უკვე ავღნიშნეთ, რომ ადამიანს 7 ძირითადი ჩაკრა აქვს. ინტერნეტში ნახავთ ბევრ განსხვავებულ აღწერას და განმარტებას, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ ჩემს მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ ვარიანტს.
1. ჩაკრა მულდახარა - ფესვი, საფუძველი, ფუნდამენტი, ბაზისი, საყრდენი.
მულდახა ჩაკრა ინსტიქტურია და დედამიწასთან გვაკავშირებს. სწორედ აქ ჩაისახება პიროვნება და აქავე ფორმირდება ჩვენი შიშები, აფორიაქება, ასევე დაცულობის შეგრძნება.
- პირველი ჩაკრის ფერი - სისხლისფერი წითელია - დო.
- იგი პასუხისმგებელია ჩვენს ამტანუნარიანობაზე, შინაგან და ფიზიკურ ძალაზე და თვითგადარჩენის ინსტინქტზე.
- გაწონასწორებულ მდგომარეობაში: გვაძლევს სიმშვიდის, თავდაჯერებულობის, კმაყოფილების, წარმატების და უსაფრთხოების შეგრძნებებს.
- გაუწონასწორებელ მდგომარეობაში: ფიზიკური გამოვლინაბანი - თირკმელების და თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემები, ასევე ტკივილები ზურგის ქვედა არეში.
- ემოციური გამოვლინებანი: შიშის და საფრთხის შეგრძნება, თვითდაუჯერებლობა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, თითქოს ყოველთვის მსხვერპლს წარმოადგენ და ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული.
- წონასწორობის აღდგენა: თავიდან უნდა მოვიცილოთ სიმარტოვის შეგრძნება და შევიგრძნოთ, რომ განუყოფელნი ვართ დედამიწასა და ყოველივე გარემოცულისაგან.
ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ გაგვაჩნდეს ის, რასაც ვინებებთ და დაცულნი ვიყოთ. ამავე დროს უნდა გავაცნობიეროთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგვანიჭებს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, თუ ამას შინაგანად ვერ ვგრძნობთ. გარე სამყარო წამოგყვებათ და შინაგანი ენერგია გამომჟღავნებას დაიწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანად შეიქმნით სიმშვიდის, კეთილდღეობის, თვითდაჯერებულობის შეგრძნებას იმის მაგივრად, რომ ფიზიკურში გაიმაგროთ პოზიციები და დაიცვათ თავი.
2. ჩაკრა სვადხისტანა - სიტყვასიტყვით “საკუთარ საცხოვრისს’’ ნიშნავს. ამ ჩაკრას ასევე მედხრადხარა (მედხრა - პენისი) ან ჯალამანდალა (ჯალა - წყალი, რადგან ამ ჩაკრას წყლის სტიქიას უკავშირებენ) ჰქვია.
ჩაკრა სვადხისტანა შესაძლებლობას გვაძლევს შევიგრძნოთ ემოციათა მდიდარი პალიტრა და სიცოცხლის სიხარული. ამ ჩაკრას წარმართავს სიამოვნებათა ძიება სექსუალურ და გრძნობად დონეზე, რადგან სწორედ ამ ჩაკრაში ისახება ჩვენი ემოციები, ყალიბდება ჩვენი სურვილები და სიამოვნებებისადმი მისწრაფებანი.
- მეორე ჩაკრის ფერი - ნარინჯისფერია - რე.
- იგი პასუხისმგებელია სიამოვნების მიღებაზე, სიცოცხლის ტკბობაზე, სექსუალური და შემოქმედებითი ენერგიის ფორმირებაზე.
- გაწონასწორებულ მდგომარეობაში: პროცესიდან ვიღებთ სიამოვნებას და არა რეზულტატიდან, რადგან სიცოცხლის შეგრძნების სიხარულს განვიცდით.
- გაუწონასწორებელ მდგომარეობაში: ემოციური გამოვლინებანი - გაბრაზება და ლტოლვა ახალი სიამონების წყაროს მოსაძებნად, რაიმეს ამოჩემება, მესაკუთრის შეგრძნება, ეჭვიანობა, სხვაზე დამოკიდებული ყოფნა.
- ფიზიკური გამოვლინებანი: სასქესო ორგანოების დაავადებანი, ტკივილები მუცლის ქვედა არეში.
- წონასწორობის აღდგენა: ვეცადოთ მივიღოთ სიამოვნება პროცესისგან და არა რეზულტატიდან, მიეცით თავს უფლება დატკბეთ ცხოვრების ყოველი წუთით.
შესაძლებელია განვავითაროთ საკუთარ თავში კმაყოფილების კულტივირება ცხოვრების სისავსისა და ყოველი წუთის ფასეულობის შესაგრძნობად. თქვენ კარგავთ სექსუალურ და შემოქმედებით ენერგიას, როდესაც დამანგრეველ ემოციებს მიეცემით.
ყოველთვის იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ და არა ისეთი, როგორსაც მოელიან თქვენგან. გააცნობიერეთ და განდევნეთ თქვენი შიშები. გაიგეთ, რომ ყოველი ადამიანი
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა.
3. ჩაკრა მანიპურა - მდებარეობს სურვილების და ემოციების სფეროში და აკავშირებს სულიერ (ოთხ ზედა ჩაკრას) და ინსტიქტურ (პირველ და მეორე ჩაკრებს). ეს ჩაკრა გვაცნობიერებინებს საკუთარ ძალებს და ჩვენი თვითდაჯერებულობის და უნარის სათავეს წარმოადგენს. სწორედ ამ წერტილში ინახება სტერეოტიპები, ფასეულობანი, რწმენა და ცხოვრებისეული პრინციპები. ამ ჩაკრაში ყალიბდება უნარი არჩევანისა თუ საით მივმართოთ ჩვენი ნება სურვილის მისაღწევად.
- მესამე ჩაკრის ფერი - ყვითელია - მი.
- იგი პასუხისმგებელია განვითარებაზე, თვითკონტროლზე, გარე ზემოქმედების ამტანობასა და ნებისყოფაზე.
- გაწონასწორებული მდგომარეობა: ანალიზი და გაგება საკუთარი მისწრაფებებისა და მოთხოვნილებების, კონცენტრირება დასახულ მიზანზე, მოდუნების უნარი სიამოვნების მისაღებად მიღწეულსა და სამსახურეობრივ საქმიანობაში.
- გაუწონასწორებელი მდგომარეობა: ემოციური გამოვლინებანი - პირველობის სურვილი, კონფლიქტური, დანაშაულის შეგრძნება, მოვალეობის შეგრძნება, მსხვერპლადყოფნის შეგრძნება, თავდაცვის უუნარობა, უკმაყოფილება თავდაცვის უნარის უქონლობის გამო.
- ფიზიკური გამოვლინებანი: ღვიძლის დაავადება, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებანი.
- წონასწორობის აღდგენა: თუ თქვენ განსაზღვრავთ ჭეშმარიტ მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს, შესძლებთ განავითაროთ თვითდაჯერებულობა და საკუთარი ძალების აკუმულაცია მოახდინოთ, შესძლებთ გააცნობიეროთ საკუთარი ღირებულება და შეწყვეტთ სხვისი აზრის მძაფრად აღქმას. უენერგიობა და მოტივაციის დაქვეითება საკუთარი ემოციების დათრგუნვის შედეგია. გაუწონასწორებელი მდგომარეობა: ემოციური გამოვლინებანი - პირველობის სურვილი, კონფლიქტური, დანაშაულის შეგრძნება, მოვალეობის შეგრძნება, მსხვერპლადყოფნის შეგრძნება, თავდაცვის უუნარობა, უკმაყოფილება თავდაცვის უნარის უქონლობის გამო.
ღიად და მშვიდად გამოხატეთ თქვენი გრძნობები, განაცხადეთ თქვენი განზრახვანი, დაიცავით შინაგანი საზღვრები და მაშინ აღარ ჩათვლით თქვენს თავს მსხვერპლად. განთავისუფლდით სტერეოტიპებისაგან და იმ რწმენისაგან, რომელიც ხელს გიშლით პიროვნების რეალიზაციაში და გიზღუდავთ თავისუფლებას. ასევე განთავისუფლდით სხვისი აზრისგან, რომელიც გაიძულებთ იცხოვროთ სხვისი შემყურე და გრთგუნავთ, როგორც თავისუფალ მოაზროვნეს.
4. ჩაკრა ანახატა ანუ გულის ჩაკრა.
ანახატა ჩაკრაში ერთიანდება თქვენი სული და ეგო. ამ ჩაკრის “გამოღვიძებით’’ თქვენ გაგიჩნდებათ სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება. ქვემორე ჩაკრები: მულდახარა, სვადხისტანა და მანიპურა პირად ენერგიასთან მუშაობენ, ანახატა ჩაკრიდან კი - ჩვენი ცნობიერი გადადის კოლექტიური რეალობის ახალ დონეზე. გული თანამშრომლობის დონეზე იწყებს მუშაობას და არა პაექრობის ან გადარჩენისთვის ბრძოლას.
- მეოთხე ჩაკრის ფერი - მწვანეა (ვარდისფერი) - ფა.
- იგი პასუხისმგებელია: სიყვარულზე - საკუთარი თავის და სხვების მიმართ, ჰარმონიულ მდგომარეობაზე, პატიების უნარზე, თანადგომაზე.
- გაწონასწორებული მდგომარეობა: სიცოცხლის და სხვათა აღქმის სიხარული, ჰარმონია საკუთარ თავთან.
- გაუწონასწორებელი მდგომარეობა: ემოციური გამოვლინება - “გულგატეხილობა’’, სენტიმენტალურობა, საკუთარი თავის ნაკლებად სიყვარული, დანაშაულის შეგრძნება სხვათა ტანჯვის გამო, ვიღაცის სიყვარულზე დამოკიდებული ყოფნა.
- ფიზიკური გამოვლინებანი: გულის და ფილტვების დაავადებანი, სუსტი იმუნიტეტი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
- წონასწორობის აღდგენა: შეიყვარეთ საკუთარი თავი და დაიწყეთ მასზე ზრუნვა, უანგარო სიყვარული ხომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. გაუკეთეთ საკუთარ თავს კომპლიმენტები, ისწავლეთ თავის შექება, აღადგინეთ კავშირი საკუთარ გულთან. თქვენ არ მოგიწევთ დაიმსახუროთ ვიღაცის სიყვარული და იმის მტკიცება, რომ ღირსი ხართ ამ სიყვარულის, რადგან გიყვართ საკუთარი თავი (საქმე ეხება არა ეგოიზმს, არამედ ისეთი “მეს’’ მიღებას, როგორიც სინამდვილეში ხართ). საკუთარი თავისადმი გამოვლენილი სიყვარული გაგანთავისუფლებთ უსამართლობისა და მადლიერების გრძნობისგან.
კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს, გაქვთ თუ არა დანაშაულის შეგრძნება სხვათა ტანჯვის გამო. ტანჯვა - ეს ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია. ისწავლეთ თანაგრძნობა და არა ტანჯვა, რადგან თუ ახლობელთა ტანჯვის გამო იტანჯებით, თქვენ მხოლოდ აათმაგებთ ამ ტანჯვას.
5. ჩაკრა ვიშუდხა - მჭიდროდ არის დაკავშირებული სვადხისტანა ჩაკრასთან და მის სექსუალურ და შემოქმედებით ენერგიასთან, რომელიც აუცილებელია შემოქმედებითი უნარების გამოვლინებასა და განვითარებისათვის. ეს ჩაკრა იწვევს ჩვენს თვითრეალიზაციას, რადგან მასში ყალიბდება უძლიერესი ინდივიდუალურობის და განვითარების გამომწვევი სტიმული. აქედან იწყება გზა შინაგანი თავისუფლებისა და ამოტომაც ეძახიან ვიშუდხა ჩაკრას “კარს თავისუფლებისკენ’’. მანიპურა, ანახატა და ვიშუდხა ჩაკრები საშუალებას გვაძლევენ გამოვლინდეს ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება.
- მეხუთე ჩაკრის ფერი - ცისფერია - სოლ.
- იგი პასუხისმგებელია შინაგან პოტენციალზე, თვითგამოხატვაზე და შემოქმედებით ნიჭზე.
- გაწონასწორებული მდგომარეობა: შემოქმედება, საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება, ჭეშმარიტი “მეს’’ გამოხატვა, პატიოსნება საკუთარი სინდისის წინ.
- გაუწონასწორებელი მდგომარეობა: ემოციური გამოხატულება - თვითგამოხატვის შეუძლებლობა, ბრძოლა თავისუფლებისათვის, არაგულწრფელობა საკუთარ თავთან, მიდრეკილება საპირისპირო აზრის არასწორობის მტკიცებისა.
- ფიზიკური გამოვლინებანი: ფარისებური ჯირკვლის დაავადებანი, ყელის ტკივილი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
- წონასწორობის აღდგენა: თქვენ არღვევთ საკუთარი ინდივიდუალურობის უფლებას და ახშობთ ჭეშმარიტ ბუნებას თუ ბაძავთ სხვებს და მათ გზას მიჰყვებით ცხოვრებაში. იყავით გულწრფელნი საკუთარ სიტყვებში, მოქმედებებში, აზრებში და სულიერ ჰარმონიას მიიღებთ.
თუ არ აკეთებთ იმას, რასაც ამბობთ და არ ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ, მაშინ თქვენ არ ცხოვრობთ იმ ცხოვრებით, როგორითაც უნდა ცხოვრობდეთ. ისწავლეთ საკუთარი აზრის გამოხატვა, თუნდაც ეს აზრი ეწინააღმდეგება უმრავლესობის აზრს. სხვათა აზრზე დამოკიდებულება ბლოკავს ვიშუდხა ჩაკრას. იპოვეთ თვითგამოხატვის საშუალება და გაშალეთ თქვენი პოტენციალი. თქვენ სრულუფლებიანი მეპატრონე გახდებით საკუთარი ცხოვრების, როდესაც თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს და მიზნებს მიჰყვებით.
6. ჩაკრა აჯნა - საშუალებას გვაძლევს ყოველდღიური ცხოვრების ჩარჩოებს მიღმა აღვიქვათ რეალობა, მივიღოთ სამყაროსეული წყაროდან ახალი ცოდნა, გავაფართოვოთ ცხოვრებისეული ღირებულებების და წარმოდგენების არეალი. აქ უკვე ვითარდება “დამკვირვებლის’’ ან “მოწმის’’ ცნობიერება, როდესაც თქვენ “ჩართული ხართ’’ და ამავე დროს აცნობიერებთ თქვენს ჩართულობას.
- მეექვსე ჩაკრის ფერი - ლურჯია -ლა.
- იგი პასუხისმგებელია ინტუიციის და მესამე თვალის განვითარებაზე.
- გაწონასწორებული მდგომარეობა: წვდომის უნარი, მსოფლიოსთან ერთიანობის შეგრძნება, შთაგონება.
- გაუწონასწორებელი მდგომარეობა: ემოციური გამოხატულება - საკუთარი შეგრძნებების გადაჭარბებული შეფასება, სულიერი განვითარების მიღწევის გაზვიადება, არასწორი წარმოსახვა, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებითაა გამოწვეული.
- ფიზიკური გამოვლინება: დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სექსუალური ფანტაზიები.
- წონასწორობის აღდგენა: როდესაც ჩვენ ენერგიას საკუთარი თავის წინააღმდეგ მივმართავთ და ჩვენს გზას ავცდებით, მაშინ წარმოიშობა ტანჯვა და დაავადებები. თუ გრძნობთ, რომ ცხოვრების აზრი დაკარგეთ, მიუყურადეთ საკუთარ “მეს’’ და აჯნა ჩაკრას. ეძებეთ პასუხი საკუთარ კითხვებზე და ურთიერთიმოქმედეთ თქვენს “უზენაეს მესთან’’. თუ გახსნილი იქნებით, აუცილებლად მიიღებთ პასუხს. სიცოცხლის არსის გაგება და სიბრძნე შესაძლებლობას გვაძლევს “ჩართვის უნარი’’ მივიღოთ და იმავდროულად გავირიყოთ. შესძლებთ იპოვოთ თქვენი გზა, თუ თქვენს ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს და ინტუიციას მიაყურადებთ. ყველაფერი მარტივად და თავისთავად მოგვარდება, თუ სწორად მიჰყვებით თქვენს გზას.
7. ჩაკრა სახასრარა - მისი ფერი იასამნისფერია (თეთრი) - სი.
სახასრარა წარმოადგენს განმანათლებლურ და წვდომის უნარის ცენტრს, რომელიც წმინდა კოსმოსური ენერგიაა. ამ ჩაკრის ვიბრაცია წარმოქმნის ნიმბას იმ ხალხის თავის გარშემო, ვინც მაღალი სულიერებით გამოირჩევა. ეს ცნობიერების უმაღლესი და უწმინდესი ფორმაა.