კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი II

 

 

სამი ვარსკვლავი დაჰყურებს იმ ეზოს, სადაც ეს წერილი იწერება: ვეგა, ალტაირი და დენები.

 

სამივე ერთად ქმნიან ღმერთის საიდუმლოებათა აღძვრაში მომყვან სამ ენერგიას. თითქოს ზეცაში აღუნიშნიათ ვარსკვლავიერი წიგნის ანუ ვარსკვლავიერი თაღის ათვლის წერტილი, რომელიც სამია და ერთ არსში ბადებს ენერგიას, რომელსაც ჰქვია ალყა. მარტივად შემოიხაზება ფარგლით, ხოლო ნახაზის ჩვენებას ჰქვია წრე.

 

ყველამ კარგად იცით და ნანახიცა გაქვთ ფილმებში - ბოროტი სულის განმდევნელი მოძღვარი, თავის გარშემო წრეს ხაზავს. ეს არის იდუმალი საზღვარის აღნიშვნა, ღმერთის შემოქმედების ცენტრში შესვლა. ამ წრეს სულის ბეწვის ხიდი ჰქვია, ხიდი, რომელიც აკავშირებს ცასა და მიწას ანუ ამ ხიდზე გადიხარ სულით, უკავშირდები სულით და ღვთაებრივ ძალასთან მთლიანდები სულით. სამივე ვარსკვლავი, სამი სხვადასხვა თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავია. ვეგა, კოდი დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა და მეფსალმუნისა: ვეგა - ლობები უფალსა ღმერთსა ჩემსა. პირველი ვერტიკალი ცის თაღის ცენტრისაკენ, ვარდნილი არწივის თანსვარსკვკსვედი. არწივს კლანჭებში უპყრია ჰანგი, ჰანგი შვიდ სიმიანია და ვეგა - მეექვსე სიმზეა აღნიშნული.

 

პირველი სიმი - დო, მეორე სიმი - რე, მესამე სიმი - მი, მეოთხე სიმი - ფა, მეხუთე სიმი - სოლ, მეექვსე სიმი - ლა, რაზედაც არის აღნიშნული ვეგა და მეშვიდე სიმი - სი. ე.ი. მეექვსე სიმის აჟღერებისას ანუ ლა ჟღერისას ხდება განხმოვანება ანუ ზარება და ქართველი იძახის ლა ვზარეო ანუ ავაჟღერეო, საიდანაც იბადება სიტყვა ლაზარე.

 

მაგრამ პირველი სიმის ფერადობით ანუ ფერთა გამაში მოყვანით, ვღებულობთ ესეთ გასაღებს: დოს შესაბამისობა ფერში არის წითელი, რეს შესაბამისობა ფერში არის ნარინჯი, მის შესაბამისობა ფერში არის ყვითელი, ფას შესაბამისობა არის მწვანე, სოლის შესაბამისობა არის ლურჯი, ლას შესაბამისობა კი არის ცისფერი, ხოლო სის შესაბსმისობა არის იისფერი და ნიშნავს - წინ მავალი, მოფიქრალი ნაზად, ცის არეში ველზე და წარმოითქმის "ნაზ არე ველისა", მისი სახელია იესო.

 

ამიტომ მისი სახელის შესაბამისი ფერი არის იისფერი, მასში ქრის წმინდა იდეა მამისაგან, იგი არის სული წმინდის შთაგონება მამისა ძეში გარდამავალი, მისი სხეული არის სატევნელი ჭურჭელი ამ სიწმინდისა, რომელიც მყისიერ თანაარსობას ბადებს სამებაში, გამომავალი მამისაგან და მიღებული ძისგან. ამ წამსობრიობის ლოგომეტრიულ განსაზღვრებაში, აღსრულება სიტყვისა ღვთაებრივად - იდეალურ სამების ერთობაში წარმოჩინდება.

 

ზუსტად ქართულად ეს სახელი ჰქვია ჩვენს უფალს: "იესო ქრისტე ნაზარეველი". ფალოტიური ერთება დაბადების კანონზომიერი ერთებაა. იესო - სახელია ზეციური წვდომისა სამყაროსი, ყველაზე სწრაფ გამჭოლი ფერის იის ფერი, ფილოსოფიურად შეიძლება ვთქვათ, სამყაროს ფერი იისფერზე დგას, ყველაზე ნაზი ფერია ის ფერთაშორის, ამიტომ ჭეშმარიტი სახელი ჭეშმარიტისაგან ამ ფერით აღიქმება, იის ფერით, სახელი მისი იესო, ყველაზე ნაზი სახელია სამყაროში. როდესაც პეტრე მოციქული ლოცულობდა და ხვთისაგან ითხოვდა სიძლიერეს, მაშინ უფალმა შეაჩერა იგი და უთხრა პეტრეს: არა ეგრე პეტრე, არამედ იცოდე, ჩემი ძალა ჩემს სისუსტეშიაო.

 

წარმოიდგინეთ, სამყაროში რაღაც გონების მყისიერი გაელვება! მატერიაში ატომსა და ატომს შორის წარზიდული სინათლე! ანუ მეცნიერულად რომ ვთქვათ, საყვარელი თქვენთვის სიტყვით, ნანოტექნოლოგიური აღძვრა ატომებს შორის, ხოლო შედეგი გიგანტომახიის (ანუ დიდი სხეულების აღძვრა ერთმანეთის მიმართ) მოძრაობაში მოყვანა. დასაფიქრებლად მარტივი და შემეცნებისათვის ურთულესი აქტი აღიძვრება იესოს ფიქრისაგან.

 

ამ ფიქრის ჭურჭელი უპყრია ჩვენს პატრიარქს, ამიტომაც მისი სახელია ნაზარეველის მსახური, რომლის სახელიც არის ილია. ეს ნიშნავს, რომ მას ღრმად ესმის სიტყვის ნაზარეული შემოქმედება, რომლის განმარტებაც ასეთია: ერის თავი არის პატრიარქი, პატრიარქის თავი არის უფალი იესო ქრისტე, რომლის მიზანიც - ერისთვის განსაზღვრული აღსრულებაში მოდის ერის ერთობის დროს. ამ ხვთაებრივ დაზავებას და ჟამს დაზავების სისრულეში მოყვანისას, წინ უძღვის ღვთაებრივი სიტყვის შიკრიკი, წინამორბედი უფლისა.

 

შემოქმედების მხარე განისაზღვრება გონებით, აღიქმება გულით, წარმოითქმება სიტყვით. ამიტომაც ჩემს ორგანიზაციას სახელად (ხვთის ნებით) ჰქვია გონიონი. გონიონი წარმოადგენს სულიერი ტაძრის ფუძემდებელ და აღმშენებელ ერთობას, წარმართავს მას ერთობის ხელმძღვანელი ანგონი და განავრცობს ოთხივ კუთხით: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ოთხი გებაგონი. ჩვენი მოღვაწეობის ამ კონკრეტულ ჟამში, სამი რელიგიური მსახურების წარმომადგენელი უდგას ჩვენში დაბადებულ ღვთისაგან იდეებს და მის განვითარების პროცესებს იერარქიული თანმიმდევრობით.

 

პირველი წინამძღოლი, ჩვენი ტკბილი უხუცესი პატრიარქია , მისი ბრძანების წარმმართველი და აღმასრულებელი ქუთათელ გენათელი ეპისკოპოსი იოანე, ხოლო ბრძანების აღმასრულებელი შემოქმედებით სამედიცინო სივრცეში, ილია თეზბიტელის ტაძრის წინამძღოლი, მღვდელი თეოდორე (გიორგი ესებუა).

სამღვდელო ხვთის მსახურების კანონიერი კავშირი ჩვენს შემოქმედებასთან, გონიონის ხელმძღვანელ ანგონთან, გიორგი იონთა ჰიპერიონთან და მის ოთხ გებაგონთან: აღმოსავლეთის გებაგონი რანდაგონი (ვახტანგ გელენიძე), დასავლეთის გებაგონი კილაფერი (ეკატერინე პატარაია), ჩრდილოეთის გებაგონი ცირცინა (მედეა გოგილავა), სამხრეთის გებაგონი დიანა (ელენე ზერეკიძე).

 

საღვთო კავშირი, რომელიც მოემსახურება ჩვენს ერს, ამ ზემოთ აღწერილი პიროვნებების დაზავების შედეგად ხდება, რომელთა კავშირიც ხელშეკრულებით მტკიცდება და შემოფარგლულია თვითოეული თავის მსახურების საზღვრებში და ერთმანეთის საქმიანობაში არ ვერევით. რაც შეეხება სულიერ მდგომარეობას და მასში ღვაწლით სვლას, ჩვენი განსაზღვრებით, მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქია წინამძღოლი მთელი ერისა და მასთან ერთად ჩვენიც.

 

ხვთაებრივ საქმიანობაში ჩვენს შიგა სუბორდინაციულ კულტურას თან ახლავს ფარდა საიდუმლოების - სამედიცინო და საურთიერთობო.

 

 

გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE