კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის


ს ა მ ი ნ ი ს ტ რ ო


მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების


წესდების რეგისტრაციის


მ ო წ მ ო ბ ა 0293


რეგისტრირებულია - 6.03.1992 წ.

 

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების დასახელება -


 ს უ ლ ი ე რ ი  ტ ა ძ რ ი ს  ფ უ ძ ე მ დ ე ბ ე ლ ი  დ ა 


ა ღ მ შ ე ნ ე ბ ე ლ ი  ი დ ე ო ლ ო გ ი უ რ ი  ე რ თ ო ბ ა 


გ ო ნ ი ო ნ ი’’.


 

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანო, გამგეობა ქ. თბილისი, დიდი დიღომი, IV მ/რ, კორპ. №12, №98.


 

საქმიანობის მიზნები - განმანათლებლური მოღვაწეობა.


 

საქართველოს რესპუბლიკის

იუსტიციის მინისტრი.

რეგისტრირებულია

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის

სამინისტროს კოლეგიის 6.03.1992 წ. № 8/22 დადგენილებით

 

სულიერი ცოდნის ტაძრის ფუძემდებელი და აღმშენებელი

იდეოლოგიური ერთობა “გ ო ნ ი ო ნ ი’’

 

წ ე ს დ ე ბ ა :

 

  1. ზოგადი დებულებები:

 

  1. “გონიონი’’ წარმოადგენს ნებაყოფლობით საზოგადოებრივ ერთობას. მისი მიზანია ჭეშმარიტების იდეალების, ღმერთისა და ერის სამსახური.

თანამოაზრეთა ეს ნებაყოფლობითი ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს ერის ერთობით, არსებულ კანონთა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

 

მიზნები და ამოცანები

 

საზოგადოებრივ ერთობას “გონიონის’’ მიზნად აქვს დასახული განმანათლებლური მოღვაწეობა. “გონიონის’’ წევრები სწავლობენ ერის ისტორიას, აყალიბებენ ისტორიულ ეპოქებში მოპოვებულ სულიერ ცოდნას და თავისი წვლილი შეაქვთ ერის/ახალგაზრდობის განვითარებაში; ასევე პრაქტიკულად განახორციელებენ სამეურნეო საქმიანობას.

 

 2. ერთობის უფლებრივი მდგომარეობა:

 

2.1 ერთობა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა; წარმოადგენს იურუდიულ პირს; აქვს საკუთარი ანგარიში ბანკში; შტამპი, მრგვალი ბეჭედი, ემბლემა და დროშა.

აქვს საანგარიშსწორებო, მათ შორის სავალუტო ანგარიში საბანკო დაწესებულებებში.

 

2.2 ერთობას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად დაამყაროს პირდაპირი ურთიერთხელსაყრელი კავშირები როგორც საქართველოს რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან თუ ცალკე პირთან და დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულება.

 

2.3 დადგენილი წესის მიხედვით მიავლინოს საკუთარი წარმომადგენლები საზღვარგარეთ საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით და მიიღოს უცხოეთის წარმომადგენლები.

 

2.4 გახსნას საკუთარი ფილიალები როგორც საქართველოში,  ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

2.5 ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, გააჩნდეს ბეჭდვითი ორგანო.

 

 3. ერთობის წევრები:

 

3.1 ერთობის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი მცხოვრები საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რწმენისა და სოციალური კუთვნილებისა თუ აღიარებს ერთობის წესდებას და საპროგრამო ამოცანებს.

 

3.2 ერთობის წებრს უფლება აქვს:

- დააყენოს საკითხი, წარადგინოს წინადადებანი და პროექტები;

- მიიღოს ერთობის გამგეობისგან აუცილებელი ინფორმაცია, პრაქტიკული დავალებანი და  მონაწილეობა მიიღოს ერთობის ნებისმიერ საქმიანობაში.

-        ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით გადაწყვეტილებათა მიღებისას;

-        გავიდეს ერთობიდან;

 

3.3 ერთობის საპატიო წევრს ირჩევს ერთობის დარბაზი გამგეობის წარდგინებით.

საპატიო წევრი განთავისუფლებულია გადასახადისაგან.

 

 

 4. ერთობის წევრი ვალდებულია:

 

4.1 იცავდეს ერთობის წესდებას და მონაწილეობდეს პროგრამის განხორციელებაში;


4.2 იხდიდეს ყოველთვიურ შესატანს, რომლის რაოდენობას გამგეობა საზღვრავს;


4.3 ერთობის წევრი შესაძლოა გაირიცხოს ერთობიდან გამგეობის გადაწყვეტილებით წესდების დარღვევის გამო.

 

 5. ერთობის ორგანიზაციული სტრუქტურა:

 

5.1 ერთობის მმართველი ორგანოებია: ერთობის დარბაზი, ერთობის გამგეობა, ერთობის მართვის რეგიონალური განყოფილებანი;


5.2  დარბაზი:


ერთობის უმაღლესი ორგანოა - დარბაზი, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება, მისი დაფუძნების დღეს;


დარბაზი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დარბაზის წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი;


დარბაზის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა;


დარბაზი განიხილავს წესდებას და იღებს მას, ასევე გადაწყვეტილებას იღებს ყველა პრობლემურ საკითხებზე;


დარბაზი ირჩევს ანგონს/პრეზიდენტს/, გებაგონს/ვიცე-პრეზიდენტს და გამგეობის შემადგენლობას;


დარბაზი უფლებამოსილია მათი ვადამდე გადარჩევისა;

რიგგარეშე დარბაზის მოწვევის უფლება აქვს გამგეობის წევრთა ორ მესამედს.


 

6. ერთობის გამგეობა:

 

6.1 ერთობის გამგეობა მოქმედებს ერთობის სახელით და წარმართავს დარბაზსა და ყრილობებს შორის მუშაობას, ახორციელებს დადგენილებებს, ანგარიშვალდებულია ხელმძღვანელობის წინაშე;

 

6.2 ირჩევს ერთობის პასუხისმგებელ მდივანს, ხაზინადარს, პერიოდული ორგანოს რედაქტორს და მეურნეობის დარგში პასუხისმგებელ პირს;

 

6.3 განაგებს ერთობის ფინანსებს და სარგებლობს მიღებული წესდების უფლებებით;

 

6.4 წარგზავნის დელეგატებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ურთიერთობის დასამყრებლად;

 

6.5 ერთობის გამგეობა იკრიბება თვეში ორჯერ.


 

 7. ერთობის მართვის რეგიონალური განყოფილებები:

 

7.1 ადგილებზე ანხორციელებენ დარბაზის გამგეობისა და ყრილობის გადაწყვეტილებებს;

 

7.2 ერთობის ყველა ხელმძღვანელი ორგანო აირჩევა განვითარებადი პროგრამის მიხედვით, ერთი წლის ვადით.

 

 8. ანგონი და გაბაგონი:

 

8.1  ანგონი აირჩევა დარბაზის მიერ ერთი წლის ვადით. იგი გამგეობის წევრია;

 

8.2  ანგონი გამგეობასთან ერთად ადგენს ერთობის სამოქმედო პროგრამას, იწვევს გამგეობის მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომას და მის გადაწყვეტილებათა განხორციელების საქმეს, არის ერთობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

 

8.3  ანგონის არყოფნის პერიოდში, მის უფლებამოსილებას ასრულებს გაბაგონი, რომელიც დახმარებას უწევს ანგონს საქმიანობაში.

 

 9. ერთობის სარევიზიო კომიტეტი /საკონტროლო ჯგუფი/:

 

9.1 საკონტროლო ჯგუფის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დარბაზი და გამგეობა. საკონტროლო ჯგუფი ამოწმებს ერთობის ორგანოების საქმიანიბას და დარბაზს წელიწადში ერთხელ მოახსენებს შედეგებს.

 

 10. ერთობის სახსრები და ქონება:

 

ერთობის სახსრები შესდგება:


- ერთობის წევრთა შენატანებისგან, ერთობის გამოცემების, ლექცია-მოხსენებებისა და ერთობის მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებებისაგან, აგრეთვე შემოწირულობებისგან;

 

- ერთობა და მისი საწარმოები ბიუჯეტთან ურთიერთობას აწარმოებენ მოქმედი კანონების შესაბამისად;

 

- ერთობის ფულადი და მატერიალური სახსრების ხარჯვა ხდება ერთობის გამგეობის, ხოლო გამგეობის სხდომებს შორის ანგონის გადაწყვეტილებით.

 

 11. ერთობის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის პირობები:

 

11.1 ერთობის ფუნქციონირების დრო წინასწარ არ განისაზღვრება. იგი დამოკიდებულია ერთობის საქმიანობის მიზანშეწონილობაზე;

 

11.2 ერთობა კარგავს იურიდიული პირის უფლებას და წყვეტს არსებობას დარბაზის გადაწყვეტილებით, დარბაზის წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედით. ამ შემთხვევაში ერთობის მიერ დანიშნული სალიკვიდაციო კომისია ანაწილებს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

11.3 სალიკვიდაციო კომისიის დანიშვნის თარიღი ან ერთობის ორგანოთა უფლებამოსილებანი ბათილად ითვლება.

 

 ერთობის ადგილსამყოფელია საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი, მთა საქომარი, ხოლო გამგეობისა - საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

 

წესდება მიღებულია დამფუძნებელი კრების მიერ.

1992 წლის 8 თებერვალი -


დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE