კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


 

უდაბნოდ ქცეულ ერში დავიბადე, და თანა მდევდა თვალი შენი ყოვლისმჴილველი, თანამგზევ ჩემდა,  უფალო ყოვლისა მპყრობელო. მიცი შენ, უფალო, ერთგულებით რა ვიზიდე შენთან. არა რამ სხუაჲ, არამედ გული ჩემი, მარადმდევი შენი, ნაკუალევთა -შენგანითსა, მი-მო-მჭიდარე.


უხვად გავეცი საჭურჭლე გლახაკთათვის, ვანთავისუფლე მონები.


რუს კვალს ავყევი წყარომდე უფალის სანახავად, ღარი შეუდგი წყაროს თვალს, ღარიბთა გასახარადა!


ცის-კარის ვარსკულავის შუქზე - ლოცვა მოვფინე სამშობლოს, სადაც უფალი მიიღეს ბედის აკვანის დამრწევად.


მუნჯ ქვებს ვასწავლე ტიტინი, მოვამარილე წარსული, აწმყოს მივეცი ხარება, მომავლის გზები დავსახე, თაფლით დავხატე კვალია.


ქრისტე უფალი ვიხილე, თავი მეგონა მთვრალია,


ადამის ბაღში შევასწარ, თავი ვიმალე მალიად, გიორგი სად დამემალე მოდი შემოგკრა თვალია.


ქართულად რომ შემომძახა, გულმა დამიწყო ფრიალი, შევძახე, ჩემო უფალო, ღარიბად მოვემგზავრები, ერთი ჭინჭილა ღვინო მაქვს და პურის ერთი ნატეხი.


საკმარისია, გვეყოფა, ზიარით გავხსნათ კარები, ჩქარა აღენთე გულითა, ცისკრის ზარები დარის-ხე. ცრემლი მოსწმინდე ჩემს ერსა და ღიმილით თვალთა ნათელი ცას და ქუეყანას მოჰფინე.


ერთი ვთქვი: ყველას ეწიე, უფალო მწყემსო ერისა.

დედა-ღვთისმშობლის ქუეყანას შენი ღიმილი ეღირსა.

 

 

 

კენჭა-კენჭა

და მერე ისევ კენჭა-კენჭა,

კენჭა ბერმა კენჭურეთში

კენჭით კენჭა.

აქ ღიღინი დაიწყოს ერმა!

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE