ნაწილი IV
ლაზარეს ებრაულად ელიეზარი ჰქვია და ღვთის შეწევნას ნიშნავს.
დააკვირდით ჩემს ფიქრს! ღვთის შეწევნითა ვარ შემოქმედებასთან ზიარებული, იგივეა - ლაზარემ შემოქმედებასთან მაზიარა.
ახლა ლაზარე ჩავანაცვლოთ ქართული ენით, მივიღებთ: ქართულმა ენამ შემოქმედებასთან მაზიარა.
ახლა ებრაულითა ამოკითხვითა ვნახოთ, თუ რომელი ენითა და დამწერლობით მაზიარა შემოქმედებასთან. გავშიფროთ სიტყუა: ელიეზარი და მეორე მსგავსი სახელი - ელეაზარი. სულხან-საბა გვამცნობს: ა) ელიაზარ - ღმრთისა შეწევნა; ბ) ელიეზარ - ღმრთისა შემწეობა. თუ დავაკვირდებით ამ სიტყვების მსგავსებას და მათი განმარტებების მსგავსებას, მივხვდებით, რომ ლაზარე - ქართული ენაა და მისი კოდური სახელი, რომელმაც უნდა დაამისამართოს საიდუმლოებაში შესასვლელ-შესაღწევი. იდეის ღერძის მოძებნისათვის საჭიროა განვსაზღვროთ ვერტიკალი ცისა და ქუეყანისა, ანუ განსაკუთრებული ადგილი მზომელობითად მისაღწევი და ბიბლიურად არსობრივიცა და მატერიალურიც.
გავაგრძელოთ დეშიფრაცია: ელიაზარი, იგივე ელია-ზარი, გავყავით ტირეთი ორ ნაწილად და თითოეულის დანიშნული არსი აღმოვიკითხოთ:
- ელია - უფალი ღმერთი ჩემი
- ზარ(ა) ან (ი) - ზარა - აღმოსავალი, ზარი - რვალის დიდი სარეკელი; ზარი - საზარელისაგან შიში, შემზარავი, ძალიან საშიში.
ელია + ზარი = უფალი ღმერთი ჩემი შემზარავი გაფრთხილებასავით არის, ე. ი. რაღაც განსაკუთრებულს ეხები და განსაკუთრებული ადგილისაკენ მიდიხარ.
ზარა - მზესაც ნიშნავს (ცის მნათობი);
ზარა - აღმოსავალი (ქუეყანის კონკრეტული ადგილი), აღმოსავალი და არა აღმოსავლეთი. მოგვები, რომლებიც მოვიდნენ იესო ქრისტესა და მარიამის თაყვანის-საცემად, ვიმეორებ - იყვნენ აღმოსავალიდან და არა აღმოსავლეთიდან. მაგ.: აღმოსავალთან ვდგევარ და გავიხედე ჯერ აღმოსავლეთით, მერე დასავლეთით, შემდეგ ჩრდილოეთით და მერე სამხრეთით. აღმოსავალიდან ოთხივ კუთხით შეგიძლია განჭვრიტო, მითადმო, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია. აღმოსავლად ითქმის ჭიდან აღმოსასვლელი და პირამიდის კიბეებიც აღმოსავალია ოთხივ კუთხით მწუერვალამდე (ჩაფიქრდით საით მივქრივართ!).
ზარა - ქრისტეს გენიოლოგიაში მოიხსენიება და თანაც იუდას შვილია თამარისაგან. თუ ჭეშმარიტებას წავიმძღვანებთ წინ, უფალი იესო ქრისტე იუდეველთა მეფეა, ანუ იუდას ენაზე ლაპარაკობს. იუდას ტოტემი ლომია. გავიმეორებ, რომ ლომისობას მარტო საქართველოში ქართველები ზეიმობენ. ეს იუდეველთა უძველესი სალოცავებია!
იუდეველთა წესია - მეფე იუდეველი უნდა ჰყავდეთ. იესო ქრისტე ნაზარეველი იუდეველია, ანუ ქართველია. ახლა ერთი და მნიშვნელოვანი გავიხსენოთ: “ჯერ სიტყვა იყო და თვით სიტყუა იყო ღმერთი’’. ლაზარე - ებრაულად ელიაზარი, იგივე ქართული ენა, საქართველოს ანუ იუდეიას ენაა, და თვით უფალიც - ამ ენით მოსაუბრე, თვით სიტყუა და სიტყუათა ძალა და მადლია.
აღმოსაკითხი წინადადებები კი შემდეგია დეშიფრაციის შემდგომ:
- ლაზარე - ქართული ენაა,
- ლაზარე (ებრაულად ელიაზარ) - ღმერთის შეწევნა, ანუ ღმერთის შეწევნაა ქართული ენა.
- ა) ელია - ღმერთი ჩემი, ან უფალი ღმერთი ჩემი +
ბ) ზარი - მზის დასავალი და არა დასავლეთი
გ) ზარა - მზის აღმოსავალი და არა აღმოსავლეთი.
აღმოიკითხება: უფალი ღმერთი ჩემი მცუელი აღმოსავალისა და დასავალისა, განსაკუთრებული ადგილისა (ამას შემდგომ კვლევებში მივხვდებით). ეს ადგილი მოიძებნება მზის ნადირსა და ზენიტს შორის და თანაც კოსმოსური ახალი დაღერძებით, ანუ ისეა გათვლილი, რომ პრეცესიული ბრუნვის ერთ სრულ დროს ემთხვევა. ანბანური კალენდარით ეს შეიცავს ოცდაექვსიათას ექუსას ორმოც წელს.
ქართული ენისა და დამწერლობის შესასწავლად აუცილებელია ასტრონომიული და ასტროლოგიური განათლება.
მოდით ჩემო ტკბილო და მატერიაში დაღლილო ქართველებო, ნელ-ნელა დავიბრუნოთ ენის აკადემიური ცოდნა, უდიადესი მეცნიერება ქართული ენისა - ქრისტეს ენისა, სამეფო და მოგვთა ენისა, რომლის შემქმნელი და შემოქმედი ღმერთია, ხოლო მბოძებელს მელქისედეკის ჩინი გააჩნია.
მოდით, გავერკვეთ რა არის პრეცესია:
პრეცესია (ლათ. praecessio “წინაძღოლა’’, გასწრება) - მბრუნავი სხეულის (ბზრიალას, მნათობის) ღერძის თანდათანობითი გადაადგილება, გადაწევაა (ბრუნვის დროს) გარედან მოქმედი ძალის ზეგავლენით მუდმივ (საგულვებელ) ღერძთან შედარებით. ასტრონომიაში ასე ეძახიან ციური ეკვატორის გადახრას ეკლიპტიკაზე (ეკლიპტიკა - ბერძ. “დაბნელება’’, უდიდესი ციური წრე, ციურ ეკვატორთან დახრილი 23° 27′ გრადუსიანი კუთხით. ამ წრეს გაივლის მოჩვენებით მზე თავის წლიურ მიმოქცევაში. ესაა ზოდიაქო, მზის გზა; ამ გზის სიახლოვეს ხდება მზისა და მთვარის დაბნელება, რის გამოც ეწოდა ეკლიპტიკა). პრეცესიას ეძახიან გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიაობათა “წერტილების’’ გადაადგილებას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - დედამიწის ნელი ბრუნვის გამო თავისი ღერძის გარშემო, რის გამოც მზის მოჩვენებითი მოძრაობა ისე ხდება, რომ წლის ბოლოსათვის თავის საწყის წერტილში ბრუნდება ცოტა უფრო ადრე, ვიდრე ამას შედარებით უძრავი ვარსკვლავების სისტემასთან მიმართებაში ახდენს. იცვლება ვარსკულავთა ეკვატორული კოორდინატებიც. საპრეცესიო პერიოდი დაახლოებით 26 000 წელია.
ღმერთი მეცნიერთა მამაა, გვასწავლის ბიბლია, ისე როგორც ჩვენს ოჯახებში ჯერ დედა ზრდის შვილებს და შემდეგ მამა ერთვება აღზრდაში - არა მარტო ვაჟების, არამედ გოგონებისაც. ეს ცალკე ღრმა ტრადიციული თემაა, რომელიც გაცოცხლებას საჭიროებს.
ძალიან სწრაფად შესძლებს ქართველი ერი კოსმიურ რანგში ასწიოს თავისი განათლება, ეს ენაშია ჩაბეჭდილი, ქართულ ენაში, რომელიც კოდით ლაზარეთია დანიშნული. ცოდნის ვერტიკალის გრამატიკული საიდუმლოება და ფერთა წყობით აღმოკითხვა ამ სახელის კოდში დევს კოსმოსთან ზიარებით.
თხრობა ეხება ზეციური იერუსალიმის საიდუმლოებას, რომლის მცველებიც ლაზარეს სრულად აღდგომის ჟამს, გამოფხიზლებულები, გაბრწყინებულნი და აღმდგარნი იქნებიან ქრისტეში.
მე მინდა ორი მათგანი გაგაცნოთ:
საოცარი შინაგანი ენერგიით დაჯილდოვებული ორი ტყუპი ძმა, გიორგი და დავითი. მათი სახელი ტოტემურია და ითარგმანება - ციური ნათლის რას ძენი, ძე-რა.
ისინი წმინდა წყლის მსაჯულნი არიან, მრავალჯერ დაუშვა ღმერთმა, რომ იობის მსგავსად ისინიც გამოცდილიყვნენ მაცდურისაგან. მსაჯულთა განსაზღვრებით, სიმარათლის განაჩენის გამოტანას ხელი არ უნდა შეუშალოს არც ძმობამ ან დობამ, და საერთოდ ნათესავური კავშირით არ ხდება სიმართლის სიმტკიცის უგულებელყოფა. დამნაშავე კანონით განსაზღვრულ სასჯელს ექვემდებარება.
ორი ჭეშმარიტება არ არსებობს ერთ არსში და ერთ მიზანში.
ერთერთი დიდი წილი ციური იერუსალიმისა ამ ორმა ძმამ - ძერებმა გაიღეს. ნიჭით და გონმსაჯულებით მათ ვერავინ დაეჭიდება მსაჯულთა შორის, გარნა მხოლოდ ღმერთისა, უფლისა ჩუენისა.
ძმები, ტყუპები, ძერები, კერატიშვილები, ქრისტეს უდიადესი სიყვარულით ვლოცავ მათ. მალე ახალი იერუსალიმის კარიბჭის მსაჯულთა სამოსელში იხილავთ მათ, მოიწმინდავენ ცრემლს თვალებიდან და მოსწმინდავენ მთელ ერს ცრემლებს. ესენი მტკიცენი არიან გადაწყვეტილებაში, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს მაცდურს იმ ურთულესი შემართებით, რამაც შეაძლებინა სიყვარულისათვის ეხმოთ და მაცდურის ღნეჭვანი აეცილებინათ საძმოსათვის და პირადი ცხოვრებისათვის.
მიულოცოთ ფარულ ბრძოლაში გამარჯვება და ვეზიაროთ მათ ღრმა ფიქრებს მომავალისას!
დაეწყო დრო - იბერიონელთა საძმომ ააღაღადოს სიმართლე და საკრალურთან მიიყვანოს ყველა ქრისტეში გაცოცხლებული. ტყუპების საიდუმლოება ძველთაგანვე ითვლებოდა ცივილიზაციების გზაჯვარედინთა საიდუმლოებად.
გაიხსენეთ: ესავი და იაკობი; დიოსკურები - რომი და რომელუსი; თამარის შვილები - ფარეზ და ზარა; მოიძიეთ ყველა ტყუპი და მასთან ერთად ტყუპების თავარსკულავედი და ერთად შევიმეცნოთ დაფარული ხელოვნება ანბანური ენისა ქართულისა; ამ თანავარსკულავედსა და ტყუპთა განმითოსებას აბარია ოქროპირობაცა და დიდი საგანძურიც.
ბიბლიის მიხედვით ესავის სახლში ბრუნდება იაკობი, და ძმები შერიგდებიან, სიყვარული იმარჯვებს!
ისრაელისა და იუდას საიდუმლოებათა აღსრულების ჟამმა მოიწია და მოიმწიფა.
მარჩბივი (Gemini) - ტყუპები ზოდიაქალური თანავარსკულავედია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ დეკემბრიდან მაისამდე ჩანს; გარემოცულია კირჩხიბის, პატარა ქოფაკის, მენახირისა და ფოცხვერის თანავარსკულავედებით. მარჩბივის ნაწილი ირმის ნახტომის ფარგლებშია.
მოწმენდილ ცაზე უმთვარო ღამეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მარჩბივის 70 ვარსკვლავი, მათგან 14 მესამე ვარსკვლავიერი სიდიდისაა. საყურადღებოა ორი კაშკაშა ვარსკვლავი - ერთიმეორის გვერდით მოციმციმე პოლუქსი (პირველი სიდიდის) და კასტორი (მეორე სიდიდისა). ბაბილონელები ამ ორივე ვარსკვლავს განუყოფელ წყვილად თვლიდნენ - ორი ძმა, ერთი მეომარი, მეორე მწყემსი, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ. ორთავეს შეეძლო ბრძოლაცა და მწყემსობაც და ასტრალური მებრძოლი მწყემსები იყვნენ.
ბერძნულ მითოლოგიაში ქართველები დიოსქურები არიან, ტინდარიდების სამეფო შტოს შთამომავალნი, მიწის შვილები, უძლიერესი მოდგმის მიწადმოქმედთა შტო, ზედმეტსახელი კოდში - “მიწაში დათესილები’’. ისინი არგონავტები არიან და ცხენთა მფარველები, ძველ კოლხეთში ღმერთკაცებად თვლიდნენ მათ და მსაჯულთა წინაშე ასე იფიცებდნენ: “ორთავე ღმეთკაცს ვფიცავართ’’ - სიტყვის მსაჯულნი და სიტყვის ტაბუს შემნახავნი.
ძველ რუკებსა და ატლასებში გამოხატულია ორი გმირი, ტყუპი ძმები, ერთიმეორეს რომ ეხვევიან (ბიბლიაში იაკობისა და ესავის შეხვედრა). ვარსკვლავი პოლუქსი ერთის კისერზეა ატლანტის ცენტრში გამოსახული, ხოლო კასტორი მეორის ბაგეზე. ერთი დაფარულ საიდუმლოებას ატარებს, ხოლო მეორე სიტყვით მოსავს.
ეს ორი ვარსკვლავი ზემოქმედებს კირჩხიბის თანავარსკვლავედზე - კასტორი მეოცე გრადუსზე და პოლუქსი ოცდამესამე გრადუსზე კირჩხიბისა.
მარჩბივის, ტინდარიდების, იგივე დიოსკურების შობაზე რამდენიმე ვარიანტია შექმნილი. გვიანდელი ვერსიით ლედას ზევსი გედის სახით დაუკავშირდა, როდესაც ქალი ევროტის წყალში ბანაობდა, ორი კვერცხი დადო, ერთიდან გამოჩეკა ელენე და პოლიდევკე, ხოლო მეორედან - კასტორი და კლიტემენსტრა.
გავშიფრავ ტინდარიდების წარმომავლობის სახელს:
ტინი + რიდე
ტინი - გამჭვირვალე კლდის სახეა;
რიდე - საფარველია, დაფარვის ერთერთი კოდური სახელი, თავის დაფარვისათვის იხმარება. ხმარობენ სპარსები, არაბები და ინდოელნი, ასევე ქართველებიც.
რიდე - კიდევ მორიდებულ, საიდუმლო ადგილს ჰქვია, დაფარულში შემყვანს.
გაიხსენეთ, იერუსალიმი მინასავით გამჭვირვალეა, ასეთ საფარშია მოქცეული. ასევე ტინი, იგულისხმება როგორც მინის მასალა და ეს არის ქვიშაქვა.
“მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა’’ (შოთა გვ. სლე: კუპლეტი ჩ.ს.ჟ.ა)
“აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლავნ დიდი კლდენი’’ (ტინ და რიდით შემოსილი ქალაქი იერუსალიმი)
ტინის რიდე - ქვიშაქვის კლდე, დამისამართებული იერუსალიმია!
“აჰა ინიშნა ნიშანი, შენეულისა რიდისა,
გადმიკვეთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა’’ (შოთა)
მოკლედ რომ დავაშინაარსოთ, კიდობანის აღმოსავლეთ კარიბჭესთან მელქისედეკის ბეჭედი გადმომეცა. ის სამარხში იყო დაფლული. მას შემდეგ იერუსალიმის საიდუმლოებასთან მაზიარა ღმერთმა. გადმოცემის ამ პროცესს მხილველნი ახლდნენ. მათ შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ, ახლა მთავარია უწყოდეთ.
დაფარული ქალაქის საიდუმლოება ამოხსნილია და ოცდამეერთე წელიწადი სრულდება, რაც იერუსალიმის კარიბჭეს ვემსახურები.
დაპატიჟებულთაგან იქნებიან ყველა ის ერები, ვეფხის ტყაოსანში რომ აქვს აღწერილი შოთას.
ევროპელებიდან საინფორმაციო ნაკადის მედროშე - საფრანგეთი იქნება. ებრაელები პირადად ჩავაყენე საქმის კურსში. იაფეტელთა მედროშეობას გასწევენ - რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა.
გონება და გული ყოველთა მხილველთა ამ საიდუმლოებათა განცვიფრებაში ჩაიძირება და საოცრებათა ზღაპრულ სივრცეში მოხვდება.
დაპატიჟებას შოთა რუსთაველის დანატოვარი ანდერძით დავამთავრებ - პოემის მეშვეობით:
“და: მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
“თუ დავრჩეო ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყს თუსა, -
ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა’’.
მიიმღერის მასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,
და: მისსა მასა თანა მაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მეცნი მოვიდიან,
მისვე მისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
და: იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
და: რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.’’
აღიძრას ყოველი სიმართლე მართალთა გულებში!
ამინათდეს ამენით გზა!
წერილთა შემდგომ შემოვანებამდე...