გზა, რომელიც დანიშნული იყო ჩემს დაბადებამდე და არა მარტო დანიშნული, არამედ მასში განსაზღვრული იყო დღევანდელი ყოველი პრობლემა: მატერიალური, სულიერი და მიზნობრივი. მართალია მიზნის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ხელის შემშლელი ყველა ფაქტორის გადალახვა, რაც საერთოდ ერთერთი უძნელესია კარგ დროშიც კი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ცვალებადობებს მსოფლიოს მასშტაბით, შეუძლებლად მოგეჩვენებათ ის, რაც გავაკეთე.
ეს ასეა და უკვე აღსრულებულია! სივრცეში, დროში და მარადიულობაში ეს უკვე მოხდა, რადგან აღსრულდა შვიდი მთავარი საიდუმლო. მე მხოლოდ ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ერს ლაზარეს აღდგომისა და აღმაღორძინებელი გზის გარდა, სხვა არავითარი გზა არ გააჩნია.
აღდგება ენა, აღდგება ყოველი წვეთი სისხლისა, რაც კი გაღებულ იქნა ჩვენი წინაპრებისაგან და ამით, მთელი სისრულით აღდგება ჭეშმარიტება და როგორც ნაბოძებია სამრეკლო სიტყვა: “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ!’’
აღსდგება ყოველი წყარო და გახსოვდეს ერო, რომ თითოეული ცისიერია!
აღსდგება ყველა რუ და ყველა რუ ხარებითია და მხარებმითია;
აღსდგება ყველა ღელე და ყველა ღელე რწყვითია და არე-მარითია;
აღსდგება ყველა ხევწყალი და ყველა ხევწყალი ჩანჩქერითია, ქარაფითია და სიცოცხლის მჩქეფარითია;
აღსდგება ყველა მდინარე და მდირებათა მათსა თანაებუნება სიხარული, ღიმილი და სიყვარული;
აღსდგება ყველა ტბა და სატევნელსა მათსასა დაენათლება სიცოცხლე სიუხვით;
აღსდგება ყველა ზღუა და სანაპირონი დედა-შვილთა ჟრიამულით აღივსება.
მზე იქნება ყველას სტუმარი დამათბობელი და მომფერებელი, ღიმილი არ მოშორდება მზეს.
“ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა.’’ /დაბად. 2.6/
“წყარო, ზღვათა და მდინარეთაგან წყალნი განვლიან სოროთა ქვეყანისათა და ზღვისა სიმწარესა ქვეყანა დასწურავს და შესვამს და ვითართა ადგილთა განვლიან წყარონი, კეთილთა ანუ ცუდთა, ეგევითარნი იდინებიან გემოთა, და უკეთუ გოგირდისა ლითონთა განვლო, ტფილნი იქმნებიან წყარონი ვითარცა მდუღარე; უკეთუ მდინარისა მახლობელად, მისგანვე გამოდიან წყარონი, არა უწოდთ წყაროდ, არამედ ფშად; ვიეთთა ჯურღმულიცა წყაროდ აღუწერიათ. რა წყარონი შეკრბებიან და ჩავლიან, ევი ეწოდების; და ევები რა შეერთდებიან, მდინარე შეიქმნების; უკეთუ წყალი მაღალთა კლდეთა ჩასდის - დანჩქერი; და დაბალთა კლდეთა ჩამდენსა - ჩანჩქერი; ხოლო ლოდნართა მჩქერვალოსა - გოჩგოჩანა; სადა ღრმად და მდოვრედ მიდის - ლუბრმა; და სადა წყნარად და არა ლუბრმად დიან - მონიო; სადა მჩქერვალო დაწყნარდების და ერთსა ადგილსა დაღრმავდების - მორევი; დანჩქერი ღრმად ჩაიჭრების და ამოდუღილივით ზე აღმოიჭრების - ზვირთი; სადა მონიო წყალი ჩაიღვლარჭნება - ჭევლი; სადა მდინარეთა გასავალია - ფონი; სადა მდინარენი დასრულდებიან, წყალთა მათ შესაკრებელსა უწოდებენ ზღვასა; სადა ზღვა დავიწროვდება - სრუტესა, ხოლო სადა ზღვათაებრი უდინრად და გარ თვალით შემოსაწერთა და უმცირესთაცა უწოდთ ტბასა; და მცირეთა ტბათაგანსა - ტბორეთა.’’ /სულხან-საბა/
დედამიწას ოთხი ელემენტი, ოთხი სტიქია აკავებს, როგორც ენერგეტიკულ დონეზე, ასევე ასტრალურ ბმათა დონეზე.
კირილე იერუსალიმელის ნაწარმოებში “ნათლისღებისათს’’ საუბარია სამყაროს თითოეულ სტიქიაზე (წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი), რომელთაგან უპირატესობა წყალს მიენიჭება, რადგან ყველა და ყველაფერი წყლის შემცველია: ანგელოზთა საბრძანისი ცა, კაცთა სამყოფი მიწა; სამყაროს გაჩენამდე, შესაქმემდეც, სული ღმრთისა წყალსა ზედა მიმოიქცეოდა, ნათლისღებაც ამის გამო წყალში ხდებაო - სულიწმიდისაგან. ამგვარ მსჯელობას აღნიშნულ ტექსტში (გვესაუბრება თინათინ ცქიტიშვილი) მოსდევს ჩვენთვის საინტერესო ადგილი, რომელიც ა. შანიძეს მოჰყავს ბერძნული შესაბამისი ტექსტით:
“უკუეთუ ვისმე სწადის კითხვად, ვითარმედ რასა წყლისაგან და არა სხსაგან წესისა მოეცემის მადლი იგი, საღმრთონი წიგნნი აიხუენ და ჰპოო, ვითარმედ დიდ და მთავარ არს წყალი და ოთხთა საჩინოთა მათ წესთა უმჯობს.’’ /სინ. 85, 10-12/
მეათე საუკუნის ხელნაწერებში A95(ერხილის მრავალთავი), A144(კლარჯული მრავალთავი), Ath11-სა და მეთერთმეტე საუკუნის პირველი მეოთხედის ხელნაწერში - A 1103-ში დასტურდება “წესი’’ ტერმინის მნიშვნელობით. ამ ძეგლებში საუბარია ღვთაების უპირატესობაზე სტიქიათა მიმართ; ღმერთია სამყაროს ოთხი სტიქიით აღმკობის მიზეზი, ამიტომ სტიქიებს არ ძალუძთ უზეშთაესის მადლსა და სახელამდე წვდომა: “ოთხსატედთა საყდართა ზედა მჯდომარე ხარ და ოთხთაგან წესთა შეამკვე სოფელი საშუებელად კაცთა. (A95, 1178b, 19) ხოლო უკანასკნელთა მათ და შემდგომთა წესთა ვერ ელეწიფების უზეშთაესსა მადლსა და სახელისდებასა მიწთომად. (A1103, 1411r, 17a) ამგვარად, უძველეს ქართულ ძეგლებში, სადაც კი მსჯელობენ სამყაროს შემადგენელი ნივთიერი ელემენტების, სამყაროს პირველსაწყისთა შესახებ, თითქმის ყოველთვის “წესი’’ გამოიყენება. იშვიათ შემთხვევაში გვხვდება სხვა ტერმინებიც: “ბუნება’’, “აგებულება’’ და “ნივთი’’, ასევე “ასო’’, “კაბშირი’’, “რომელობა’’, “ძალი’’.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ახალ აღთქმაში უგამონაკლისოდ ასეთ შემთხვევებში “წეს’’ ტერმინი გვხვდება.
ახლა ასე ვიტყვი: საქართველოს მთლიანი ტერიტორია მდებარეობს ორ ზღვასა და ორი კავკასიონის ქედებს შორის, ზედა და ქვედა კავკასიონი, დიდი და მცირე კავკასიონი და წარმოადგენს დედამიწის იმ ტერიტორიას, სადაც პროექცირდება მეტაფიზიკური ღერძი, სახელად “სვეტიცხოველი.’’ ისევე როგორც ვაშლი ჰკიდია თავის ყუნწზე ანუ კუნწზე, ასევეა დედამიწა სვეტიცხოველის მეტაფიზიკურ ღერძსაბმელზე. და როგორც ვაშლს აქვს კუნწსაბმელზე ძაბრისებური ღრმული, ასევე დედამიწას ამ ადგილზე აქვს სიცარიელე, რომელიც გადახურულია კიდებული ბანით და ამ სივრცეს - კიდობანი ჰქვია. მის შუაში უქვემოესიდან ამოიზიდება ღერძსაყრდენი მთა დედაბერა, ამიტომაც შუაგულ სახლის სვეტს ქართველები დედაბოძს უწოდენ.
დედაბოძიანი სახლები წარმოადგენდნენ ერთგვარ ანტენას, რომლებიც იჭერდნენ კიდებული ბანის, კიდობანის ანუ სცეტიცხოველის ენერგიას და როგორც მეტაფიზიკური ფიჭური ქსელი, ისე იყო აგებული ცენტრალური სამლოცველოები, რომლებშიც მოსახლე კუმლები შედიოდნენ (შემდგომში კომლად წოდებულნი, ვითომდა რამდენი საკვამურიც ჰქონდა სოფელს, იმდენი ოჯახი (ძუელით კუმლია) ცხოვრობდა, მაგრამ ეს ესეც არის და არა ესეც). წარმოიდგინეთ სამლოცველო ტაძარი და მის გარშემო მოსახლეობა, რომელიც თვითოეული თავისი დედაბოძის ენერგიით უკავშირდება ტაძრის ცენტრალურ დედაბოძს და ტაძარიც თავისთავად ან პირდაპირ, ან ცენტრალური ტაძრით სვეტიცხოველს!
ჩემო გონიერო ქართველებო, ტკბილნო სწავლაში და ჯიუტნო მიზნის პყრობაში, წყალობა მოგანიჭოთ ღმერთმა და გონების თვალით გახილვინოთ ყოველი საიდუმლოებანი ქუეყანასა ჩუენსა კურთხეულსა და წილხვედრსა დედა-დიდუფალის, დედა-ღვთისმშობელის.
საქართველოში არსებობს წიაღი და ამ წიაღს წიაღი-წესთა ჰქვია. წიაღიას შუ(ა) და სევტიცხოველის ცილინდრული ჭის შუ(ა) ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა ანუ ერთადერთი ბმითში დასაბამიერში, დასაბამ-იერში. ამ იერ არსში აშენებულია და მოწყობილია ტაძარ-სივრცე, ტახტზე ზის იერ-სახიერი, ამაღლებული ოთხთა მათ წესზე: ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა. ამ წიაღში არის მდინარე, რომელსაც საკრალური იორდანე ჰქვია, იგივე წიაღ-იორდანე.
“იორდანე - მდინარე სასჯელისა, გინა გარდამოსვლა უფლისა.’’ /სულხან-საბა/
პირველად აბრაჰამი და ლოთი იხილავენ იორდანეს და მის შემოგარენს, აქ იორდანეს მეორე და მესამე სახელი უმჟღავნდება: ა) იორდანისა, ბ) სამოთხე ღმრთისა და გ) ქუეყანა ეგპტისა.
“და აღმსუმელმან თუალთა თსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისა, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარ სამოთხე ღმრთისა და ვითარცა ქუეყანა ეგპტისა, ვიდრე მოსვლადმდე ზოღორად.’’ /დაბად. 13, 10/
მსოფლიოს მეცნიერებისათვის ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ყოველი ერი, ენა, ტომო და ცივილიზაციაში წარმოშობილი რასები თავიანთ გზებს გაასწორებენ და დედამიწაზე არცერთი ადამიანი აღარ იქნება უღმერთო და არცერთი ცრუ წინასწარმეტყველი აღარ იარსებებს, ვინაიდან მომავლის ხედვა ღმერთით მოხდება აწმყოში ყოველთათვის.
კარგად დააკვირდით გონიერო ერო, ერო ქართველურითო, სიხარული შემეცნებისა დაგეუფლოს და მსოფლიოთა გასაგებად წამოგეძახოს - ე ვ რ ი კ ა !!!
არის მდინარე იორდანე, რომელიც პალესტინაში მიედინება და გაჰყოფს მას ორ ნაწილად.
არის საქართველოში მდინარე იორი, რომელიც განსაკუთრებული კასტის მოგვებს ეკუთვნოდათ განსაბანად, ეს კასტა მსაჯულთა კასტაა. ბიბლიურად მსაჯული იწერება - დან. შევკრიბოთ: იორი + დან = იორდან.
“დან - განმსჯელი, გინა - სჯა, გინა - განკითხვა.’’
“დანიელი - სასჯელი ღმრთისა, გინა მსჯავრი, გინა განკითხვა ძლიერი.’’ /სულხან-საბა/
“იორამ - მაღალი’’.
იორი - მაღალი მთიდან მომავალი ანუ კავკასიონის მდინარე.
არსებობს დაფარული იორდანეც, რომელსაც წიაღ-იორდანე ჰქვია და მხოლოდ იოანეს თავშია მოცემული:
“ჰკითხეს მას და ჰრქუს: და რასათვის ნათელ-ჰსცემ, უკეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ილია, არცა წინასწარ-მეტყული იგი?
მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვჰსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუნსა ჰსდგას, რომელი თქუნ არა იცით.
რომელი ჩემსა შემდგომად მოსლუად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რათა განვჰხსნნე საბელნი ამლთა მისთანი.
ესე ბეთაბრას იყო წიაღიორდანესა, სადა იგი იყო იოანე და ნათელ-ჰსცემდა.’’ /იოანე. 1, 25-28/
ბეთარბა: პირველად ვთქვათ, რომ ბეთ - სახლსა დაჰნიშნავს, აბ-რა - მოაბი ნათელი, სახლი ნათლისა და კიდევ აბრა მრავალსა დაჰნიშნავს, ვითარმედ აბრაჰამი - მამა მრავალთა და თარგმანება ასე არს: ბეთარბა - სახლი ნათლისა, სახლი მრავალთა, რომელიც წიაღშია და რომელიც წიაღ-იორდანესთანაა. ამას გვიწერს ეზეკიელი.
“და შემიყვანა წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოდიოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისა ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისასა მარჯუენისა, ჩრდილო საკურთხეველსა ზედა.’’
დააკვირდით - “პირი სახლისა ჰხედვიდა აღმოსავალად’’ და არა აღმოსავლეთის მიმართ. აღმოსავალის შუა წერტილი გადაჰკვეთს მარიოტას. “მარიოტა მას ცის გრკალსა ეწოდების, რომელსა ბუნიობასა მზე მას ზედა ვალს, გასწორებასა დღისა და ღამისასა.’’ /სულხან-საბა/
“და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოთმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოსა, მხედველისასა აღმოსავალთათ კერძო, და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.
და, აჰა, ვითარცა გამოსლვა მამაკაცისა პირისპირისაგან, და საზომი ელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისათა და განდა წყალსა მას შინა მიტევებისა.’’
“წყალი მიტევებისა - ნათლის-ღება’’ /სულხან-საბა/
“და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.
და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისა ვერ ეძლო განვლა, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისა, რომელ არ განივლებიან.
და თქუა ჩემდამო: უკუეთე იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისასა მოქცევასა შინა ჩამსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.
და თქუა ჩემდამო: წყალი ესე გამომავალი გალილეათ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღსასა და განსწმენდს წყალთა.’’ /ეზეკიელი. 47, 1-8/
სიცოცხლის წყაროს წყალი, რომელსაც დასაბამისეული ინფორმაცია გააჩნია - საღი ადამისეული სხეულისა და ევას სილამაზის წყაროდ მოიაზრებენ პოეტები, აქ არის და არა იქ, მხოლოდ იქ არის, სადაც ყოველთვის იყო და რა თქმა უნდა ჟამი აღსდგა!
“რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა ჰმწყსის მათ და უძღს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოვრებისათა, და ახოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა.’’ /გამოცხ. 7, 17/
“რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი. მოჰფინე წყალობა შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.’’ /ფსალმ. 35, 9-10/
“უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათს.’’ /ფსალმ. 22, 1-3/
ამ წერილის წერისას მზე მდუმარე თევზებს გადაჰყურებდა ზღვაში.
თინათინი სარკმელთან სამოსელს ისწორებდა,
ლალის ქვის დიადება უბრწყინავდა თმაში.
ერი ჩემი იღვიძებდა, სხივი უჩანდა თვალში.
ყველა ჩვენი მოძულე იწვებოდა ცეცხლის ტბაში.
ამას ხომ ასცდებოდნენ, ჭკუა რომ ჰქონოდათ თავში!!!