ნაწილი III
უფალმა იესო ქრისტე ნაზარეველმა ბრძანა!: მე ვაზივარ ზეციურ ტახტს და ვაზიარე ერი ჩემი, რომელსაც ვენახები კვლავ.
მე ვაზი - ვარო
მე ვაზი - არეო
და ვენახები ერსა ჩემსაო.
ქართველი კაცისთვის ადვილად მისახვედრია ლაზარეს ენით, რაოდენ დიდ და სრულ კავშირშია უფალი - სამშობლო - ვენახი და ერი სახარებისეულ ჭეშმარიტებასთან.
ნაზი არე ველისა რომ აღიქვა, ნაზიარები უნდა იყო ნაზარეველთან!
გულის-ყურით უნდა უსმინო უფალს და ყურით შეძენილი სიტყვა ძნად უნდა ჰკრიფო ყურძნად, რომ გარდაისახო და ლოგოსის ძალამ გაცოცხლოს, პური არსობისა რომა ჰქვია.
ამისათვის, ერო მოყურძნილო, მიიღე სიტყვა ნათელი, რამეთუ მომავალს სახელითა უფლისაჲთა სამეფო მარანით დაჰხვდე. ახალი ღვინის ახალ ტიკებში ჩასხმის დროა!
დაე აენთოს სამეფო მზე!
დიდებით დალაგდეს სახელმწიფო!
კანონმა მოზომოს მეფეთა და
დედოფალთა პასუხისმგებლობა
და აღდგეს სიყვარული გუმბათის
ქვეშ თვით საძირკველამდე.
თვალ-ბიძგითა ვარ პირველ სიღრმემდე, ძუ ნაწერია წერილი და მითადმოა დედითი ენა.
არსნი ნაძუნი, ანუ დედნად ნაკრეფნი და არა ნაძვი იგულისხმება. ნაძუნზე ასული ვენაჴი, საიდუმლო წერილის შინაარსში ჩაწნული იესო ქრისტეს, როგორც უზენაესის მიერ დარგული ვაზის მომავლის წინაწარმეტყველებაა წინასწარმეტყველებისა.
ამა დღითადმო რომა ვთქვათ: გვაქვს დაფარული ქალაქი, რომელ-შიგანაც იმყოფება აღსავლენი წმინდათაწმინდა, ანუ ღმერთთან წარდგომის ადგილი. ასევე ეს ადგილი როგორც სიცოცხლის ციური ძარღვი, ანუ სვეტი ცხოველი, იგივე ძელიცხოველი, სრულიად სამყაროსთან კავშირითა და ერების, ენების და ტომების თესლებითურთ მაცოცხლებელი.
დავფიქრდეთ! სად ვართ დაპატიჟებულნი!?
ასევე არ გაწყენდათ იმაზე ფიქრიც თუ ვინ დაგვპატიჟა!
ვინც ეს გავახმოვანე აჩრდილ ვარ და ავაზაკი დიდი მეუფის წინაშე.
პატიებას ვითხოვ უფლისაგან არასრულფასოვნებისათვის, რამეთუ უვიც-ვარ და გლახაკი წინაშე სიდიადისა ძისა და უსაზღვრო ჭეშმარიტებისა სამებისა.
მუხლმოდრეკილი ავაზაკი წარდგომილი ვარ დედა ღვთისმშობლის წინაშე, დედა ხვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და ვევედრები დიად დედასა და ციურ დედუფალს! გვიშუამდგომლოს მამის წინაშე მომავალისათვის ქართველი ერისა და მასთან ერთად ისრაჱლის ყველა შვილისა, ქრისტეში გაცოცხლებულისა და ქრისტესთან დაბრუნებულებისათვის კურთხევა ღმრთაებრივი მოეფინოს!
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
გიორგი იონთა ჰიპერიონი