კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

წარმოიდგინეთ სამი სივრცე ყოფისა: პირველი - დღევანდელი დღე, კრავთა ნიღბებით მოსული მსოფლიოს დემონური მმართველობა, რომელიც თითქოს და თავისუფლებისათვის ამზადებს მსოფლიოს ამ პლანეტაზე მაცხოვრებელთათვის.


ერთია თავისუფლების მომნიჭებელი უზენაესი ღმერთი, მამა ყოველი ჩუენთაგანისა, უფალი იესო ქრისტე ნაზარეველის მიერ განმჟღავნებული ჩვენთვის.


სიცრუისა და სიბილწის პაპანაქებაა, ყარს ხრწნილება მათი.


ჯვარცმის დღის სასწაული, მწუხარებისა და გამარჯვების გრძნებათა შენაზავი. სიკვდილზე გამარჯვების დღე, დიადი აღდგომის საფუძველი.


მარტო მდგარი გოლგოთა და მთელი მსოფლიო, რომელთაც ახლა უკვე უფალი იესო ქრისტეს შემოქმედება გაუკრავთ ჯვარზე და ელოდებიან როდის მოკვდება!


ვერ მოესწრებით ნაგვებო, თქვენი გარესკნელში გადაყრის დღეა ღამეში გადაწვენილი, ქვესკნელშიც კი არ მიგიღებენ გარეწარნო!


მეორე სივრცე გამთენიისაა, საშინელი სამსჯავროა მისი სახელი. დასჯილია მთელი სამყარო დედამიწისა! აბა რაა... ვერ გაურკვევიათ დემოკრატიას აკლია ქრისტე, თუ ქრისტეს აკლია დემოკრატია. განსაკუთრებით სამარცხვინოდ დაისჯებიან დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ბოროტებისა და სისაძაგლეების აღმასრულებლებიცა და დამკვეთებიც.


მესამე სივრცე ჭეშმარიტების ვერტიკალია, რომელიც წმინდა წიგნებშია აღწერილი.


ანგია წინასწარმეტყველი ღვთაებრივი კურთხევის აღდგენაზე წინასწარმეტყველებს წინაწარმეტყველებით:


აღსაშენებელია სახლი უფლისა, სადაც უნდა აღდგეს კურთხევა ღმრთაებრივი.


„ამათ იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ.


და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი:


უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს.“ (ანგეა: 1; 2-4)


დააკვირდით ყველა, რა სახლზეა ლაპარაკი, სახლი რომ წარმოიდგინოთ შინაარსში და ფორმაში, უნდა იცოდეთ, რომ უფალი მეფეთ-მეფეა და ეს მეფობა იუდეველთა მეფობაა, და ითხოვს იუდეველთა კანონებით მოქმედებას.


პირველ რიგში ამ სახლს სამეუფეო სახლი ჰქვია და ასევე სამეფო. თანმიმდევრობა ასეთია ამ სახლის საღმრთო პროექტის განსახორციელებლად.


ჯერ კარავი უნდა აღდგეს დავითის, მერე მოიჭრას საღმრთო მითითებით ხენი და გაიდგას კურთხევამ საფუძველით ფესვი, და ამის შემდგომ აღშენდეს სახლი - ხის სახლი, კლდეზე დაფუძნებული ქვითკირის საძირველით, სამეფო მარანითა და სამეფო ეზოს ტაძრით, სამეფო ბეღელითა და სამეფო საბძელით, სამეფო ბიბლიოთეკითა და სამეფო დარბაზით და ა.შ., ისტორიული გამოცდილების საფუძველზე და ღმერთისაგან მითითებული მომავალის მიხედვით. ნაკარნახები, ანუ დანიშნული საღმრთო მისტერიის, აღდგომა-დაფუძნების საიდუმლოს გავლით აღშენდება საღმრთო სახლი. ეს საღმრთო ბრძანებაა!


შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდის სასჯელი.


ეს ერის სასჯელიდან გამოყვანის ერთ-ერთი საყრდენი და ათვლის წერტილი.


უფალმა უწყოდა და უწყის ვინ ბრძანდებით თითოეული და შესაფერისით გმწყემსავთ.


„ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა.


აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, თქუა უფალმან:


მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი.


და მივჰბერე მათ, ამისათჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა.


ამისათჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი.


და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა.“ (ანგია)


აღსრულებაში შემოვიდა უფლის სიტყვა წარმოთქმული ანგია წინასწარმეტყველის მიერ.


თითქმის მთელი დედამიწა ხანძრებში, წყალდიდობებში და ქარბორბალებშია გახვეული, ეს პროცესები გრძელდება, სამსჯავრო დაიწყო და ნელა-ნელა ღმერთს ის აღსრულებაში მოჰყავს.


წლევანდელი ზაფხულის ხანძრები გაიხსენეთ, შესთხოვდნენ მღვდლები და არ მოვიდა ხსნა, რატომ - გასაგებია ჩემთვის, არ აძლევს წყალობას ღმერთი მათ. პირველი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ არ აძლევენ გზას სიმართლეს.


ოცდაათი წელი გახდა რაც ღვაწლში და ქადაგებაში დავშვრი. დააკვირდით ქრისტეს უმთავრესი წინასწარმეტყველება გადმომეცა, თანაც აღსრულებითა და განწმენდით. დაფარულიდან გამოვაბრწყინე ნოეს კიდობანი და წარღუნვის დრო მოუნიშნე მთელს კაცობრიობას. შემდეგი დედაბერასა და მამაბერის საიდუმლოებას მოვხადე ფარდა.


აღმოჩენილია წინასწარმეტყველთა და მეფეთა წარდგომის სვეტი, უსპეტაკესი ადგილი და საშინელი განცდისა და გარდასახვის ცენტრი - საქართველო, როგორც ერთიანი დიდი სახლის ქართველთა დედა-ბოძი. ამ დედაბოძთან დასაბამისეულ კანონთა ძალაუფლებით აყვანილი იქნება მომავალი დედოფალი საქართველოჲსა. შემდეგ აღმოჩენილია მეომარ რაინდთა აღქმის აღსავლენი ადგილი - არწივის ტოტემით დანიშნული იოანდონი.


ასევე საიდუმლო შეხვედრის ადგილი, სადაც აბრაჰამი და მელქისედეკი დაზიარდნენ უზენაეს ღმერთთან, განსაკუთრებული კოსმოსური ენერგეტიკული „პორტალი“, ჭა-ცა-ბუ-ნებითი.


აღმოჩენილია მთაწმინდის საიდუმლო სამარხი. უდიადესი წინასწარმეტყველება აღსრულდა ამ ჟამთანაკვეთში.


„ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა. თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმა მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.“ (ფსალმუნი)


აღმოჩენილია ქალაქი არიელი, მართალ მეფეთა ქალაქი. ფანტასტიკური ადგილი მსოფლიოს მეფეთა და ღირსეულთა შეკრების ადგილი.


ასე აღიწერება ესაიას წინასწარმეტყველის მიერ ქალაქი არიილი:


„ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწადისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა, რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა. და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი და დავადგინე შენთჳს გოდოლნი.“ (ესაია: 29; 1, 2, 3)


აღმოჩენილია ნებროთის საიდუმლო კოშკი და მრავალი ნაგებობა წინარე ცივილიზაციებისა დრაკონიდები.


აღმოჩენილია მამა აბრაჰამისა და ისმაელის წინადაცვეთისა და საწმინდარის ადგილი.


და აღმოჩენილია ისრაელის მშვიდობის ადგილი და უდიადესი საიდუმლო, რომელსაც ებრაელი ერი ელოდება ოთხი ათასი წელია.


და აღმოჩენილია ნოეს კიდობანი, ამასთან ერთად აღმოჩენილია ნოეს საუნჯეთა შესანახი წიაღი.


და დამაგვირგვინებლად ყველაფერისა, აღმოჩენილი მაქვს ჩემში ღმერთის სიყვარული და შიში, რომ არასოდეს დავკარგო ჩემი უფალი ქრისტე, დედა ღვთისმშობელი, ჩემი სამშობლო, ენა ქართული და მოქალაქეობა ღმერთის ქალაქში.


დაუშრეტელი პასუხისმგებლობით ვიტყვი: ვარ უზენაესის ბეჭედის მფლობელი და მონიჭებული მაქვს მელქისედეკის ბეჭედი, აღმადგინებელი მეფეთა და სამეფოებისა - ღმერთის კანონით მავალთა.


ასე დავასრულე ყველა ჩემი მოგზაურობა ღმერთის ქალაქის კარიბჭესთან, სადაც მელოდნენ იქ მივედი და არა როგორც სტუმარი, არამედ მასპინძელი.


ველი მთელი გულით მას, ვისაც უნდა გადავცე იუდას კვერთხი. სიონში კარვის აღდგმის დრომ მოიზარზეიმა. ველი უფლის ყველა შვილს, ვინც კი სიყვარულით სავსეა საღმრთო ნების მიმართ.


და ისევ ვიტყვი: კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი მობრძანდება ღმერთის ქალაქის კარიბჭესთან, დედა სამშობლოვ, გიხაროდეს, უფალი შენთან არს მომავალი.


„დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.“ (დავ. ფს. 86)


„ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.“

(ფსალ. 86)

 

 

 

 

 

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE