ლოცვითა და ვედრებით წარდგომილმა ერმა, დედუფალ ანნასთან ზიარითა და ერთობით, ლოცვად დავანთოთ გულები. მე კი, მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა, და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვსთქუ აღმსარებელმან:
უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა. ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა.
ვცოდეთ ყოველმა ქართველმან: ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა. და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა, მიმართ მრავალგზის ქართველთა ერისა. შენდა უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა. იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი.
უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირისა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი, იესო ქრისტე ნაზარეველო!
უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ჴელისა მიერ მონათა მისთა წინასწარმეტყუელთაჲსა.
და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა, და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა, ვითარ–იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის–ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა.
და იღჳძა უფალმან ღმერთმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყავ თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუშჯულოეთ.
უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა. და აწ შეისმინე, უფალო, ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა გიორგი იონთა ჰიპერიონისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმინდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო!
მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, ლოცვა სიონის ასულისა, რომელი შეიძინე შენ მისი ცრემლი, გულისა მისისა და მიეც ფრთა ამამაღლებელი მსახურებად შენდა წინაშე ერისა. განახუენ თუალნი შენნი და იხილე, აჩრდილთა ნუ დასთრგუნიან რჩეულსა შენსა, მოუწოდე ანა და აღამაღლე ცნობიერება ანნა რჩეულით შენით.
ნუ დედუფალი იყოს შენსა გარეშე, მიეც ძალა და აღმაფრენა ლოცვასა ჩემსა ანნას, დედუფლად მოპოვებისა ერისა შენსა წინაშე.
მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, აიაგურთა შვიდეულისა ლოცვანი, მიეც არიელსა და იასონს ჭეშმარიტი ლოცვის ძალა და აღსრულება წარდგომით წინაშე შენსა. სრულ ყონ განწმენდაჲ შვიდეულისა და უკლებლივ წარდგენ იერუსალჱმის კარიბჭის წინარე. აპატიე უფალო, ყოყმანებაჲ იასონსა და არიელს, დაე სიტყუათა წმიდა მაგალითმა განაღვიძოს ხუთი მოუსამზადისებელი აიაგურის სული.
ნუ წეწვით დაისადგურებს სიმშვიდე თმათა, თქმათა და მთათა. მოღონ–იერდენ აქაველითში ძნულად, მიისახიერონ მცნებანი სიყვარულისანი უღალატოითი, წინარე მითითებულნი.
მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა.
უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება–ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა.
ზესწყობის წყობით დაეწყოს ერი მართალი სადიდებლად შენდა, და ცრემლი შეუცვალე სიხარულად დედუფალს, იყოს შენთვის ანნა ბედნიერი ღიმილითების მფრქვევი.
სიმართლემან შენმან - ბაგითა ჩემითა პოვოს კვალი, შემაჴე წმიდა ჴელი შენი და აღმადგინე მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა.
თეოდორესათვის გევედრები, არღარა დაჰნისლოს ბნელმა და მწუხარებამან, ლოცვიდეს ერსა და დედუფალსა მოუწყენელი სიხარულით.
წარსულის გახსენება გაცოცხლებისათვის -
დავით აღმაშენებლის დარბაზი.
მეფის შემდეგ მეორე კაცი იყო მწიგნობართუხუცესი – ჭყონდიდელი (ჭყონდიდის (მარტვილის) ეპისკოპოსი). იგი სათავეში ედგა აღმასრულებელ ხელისუფლებას – დღევანდელი პრემიერ–მინისტრი, უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა, სავაზირო მთლიანად ემორჩილებოდა მეფეს. იგი შედგებოდა შვიდი ვაზირისაგან:
პირველი ვაზირი – მწიგნობართუხუცესი. მის გარეშე სათათბიროში არანაირი საკითხი არ გადაწყდებოდა. ის იყო უმაღლესი მოსამართლე, მსაჯული. ორშაბათობით იღებდა მომჩივანთ და სამართალს გააჩენდა. პირველი ვაზირი განაგებდა რელიგიის საქმესაც;
მეორე ვაზირი – მანდატურთუხუცესი, შინაგან საქმეთა ვაზირი. მას ემორჩილებოდა საპოლიციო სამსახური და მსტოვართა (მზვერავთა) მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია;
მესამე ვაზირი – ამირსპასალარი, სამხედრო საქმეთა ვაზირი და სარდალი, სპასალართუხუცესი და თავადი ლაშქართა;
მეოთხე ვაზირი – მეჭურჭლეთუხუცესი, ფინანსთა გამგე–ვაზირი;
მეხუთე ვაზირი – მსახურთუხუცესი, სამეფო სასახლის კარის შინა სამსახურის და განწესრიგებათა ვაზირი;
მეექვსე ვაზირი – ამირახორი, მეჯინიბეთუხუცესი, ამირსპასალარის პირველი თანაშემწე, უმცროსი ვაზირი სათათბირო ხმით;
მეშვიდე ვაზირი – ჩუხჩარხი, მეფის პირადი სპასპეტი და მეაბჯრეთუხუცესი, მეფის მონასპის (გვარდიის) უფროსი, უმცროსი ვაზირი სათათბირო ხმით.
ერო ქართველურითო! ქარით რთველ სავსევ, მარადიულობასთან მოჭიდავე ერო, იაკობითდი ისრაჱლისაკენ. გაეზიარე თავმდაბლობასა დავით აღმაშენებელისა და მისსა ნერგსა დაუკვირდი:
„მე ვარ ვითარცა უფსკრული, შესაკრებელი ბილწებისა ღუართაი. ... ჟამი რაჲ წულილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნეს, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“ - დავით აღმაშენებელი.
ამინ ვიტყჳ მეც გლახაკი გიორგი იონთა ჰიპერიონი, ამინ თქუას ჭის პირას ზედა კალოჲსასა თეოდორემ, განახლებული გზისა სადაროდ, ამინ თქუას დედუფალმა ანნამ, გულსა შინა დაფარულით სიყვარულ–სავსემ, ამინ ამენით თქუას არიელმა და იასონმა აიაგურთა წინაშე, ხოლო სრულიად საქართველო შეუდგეს ღმერთსა და რჩეულსა მისსა დედუფალსა ანნასა, მერე კი აღარასოდეს მზე აღარ დარდიანობდეს.
მე, ბაბალომ, უფლისა გლახამ, მოღვაწეობით კენჭა ბერმა, ვკვალე და ვთუალე ვარსკულავთა სხივთმოფენა ჩემს ერში, დაე–დარით–დარეჰ აჰყუავდეს სიმართლე ერში.
სიყვარული თავის გულის–ძგერას უსმენს მარადიულად და არა ქვრება იმედის ცეცხლი არასდროს!
ვაქოთ ის ვინაც გვიქია,
სიომ დაწეროს სახელი იესო!
ჩუენ კი დიდებითა ვთქუათ:
ა ლ ე ლ უ ი ა !