კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ჩემი ურთიერთობა გიორგი მაზიაშვილთან დაიწყო ცხრა წლის წინ - ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით. პროფესიით ვარ ფარმაცევტი და ვმუშაობ მარკეტში კონსულტანტად. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის და ასევე ცხოვრებისეული სხვა სირთულეების გამო შემექმნა ჯანმრთელობის  პრობლემა, კონკრეტულად: მქონდა თირკმლის ანთება და მწვავე ქოლეცისტიტი, რასაც მოგვიანებით დაერთო ვეგეტონევროზის მძიმე ფორმა, პანიკური შეტევები თანმხლები ძლიერი შაკიკით, ღებინებით, თავბრუსხვევით, კანკალით, შიშებით, სხეულის დაბუჟებით, არითმიით, ქოშინით, უჰაერობით, ცვალებადი არტერიული წნევით და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით, რის გამოც ვეღარ ვახერხებდი მუშაობას. ვიღლებოდი მალე, მქონდა სისტემატიური  უძილობა, მოვიმატე წონაში, დამოუკიდებლად ვერ გამოვდიოდი ქუჩაში, რის  გამოც ფაქტიურად მუშობა შევწყვიტე.


1 წლის მანძილზე უშედეგოდ ვმკურნალობდი სხვადასხვა სპეციალისტებთან, ძირითადად წამყვან ნევროპათოლოგებთან სხვადასხვა  კლინიკებში - მათ მიერ დანიშნული  ქიმიური პრეპარატებით, თუმცა მცირე ხნიანი „გაუმჯობესების“ შემდეგ მდგომარეობა  კიდევ უფრო უარესდებოდა. ამის შემდეგ მივმართე ჯანმრთელობის სახლს  ე.წ. „ველედას ცენტრს“, სადაც ჩავიტარე უკვე ჰომეოპათიური პრეპარატების  მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე და ვეგეტო–ნევროზზე,  თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ, მეტიც, მდგომარეობა კიდევ უფრო დაძმიმდა  და ჩივილებმაც იმატა.


1 წლის შემდეგ, მეგობრის რეკომენდაციით მივმართე გიორგის და ჩავიტარე  მკურნალობის 72 დღიანი კურსი მალამოებით და მცენარეული ნაყენებით. შედეგმა  არ დააყოვნა, 1 თვეში დაიწყო მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, შემცირდა  შეტევების რაოდენობა და ინტენსივობა, ქოლეცისტიტი და ღვიძლის გადიდება,  გამწვავებული ქიმიური პრეპარატების მიღებით - განიკურნა, ნევროზული მდგომარეობა  ნელ–ნელა შემცირდა და რაც მთავარია, ეს მოხდა ყოველგვარი ქიმიური პრეპარატების  გარეშე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანად მიმაჩნია.


ამ ეტაპზე ვარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, რისთვისაც გიორგი მაზიაშვილს ვუხდი უღრმეს მადლობას.


 

პატივისცემით მარიამი

 

 

 

 

ჩემი და გიორგი მაზიაშვილის ურთიერთობა დაიწყო ერთი წლის წინ, ჩვენი საერთო მეგობრის, მამა თეოდორეს დახმარებით. სხვადასხვა სირთულეების გამო მქონდა ჯანმრთელობის  პრობლემები, კერძოდ, მუხლისა  და მკლავის არეებში მაწუხებდა სახსრები. აფთიაქში შეძენილი წამლებით ხანგრძლივ მკურნალობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ეს გრძელდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. წონაში მომატების შემდეგ მდგომარეობა უფრო გამირთულდა.


ა/წ დასაწყისში მივმართე გიორგი მაზიაშვილს, რომელთანაც უკვე საკმაოდ ახლო ურთიერთობა  მაკავშირებდა, ამასთან მასთან მკურნალი პაციენტებისგანაც მქონდა ძალიან დადებითი ინფორმაცია მის მიერ დამზადებული პრეპარატებისა და მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შესახებ. ორიოდე კურსის ჩატარების შემდეგ, რაც გამოიხატებოდა სპეც. მალამოთი (ჰაოს ქართლოსი) მკურნალობით, საგრძნობლად გამიუმჯობესდა სახსრების მდგომარეობა, მომეხსნა ტკივილები, მოძრაობა უფრო უმტკივნეულო გახდა და ჩვეულ რეჟიმში გადავიდა.


აღსანიშნავია, რომ მისი პრეპარატები არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატებს და 100%–ით მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან  შედგება.


ამ ეტაპზე სახსრების ტკივილი ფაქტიურად აღარ მაწუხებს, თავს გრძნობ ჯანმრთელად და გიორგი მაზიაშვილის ძალიან დიდი მადლობელი ვარ.

 

 

პატივისცემით მამუკა სვანიძე

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE