კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

საქართველოს საღმრთო სახელმწიფოს შვიდნი დიდებანი:


 

1. დედა ღმრთის მშობლის წილხვედრი ქუეყანა;

2. სრულიად კაცობრიობის აკვანი და საღმრთო დედაქალაქის სავანე;

3. ერების, ენების, ტომებისა და თესლების კურთხევის საწყისი ბუდე–წმიდა, ანუ ციური საცხოვრისი;

4. საფარველიანი წმიდა–მიწა, მელქისედეკის ჩინის მღდელთმსახურების ტაძარით - სვეტიცხოველით;

5. მართალთა გადამრჩენი, მართალი ნოეს - ღმრთისაგან მინიჭებული ნოეს კიდობანის სამყოფელი;

6. დასაბამისეული წმიდათა-წმიდა წარსადგომელი ღმერთთან;

7. საქართველო ღმრთაებრივი სიწმინდეების საუნჯე.


 

წერილი ეძღვნება ყველა მართალს - წარმდგართ ღმრთის წინაშე


 

ღვაწლით შემოსილი იბერიონთა საძმოს და საქართველოს სახელმწიფოს სამეფო ოჯახის დიდ-შვილსა და მიღებულს მეფის კარზე ძესა და ძმას მამუკა ბაგრატიონს (კურთხევით - არიელი იბერიონი), ამასთანავე დიდ სულიერ მებრძოლს, ქრისტეს მტრების ბეჭებზე დამდებსა და უტეხ ჯარისკაცს ქრისტეში; ჩინით მთავარ აიაგურს შვიდ აიაგურთა შორის; კურთხევით შვიდგზის მირონცხებული.

 

ვლოცავ მის მეუღლეს მერის, რომელიც მზისიერი გულით ნათელით, ლოცულობდა დედა ღმრთის-მშობელის ხატის წინაშე უპირველესად საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის კეთილდღეობის მომავალზე და მერმე, მეუღლის მძიმე წილხვედრის - საღმრთო ნებით დაგვირგვინებისათვის.

 

დავლოცავ დიდი სიყვარულით, ქმრის მიმართ ერთგული სიყვარულისა და თანადგომისათვის სამეფო გზაზე, უპირველესად, შვიდი აიაგურის აღმავლობის გზაზე დაიწყო განწმენდითა და ლოცვა-ვედრებით ღმრთის წინაშე.

 

აიაგურთა საღმრთო და სამეფო მოვალეობაა, დაიცვან კანონი საღმრთო და სახელმწიფოებრივი, კანონის უზენაესობით წარმართონ ბიბლიური სამეფოსა და საღმრთო ერის გზა.

 

აიაგურებმა ხელმწიფის (მეფე ან მეფეჲა) განკარგვათა საფუძველზე განაცოცხლონ და მოქმედებაში მოიყვანონ ერის უზენაესი კანონმდებლობა (კონსტიტუცია (ლათინთა ენით. Конституция, Constitutio), ე. ი. მთავარი კანონი საქართველოს სახელმწიფოჲსა, განმსაზღვრელი მისი წყობისა; ასევე, ღმრთისაგან მინიჭებული ძალაუფლების იერარქიულ ძალთა გადანაწილებისა და უფლებამოსილების წყობა, უმთავრესი მოვალეობანი და უფლებები მოქალაქეთა).


აიაგურები მოვალენი არიან შეასრულონ დავალებანი, რომელიც განიკარგება მთავარ აიაგურის მიერ. მთავარ აიაგურს ადგენს და ირჩევს შვიდთა კავშირი, ამტკიცებს და უფლებამოსილებას ანიჭებს მეფე ან მეფეჲა.

 

მინიჭებული უფლებამოსილება აიაგურებს გზას უხსნის სამოქმედოდ შიდა პროგრამის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო კონსტიტუციას. აიაგურები მოამზადებენ ყველა იმ საბუთს, რომელიც განსაზღვრავს მოურავთა უფლებამოსილებასა და სამოღვაწეო არეს. ასევე, ყველა ინფორმაციის არქივაციის შემდგომ, პიროვნებას წარადგენენ აზნაურის წოდების მინიჭებაზე მეფესთან ან მეფეჲასთან.

 

მოღვაწეობას დაულოცავ შვიდ აიაგურს!


დავლოცავ და ვაკურთხებ ზეციდან მონიჭებული უფლებამოსილებითა და ქუეყანასა ზედა დამსახურებული ღვაწლით - ქრისტეს ჯარისკაცს, არიელ იბერიონს, სამეფო დიდი ოჯახის შვილს, მამუკა ბაგრატიონ-დავითიშვილს.

 

ასევე ვლოცავ ჯვრითა და ვარდით:

 

გიორგი ბაგრატიონ-ბაბადიშს,

გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილს,

გიორგი ბაგრატიონ-რამაზიშვილს,

ნოდარი ბაგრატიონ-დავითიშვილს.


დედა ღვთისმშობლის სახელს შევავედრებ და ნინო, მოციქულთა სწორს, ლოცვით გადავაბარებ უზენაესი ღმერთის წინაშე:

 

ნათია ბაგრატიონ–დავითიშვილს,

ნინო ბაგრატიონ–დავითიშვილს.

 

წინსვლა და წარმატებები კანონის დაფაზე თვით აღსრულებამდე!

 

პირიმზით დავლოცავ და ვაკურთხებ საქართველოს სახელმწიფოს

სამეფო სახლის ტახტის მემკვიდრეს:

 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის - „საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაურს,

„ბაგრატოვანთა სახლის“ წინამძღოლს, მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის,

„ბაგრატოვანთა სახლის“ ვიცე–წინამძღოლს, ბატონიშვილ გიორგი ბაგრატიონ-ჯაფარიძეს (იმერეთის),

„ბაგრატოვანთა სახლის“ ვიცე–წინამძღოლს, ჯანო ბაგრატიონ-დავითიშვილს,

„ბაგრატოვანთა სახლის“ ვიცე–წინამძღოლს, ნოდარ ბაგრატიონ-დავითიშვილს.

 

უზენაესი ღმერთის კურთხევით იყავნ ბაგრატოვანთა სახლო!

 

მელქისედეკის ბეჭდის მფლობელი

გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

არიელის ხელით გეძღვნებათ ეს წერილი -

შვიდ-სათაურიანი შეგზავნანი:


 

1) სიხარულის აკვანი - იერუსალჱმი,

 2) სიბრძნის სავანე იებუსი,

3) სიმტკიცე რწმენისა სალემი,

4) ქალაქი უდიადესი მეფისა,

5) საოცრება სრულიად დედამიწისა,

6) მშჳდობა მოპოებულთა დედაქალაქი,

7) ამამაღლებელი აზნაურთა ქრისტეში.

 

იხარებ საღმრთო ხარებით შენ, მსმენელო სახარებისა სიტყუათა, დედა ღმრთის-მშობელო - შენს წილ-ჴვედრილ ქუეყანაში დაიბადა ალილუიაჲ!

 

ღმერთის საქციელის ქუეყანა, საფარველი,

სახელით საქართველო,

საქციელი ფრთეთა ზედა ქართასა.


 

ფსალმუნი დავითისი, სოფლის შესაქმისათვის:

 

„აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ, შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი“.


(კარვის აღმართვით იწყება საიდუმლო კარიბჭესთან სტუმრობა, სადაც კარიბჭის ღმრთის-მშობელი მობრძანდება! იერული იერღრმა იერ-უსალესი, იერ-რუ-სალით მდინარი, ჩამომბანელი კარიბჭის არწივისა, იერ-რუ-სალით-ლემი, ანუ სახლთა ქალაქი სიწინდისა და ცხოვრებისა - იერუსალჱმი. ჩემგან მოფერებით, დედაქალაქი ყველა ქალაქთა - დედა ევაიადონი).

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი, რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა. (ქართა–ველის ფრთეთა ზედა ანუ საქართველოს ჩანამეციერზე, სვეტისა ცხოველისა მიმოფენითა მადლისაჲთა).

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

ამაზე ასე იტყვს შოთა რუსთაველი:

 

„რომელმან შეჰქმნა სამყარო“...

 

მერმე ისევ იტყვის დავითი:

 

„რომელმან დააფუძნა ქვეყანაჲ სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე“.

 

მეცა მეთქმის წინაშე ღმრთისა:

 

„რომელმან აღაშენე ქალაქი წმიდა, აღსავსე სულითა წმიდითა და მარადიული სიყვარულითა - იერუსალჱმი, ბან-მთა-კავ-ცჲთჲ. აჰა, მოვალ ადრე; იპყარ, რომელ ეგე გაქუს, რათა არა ვინ მიიღოს გჳრგჳნი შენი.

 

რომელმან ჰსძლოს, ვჰყო იგი სუჱტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისა, და გარე არღარა განვიდეს მერმე: და დავჰსწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისა და

სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისა, ახლისა იერუსალიმისა, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი ჩემი ახალი“. (იოანეს გამოცხ. 3; 11–12)

 

„და ვიხილე ცა ახალი და ქუჱყანა ახალი; რამეთი პირველი იგი ცა და პირველი იგი ქუჱყანა წარხდეს, და ზღუა არღარა არს მერმე.


და მე, იოანე, ვიხილე ქალაქი იგი წმიდა იერუსალიმი ახალი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებულ ვითარცა სძალი, შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.


და მესმა ჴმა დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისა კაცთა თანა, დაიმკჳდროს მათთანა: და იგინი იყუნენ ერ მისსა, და იგი ღმერთი მკჳდრ იყოს მათ შორის ღმრთად მისსა.


და ახოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს მერმე; და არცა გლოვა, არცა ღაღადება, არცა ტკივილი არღარა იყოს მერმე; რამეთუ პირველნი იგი წარხდეს.


და გრქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ ჳჰყოფ, და მრქუა მე: დაწერე; ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი არიან.“ (გამოცხადება)

 

საოცარია ის, რომ ამ წერილის ყოველი სიტყვა -  ჭეშმარიტების შიშველი ჭეშმარიტებაა და არ არის ის იგავში გახვეული სიბრძნე! მალე მართალნი და

დამთმენნი - უფალი იესოს სიტყუათა სახიერებისა, ეზიარებიან „უკვდავების წყაროს.“ ადამიანისათვის განმზადებულია სულიერი ახალი რანგი - განვითარებისა ქრისტეში და წინამძღოლ კაცობრიობისა არს უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი.

 

ადამიდან ადამამდე გაილია დრო: „ეგრეცა წერილ–არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად; ხოლო უკანასკნელი ადამ სულად განმაცხოველებელად.

არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი. პირველი იგი კაცი ქუჱყანისაგან მიწისა; ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.“

(ა. კორინთელთა 15; 45–47)

 

ასე არს მანათობელი გზა მომზადებული ქრისტეს მიერ,

თჳთ წიაღისაჲ სულსაჲ შემამკობელი და აღმზრდელი მარადიულობაში სიმშვენიერითა და სიცოცხლით აღსავსე.


 მე გიორგიმ ვიცან მისგან ეს გზა და მიმყევით მასთან განწმენდილები.


ამინ!

 

„და მრქუა მე კუალად: იქმნა!

მე ვარ ანი და ჵე, დასაბამი და აღსასრული; მე წყურიელსა მივსცე წყალი წყაროსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.

რომელმან ჰსძლოს დაიმკჳდროს ესე ყოველი, და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.“ (გამოცხადება)

 

თბილისი გაივსო სისაძაგლეების ჩამდენებით, ვაჲ გარყვნილ ქალაქს, სასწრაფოდ გამოაცხადეთ განწმენდა - ვისაც ეს ევალება. მართალია ქალაქის სახელის მარცვალში ბილი ზის - ბაბილონის კერპის სახელი და ბილწების ანათვალი, მაგრამ იცოდეთ, ყე, ესე თბილიცა დევს შინაარსში და თბილი-სელის სამოსელში - ქრისტე დაიარება!


განსპეტაკდით თბილისელებო, განიწმინდენით და

აირჩიეთ მომავალი სახელითა უფლისაჲთა!


„რომელმან ჰსძლოს, დაიმკვიდროს ესე ყოველი, და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა, და ცოდჳლთა, და საძაგელთა, და კაცის

მკულელთა, და მეძავთა, და მწამლველთა, და კერპთ მსახურთა, და ყოველთა მტყუართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას, ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა;

რომელ-არს სიკუდილი იგი მეორე.“ ( გამოცხადება იოანესი 21, 1–8)

 

ამ უდიადეს ქალაქს 12 ბჭე გააჩნია:


„და ათომეტნი იგი ბჭენი იყუნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თჳთოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისა; და უბანი ქალაქისა მის ოქროჲ წმიდა და ვითარცა ჭიქა ბრწყინუალე.

და ტაძარი არა მიხილავს მის შორის; რამეთუ უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი ტაძარ მისა არს, და კრავი იგი.

და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად; რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელი მისი არს კრავი იგი.

და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუჱყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთა მისგან მიიღონ და ბჭენი მისნი არა დაიჴშენ დღისი; რამეთუ ღამე მუნ არა იყოს.

და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთა მუნ, რათა შევიდეს.

და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული, და მოქმედი ბოროტისა და ტყუილისა, დაწერილი იგი წიგნსა მას ცხოვრებისა კრავისა“. (იოანეს გამოცხადება: 21; 21–27)

 

 

ებრაელთა მიმართ:

 

ცანით ყოველი სიტყუაჲ თქმული თქვენს მიმართ, უდიადესი წარდგომის წინაშე დაგაყენათ ღმერთმა, ნუ გეგონებათ ყურთა საფხანი სიტყვებით მოგმართავთ:


„არამედ მოსრულ ხართ თქუჱნ მთასა სიონსა, და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალიმს ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოსთა კრებულსა. და ეკკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთასა, და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთასა, და სჯულისა მის ახლისა შუა-მდგომელისა იესოსა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქმულისა მის, აბელის მიერ.“ (ებრაელთა 12; 22–24 )

 

წერილი აღიბეჭდა კვირაცხოვლობას,

იუპიტერი მემკვიდრეობის სახლში,

ღრიანკალით მავალი მეხთამტყორცნი.


განათებული ჭეშმარიტებით დღე, გამდიდრებული წარსულით მომავალი.


ნეტარ არს ყველა სამეფო ოჯახი,

რომელნიც ეზიარებიან ქრისტეს საიდუმლოებათა ფარდის ახდას!


მიმოჰფინოს ხარება და სიხარული სამეფო ოჯახმა საქართველოს სახელმწიფოსი!


ჩატკბი, ქართველო, მომავალით - სახელითა და კურთხევით უფლისათი!


სრულიად საქართველო აღსდგეს სადიდებლად ღმრთისა!


ამინ! ალილუია...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE