. ქორი არს სახლის ერდოზე სახლი; ხოლო ქორედ-ქორედი ერთმანეთზე სახლი სახლზედ მრავლად. ქორი არს სახლსა ზედან სახლი დგმული კამაროსანი, ანუ სართულოსანი გინა ფიცრითა, გინა ქვითა. ხოლო ქორედ-ქორედი - სამი ოთხი სახლი ზექვემობითა).

/სულხან-საბა ორბელიანი/

 

ვეგა ქნარის თანავარსკულავედის, ანუ ვარსვლავთკრებულის ალფა ვარსკულავია, უწინ ამ ხომლს ერქუა აგრეთვე გეზელი, ქორი (კოპიევსკის რუკაზე “ლირა ანუ ქორი’’).

 

გეზელი - ბაზნი მამალნი, ქორი და მისთანა ჭანგიანი ფრინველი მამალი, ანუ მტაცებელი ფრინველები: ორბი, არწივი, მიმინო, შევარდენი, ქორი და ასე შემდგომნი.

 

აღმოკითხვიდან ვიგებთ ვეგაზე, რომ ის გეზის მიმცემია სხვადასხვა რანგში: მაგ. არწივის ტოტემით წინასწარმეტყუელნი აღინიშნავენ გზას, ანუ გეზს - არწივია მათი გეზელი. მართლაც ქნარი გამოსახულია ფრთებშეკეცელი არწივის კლანჭებში. როდესაც არწივი ზენიტიდან, ანუ უმაღლესი სივრციდან მსხვერპლს დაინახავს, განზომავს, გათვლის, ფრთებს შეიკეცავს,  მიზანს დაგეზავს და იწყებს თავქვე ვარდნას. დაცემის დროს სტაცებს კლანჭებს მსხვერპლს და აღიტაცებს ცაში.

 

ასევე დიდ მედიტაციის დროს, ანუ ლულვით ჭვრეტის დროს, როდესაც “სახასრარა’’ აღიქვავს ვეგადან დაშვებულ (დაცემულ) სხივს, მთელი სხეული შეიგრძნობს სივრცულ წონასწორობას და შედის ლევიტაციის პირველ ეტაპში. ამ პროცესს სამყაროს ყუნწად მობმა ჰქვია და წარმოდგენაში გამოიყურება როგორც გამჭვირვალე მსხალი ყუნწით დაკიდებული ვეგას სხივის ტოტზე; და ვეგადან წარმოსახული, თითქოს ძაფზე დაკიდებული კვერცხი, რომელიც წვერით ვეგაზეა მიბმული, ბროლის სფეროს “ჭუჭრუტანაში’’  ტრიალებს, ბუქნავს და ქანაობს. ამ სამ მოძრაობას ვაკეთებთ გონის წიაღში და შეგრძნებათა სამყაროში.

 

ლოტოსის პოზაში - გამჭვირვალე კვერცხის ნაჭუჭში ზიხართ და გარს გაკრავთ ბროლის სფერო, რომლის შიდა კედელზე აისახება სფეროს გარსისებრი ვარსკვლავიერი ნათების რუქა - თქვენგან ხილული და შეგრძნებული სამყარო.


ამ ერთი ბმის, ანუ ყუნწიერი ბმის მოძრაობათა სინთეზის სუნთქვა შესასრულებლად რთულ, ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის კომბინირებულ პროცესს წარმოადგენს.

 

 

მოძრაობა N 1: ტრიალი - შეეფერება სპირალური სუნთქვა.

ამ სუნთქვის განსავითარებლად აუცილებელია “ჩაკრებს’’ შორის სპირალური ურთიერთობის აღდგენა (ჩემს მიერ შემუშავებული განწმენდის სპირალური სქემები მალამოებთან და ბალზამებთან ერთად, საშუალებას აძლევს ადეპტს განიწმინდოს და შეიგრძნოს, შემდგომ კი ისწავლოს სპირალური სუნთქვის მართვა).

 

მოძრაობა N 2: ბუქნა - შეეფერება სწორხაზოვანი “სიმეტრიული’’ მზისა და მთვარის ენერგიით სუნთქვას.

ამ სუნთქვის განსავითარებლად აუცილებელია “ჩაკრებს’’ შორის პულსარული სწორხაზოვანი და მყისიერი ურთიერთობის აღდგენა. (ჩემს მიერ შემოთავაზებული სწორხაზოვანი განწმენდის სქემები მალამოებთან და ბალზამებთან ერთად, საშუალებას აძლევს ადეპტს ადამის წონასწორობაში შევიდეს და ტრისმეგისტრი გახდეს, ანუ შესძლოს სუნთქვითი ბუქნა, რომელიც აუცილებელია სუნთქვითი სივრცული წონასწორობისთვის).

 

მოძრაობა N 3: ქანაობა - შეეფერება ცვალებადი სუნთქვა, ჯერ მთვარის “კანალით’’ (არხით) გარდამავალი მზის “კანალზე’’ (არხზე) და პირიქით - მზის კანალიდან მთვარის კანალზე (კან + ალი = ცეცხლოვან ცილინდრულ მილს).

ამ სუნთქვის განსავითარებლად აუცილებელია “ჩაკრებს’’ შორის მორიგეობითი ურთიერთობის აღდგენა (ჩემს მიერ შემუშავებული სწორხაზოვანი, სპირალური და ასევე ჯვარედინული სქემები ბალზამებთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს ადეპტს ევას წონასწორობაში შევიდეს და გაასწოროს ძუ-ალითება ხუად-ალთან  და პირიქით, ხუად-ალითება - ძუ-ალთან, კოდურად - ინი იანთან და იანი ინთან.

 

ბედნიერია ვინც ნათელს იღებს, ხოლო ის, ვინც მათ წინ ნათელს ატარებს - უბედნიერესი ხდება!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE