ის ის არის გაზაფხულის ვარდის სურნელმა მიწურვილი შეამკო, როს ზაფხულის მზე ფრთების გასაშლელად ემზადებოდა, მთოვარემ წვიმა დაიბერტყა და ერმის ცა შუქურასავით აენთო - დედუფალი ანნა წვეოდა სალხინებლად ერ მისსა.
მტრები, სარკის მჩხიბავნი, ლას-ლასით გარბოდენ და გარბოდნენ, ვა ჩვენსა ქუესკნელსა, ტიტანებზე ამაღლებული დედუფალი ბანის საფეხურზე ამაღლდა და ელიას ჩაბარდა ჩვენზე კამათიო, კამათ-ელია - კამათელია, ჩაიჩხავლეს ლათინურად, სო მეხი ვინაც საქართველოს.
აჯამებს უთქვიათ: აჯა! აჯა! დიდო ღმერთო! აჯის მშვილდით, აჯის მშლდის ისრითა, აჯის ტახტზე აჯაფდა დედუფალი ანნა, აჯიღა მოსხმული დავანებულაო!
ბაბილოს ირემი ნახტომში მოუწველია და შუბლსა და საკინძუელზე კურთხევით - ანნა დედუფლისათვის მოუკაზმია. მერე, მერეო - უთქვამს ბებერ მუხას, - რა მოხდა იმერ-მერეო?!
აი, რა მოხდა: ჰო, ლანდებად ქცეული ტიტანები შიშისაგან ქუესკნელში დაფეთებულან, მათი ჯადოსნური სარკე ნაცრად ქცეულა და მასში არეკლილი ფოტო-ნები წყალში დამხრჩვალან; ანნა დედუფლისათვის განმზადებული მათი ჯადოსნური ბორკილები ხევში გადაცვენილან და ანუბისს ჩაუყლაპავს.
გუდა-მესიცილეს მოუხმეს არხონტებმა და ეს ამბავი სოფლის შარა-გზების გზაჯვარედინზე მოუყვნენ. გაცოფებულმა გუდა-მესიცილემ ყველა ცილის-მწამებელი და დამცინავი - ერთ დიდ გუდაში პირმოკრა და სანაგვეზე გადათხლიშა.
ვა მათ! - უყროყინებია ვირებს ალაზანზე და მათი მწუხრის ფარდა შავეთში ჩაეშვა.
მერე, მერე რა იყოო?! - უკითხია კოდ-ალას.
კაჭკაჭმა უპასუხა: იმდენი ნიღბები დაყარეს, სამეფო კარს სამი დღე და ღამე ეცინებოდაო!
ვააა, - გაიკვირვა კოდალამ და კაკაკუკი აუტეხა მატლებს.
ხოდაუბნის ამბ-ავი წკრიალა ზარს გაუფანტია, მტერი დაუფანტია, მას შემდგომ ერთ-ურთს ეძებენ, მკითხავნი დაუქანციათ.
ანდამატისა მახვილით, რკინის დაფაზე წერია,
დაიარება მიწაზე, ანნა - ქრისტესი დაია,
მისმა კალამმა განცისკროს,
ჩემი პატარა აია.
ხალხისთვის ხალხურია,
ისე - ჩვენებურია.
გაეცინოს დედუფალს!