სამ-უდამოსათის შენი გზის ბრწყინვალე
სამ-ართალითა ვართ მშვენ-იერი,
სამ-ყაროს საოცრებითი სიხარულია
სამ-კაულად დაბადებული შენი სიტყუანი,
სამ-აროვანია ან-ბანი შენგან მოქარგული,
სამ-შობლო სიტყუისა ჩვენ ჩაგვაბარე,
სამ-ანდრო ელვარე საჭურველით შეგვმოსე,
სამ-არგალიტე არო, შთაუდგი სვეტიცხოველს
სამ-ასპინძლო ძღვენთა, ბრწყინვალედ შემკულთა,
სამ-არე გამოჰკვეთე კლდესა შეუვალსა, ტინსა
სამ-ანგიო სახლნი მოუდგი მჭედელთა მლისა,
სამ-არტლე განსასვენებელი გამოჰყვე წმინდა,
სამ-არხო ჟამნი განვგვისაზღვრე აღდგომათათვის,
სამ-აგალითო რაინდული სულით აღვგზარდე,
სამ-კაულებით შემოსე ჩვენი ქალწულნი,
სამ-ზრუნველონი წამიმართე ოაზისებში,
სამ-დღევრო ლოცვანით ნათდება ტაძარი,
სამ-თხზული თასის ძალით გვაზიარე,
სამ-არანოში წითელი ღნითა სამპურით,
სამ-ეუფო ერად გვაკურთხე მზითა და მთვარით,
სამ-თავრო ზეციერი, გზის მკუალავად ჩვენდა,
სამ-ზერელად და სახარებად გარდაართხი ცა,
სამ-კვიდრებელი ყოველ კაცს გვიკურთხე ჯვარით,
სამ-ოთხველო ბაღად აქციე საქართველო,
სამ-დუმარო ალაგებში სიყვარულმა იხარა,
სამ-სხუერპლო ლოცვას გვაზიარე ამაღლებით,
სამ-არეს ნეშტთას მიუჩინე ადგილნი ნათელი,
სამ-რეკლო კოშკნი მთებს გრგნად ადგი,
სამ-ზეო მინდვრებზე სიცოცხლე აღანთე,
სამ-ოთხე ადამის მოდგმის წმინდა ჰყვე,
სამ-ართალი იობისა გადმოგვაბარე ღირსეულთ,
სამ-რემლო იონასი წინ წარგვიძღუანე,
სამ-ჭელი ახარებს, მიეცი მშვიდობა ჭაბუკთ,
სამ-წყსო ალაგნი სიუხვით აღავსე,
სამ-შნველი შენმა მკლავმა დაულოცა,
სამ-ყოფი ყოველთა ფიქრთა გულშიგან სახე.
სამით ისახა, სამართლით იზღრა, სიმშვიდით აგე, სიხარულითია ამათთაგან აღძრული ფიქრი.
მოგვიტევე ცოდვანი ჩუენნი!
მართალთა ლოცვით წარსადგენად, სათხოვარი დედა-ქალაქის გადასარჩენად მომავალი დიდისა აღძრისა მიწისა, დამამხობელი წარმართთა ქალაქებისა, თხოვნით და ლოცვით მართალთა თბილისელთა: უხუცესთა, დედათა და მამათა, შვილთა და შვილიშვილთა, შეგნებით აღსარებულსა ცოდვათა ჩამონათვალით განიწმინდოს ქალაქისა მოქალაქენი მწვალებლობათაგან, მწამვლელთაგან, მწვალებელთაგან და უპატიებელ ცოდვის ჩამდენთაგან. ვინაიდან ბრძანა უფალმა ჯვართან წარდგომილმა “აპატიე უფალო, ვინაიდან არა უწყიან რასა იქმენ’’.
ორიათასი წლის გაფრთხილებას ვინაც ვერ მიაგნო მრწამსობრივად და უწყის რასაც ცოდავს, უპატიებელში რჩება მარადიულის წინაშე.
უბრალოებით შიშვლად შობილთათვის, საქართველოს მკვიდრი შვილებისათვის, დიდიდან პატარამდე და შეგნებიდან შეუგნებლობამდე დაცემულნი შვილნი შენნი გევედრებით - მოგვიტევე, გთხოვთ მოგვიტევე! უფალო უფლებათაო, სულისა სიმდაბლე და რაც ვავნეთ ჭურჭელსა ჩუენსა სამაროვანსა: სხეულსა - ტანსა - გვამსა, ცხოვრბის ხაფანგებს მივენდეთ და შენი მსახურება დავივიწყეთ.
გთხოვ გვაპატიო! ჩვენი ჯანმრთელობის დანგრევა და გაპარტახება.
იყავ მოწყალე, გთხოვ!
ა ღ მ ა დ გ ი ნ ე,
თქვას თვითეულმა.
გთხოვ გვაპატიო! ლოთობა, ნარკომანია, განჭვარტვლა სხეულისა, ღორმუცელობა, შენს მოუხსენებლად საკვების მიღება, ბილწსიტყვაობა, უმადურება, ფიქრი მხოლოდ საკუთარ თავზე, შური, შეუმეცნებელობა სხვათა დარიგებისა.
უწყი უფალო, რაოდენ დავეცით, რაოდენ გავაპარტახეთ და მოვაოხრეთ სამშობლო ჩუენი, გამოგვაფხიზლე ამაოებისაგან, ჩაგვიდე მართალი საქციელი გულში და გონება ნუ იქნება მოხეტიალე კერპების უდაბნოში.
იყავ მოწყალე, გთხოვ!
ა ღ მ ა დ გ ი ნ ე ,
თქვას თვითეულმა.
გთხოვ მომიტევო! სიზარმაცე ჩემი, დროის ფუჭი ფლანგვა, ათი მართალი ქართველი მაინც უნდა მედგეს მხარში, ისე ვითარცა აბრაჰამს განუმჟღავნე.
გთხოვ მომიტევო! საქციელნი ჩემნი, რამაც ავადმყოფობამდე მიმიყვანა. ინებე და დამაბრუნე შენს სამწყსოში.
გთხოვ მომიტევო! უნებისყოფობა ჩემი, აღმავსე სიყვარულითა და რწმენით, იმედის ძალა განმაჭვრეტინე, უფალო და სიბრძნის ნიჭი აღმოამორჩე ჩემში მსახურებისათვის შენს წინაშე.
გთხოვ მომიტევო! სიხარბე ჩემი, ლუკმის გამყოფელ რაინდად მაქციე, ერთი თხილის გულსაც კი ცხრა მართალი ძმა ვიყოფდეთ.
(მანდილოსნებმა თქუან დედობა) დედობა სულიერი ან სხეულებრივი ღირსებითაა შემკული უფლის წინაშე.
გთხოვ მომიტევო! სიცრუე და ტყუილი, რომელიც დაიბადა ჩემი ბაგიდან, და სიმართლის ძიების გზას გამაყენე.
გთხოვ მომიტევო! მოყვასის სიძულვილი, თუკი ეს გრძნობა საძაგელი შემომპარვია ოდესმე. მომეცი ძალა მოყვასთან გულწრფელი ურთიერთობისა, გაგებისა და სიყვარულისა.
გთხოვ მომიტევო! საკუთარი თავის შეცოდებანი, ამ დროს მავიწყდები, უფალო და თავი განწირული და მარტო მგონია. ნუ მიმატოვებ, მოწყალე მეყავ და წამომმართე ფეხზე, უნარი მომეც შეგიცნო და შევიცნო საკუთარი თავი.
გთხოვ მომიტევო! სიბრიყვე ჩემი, რომ არ ჩამითრიოს ცოდვათა მორევმა. გამომაფხიზლე, შემაგნებინე რაც მავალია, რომ სიცოცხლეს ვემსახურო ღირსეულად.
გთხოვ მომიტევე! ცრუ სწავლებებს რომ აჰყვა ჩემი გონება და გულმა ჩემმა ირწმუნა სიცრუე. უფალო განმანათლებელო, ნათელმოჰფინე გულსა და გონებასა ჩემსა, ძე შენი ვარ - მარადიულად შენსკენ მტოლვარე.
გთხოვ მომიტევო! კარჩაკეტილობა ჩემი, ეგოისტური მარტოობა, უარის თქმა სახვათა დახმარებაზე, მადლის არ გაღებაზე, მოწყალება მასწავლე შენეული.
გთხოვ მომიტევო! თავდაუდებლობანი ჩემი და საქმენი, რომელნიც მივატოვე, მოყვასნი, რომელთაც არ დავეხმარე - მათ მიმართ პატიებას ვითხოვ.
ყველას! ღმერთის წინაშე შენდობასა და მიტევებას ცოდვებისას გთხოვ, უფალო, მსმენელმაც და მკითხველმაც მითხრას მიტევება. მიპატიებია! ახლა ეს სიტყუა არს ოქროზე ძვირფასი და ვერცხლი ვერ აუქმებს მისგან მონიჭებულ სიმშვიდეს.
პატიებას ვითხოვ ყველასაგან, რომელთა წინაშეც მე დამნაშავე ვიყავი ჩემს ცხოვრებაში.
მეც გპატიობთ! მათ, ვინაც ბოროტების ცეცხლში შემაგდო და აღმაგზნო, რათა ბოროტებისათვის ბოროტი გამეკეთებინა, დიდება მსაჯულსა უფალსა უფალთასა. სიმართლემ იზეიმოს!
მიპატიებია ჩემი მეგობრებისათვის ჩემი მიტოვება და მეც მაპატიეთ ჩემი ზურგშექცევა თქვენგან.
მე გპატიობთ სუყველას, რომლებიც ჩემს მიმართ ნებით თუ უნებლიეთ ჩემს მიმართ აღმხედრდით.
მე გპატიებთ! ჩემო მტრებო თქვენ, და ვთხოვ უფალს თქვენს შეწყალებას და თქვენს ჯანმრთელობას ლოცვის აღვლენაზე ჩემგან.
მე გპატიებთ! ყველას, ვინ მატყუებდით, არა მრცხვენია უფალივით მოწყალე და მპატიებელი ვიყო.
მაპატიეთ მეც! მათ, ვისი დახმარებაც მინდოდა და ვერ შევძელი.
მეც მიპატიებია! ვინაც ისურვა ჩემი დახმარება და ვერ შეძლო.
ნაცარში ჩავჯდები და ნაცარს მივიყრი თავზე, ოღონდ მონანიებამ და პატიებამ აღადგინოს ერში დაკარგული სიყვარული, სიბრძნე, გამტანიანობა და ერთობა.
ვთხოვ ღმერთს, გვაშოროს ქართველებს ბოროტება, გაუმაძღრობა, ეჭვიანობა, ამპარტავნება, უმიზეზო სევდა და წუხილი, შური და ღვარძლი.
გთხოვ, უფალო, გვიხსნა შფოთისაგან და დაფეთებებისაგან, დაგვიფარე ჩუენ ყოველთაგან გასაჭირთაგან და აღგვადგინე ისევე შენს ერად.
გვასწავლე, უფალო, სიცოცხლით სიხარული, სიყვარულით სვლა და იმედით ნუგეშის ცემანი, მომავლის რწმენა ჩაგვისახე ყველა ქართველს. მოგვეცი უფლება ვეზიაროთ ყოველსა სიტყუასა შენსა აწ და მარადის...
გთხოვ, უფალო, აღგვადგენინო ქართველებს ჰარმონიული ურთიერთობა ენებს, ერებს, ტომებსა და თესლებს შორის.
გთხოვ, უფალო, აღგვადგენინო ქართველებს თითოეულ ოჯახში: სიმშვიდე, სიმართლე, სიყვარული, ლხინი, რწმენა, ბედნიერება, სილამაზე, სიკეთე, სიბრძნე.
მადლობელი ვარ, უფალო, ყოველი განვლილი დღისათვის. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. ამინ!
მადლობელი ვარ ყველასი, რომელთაც შემომწირეს: კეთილი სიტყუა, კეთილი სურვილებით აღმავსეს, დამლოცეს, მაკურთხეს, გამიყვეს ლუკმა. მადლობელი ვარ ყოველი ყლუპი წყალისთვის, ყოველგვარი დახმარებისთვის, შეფარებისათვის, გათბობისათვის, ნუგეშისათვის.
თვითოეული თქვენგანის მსახურებისათვის მზადაა ჩემი გული.
ერო, აღსდეგ სიმართლეში მამით, ძით და სულიწმინდით. ამინ!
კენჭა-ბერი