მთავარი მთვარის ცის - ჭირანოს ახალი ენერგეტიკული სამოსელის დაბადების დღიდან, 31 იანვრიდან საქართველოში აღიძვრება მოგვთა ნაწინასწარმეტყველები დრო. ამ დროს - ბუდა-მაიტრეიას დროს ეძახიან ისეთი ქვეყნების მოგვები რომლებიცაა: იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, კორეა, ვიეტნამი, მონგოლეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთის ციმბირული ნაწილის და ბაიკალის ტბის მხარის მოგვები და სხვა.
საქართველოში შეიქმნება ბუდა-მაიტრეას სკოლები, პირველი სკოლა მის სამშობლოში დაარსდება, მის კუთხეში - ქიზიყში, ბოდბეში (მისი უძველესი სახელწოდებაა - ბუდხე). ეს არა მარტო ქართველებისთვის განმჟღავდება, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, უფრო ზუსტად მსოფლიო ბუდისტური სამყაროსათვის. ცოდნა ენის წყაროდან მოვა და ყველა წყაროს სახელი აღიბეჭდება არსით კირბებზე და რუქებზე. ცის საიდუმლოებათა მეშვეობით აღსდგება სახელი იქ, სადაც დაკარგულია, რადგანაც ყველა წყაროს ციური წარმომავლობა გააჩნია და იბადება იქ, სადაც “დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანა’’, იქ, სადაც ცისა და ქუეყნის ბმა ხდება, ქვეყანას გააჩნია ქარის ძარღვები ანუ ჰაერის ინდუქციური ველის ფესვები. ამ ფესვების ძარღვებში მიედინება წყალი, ხოლო სადაც ვარსკულავის ნისკარტი ჩაჰკრავს ენერგეტიკულად - იქ წყაროს თვალი იბადება, შიგ მარაგის ბუდეს კი - წყაროს თვალის ბუდე ჰქვია. ბუდე მანამდე ბუდობს, სანამ ვარსკულავია დაწაფებული.
ასე და ამგვარად ყველა ვარსკულავს თავისი წყარო გააჩნია დედამიწაზე და რადგანაც დედამიწაზე ვარსკვლავიერი ენერგია ორი სახით აღიქმება: ერთი ილუზორული და მეორე ფაქტობრივ-ენერგეტიკული, საჭიროა ამ ორ სახეს შორის განსხვავება და მსგავსება გაირკვეს. ოზონოსფეროს, სტრატოსფეროსა და იონოსფეროს ერთობლიობა ქმნის ეკრანულ გარსს რომლის შიგნიდანაც, ისე როგორც სფერულ ილუმინატორში, ვარსკვლავთა სხივური ციალის ათინათება ჩანს. აბერაციულია ვარსკვლავთა ჩენა დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტზე ცდომილის გამოჩენისას, ის ჯერ არ არის ჰორიზონტის ზღვარს ზემოთ ამოსული. ეს სხივურ-ლინზური ილუზიაა, მართალია მდგრადი, მაგრამ ილუზორული. ყველა ვარსკვლავს და ცდომილს თავისი აბერაციული მომენტი გააჩნია და როდესაც ვარსკულავებით ვეძებთ რაიმეს, უნდა გავითვალისწინოთ ეს ცდომილებები.
მილიარდობით ეს სხივი, მთვარის ცის - ჭირანოს მეშვეობით გაივლის საშოს ნუნს და მატრიცალურად ანუ ენერგეტიკული ბადის მეშვეობით მთელ დედამიწაზე გადანაწილდება და თუ რომელიმე ვარსკვლავიერი პულსარის სხივის სიხშირე დაემთხვევა ძარღვის ფესვისაგან მინიჭებულ სიხშირეს, წყალს ენერგეტიკული კვალი უჩნდება და წყარო ერთი და იგივე მეტაფიზიკური პრინციპებით იბადება. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, იგი მარად აღმავსებელია, ხოლო აღვსილი სრულად - დაბადებისთვისაა მზად, რათა ბუდე განანთავისუფლოს და ბუნება აღიძრას მის აღსავსებლად.
თუ შეგვიძლია - გავზომოთ სიხშირის ოქროს კვეთი და გვეცოდინება რა ფორმა ატყვევებს ამ სიხშირეს ანუ იმ ვარსკვლავის სიხშირეს რომელსაც ვზომავთ.
აღმოსავალის აღმოსავლეთ კარიბჭეში, მზის თვალის ბუდე მოჰკრეფს ვარსკულავთა ენერგიას, შეჰქმნის ერთი დროის მყისიერ ენერგიას და გადაანაწილებს გექსოგრამულ - პრიზმალურ ენერგეტიკულ მესერში, რომელიც პენტაგრამული ბმით ქმნის ინდუქციურ ველს. ელექრტო-მაგნიტური ველის მატრიცის ელფერება ინდუქციური ველის ბუნებაა. პირამიდალური ვეგი კი განასხივებს ბუნებაში არსებულ კანონზომიერებათა ჰარმონიულ ფორმათა ბადებას, რომელთაც შიდა ინდუქციური ველის საშუალებით შეუძლიათ “საქციელით’’ გადასცენ ინფორმაცია მიკრო და მაკრო კოსმოსს. გადაცემა ისეთი სახით მიმდინარეობას, რომ გადამცემი არ კარგავს თავის ენერგიას - ისე გადასცემს ინფორმაციას. იგივე პრინციპით, ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს - იგი მარად აღმავსებელია. რაიმე ფორმა ცარიელი თუ დარჩება - შეიქმნება ვაკუუმი, რომელიც ყველაზე უსაზღვრო ენერგიის აღმძვრელია, რადგანაც ვაკუუმის ბუნება - სამყაროს დასაბამამდე ბუნებაა და ის განიზომება იმდენად, რამდენადაც მისმა გარემომ შეიძლება აღიქვას.
ვაკუუმის ძალა აღმოკითხვაში მჟღავნდება, აქ ახალის დაბადება იწყება - იმისა, რაც თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია.
აღსავალის თაღოვენი კარიბჭის პირველ კარს - ანის კარი ჰქვია. ანით ნაგი, ან - ანაგი - ანაგა ჰქვია, გუმბათია მისი თავის საჯვარე. მზით და-ვენახე, ვენახე მამით და ძით და სულით წმინდით. სამაროვანია სამზეო მხედარითი კარიბჭე. მზე მარანითია ვენახით, სმენითაა ყურ-ძენით და წერილითაა ხელის მტევანით.
ეს მზის პირველი კარიბჭეა - დღეღამტოლობის (ბუნიობის) ჟამი, ჰორიზონტის დრო - მზის სხივის სარკმელში შემოსვლის წამი: რას - წამწამი, მზე-რა წამწამებში.
აღდგება აღმოსავალი ახალი კაბით, აღმოსავლეთი აღიძრება მის სანახავად ახალი თვალით.
მრავალნი იხილავენ აღმოსავალის ბრწყინვალებას, მხოლოდ მცირედში დარჩება ნათელი.
ნათლის აღსაწონი აღმოსავალის მიმართ დასავლეთით შეფასდება. ეს ფასი ფასის მთისაა, იაფია იაფეტელებისათვის და ძვირია ქამ-რიანებისათვის და სემ-ანტიკოსთათვის.
სიბრტყეზე დაწერილი ასოები სფეროთი წაიკითხება, ეს არის სიტყვის პირველი აურალური გარსი, რომელსაც ჭირანო ჰქვია.
ჭ - ჭერის სიმბოლოა, ჭით დატყვევებული არსი;
ირა - ღმერთი მცველი;
ნო - სრული აღქმა;
ჭ-ირა-ნო - საიდუმლოს მცველი ღმერთი სრული აღქმით;
ჭირა-ნო - სრული აღქმა უჭირავს;
ჭი-რა-ნო - ჭით ნათელი სრულად აღიქმება;
ჭირ-ანო
ჭირ - მწუხრივითაა, დასასრულს დანიშნავს - ჭირ-ნახული;
ანო - განთიადის ცის კარია, დასაწყისს დანიშნავს.
საქართველო ვენახი-ანო, ვენახო ყურძნი-ანო, ყურძენო მტევნი-ანო, ჭირ-ნახული-ანო!
ჭირანოს ცა ყველა სასიცოცხლო - ცხოვრებისეული პროცესების შემწყნარებელი და აღმქმელი ცაა. ჩემი ერი დედამიწაზე მთელი მსოფლიოს შემწყნარებელი და აღმქმელია. სადაც შემწყნარებლობაა - იქ აღქმა მართლმსაჯულებაშია და სადაც მართლმსაჯულებაა იქაა სასა-მართალი - სასამართლოში.
ასე იყო, ასე უნდა იყოს და ასე იქნება!
სიმართლე კი ასეთია: ვინც ებმის სიმართლეს, იგი თვით ებმის, ხოლო ვინც მართალია - ღმერთით გამართლდა. ამიტომაც ღმერთის სიტყვაა მსაჯული ჩვენი!