მზე-მეფეთა ქვეყნის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს გზა - მზის გზაა, ცეცხლოვანი გზაა, ნათლით შემოსილი გზაა, განმანათლებლური გზაა, ნაზ-არე-ველ-ურთა გზაა, ნაზარეველის განკვალული.
მხედრის გზაა მხედრულით დაკვალული, ასომთავრულით ტოლ-მოსილი და ხუცურით აკინძული.
აღდგება ყოველი სამზეო საქართველოში ცხენის ჭენების კვალდაკუალად.
მოედნები აივსება მხიარული ბავშვებით, ახალი ერის ამნათებლებით, თბილისის ზღვის გარშემო აშენდება დედათა და ბავშვთა ქალაქი, თითო უბანი - თითო სახელმწიფოს დედაქალაქი, ფრანგული უბნის აშენებით ინებებენ დაწყებას “გაგვიჭრას ჩვენმა ფრანგულმაო’’, - იტყვიან მშენებლები. კენჭაბერი მასთან შობილ სამ მოგვს საიდუმლო ზარდახშას უკურთხებს. მთა დედაბერას მწვერვალზე დედა-მიწის ოთხი კუთხის და აღმოსავალის ნიშან - სუეტი აღიმართება, ბროლის პირამიდამართებით მახლ ტანითა და ფერთა ნათებით, ათინათებით.
მთაწმინდის მთის ქედზე, უნაგირას უღელტეხილისაკენ, საბუდარას თავზე აღიმართება შუქურა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აღმოსავალის მიმართ ნიშანს მისცემს და ამ ადგილს ეწოდება - მზის მშვიდობის ათვლის საზღვარი.
მზეთამზის მთის თავზე მოწოდებულნი ბროლისთვალა ოფსერვატორიას აღმართავენ. აღმშენებელი უამრავი ხალხი იქნება, ხოლო აღმაშენებელნი - შვიდნი. აღმოსავლეთის ფრთის ზეგანზე იაპონური, ჩინური და ინდური ოფსერვატორიები აღიმართება. აღმოსავლეთის ამ გონიონითებას ისტორიული მემკვიდრეობის სასწავლებლები დაერქმევა, ყველა ენის, ერისა და ტომის ისტორიულ საგანძურთა სავანე.
სამხრეთის ფრთის ზეგანზე არაბეთის, ეგვიპტისა და შუამდინარეთის ვარსკვლავთმრიცხველთა სამჭედლოები აღიმართება.
დასავლეთის ფრთის ზეგანზე ევროპული ორანჟე-ქალაქი აღშენდება, გარემოცული მინითა და სინათლით, ბაღებითა და წყაროებით, ფანტანებითა და მინის ჩანჩქერებით. მსოფლიო მოგვთა სავანე ქალაქი, დედამიწის ფიქრის ბეღელი.
ჩრდილოეთის ფრთის ზეგანზე იაფეტური მოდგმის ქვის ქალაქი, ბან-ბანიანი, ერდო ბანებით, ქვანნი აღაღადებულნი, იაფეტიდა - სახელი მისი, რაც მოგვურად ნიშნავს “ლომი მოვიდა მხედარით’’.
ვარდისა და ლილიას ცენტრალური მიღმართების მჭერი თეთრი საძმო აღდგება ძილისა და მწუხრის ბორკილებიდან, სახელი მისი “საულის გატვე’’, რაც თარგმანებით ნიშნავს “მზის გზა, მზის ხეივანში’’.
გაიხსენებენ კენჭა ბერს როჭიკის ჟამში.
ვარსკვლავი რიგელი მისცემს რიგელებს თადარიგის დაჭერის სძალს და პეტრეს მამალი გამთენიას იყივლებს დღეღამტოლობის პირველ დღეს - ცხენზე უნაგირის მოდგმის ჟამს.
აღსასრულებლად განემზადება ყოველი სული მკვიდრი კავკა-სიისანი და რიცხვი რიცხვს მიემატება მომავალის თარგით მოსილთა, თარგამოსიანთა სარიცხავში.
ეს ყოველივე მომავლით აღიძვრება და მასთან სხუა მრავალი წერილი ფურცელთა შინა, ჩაფსკვნილი ქუათა ბადეში.
ერთი დიდი ცვალებადობა გველის დედამიწელებს - ახალი ერის ღერძებზე გადაწყობა, დედამიწის ღერძის ცვალებადობას რომ ეძახიან კაცნი.
“ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმა სიტყუა ესე.
აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.’’ /ესაია, 38, 7-8/
კიდობანის ჩრდილოეთით სოფელი ჩრდილია. ამ სოფელში ყრანჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ანჩის ხატი უფალი იესო ქრისტეს სახების ხატია. მასთან შეყრის სახატეს ყრა-ანჩთან ჰქვია. ყრანჩის სალოცავზე ცის მზომელობით საიდუმლო ნიშნებია დატანებული. აღმოსავლეთით კენჭა-ბერის დედულეთის კარმიდამოა, სამხრეთით გოგოურას სერია, სამხრეთ დასავლეთით ლებათის წყარო, დასავლეთით ელიას სამანი, რომლის წინ შილდაყის წმ. გიორგის სალოცავია, ჩრდილოეთით კი - ჯიღადაურას წყარო.
აღმოსავალი შეიცვლება ათთა ხარისხით, მზე სივრცულ გზაჯვარედინზე მერწყულის - ლომის - ხარისა და ღრიანკალის გონიონითებაში შევა და ცვალებადობა მთელ დედამიწას მოიცავს.
ყრანჩის ხატის წმინდა გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთის სარკმლის სტუმარი მზის სხივი, ტაძარში ათთა ხარისხს მოიტრიალებს და ახალი ცის მზომელობა დაიწყება. ამის შემდგომ ყველაფერი ახალქმნილით დაიწყება - ყველაფერი განახლდება: იერიც, რუც, სალიც და იერუსალიმიც.
“რამეთუ იყოს ცა ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოისენონ პირველთა მათ, არცა არა მოუდეს გულსა მათსა ზედა, არამედ შუება და მხიარულება პოონ მას შინა, რამეთუ აჰა, მე ვყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად.
და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე მა ტირილისა, არცა მა ყივილისა.’’ /ესაია, 65, 17-19/
შეცვლის ღმერთი ჩვენს დედა-კაცურ და მამა-კაცურ ბუნებას ადამის რანგით ქრისტესაგან გამოსყიდულით და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიცვლება ქართველი კაცისა და ქართველი ერისა - მევენახე ერისა.
“არცა იქმნეს მუნ უჟამო და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს.’’ /ესაია, 65-20/
სიცოცხლის ხანგრძლივობის ქვედა ზღვარი იქნება 100 წელი, შინაგანი მხნეობა კი ჭაბუკივით ანუ ახალგაზრდა.
ბაბუები ანუ პაპები ცოლებთან ერთად, შვილებთან და მათ ცოლებთნ ერთდ, შვილიშვილებთან და შვილიშვილთა ცოლებთან ერთად შვილთაშვილების თანდასწრებით ადიდებენ შემოქმედ ღმერთს ლაზარეს ენით, მოგვთა ენით, მეფეთა და წინასწარმეტყველთა ენით - ქართული ენით.
“და აშენებდენ სახლთა. და იგინი დაემკდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენათა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა.’’ /ესაია, 65-21/
ქართველებო გამოფხიზლდით, განიღვიძეთ და განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი, შეიმოსეთ ძლევამოსილებითა და სიყვარულით, შემოქმედების მუზები მოფრენილან საქართველოში აღმშენებლობისათის!
იქმენინ ნათელი ერო ჭირნახულიანო, თავად ჭირ-გამოვლილო, შენ ეს ძალგიძს! ნუ დაკარგავ კურთხევით ნაბოძვარს! აჰა, მე აუშვი გონიერება და სისწრაფე მეცნიერებითა და გონიონითებით ჩემით მომყევით აღმაშენებლობისაკენ. დააკვირდით ღმერთის სიტყვებს ესაიას წერილით გადმოცემულს და არ დაკარგოთ პირველობა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე!
“და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკდრნენ, და - არა - ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, (ვუყვარვართ და ვეცოდებით უფალს და იქვე გვიმისამართებს გზას) რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ,
რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ.
და იყოს, პირველ, ვიდრე მობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რა არს? /ესაია, 65, 22-25/
კიდობანის აღმოსავლეთით აღმართულია მთა, მთა წმინდა - სიონის ანუ კავკასიონის შუაგულში. აქვეა მიქაელის წყარო, სამოთხის წყარო - ამ წყაროს წყლით იკურთხებიან უშიშარ ვითარცა უხორცონი. ამას უმღერის მეფე დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში:
“ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.
თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ.
ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
და აწ, მეფენო, გულისმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა,
რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.’’ /ფსალ., 2, 6-12/
რასაც ახლა ვწერ მოგვნი გაიგებენ. შემოდის ცხენის წელიწადი, მაგრამ ზორობაბელის კალენდრის მიხედვით ყვავის წელიწადია გაზაფხულის დღეღამტოლობის დღემდე. ყვავის ფერი ცხენით იწყება ეს წელიწადი, ანუ შავი ცხენით.
დავით წინასწარმეტყველი ელია წინასწარმეტყველის საიდუმლო წერილებით არის აღზრდილი. ელიას ხმა-ალის ტარით და კალმის-ტარით, მოგვურად ტარიელია. საწყისის ტარი - ანის-ტარია, ყველაფრიანი მადლის-მცემელი. მისი ვარსკვლავი ანტარესია - ღრიანკალის თანავარსკვლავედის ვარსკულავი.
“ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სა-დავითა ჰყვა ლომსა და + ვითა გმირსა’’.
/ვეფხისტყაოსანი/
ნოე ყვავს რომ გაუშვებს, წარღვნა ჯერ არ არის დამთავრებული, ის დრო ყვავის თანავარსკულავედით აითვლება: ყვავი, თასი და ჰიდრა ლომის თანავარსკულავედთანაა ცის ტატნობზე. როდესაც ხატაეთის კალენდრით ცხენის წელიწადი ზორობაბელის კალენდრის ყვავის წელიწადს ემთხვევა - ცხენი ყვავის ფერია.
შავი ცხენი შემოდის სრული მატრიცალური გააზრებით მოგვურისათი.
“მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა არი ბზესა ჭამდეს, ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყს უფალი.’’ /ესაია, 65 -25/
“სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ - ქურივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მქმნელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს
და შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს’’.
შოთა რუსთაველი