ძახილი წინასწარმეტყუელთა ფარმალანთა
ერო ჩემო, ტომნო და თესლნო ქართველურითნო, ენანო კავკასიისანნო, მართლ-მადიდებლობა, მართალით გეზი და სამიზნე, გარეგანი სამოსელივით ნუ მოგირგია!
იხილეთ, ვითარ წარწყდა მართალი და არავინ მოელის გულითა და არცა გამოიკვლევს სულითა, და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არავინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.
ერის აბჯარი სიმართლეა, იარაღია სიკეთე და სიმტკიცეა პატიოსნება.
შენ ქართველო! რა გჭირს, რამ გაგაბრუა?! ყველაზე მდიდარი დაგსახე და მოგეც საცხოვრისად საუკეთესო ადგილნი ღირსეულნი, ნაყოფიერი მიწანი და გზა ნათლით შემოსილი მომავლისაკენ.
შენ კი რას დაემსგავსე?! მსოფლიო მათხოვრობა და მეძავობა აირჩიე, ცოდვებით დაკარგე შენი რანგი და კბილთაღრჭენისაკენ თავქვე დაეშვი. შემოისახლე მემრუშენი და კაცთა და ქალთა გარყვნილთა აღლუმებსა და საჯარო ვაკხანალიებს დაეწაფე. რით ვერ აღმოიკითხე რანგი, მოწოდება და წოდება შენი წინაშე ჩემსა?! - იტყს უფალი.
დაიბადა ის დღე, რომელმაც შენ კავით კავებულო სიონის შვილო, კუ ალად ამარანტების შემოქმედო, ფეხ-ბედნიერთა პილიგრიმთა მამა - მასპინძელი წარდგომით აღსდგე. აჩინოს სმენა მთებმა და წყაროებმა მოიწკრიალონ ლოდნება.
წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ჭურჭელი წყლისა დაეწაფენით და სვით და გაარენით. ისმინეთ ქართველნო ჩემო, ნუ იქმნთ ისე, რომ წარვიდე და ვახარო სხუათა. აღდგომით აღდგა ლაზარე და აღდგომით აღდგება ერი ჩემი ჭაობთაგან მზითა და ცისკარით, ვარსკულავთა ჭებით აღმიოტყორცნება სიბრძნე და განიხარებენ სისავსით.
აკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდექით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ აღთქმა საუკუნო - ღირსი დავითისნი სარწმუნონი და მიერითგან იარებდეთ თქუენ ყოველნი თქუმელი საარებასა შინა. ცუდი განდილ იქმნას, ხოლო სიმრავლემან სიკეთისამან დაიპყრას ერი.
ერითმეთ ერო გულისცემასა სახიერისასა და აჟივჟივებით აჟღურტულდეს ბუნება თქვენი.
მე ვთქვი, ცებმა გაიგეს, ვარსკულავთა ისმინეს ცათა ნანარი სიტყუათა ასოთაროება ჩემი, თორით ხმა მოსცეს ყოველმა მეთორემ და ანბანით განთორდით. მტერთა მე ვაცლი ღონესა, დავშრიტავ ყოველთა ძალას აღმართულს დედა-ღვთისმშობლის წილხვედრის მიმტაცებელთას.
ცეკვით დავწურე საწნახელში ყურძენი ჩემი, მაზაანთ წვერზე, როს ცისკარს ვუმღერდი როკვით, სვით ღნო ჩემი და ეზიარეთ აღმდგარ წარსულის თვალთახილვებას.
აირჩიეთ ყოველმა ნატვრანი თითო ჩემთან სათქმელი, მე აღგისრულოთ ყე ყოველი, რომელი ნებდეს მამასა, ისწავეთ გზანი ფიქრისანი და აღშენებით დალაგდეს საქართველო.
აიბით ლოცუანი დავითისნი და აიზიდეთ მთებში სალოცავად, შეჰხარეთ ცისკარს, დაისით დაიტკბეთ თვალნი - ვითარცა მე. მრავალგზის ვბუდობდი არწივივით კლდეთა საბუდარში, ბუდებად ვქმენ ოდესღაც კიდობანიცა და ფიქრიც ვაბუდე საბუდარში.
შევსხი დედალიც საბუდარში და მიჩეკა მამ-ალნი ნაბუდარნი ბუდარელნი. დავით ვარ, სადავეს ელი ჩავუმუჭე ჩემი ცხენისას, და ვედავები უსჯულობასა და უღმრთოებას.
ზე მბრძანებელმა ბრძანა: მზე ლომი დავით!!!
აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებლად წარმართთა.
აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდნენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათს ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრალისა, რამეთუ გადიდა შენ.
იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რა მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ, დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უსჯულომან განზრახვანი მისნი.
და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი, რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანნი თქუენნი, გზანი ჩუენნი - იტყს უფალი.
არამედ ვითარცა განშორებულ არს ცა ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზა ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.
ჭამეთ პური და სვით ღვინო და ნუ სიტყვავთ სიცრუესა, თითქოს-და უფალთან ერთად ჭამეთ, ნურცა ზიარებისა არა შემსმენელი იტყვის - გეზიარები! წილი - წილის წილ და სიმართლე მართალთა წილ.
არცა ისე, რომ მვედრებელი უფლისა აღგერიოთ მაკურთხებელ უფალში.
აკურთხებს უფალი საქართველოს და წესნი აღიმართებიან კურთხევითა.
მიწა წილის წესითა თვისითა, წყალი წყალობის წესითა თვისითა, ჰაერი სისავსითა წესისა თვისითა, ცეცხლი შემოქმედების წესისა თვისითა. სიხარულმა და სიმრავლემ მხიარულებათამან ქვიშის სიმრავლე დასთრგუნოს. არა მერმე თქუან წარმართთა - სადა არს მეფე დავითი?!
და იყოს დღე და იყოს სტუმარი მრავლად და იკითხვიდეთ სტუმართა მიმართ - რასათვის მოსულხართ აქა? და მათ მოგიგონ ყე მონაგებითა მათითა - მოგვეცით გზა მშვიდობისა სახილველად მძღვანებელისა მეფისა უფლისაგან და ღმრთისა სრულიად შენაქმნისა სამყაროსა და ცისა მზისა და დარისა.
აწ ესე ჰყავთ, აირჩიეთ გზა გზათა მკრები მიმაღწეველი მთამდე წმიდისა. წინარე ვლიდენ ძენი ისრალისანი ზარითა და ზარ-ზეიმითა, საყვირებითა და დროშებითა, დამბადებელი სიტკბოებისა მზე ესავისა იაკობს სტუმრობს, რათა ნათლით შემოსოს ძმური სიყვარული.
აენთოს აღსარება მოგონებებითა და ისმაელი აღარ იყოს ლტოლვილი. იცნონ და ეცნოს რა კურთხევა აღმოუბეჭდენ, ენანოს შინა. ანითა და ბანითა ვარ გამაწყობელი შინათა, მზე შინა და მზე გარეთა იდდნენ ცისარტყელით.
კენჭა-ბერი