სულიერი ცოდნის ტაძრის ფუძემდებელი და აღმშენებელი
იდეოლოგიური ერთობა "გონიონი"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მთავარსარდალს - დონალდ ტრამპს
შეთავაზების წერილი
საქართველოს სულიერი ცოდნის, ჰარმონიული განვითარებისა და ჯანმრთელი ყოფაცხოვრების საბერო ორგანიზაცია, რომელსაც დაფუძნებული აქვს სამედიცინო ცენტრი „მედეიონა“, გთავაზობთ სამედიცინო გამოცდილებას და ამასთანავე, დიდი ბუნებრივი კავკასიური მცენარეული რესურსი გამოვიყენოთ - ნატოს მოსამსახურეთა რეაბილიტაციის პროცესების აღსასრულებლად. მხედველობაში მაქვს კარგ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აიგოს და აშენდეს სანატორიუმის ტიპის რეაბილიტაციური ცენტრები - საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე დაყრდნობით. ყოველივეს დეტალურად პროექტში შემოგთავზებთ ეტაპობრივად. გთხოვთ ამ დიდი საქმისთვის, რაც ითვალისწინებს ქართველი ერის ღვაწლს - ნატოს მისიონერულ მოღვაწეობაში ჩვენი წილი სამსახურის გაწევას.
ვუწყით, რომ სრულიად დაკავებული პიროვნება ბრძანდებით, ამისდა გამო, გთხოვთ ამ საქმეთათვის გამოგვიყოთ თქვენი გათვალისწინებით კურიერი, რომელიც მაკავშირებელი იქნება თქვენი ჩვენთან და დეტალურად განიხილავს საქმისა და რეაბილიტაციური ცენტრის ავ-კარგიანობას. პროექტში, თქვენგან მითითებული ყოველი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენგან უყოყმანოდ.
საგანგებო ცენტრის - „გონიონის“ ანგონი, მოძღვარი გიორგი იონთა ჰიპერიონი.
მაზიაშვილი გიორგი, დაბადებული 1961 წელს, 27 დეკემბერს, ქ. თბილისი
თარიღი: 2019 წელი, გაზაფხული
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაფრთხილებულია ყველა ჩვენს მოქმედებაზე. თქვენს წინ არის უკვე გასაჯაროებული საიდუმლო წერილები.
გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი
წერილი მეორე
სულიერი ცოდნის ტაძრის ფუძემდებელი და აღმშენებელი -
იდეოლოგიური ერთობა “გონიონი”
ბატონო პრეზიდენტო, მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ და გაცნობოთ, რატომ შემოგთავაზეთ რეაბილიტაციური ცენტრის შექმნა საქართველოში. უპირველესად, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველო მთლიანი სისრულით დედა ღვთისმშობელ მარიამის წილხვედრი ქვეყანაა - ქრისტიანული. მინდა მოგახსენოთ, რომ მთელი ერი ქართველურითი - ტკბილი და მომფერებელი ერია და რაც შეეხება ნატოს მშვიდობისმყოფელ ჯარისკაცთა მოვლასა და პატრონობას, ეგრეთწოდებულ რეაბილიტაციურ მომსახურებას, სრული შემადგენლობითა სთვლიან მოაზროვნე ქართველები, რომ ამ საკითხში აუცილებელი მხარდაჭერა გამოხატონ ნატოს სამიზნო პრინციპებისა.
ორ ზღვასა და ორ მთიანეთს შორის - შავი ზღვა და კასპიის ზღვა, ასევე დიდი კავკასიონისა და მცირე კავკასიონს შორის მოთავსებული ოაზისი, კეთილკლიმატური თვისებებით, სასურველ არჩევანს წარმოადგენს ნატოს უმაღლესი ჩინის მხედართსარდალთათვის, და ასევე მათი ოჯახებისთვის.
მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, უცნაურ, მაგრამ თქვენთვის მისახვედრ ინფორმაციას: საქართველოს სამკურნალო მინერალური წყლების რიცხვი მატრიცალური გაანგარიშებით 144 -ია. თითოეული ემსახურება 12×12=144 ერთეულ მთვარის 144- თვიან „მატრიცალურ“ კაბას იუპიტერის სხივით მოქსოვილს. თითოეული წყაროს წყალი სამკურნალო თვისებებითაა აღსავსე, ბუნებრივი მოდელის შენარჩუნებით.
თითოეული წყაროს თვალი განსაკუთრებულ კოსმიურ ალქიმიურ ბმასთანაა დაკავშირებული და სწორი შერჩევის დაფუძნებით ორგანიზმი სწრაფად და ჯანმრთელად გადის რეაბილიტაციას სხვადასხვა დროში.
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი მოაზროვნე პირების ელიტარული ბირთვი თქვენ გაღიარებთ, როგორც პოლიტიკური სიმართლის დამცველსა და სახელმწიფოებრივი საიდუმლოებათა მოდარაჯეს. ამიტომაც ამ წერილის შინაარსი მრავალსახოვანია და თქვენი გონებამახვილობის იმედითაა დაწერილი.
ასევე მრავალსახოვანია ჰაერის ჯგუფების გამოვლინება კავკასიონის რეგიონში. ბუნებრივი არომათერაპიის საუნჯეს წარმოადგენს საქართველოს ბუნება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 32 დასახელების ქარი ქრის 4 კუთხით ქვეყნისა და 26,640 წყაროს თვალით აღძრული პრეცესიული სიონი ქრიან ხევებში. ასე მრავალფეროვანი ბუნება კეთილსაყრელ პირობებს ქმნის მეცნიერული საფარველისათვის, რომელთა მცენარეების 59% გამოყენებულია მედეას სახელობის ქართულ მედიცინაში, რომლის საიდუმლოებანი განფენილია კავკასიონიდან ჰიმალაიმდე.
იმედია, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ღრმად გააზრების შემდგომ, მსვლელობა მიეცემა რეაბილიტაციური ცენტრის აღორძინების გზას.
დაგლოცავთ და გაკურთხევთ. უზენაესი ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი მფარველი სინათლიან მიზნისკენ მავალ გზებზე.
საგანგებო ცენტრის - "გონიონის" ანგონი, მოძღვარი გიორგი იონთა ჰიპერიონი.
თარიღი: 2019 წელი, გაზაფხული