კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

8 ოქტომბერია, მთვარე ხარშია, მზისკენ მიისწრაფის, მე-19 მთვარის დღეა, სიმბოლო - მებადური, მონანიების და ძუელი ცოდვების მოშორების დღეა. ამ დღეს სახლის განწმენდაა კარგი, თუ ასტრალურად ამას ვინმე შეძლებს - ძალიან კარგია, ჩვენებურად - დაფარულში ლოცვა ჰქვია, როდესაც წარმოსახვითი ხელოვნებით და სიტყვის ძალით აკურთხებ შენს გარემოს.


კიდევ ერთი რამ, ქართული ანბანი სამაროვანია და  ვარსკვლავიერი ზეცის საიდუმლოებათა ანბანს წარმოადგენს, ანუ კაბა-დონითია და მას ფეხდაფეხ ისრაელის ან-ბანი მოჰყვება, რომელიც კოდური მოდელით სამაროვანი შვიდეულის შინა-არსით იკეტება და ბოლოში ასო „შინი“ კრავს (მზე-შინა და მზე-გარეთა, მზევ - შინ შემოდიო, დაფიქრდით და იმოგზაურეთ ისრაელის სივრცეში). მათემატიკურად ასე იწერება: (7+7+7)+1=21+1 (ტანი+ანი=ტანიანი).


ტანიანებს ესაჭიროებათ სამოსელი, ანუ ბერებს - კაბა, მოგვთა ბერებს - კაბა-დონიანი, ცის-კაბა-დონიანი სამოსლები ეცვათ (ნიშნებით აგებული კოსმოსის საიდუმლოებანი: ნაქსოვში, ნაქარგში და საერთოდ ხელოვნებაში საღმრთო გზით). ყველაზე მკაფიოდ ქართულ სამოსელში - ხევსურულშია გამოკვეთილი საიდუმლო სიმბოლოთა ორნამენტიკა.


ებრაელების დამწერლობით სამოსელს კაბა-ლა ჰქვია, ჰოდა ამ ლას ზარებას ანუ ლა-ზარეს ასეთი ხილული შვიდი გასაღები აქვს:


  1. კაბა-დო; დო-ზარე,
  2. კაბა-რე; რე-ზარე,
  3. კაბა-მი; მი-ზარე,
  4. კაბა-ფა; ფა-ზარე,
  5. კაბა-სოლ; სოლ-ზარე,
  6. კაბა-ლა; ლა-ზარე;
  7. კაბა-სი; სი-ზარე.

 

მუსიკალურ ბგერებს შეესატყვისება ფერები:


  1. დო - წითელი,
  2. რე - ნარინჯისფერი,
  3. მი - ყვითელი,
  4. ფა - მწვანე,
  5. სოლ - ლურჯი,
  6. ლა - ცისფერი,
  7. სი - იისფერი.

 

ამ მიმართულების აზროვნება განსაზღვრავს ორ-პოლარიან ყოფას სიმდიდრით ან სიღარიბით. თუ ცოდნას დაეწაფები სი-მდიდ-დრით, ანუ მოძღვრებას ედრები საქციელით და გონების სიკაშკაშით იძახის შინაარსი სიტყვისა - სიმდიდრე. ხოლო თუ ცოდნას არ ეწაფები, მაშინ არ გაგაჩნია ღარი წყაროს წყალის დასალევად. მაგრამ წინაამკაზმელმა ჩუენი ენისა თვით სიღარიბეში ჩადო გასაღები სი-ს აბი ღარიო ბე-კავშირითო, რომაო სი-ღარი-ბე დასძლიო ცოდნითაო!


ამიტომაა ჭეშმარიტების მაძიებელი მართლის მადიდებელი და ჭეშმარიტების მსახურს - მწყემსს ეძებს, რათა მოძღვრებაში შეიზიდოს და ქრისტეში განსხივოსნდეს.


ამ წერილის დაბადების ჟამს, ამ დღეს - 8 ოქტომბერს, მე და მამუკა (ბუკა) იბერიონ-ბაგრატიონი, მცხეთას გავემგზავრეთ.


სტუმრად მივედით დაფარულში, ბაგრატიონთა ოჯახის სახლში, რათა ვარსკულავიერი ზეცის ნიშანნი ამოგვეკითხა და ლოცვითა და კურთხევით განგვეწმინდა ხევ-ხუვებიდან აღძრული ტურული კრჩხავილის ველი და წუნკალი ენაყმუილება.


მისტერია ქრისტეს ლოცვის ძალით აღასრულა ბაგრატინ მამუკამ, რომელმან გაიარა დაფარული რანგი საღმრთო წოდებით - ბუკა იბერიონი, ქრისტეს რაინდი და ფუძე-ქართველი.


ვლოცავ და ღმერთს შევავედრებ საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოსიყვარულე ბაგრატიონთა ოჯახს.


 

ექიმი-ბერი და მწმენდი სამეფო-საღმრთო გზისა

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

 

 

მეფის ოჯახს მცხეთის სახლში

ვარსკულავებმა სხივებით,

გულ-მკერდ-სარტყელი სამეუფეო გარდასჭიმა.

 

ზენიტში ვეგა, ვეგალობებით უფალს,

გალაქტიკამ რძე ჩრდილოეთის მხრიდან

სამხრეთისაკენ - საქართველოს გადაასხურა.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE