კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

გამთენია დედამიწაზე - ყველასათვის ცისკარია, მაგრამ ყველასათვის ცისკარი გამთენიას როდის იხსნება ცის ქუეშეთში!

 

ერთი დღეა იმ გამთენიის პატრონი, რომელიც დედამიწას გადაიყვანს მარადიული ცისკარის კარიბჭით ახალ ცივილიზაციაში. ეს გამთენიაა, რომელსაც მყისიერად, დედამიწის განცდით შეიგრძნობს სრულიად დედამიწის ყოველი მკვიდრი.

 

ეს გამთენია მამის განსაზღვრული გამთენიაა! - საჩუქარია ძით და ძეთათვის ძის და მის გზას მიჰყვეს ყოველი დაბადებული, დედაკაცად და მამაკაცად მოვლენილნი ამ ლამაზ დედამიწაზე, ახალ თბოენერგომბადობით განვრცობისა და ფართოებისაკენ.

 

ეს ასეა! ამ გზას - ადამის რანგის გზა ეწოდება, განსაკუთრებულია იმით, რომ ენა გასხივოსნებული გაუყვება მას აღმზრდელად და ამ ენით მწყემსი - უფალი იესო ქრისტეა! ნაზ–არეში მეტყველი და შემმეცნებელი მამისა, სულიწმიდის სიდიადით, მისი ნათელითა და სიმშვიდით.

 

გამთენია - გამთენ ია გამთენისას. რა ვთხრო ენით, ვწერო ბგერით, რიგ უცვლელი ტაბუს ენით, ცნობით ცად ამწყობი ბგერის, კალმით ჟღერის, ანბანთქებად.

 

დავიწყოთ ანით! მივყვეთ ბანით, ანით ვთესოთ, ბანით ვიმკათ, ბანიანი კავით ცაზე, კიდურითა და დგომილით, ღიმილით მიდგომილ დედანთან. დედ–ანით დედან–თან! ჰოი, ჰევ! ჰაი, ჰა! უჰაია!!! რაც გესმოდეთ, ის აია, აია აიაშია და ვერგარ აიაში.

 

ვინც გაიგოს - მთელდეს ერთ ნაპერწკალში;

ვინც გაითავისოს - განთავისუფლდეს აიაში;

ვინც მოხაროს - მკვიდრდეს აიაში!


უხაროდა იმ წყურვილებს დროისას, რომელი დროითაც, წმინდა ვყვე! ბაგრატოვანთა–დედუფალი, წინ სიხარულიანი მომავალი ამეგემებინა უფალმა ღმერთმა, ნეტარ არს დამსწრები და განმცდელი ამ მიწურვილისა. ნეტარ არს დედუფალი, წინამგნებარე ცეცხლისა, მიმტაცებელი სამეფო და სამეუფო საქციელისა.

 

როს ცა თენდება, ამოუწურავია თენების გნება, მოწყალებაა თენება, გაღვიძებაა თენება, მამის ყოველდღიური საჩუქარია თენება, მისი წინამორბედია იდუმალება.

 

გაღვიძებული ერი - გათენებული ერია, არს იმ ნათელში, რომელსაც არ ახლავს ბნელია!

 

სიყვარულის ლოტოსი დარგა უფალმა საქართველოში და მრავალნი მოიღვწიან მის სახილველად. ოცდაოთხი უხუცესის თვალთა ხედვით იკურთხება ჭაობის ულამაზესი დედოფალი.


ლაზარეს სიმყრალიდან აღდგომის პირველი ნიშანია ლოტოსი, სისპეტაკე თოვლივით მბზინვარე და იდუმალების თეთრ სამოსელში ანთებული სიცოცხლეა ლოტოსი. ამარანტების მთებში ნაშობი, აიას მკვიდრთა ყვავილია ლოტოსი, უხილავი მიზნისაკენ სრბოლის საწყისია ლოტოსის საიდუმლო და ჩერება–აღდგომით არის მისი არსი.

 

ცისკრის ვარსკულავის, ცისკარისაკენ აღძვრის, სუნთქვის საიდუმლოა ლოტოსი. პირველი ღიმილი - ღმერთით აღტაცებულ ბავშვებს დასდევს უვნებელად. ამ ღიმილით შევიმოსე, ლოტოსის კაბაში გამოწყობილი, სისპეტაკით მოსილი დედუფალი ანნა, როს ვიხილე! მესამე ცის სადარაჯოზე აღსაფრენად განმზადებული, არწივის ფრთების მომლოდინე გარინდებით.

 

ზემჭვრეტელმა გონმა იხილოს გულში დაძრული სიხარულის, აღმაშენებელი სისხლის სხეულში მიმოფენა, ტანის გარიჟრაჟებამდე, აღმდგარი გვამის გამოღვიძებას, ელფერთა ღვრა სიღაჟღაზეში მიაწმდინარება, ადამად აღდგომის სისავსის მსახურო, ქრისტეს სისხლო - იმღერე ქართულად!

 

მთის მწვერვალები თეთრით შეიმოსნენ, დაბლა ღრუბლები ათოვენ, მიღმა მზე ელვარებს და მიიღწვის ნათელის სადიდებლად.

 

შობაა, შობა ერისა, განახლებისა და სიცოცხლის ახალი ძალით შემოსვისა, ისეთი საოცარი განცდაა, თაგვმა კუდი დაივიწყა.

 

დღეს ყველა კოშკიდან, ციხე-სვეტებიდან, ყველა გოდლებიდან კვამლი ამოფრინდა. გაღვიძებული დაიბადა ლაზარე, ქუდბედიანი დაიბადა ლაზარე, დედა მარიამმა გაიღიმა და საპასუხოდ - ილია თეზბიტელის ტაძრის ეზოში, ვარდმა წითელი კოკორი გაშალა.

 

მაღლა კი! და დაბლა კი! მითქვამს თანხმიერება ცისა და ქუეყანისა, მობრძანდეს სიუხვის რქით ანგელოზი და ციური კურთხევის საფარველი გადააფარა მაღლა კით -  მთელს საქართველოს, დაბლა კი - სითბომ, სიყვარულით შემოსილმა, ოჯახებში დაისადგურა.


ისეთი სიმშვიდე მიბრძანებია, ყველა ჩჩვილის სუნთქვა ისმოდეს, სიოს სიმშვიდის გალაღებად.

 

ფეხაკრებითა და წელში მოკაკულებმა ჩაიარეთ დედუფლის საბრძანებელ სიმშვიდესთან, უკანმოუხედავად დასტოვეთ წმიდა მიწა ყველა შავბნელიანმა უწმინდურმა.

 

დიადია დაბადების სიმშვიდე, ის არს და აქაველითში სუფევს, სდუმს ცის ჰანგი და ელოდება ამაჟღერებელ ნაზ თითებს დედუფლისას - დავითის დაჭიმულ სიმებზე ასაცეკვებლად.

 

 

 

კენჭა ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE