კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი II

 


ერთი სახელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით მოიხსენიება დავით მეფის მიერ: ეს არის ბაბილოვნისაჲ.


„ბაბილო (ხე) (79, 11 ფსალმ.) - მაღალი ვენაჴი, მაღალი ვაზი, სახელი აქვს მას: დობილო - ხეზე ვენახი“ (სულხან-საბა)


(არავითარი ბაბილონი აქ არ მოიხსენიება, დააკვირდით შეფარვითაა საქართველო და დედა-ქალაქი მსოფლიოს დედაქალაქებისა.


ხე - სიცოცხლეზე ამაღლებული ვაზი სვეტიცხოველის მისტერიის ტოტემი.


დააკვირდით: მთლიანად გაგიჩნდებათ ხედვადიდი დაკვირვების უნარი, მსგავსი სიტყვები ბაბილონი და ბაბილოვანი, ერთი აღნიშნავს ბაბილონური კულტურის დედაქალაქს თავისი ბაბილონის კოშკით და მეორე - მაღალ ხეზე შესხმულ ვენაჴს.)


დავითის ფსალმუნი 79 მთლიანად ახსნის ამ სიტყვის მნიშვნელობას და ჩემს მიერ მიგნებულ სიმართლეს.


 

ფსალმუნი ოთ 

ცვალებულთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს


 

“რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღჳ ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ.


წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.


ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.


უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა? მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა; მყვენ ჩუენ საჴდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხოვნდეთ.


(ვენახი საიდუმლო ტოტემია და რაც ნიშნავს ქრისტე იესო ძე იოსებისა.


გავიხსენოთ ნაზარეველის ქართული აღქმა სულის ხარებით: „შენ ხარ ვენაჴი“! და დავაკვირდეთ ფსალმუნის შემდგომ ნაწილში ენერგო-ინფორმაციულ სიდიადეს ვენაჴისა ანუ ქრისტესი, რომელ არს ეგჳპტიდან ხმობილი, აწონით თქუა ღმერთმა: „ეგჳპტიდან უჴმე ძესა ჩემსა“).


ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაჲ. დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი. მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.


აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი. და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი? განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენაჴსა ამას; და დაამტკიცე ესე რომელ დაასხა მარჯუენამან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისაჲთა წარწყმდენ. იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.


და არა განგეშორნეთ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხოვნდეთ.’’


უეჭველია ხეზე ასული ვენახი, ანუ ბაბილო, მევენახეობის ქვეყნის, ანუ საქართველოს ტოტემია და ეხმოვანება სვეტიცხოველის არსს.



 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE