კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


იოველის წინასწარმეტველება

 


წინასწარმეტყველის სახელი ხშირ და თითქმის ყველა შემთხვევაში, ეგრეთწოდებულ წინასწარმეტყველების გასაღებს თავის თავში ატარებს. ასე მაგალითად: იოველი - ნების მოქმედი, ნების დამწყებელი, გინა საყვარელი ღმრთისა, გინა სიყვარული ღმრთისა, გინა წინამძღვარი ღმრთისა, გინა დასაწყისი ღმრთისა. /სულხან-საბა/


“სუტყუა უფლისა, რომელი იქმნა იოველის მიმართ, ძისა ბათოელისასა’’. / იოველ. I, 1/


ახლა დეშიფრაცია მივანიჭოთ იოველის მამა ბათოელს:


ბათოელი - ბათუელი - შვილება ღმრთისა, ბათოილ - სახლეული ღმრთისა, ანუ სული ღმრთისა. /სულხან-საბა/


დავწეროთ განმარტებებით:


  1. სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა, ნების მოქმედისა და ნების დამწყებელის მიმართ, რომელ არს საყვარელი ღმრთისა, ახლის დამწყებელი დასაწყისისა, წინამძღვრისაგან სიყვარულით ღმრთისა, რომელ იშვილა ღმერთმა და გახდა სახლეული ღმრთისა, მოქმედი სულითა ღმრთისათა, ჭეშმარიტად მსმენელი სულისა მნათისა და აღმავსებელი სიბრძნითა ღმრისაითა.
  2. ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღეთ ყოველთა დამკდრებულთა ქუეყანისათა: უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთანა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა?
  3. მათ ძლით შვილთა უთხრიბდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.
  4. ნეშტნი გრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამა გესლმან.

 

(მეოთხე სტროფი იოველის წინასწარმეტყველებისა უაღრესად საინტერესო გამოცხადებაა ყოველი გან-ტანებული და გატანებული, აგარებული ანუ გარეთ გატანილი სიტყვისა).


და აი ასე წამეკითხოს: უპირველესად გრაგნილს მივაქციოთ ყურადღება. გრაგნილით არის შესრულებული თორა, ანუ ტექსტი თორისა შესრულებულია გრაგნილზე, მოცემულია წინასწარმეტყველების დრო, რომელიც აღსრულების შემდგომ მიილევა. როგოც იუდეველთათვის ასევე ისრაელისათვის ცნობილია მართლმადიდებელთა განსაკუთრებული აღქმა ჭეშმარიტი ღმერთის საიდუმლოებათა მართლიად აღმოკითხვისა და მოქმედება დაკავშირებულია სიტყვასთან ჭამა, და ეს დაკავშირება ამჟღავნებს სულიერი პურის სრულფასოვნად ათვისებას: გულით, გონებით, სისხლითა და ხორცით.


სახარებიდან გვეცნობება /კონკრეტულად გამოცხადება იოანესი, თავი 10/:


“1. და ვიხილე სხუა ანგელოსი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ-არს მშლდი ცისა ბერძულებრ, იყო თავსა ზედა მისსა, და პირი მისი ვითარცა მზე და ფერნი მისნი ვითარცა სუტნი ცეცხლისანი’’.


(მშლდი ცისა, იგივე ირისე - ცისარტყელა დაკავშირებულია სამი რელიგიური მოდგმის მამამთავართან - ნოესთან და მოდგმათა მამებთან, მის შვილებთან: სემთან, ქამთან და იაფეტთან. ამ ანგელოზს ქართულად პირიმზე ჰქვია, მზის მეტალი ოქროა, ამიტომ მას ოქროპირსაც უწოდებს ქართველი.


ამ ანგელოზს ავალია ძუელის მოლევისა და ახლის დაწყების გამოცხადება. ღრუბელთშემოსვა მწყალობელის სიმბოლოა და დაკავშირებულია უფლის მოსვლასთან “ღრუბელს ზედა მომავალი მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი’’.


რაც შეეხება ცეცხლოვან სვეტს, აქ კარგად დააკვირდით! უპირველესად გავიხსენოთ: “ღმერთი ჩუენი ყოვლის მშთანთქმელი, ანუ მჭამელი ცეცხლია’’. რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი წესით გადასცემს პირიმზეს ბრძანებებსა და წინასწარმეტყველებებს, უფალმაც ასე ბრძანა - მე მოვდივარ, ანუ ფეხით გესტუმრებით, ცეცხლითა და მახილით. აქ იგულისხმება ცეცხლოვანი სიტყვა და კალამი მავილი - ახლის დამბადებელი. ჯერ სიტყვითა და მერე წერილით, როგორც წესია - ჯერ იყო სიტყვა!


მაგრამ წინასწარმეტყველური წიგნის ტოტემალური ნიშანია არწივი, მას ფეხი და ხელი სიმბოლურად ერთი აქვს, ანუ ფეხი ხელიც არის და ასე ჩაიწერება ფერი და ელი კუალის დამდებელი. ცეცხლოვანი ანუ მხედრული დამწერლობით იწერება ცეცხლოვანი სიტყვა. მხედრული - მხედარი მზის ქუეშეთში მზის ანუ ცეცხლოვანი დამწერლობაა და მხედრული ანბანი წარმოადგენს ფორმულებს მზის ენერგეტიკის სულიერთან ბმაში მოყვანისას).


2. და აქუნდა ელთა მისთა წიგნი განღებული; და დაჰსდუა ფერი მისი მარჯუნა ზღუასა ზედა, და მარცხენა ქუყანასა ზედა.


3. და მა ჰყო მითა დიდითა, ვითარცა ლომი რა ყრნ; და რაჟამს

მა ჰყო, თქუნეს შდთა ქუხილთა მანი მათნი.


4. და რაჟამს თქუნეს შდთა ქუხილთა მანი მათნი მეგულვებოდა წერად; და მესმა მე მა ზეცით, რომელი მეტყოდა მე: დაბეჭდე, რომელი ეგე თქუს შდთა მათ ქუხილთა, და ნუ ესრეთ დაჰსწერ.


5. და ანგელოსმან მან, რომელი ვიხილე ქუყანასა ზედა და ზღუასა შინა მდგომარე, აღიღო ელი მისი მარჯუნა ზეცად,


6. და ჰფუცა მისსა, რომელი იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცა და რა არს მას შინა, და

ქუყანა და რა არს მას შინა, და ზღუა და რა არს მას შინა, ვითარმედ ჟამი არღარა იყოს მერმე.


7. არამედ დღეთა მისა მეშდისა ანგელოსისათა, რომელსა ეგულების დაცემად საყრისა, და აღესრულა საიდუმლო ღმრთისა, ვითარცა ახარა მონათა თსთა, წინასწარ-მეტყულთა,


8. და მა იგი რომელ ესმა პირველ ზეცით, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ელთა შინა ანგელოსისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და მელსა.


9. და წარვედ ანგელოსისა მისდა, ვარქუ მას, მოცემად ჩემდა წიგნი იგი. და მრქუა მე, ვითარმედ აღიღე და შეჭამე ესე; და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ გეყოს, ვითარცა თაფლი.


10. და აღვიღე წიგნი იგი ელთაგან ანგელოსისათა, და შევჭამე იგი; და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ, ვითარცა თაფლი; და რაჟამს შევჭამე, დაამწარა მუცელი ჩემი.


11. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინასწარ-მეტყულება ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა თანა

ქუყანისათა’’. /გამოცხად. იოანესი/


გავარკვიეთ, რომ ინფორმაციის მიღება წიგნიდან დაშიფრულია აზრობრივად “წიგნის ჭამით’’. ეს განსაკუთრებულ დროს ხდება, როდესაც აღდგება კავშირი ცასა და მიწას შორის, ანუ როდესაც ზეციური საიდუმლოების აღსრულების დრო დგება.


ადგილი, სადაც ეს საიდუმლო მჟღავნდება არის ზღვისპირეთი, სანაპირო, ჩემი კვლევით ეს შავი ზღვის სანაპიროა, კოლხეთის დაბლობის არესის ჭალები. ვინაიდან და რადგანაც, ყოველი ამა ენითა მხილებულ უნდა იქმნას, და ეს ქართული ენაა, რომელსაც ლაზარე ჰქვიან, და თანაც ლაზთა-არეა ანუ ლაზ-არე; და მართლაც თუ არესის ჭალების ყველაზე დაბალ ადგილზე დავდგებით, იქ, სადაც პირით აღმოსავლეთისკენ მზეს შევხედავთ, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მარჯუენა ფეხი ზღუასა შინა დავდგათ და მარცხენა ფეხი მიწასა ზედა.


ამავე დროს მინიშნებულია ლომით აგვისტოს თვე, ანუ ლომის ზოდიაქოს სექტორი. აქ მთავრდება ყველა შემოკლებული დროცა და ჟამიც. ასეა აღწერილი იოანეს გამოცხადების მეათე თავში.


ღმერთმა შეგვარგოს ამ წიგნის სიბრძნე!

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE