კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

სად უნდა აღწერილიყო, მეფეთა გზების მტუერია!

ნეშტად დასხმული წარსულის ნიშანი აქ სამღერია,

საქებარ საქმეს მოგითხრობთ, ერმა თქვას ჰერი-ჰერია,

ორ ტბას შორის საბურთალოს მოადგა ჰიპერ-ბერია,

ბურთივით აათამაშა მეფეთა გზების მტუერია.

/კენჭა-ბერი/

 

“შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღვთო საღვთოდ გასაგონი, მსენელთათვის დიდი მარგი,

კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,

და გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.’’

/დიდი შოთა/

 

გზათა წრებრუნვით ნალ-ალყა - შარად

ცხე-ენით, ჭის ნებით აჭენებულო,

ბუ - სიბრძნისაა ტოტემი,

ვარსკულავთა ღამის ხედვისა,

ყოველ მხრივ მისი წაკითხვა,

რთულია ქართულ ენითა,

ბურთულია ბურთის დევნა,

სიბრძნითაა სფეროს ენა,

ს-რომ-ფერო შვიდი ფერით,

ცისარტყელითაა ჩენა.

/კენჭა-ბერი/

 

“და ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრეთვე მელექსეთა, ლექსთა გძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმა ლევა,

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყუა მცირობა,

და ელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.’’

/დიდი შოთა/

 

ქართულად აღმოვიკითხე მიქია თავდონიანი,

მიჯნა უკანასკნელითა, წინსკნელით მიჯნურითია,

და იყოს უკანასკნელთა დღეთასა საჩინოა.

 

მთა უფლისა განმზადებულ თხემებსა ზედა, მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა, ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფვიდენ მისდამი ერნი მრავალნი. 

 

ქართულად საჩი-ნო მთა უფლისა - ხილულ იქმნა საჩინო ქართველი ერისათვის და მერე მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.

 

სკნელთა გზაჯვარედინი: შუა სკნელია კიდობანი, ზესკნელით წარმართული, უკანა-სკნელია - ვეშაპის ნეხს კარიბჭე, ქვესკნელია - ვეშაპის მუცელში, ასე აღწერს იონა წინასწარმეტყველი თ ა ვ ბ ა ნ ს ა.

 

“და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვაშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.

და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისათს,

 

 და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა მისა ჩემისა.

 

გამნაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდადეს.’’ /იონა. 2, 1-4/

 

ასე აღსრულდა ჩემ ზედა შუიდთა მათ წელიწადთა განსაცხრომელნი, როს საქომარის მთა-ვეშაპს გამოქვაბულში - განცდათა მუცელში ვიყ-ენ მე.

 

მე ხელ-მტევნით მპყრობელი მავილისა, ღვთისგან ტყ მუცელსა, შუა საბერო-სკნელისასა, როს მეროჭიკეს ტვირთს ვზიდავდი და არა აღმომიცანეს სოფელთა ნუნისისათა მკვიდრთა, არცა დიდთა და არცა ჩჩილთა, რამეთუ დიდი ძალითა ეძინათ, ვითარცა ლაზარეს. ასე ბედი მაგათი უფლისაგან განიხსნას, დრონი მომეფდნენ.

 

გული ზღვისა წერილით წმიდით ლიბია, ებრაელებრ - ლუბია გული ზღვისა, ლუბიმაია რუსულად, სლავიანური კირილი-ცითა - საყვარელოს დანიშნავს - ლუბიმ-აია. სამი კოდით დაკეტილი - რუსულით, ებრაულით და ქართულით აღმოიკითხება: ლიბია - გული ზღვისა, ებრაულად ლუბია, ლუბიმ-აია - სლავურად. დავიდოთ რუ-სულად და განვხსნათ ბიბლიურით ებრაულად, ქართულად თარგმანებითა:

 

გული - ზღსა ლუბია ებრაულად;

აია - სამყარო;

ზღ - სპირალური ენერგეტიკა, კავშირი დედამიწის გულისა, ანუ გულისა ქუეყანისასა სამყაროსთან.

ასოთა მიხედვით ზენ - მეშვიდე ცის, კრონოსის ცის დამნიშვნელი.

ღანი - ღმერთის სიცოცხლის ძალა;

-იე - დაახ- სპირალი, ინდუქციური ველი.

 

ჯერით იკითხება: აურაცხელი სპირალური ინფორმაცია, ზენაარის სპირალური ინფორმაციული ინდუქციური ველით, აქ ღ - ღვიაა ანუ გააღვია, გააღვიძა თესლის ნეშტი - საჩინო გახადა უჩინარი. 

 

ქრონოსი გახდა კრონოსი და შექცევით კრონოსი გახდა ქრონოსი. თვალმა ამოიკითხა ხაზითა და ფორმით. ეს ინფორმაცია აღდგა გულში და გაცოცხლდა წარმოსახვაში. ასოთა ნეშტი ანბანურია და ანბანი ვარსკულავთ-წყობითია და ზეს-წესით წესითია.

 

 

ეს ყველაფერი ხდება ცასთან ბმის ჭიპში. ეს ჭიპი ვარსკულავიერი დაბადების დროინდელია, შემდგომ ღმერთთან მოსაუბრე ადამის მოდგმის მეცნიერთაგან არის დახვეწილი და ათვისებული ისე, როგორც კარდიოლოგი გულის ცემით ხვდება ჯანით-მრთელობას კაცისას და ქალისას. ასევე ამ ცენტრიდან, ნოეს კიდობანიდან (მას ასევე ცივილიზაციის საშო ჰქვია - ნუნი) სამყაროს ენერგეტიკული ა-კარგიანობა შეიმეცნება, შეიგრძნება, წარმოისახება და განხილვდება.

 

ანუ კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ადგილი კიდია და ამიტომ ჰქვია კიდობანი - ნამდვილად კიდებული ბანია და ამასთან ერთად ქუეყნიერების კიდეა.

 

დააკვირდით კვერცხს - გარსი კირნაჭუჭია, შიგნით მძინარე სიცოცხლე და პატარა სივრცე სიცოცხლეში ვლენილი წიწილასათვის, რომელმაც გამოჩეკვის წინ უნდა იმყოფინოს ჰაერი და მასთან ერთად სივრცე - ნისკარტით რომ მიუკაკუნოს ნაჭუჭს - “მე აღვდექი მიძინებიდანო!’’.

 

ხოდა დედამიწასაც აქვს მსგავსი სიცარიელე - შიდა ქუეყანური სივრცე, რომელიც გადაბარდა ნოეს, როგორც კიდობანის გადამრჩენელს. თუ ქართული აღმოკითხვა გეხერხებათ, წაიკითხეთ ბიბლიაში ნოეს შესახებ და ყველაფერს მიხვდებით.

 

ჯერ მიხვდებით, რომ ნოე ქართველია, მერე მიხვდებით, რომ მიწათმოქმედია ანუ გიორგიანელია ნოე, მერე შეიმეცნებთ, რომ მევენახეა ნოე, მან ჩვენი სამშობლო უმაღლესი საიდუმლო რანგით შე-მოსა. ამათთაგანია ანუ სამოსელთა რანგით შესამოსელთა ერთერთი კაბა-დონითებაა ის, რომ აქ აღუშენა ნოემ საკურთხეველი ღმერთს ანუ წინა წარღუნვის შემდეგ პირველი არქიტექტურული შენობა საქართველოში დაიფუძნა და ეს სამსხვერპლო აქ შევიდა ახალ მისტერიაში, როდესაც ნოემ შესწირა:

 

“და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.’’ /დაბად. 8 -20/

 

გავხდეთ ჩვენც, ქართველები ვითარცა ნოე - შემწირველნი ახალი ლომის ეპოქისადმო გზისა! ჩემით ეს უკვე აღსრულდა, ნახევარი ლიტრი მირონი მოესხა ლოდს და მთელი არე-მარე განასურნელნა. ამასთან ერთად ჩემი სიგლახაკე დავდე ბერთა-კლდეში და ჟამმან განმაჭაბუკა.

 

ნაპრალებსა მთათასა შთავედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხოვრება ჩემი. შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა, უფალი მოვისენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ წმიდისა შენისა.

 

მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს, ხოლო მე მისა თანა ჩემისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ, რავდენი ვილოცე, კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.

 

იონამ აქო უფალი,

მიქია მასთან ერთადა,

შოთამ ქებით თქვა მქებელი,

მე შემიქია ღმერთადა.

 

“ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხელე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფრქვევით ქუმორე მითქვამს, მიქია.’’

/დიდი შოთა: კვ/

 

“მიქია - ვითარცა მიქაელ,

მიქაელ - ერის მთავარი ღმრთისა.’’

/სულხან-საბა/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE