კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ჩემი ურთიერთობა გიორგი მაზიაშვილთან დაიწყო ცხრა წლის წინ - ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით. პროფესიით ვარ უცხო ენების სპეციალისტი და ვმუშაობ ტელევიზიაში, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის და ასევე ცხოვრებისეული სხვა სირთულეების გამო, შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, კონკრეტულად: მქონდა თირკმლის ანთება და მწვავე ქოლეცისტიტი, რასაც მოგვიანებით დაერთო ვეგეტონევროზის მძიმე ფორმა, პანიკური შეტევებით, თანმხლები ძლიერი შაკიკით, ღებინებით, თავბრუსხვევით, კანკალით, შიშებით, სხეულის დაბუჟებებით, არითმიით, ქოშინით, უჰაერობით, ცვალებადი არტერიული წნევით და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით, რის გამოც ვეღარ ვახერხებდი მუშაობას, ვიღლებოდი მალე, მქონდა სისტემატიური უძილობა, მოვიმატე წონაში, დამოუკიდებლად ვერ გამოვდიოიდი ქუჩაში, რის გამოც ფაქტიურად მუშაობა შევწყვიტე.


1 წლის მანძილზე უშედეგოდ ვკურნალობდი სხვადასხვა სპეციალისტებთან, ძირითადად წამყვან ნევროპათოლოგებთან სხვადასხვა კლინიკებში მათ მიერ დანიშნული ქიმიური პრეპარატებით, თუმცა, მცირე ხნიანი „გაუმჯობესების“ შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდებოდა. ამის შემდეგ მივმართე „ჯანმრთელობის სახლს“ ე.წ „ველედას ცენტრს“, სადაც ჩავიტარე უკვე ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობის ხანგძლივი კურსი ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე და ვეგეტო-ნევროზზე, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ, მეტიც, მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმდა და ჩივილებმაც იმატა.


1 წლის შემდეგ, მეგობრის რეკომენდაციით მივმართე გიორგის და ჩავიტარე მკურნალობის 72 დღიანი კურსი, მალამოებით და მცენარეული ნაყენებით, შედეგმა არ დააყოვნა, 1 თვეში დაიწყო მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, შემცირდა შეტევების რაოდენობა და ინტენსივობა, ქოლეცისტიტი და ღვიძლის გადიდება-გამწვავებული ქიმიური პრეპარატების მიღებით, განიკურნა, ნერვოზული მდგომარეობა ნელ-ნელა შემცირდა და რაც მთავარია, ეს მოხდა ყოველგვარი ქიმიური პრეპარატების გარეშე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.


ამ ეტაპზე ვარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, რისთვისაც გიორგი მაზიაშვილს ვუხდი უღრმეს მადლობას.


პატივისცემით: თამრიკო.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE