ფორმა ბადებს ენერგიას!
ფორმას ბადებს არსი!
არსს - ბადებს აზრი!
აზრს - ბადებს უსუსურობა!
უსუსურობა სიახლოვეა არაფერთან?
არაფერი სათავსია მარადიულობისა!
მარადიულობა გამტარია უსასრულობის!
უსასრულობა ბუნების წვდომის არეა,
ბუნების წვდომა ზღვარია უსასრულობის.
ზღვარი ბადებს თავისუფლებას და აჩენს ტყვეობას,
ჭეშმარიტი თავისუფალი ტყვეობის შვილია.
დედა არსი დამატყვევებელია ყოველივესი.
ყოველივე დედისაგან განთავისუფლებული სახიერია, ანუ ფორმაა! ფორმათა მმაორებელი და მბადი.
ფორმისაგან დაბადებული აღძრულია სიცოცხლით,
სიცოცხლე უსუსურია,
ესე იგი აზროვნებს, აზროვნება არსობრივია,
არსი ფორმადია, და ფორმა მბადია ენერგიისა.
გიორგი იონთა ჰიპერიონი