კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ხარი იწყებს ახალ ერას - სი-ხარ-ულიანს. მარაოსავით გაიშლება სა-ხარ-ება და გაშლილი ფრთებით მთელ დედამიწას აუწყებს მომავალს - კურთხეულს სახელითა უფლისათა, ბრწყინვალეს ხარებით სულისათვის. კვლავ იგუგუნებს მრავალჟამიერი და იავნანას სიმშვიდით შეცურდებიან ჩჩვილები სიზმართა და ხილვათა სამყაროში. მთლიანი საქართველო ერთმანეთზე ზრუნვაში და სიყვარულში ჩატკბება.


ამ ნათელი დროის სურნელება აღავსებს მთებსა და ველებს, ადამიანი და ბუნება ერთმანეთთან ჰაეროვანი ჰარმონიით დაკავშირდება.


აღარ იტყვიან მერმე - მე ყველაზე დიდი სახლ-კარი მაქვსო! არამედ მიბაძავენ მას, ვისაც ყველაზე გონივრულად ექნება ნაშენები და ნაღვაწი. მთავარია მონდომება და კარნახი ზეციდან არ დააგვიანებს, ტყეებში და ხევებშიც კი ვეღარ ნახავთ მოუვლელ ბილიკებს. მთლიანობის შემმეცნებელი ერი აღშენებაში ჩაეფლობა და თავს გაართავს ამ დიად გარდაქმნებს.


ყოველი სიტყვა, წინასწარმეტყველური აღსახვით ცხოვრებაში, აღსრულდება აქ, ამ ლამაზ კუთხეში, ქართველთა სამშობლოში - ქართული ენის შინაარსით! ლაზარე, რომელიც უფალი იესო ქრისტეს ლოცვით აღსდგა, დღეს აღარავის უკვირს, რადგანაც მრავალმა მკვლევარმა დაიწყო ამ კუთხით ქართული ენის შესწავლა და რაღა თქმა უნდა გაცოცხლდა სახარებისეული კოდი ქართული ენისა. გარდა სიტყვიერი მისტერიისა, არსებობს განსაკუთრებული დაფარული ადგილი, სადაც ინახება წმინდა წერილებიცა და საკრალური ნივთებიც წმინდა ჭურჭელთან ერთად.


წერილების მიხედვით ყველაფერი აღსრულებაში უნდა მოვიდეს და დედამიწაზე უნდა აღდგეს მართალთა დრო.


მართალი მღვდელთმსახურება უნდა მოექცეს სათავეში და მართლმსაჯულებაც უზენაესის კანონებით უნდა გაცოცხლდეს. ზომიერებაა გასათვალისწინებელი ყველაფერში მამათა გამოცდილებებზე დაყრდნობით, აუცილებელია განმანათლებლური სავანეების გაცოცხლება. ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი ერის შვილებში, მიწასთან დასაბრუნებელია მევენახე ერი, მძაფრად შეიგრძნობა დეფიციტი მშრომელი ოჯახებისა სოფლებში და დაბებში.


ქართულმა ეკლესიამ ლოცვითი სამსახურის გარდა, აუცილებელია შეითავსოს ძველი სამედიცინო გამოცდილება ერისა და ერის კაცობრივი სხეულის გაჯანმრთელება ითავოს - მოვლა-პატრონობით.


ბერსა და მღვდელს უნდა მიეცეს საშუალება ილოცონ  სულისა და სხეულის განკურნებისათვის. ბუნებაში, მთასა თუ ბარში უნდა აშენდეს ლაზარეთები და გამოყენებული იქმნას ადგილობრივი სამკურნალო წყლები, წყაროები, ტალახები და ადგილობრივი მცენარეები.


ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის გამოცდილებაც კი საკმარისია ერში საფუძვლად სამონასტრო მედიცინისათვის. მონასტრებსა და წმინდა სავანეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ შეიფარონ ინტელიგენცია ანუ მეცნიერ-მუშაკები, როლებმაც ერის აკადემიური განათლება უნდა ითავონ. მაგალითისათვის - გრემის, იყალთოს და გელათის აკადემიებია საკმარისი.


მოვიდა დრო, როდესაც გონიერებამ უნდა გადადგას სამომავლო ნაბიჯები და ამისათვის კადრების მოზადებაა საჭირო.


იწყება დიდი აბრეშუმის გზის მანიფესტი და მრავალი საოცრებები მოიხდიან საიდუმლოების საფარველს. მთელი საქრთველო გადაჭედილია ბიბლიური საიდუმლოებებით, ურიცხვი პილიგრიმი დაიძვრება ამ მიწის მოსანახულებლად.


დრო მოვიდა - ბერებმა გაკვალონ გზა მაღალი მთებისა და ზეგნების ტაძრებისა და მონასტრების აღსადგინებლად.

 

სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღიძვრება დიდი აღმშენებლობის ეტაპი. არცერთი მონასტერი არ დარჩება მთაში თავშესაფარი საბერო და სასტუმრო კელიების გარეშე. მაღალ მთებში, განსაკუთრებით სალოცავებში იკრძალება ვაკხანალიები და სამოქალაქო გასართობი კონცერტები. მხოლოდ ეროვნული საგალობელი სიმღერები და ჰიმნები უნდა ისმოდეს განუწყვეტლად, როგორც ძველები იტყვიან: ჯერ მთას მოაწონე, მერე ერსო.


ყველა კუთხე თავის სამოსელს აღიდგენს. გაცოცხლებული ანბანი და ქართული ენა გახსნილი ლაზარეს კოდითა და მისტიური სიმბოლიზმით თავისებურ ორნამენტულ სილამაზეს მიანიჭებს კაბა-სამოსლებსა და ჩოხა-ახალუხებს, ნაბდებსა და მოსასხამებს.


მშიდი, ჯანმრთელი ადამიანები ივლიან ქალაქებში და სოფლებში, ღვთაებრივი ნათლით შემოსილები.


სიმართლით აღსადგენია უხუცესთა საბჭო და ხევის-ბერთა ინსტიტუტი. რაც არ უნდა კოსმოსური განვითარება მიიღოს მსოფლიომ, ჩვენი სამშობლო მარადიულად მოსავლელია და საპატრონებელი ჩვენი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება!!!


ნურაფრის ნუ გეშინია, ჩემო ტკბილო და ტანჯულო ერო! პატარა ბავშვივით საყვარელი და ცელქი იყავნ, მარადიული მიმყოლი ღვთაებრივი სივრცეებისა!


ერთი შემობრუნებაა საჭირო სიკეთის ფესვისაკენ, სიდონიას მისტერია რომ აღდგეს ერში, რადგან სი-დონით - არის - სი-მართლე.


კენჭა-ბერი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE