კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მებაღეობის კულტურა საქართველოში უხსოვარი დროიდან თანამდევი კულტურაა ქართველი ერისთვის. ერთერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მოქცეულია საქართველოს უძველეს წარსულში და უკავშირდება მეფე აიეტის ცხოვრების დროს.


მეფე აიეტი - სრულიად კავკასიის მეფე და კოლხეთის კულტურის ამაღორძინებელი და უდიადესი მფარველი მეფეა.


ცნობილია, რომ აიეტის დროინდელ საქართველოს - იმდროინდელი სახელით კოლხეთი - იცნობდნენ ძველი კულტურის წარმომადგენელი ერები, ენები და ტომები; მათ შორის სპარსელები, ავღანელები, ქურთები, ინდოელელბი და ჩინელები, ბაბილონურ კულტურას ძალით თუ ნებით მზიარებელი ერები, ენები და ტომები; მათთან ერთად ეგვიპტელებიც, აფრიკელებთან ერთად; აბრაამის დროინდელი და მისი წინარე დროის ერები, ენები და ტომები.


ამ ცივილიზაციის - აიეტისეულის სრულუფლებიანი და ზეციური მემკვიდრეა მეფე მელქისედეკი, საღმრთო ქალაქ იებუსის მეფე.


განსაკუთრებული ინფორმაცია, რომლის დეშიფრაცია დღევანდელ მეცნიერებს, მოგვებსა და ქურუმებს საშუალებას აძლევს გაიცნონ ძუელი კოლხური ცივილიზაცია - უძველესი ბერძნული წყაროებია.


მეფე აიეტი, ზოგისთვის არწივია და ზოგისთვის არ წივის. ეს ტაბუს დამდები მშვენიერი მეფე ცივილიზაციას უნახავს განვითარების და სამყაროს ჭვრეტის ორიგინალურ შესაძლებლობებს, “აკონსერვებს’’ მითოსში ქართული სამყაროს საიდუმლოებებს და დროის ოკეანეში შეჰყავს - ეგრეთწოდებულ ბედისწერის დინებაში.


ლოგოსური შეფუთვა არსისა პროფესიონალურ დონეზე აქვს შესრულებული მეფე აიეტს. მან იცის, რომ ეს შეფუთვა განსაკუთრებული დროის გზაჯვარედინზე გაიხსნება, ისევე როგორც თესლი გაიხსნება და აღმოცენდება. ეს დრო ჯვარედინდება გალაქტიკაში მერწყულის ეპოქაში, ანუ კონკრეტულად დღეის-დღეობით და დღევანდელ დღეს. ეხლა გვეძლევა შესაძლებლობა ამოვიკითხოთ ისტორიის წარსულიდან ჩვენი ვინაობა სრულფასოვნად და ზედმიწევნით.


 

აიეტი


 

ძველი კოლხეთის მითიური მეფე, ძლიერი მბრძანებელი, კოლხური შვიდი ვაშინერსის მფლობელი, ავალია ასტრალურ-მითიური პანთეონის მამობა, ანუ ფლობს მოგვთა შვიდ საიდუმლოს, იგი დროში მოგზაური მეფეა და აქედან შორსმჭვრეტელი კოლხებისაგან შერქმეული სახელი.


კავშირი აქვს ტექნოკრატიულ ცივილიზაციასთან, შექმნილი აქვს რობოტები - ხარის ფორმის მექანიზმები, რომლებსაც ავალებს მიწის სამუშაოების შესრულებას უძველეს დროში. ისტორიკოსები გვამცნობენ, რომ მას უნარი ჰქონდა ცეცხლისმფრქვეველი ხარებით გადაეხნა ხოდაბუნები, განსახიერება კოლხი ხალხისა, რომლის მთავარი საქმიანობა მოწადმოქმედება იყო.


ერთერთი ვერსიით აიეტი კარგად ცნობდა ჰადესის საიდუმლოებას, მომავლიდან მოსული ინფორმაციის წაკითხვა შეეძლო, ქურუმები ერთხმად აღიარებდნენ მას თავიანთ მეფედ და აქედან ის მოგვთა მეფეც იყო. თითქოს აიეტი ხილვით ანახებდა რა მოელოდა კოლხეთს და ამ ხილვაში მოგვებმა იხილეს დღევანდელი დრო აიეტის დაბრუნებისა კოლხეთის სამეფოში. ეს ის დროა, როდესაც მართლა რობოტები, იგივე ტრაქტორები, რომელთაც მოგვები ცეცხლოვან მიწის მხვნელებს ანუ ხარებს არქმევენ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს “მერე’’ იმ დროისათვის იყო აწმყო და დღევანდელობისათვის წარსული.


აიეტი კარგად ცნობს შვიდსაიდუმლოებიან მატრიცას ცისა და მიწის ურთიერთობისა, და ბმისა, და ვლისა, და ქანებისა, და შემეცნებისა, და ველთა-კაზმისა, და ჭათა-ღებისა, და მძინარე მზის ხილვისა.


აიეტი ციური მეფეა კავკასიონში, მეცნიერი მოგვი, კავკასიური ასტროლოგიის უბადლო მცოდნე. აიეტმა იცოდა, რომ სამყაროში დაბადება, გარდასახვა და სვლა მერეთში მერმედობით და კვლავ შობით ხდებოდა, ანუ დედამიწაზე შემოსვლა და გასვლა, რასაც დღეს დაბადებასა და სიკვდილს ვეძახით დამახინჯებული შემეცნებით (მხედველობაში მაქვს მატერიის მარადიულობისა და დარვინიზმის სინთეზი).


მოგვიტევე უფალო, მეფეთ-მეფეო და მბრძანებელო სრულიად სამყაროსი!


აიეტი კოლხი ხალხის განსახიერებაა, ის ცეცხლოვანი ხარებით ეწევა მიწათმოქმედებას, მიწათმოქმედება კოლხი ხალხის მთავარი საქმიანობაა.


აიეტი (აატი) მზის ღმერთის ჰელიოსის და პერსეიდას ვაჟი, იდიიას ქმარი, კირკესა და პასიფაეს ძმა, მკურნალი მედეასა და აფსირტეს მამაა. მის დროს მოხდა არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, ოქროს საწმისის გატაცება და დიდი დევნა, რაც ყველაზე ვრცლად და ოსტატურად მოთხრობილი აქვს აპოლონიოს როდოსელს თავის “არგონავტიკაში’’.

 

ერთი ვერსიით, აიეტის ცოლია ოკეანიდი იდიია, ეიდვია, ან ევრილიტე, ან პეკატე, ან კიდევ ნერეიდა ნეაირა.


აიეტის “ცოლების’’ სახელწიდებებში დაფარულია გონების სივრცეები ანუ სიბრძნეები, რომელთაც ცნობს აიეტი.


აიეტის ცოლი იდიია (Idyia, Eidyia - საზრიანი, უნარიანი) - ოკეანოსის და თეტისის ასული. ოკეანოსი და თეტისი ორივე ურანოსის და გეას (ცისა და მიწის) შვილები არიან, აქედან ის უკავშირდება ბიბლიის დასაბამს.


“დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანა’’. მითიურად რომ ჩავწეროთ, ასტრალური საწყისის აღმოსაკითხავად, მივიღებთ: “დასაბამად ქმნა ღმერთმა ურანოსი და გეა’’ (ცის მაგივრად ჩავსვით ურანი და მიწის ანუ ქუეყანის მაგივრად გეა).


აიეტის კოსმოგონიური ოჯახი: ცოლი - იდიია, სიმამრი ოკეანოსი და სიდედრი თეტისი.


ოკეანოსი და თეტისი ორთავე ურანოსის და გეას შვილები არიან:


ურანი - ური - სადაური და სიტყვა გეა - მიწა, მიწადმოქმედთა სამშობლო და მათგან შერქმეული სახელი დედამიწისა, მითოსური გასაღებიც და სახელიც.


აიეტის სიმამრი და სიდედრი ორთავე გიორგიანელები არიან ანუ მიწადმოქმედთა შთამომავლები, ერთი ხალხისა და ერისა და ენის წარმომავალნი.


ჩამოვწეროთ ამ წარმომავლობის სამეფო ოჯახის წევრები:


ოკეანე, ოკეანოსი (Okeanos, ლათ. Oceanus) 1. ტიტანი ურანოსისა და გეას შვილი, მიწათმოქმედი და თვით თავად მიწის ჭურჭელში მოქცეული, სულ სხვაა სამყაროს ოკეანე, თუმცა ერთიდაიგივე საიდუმლოება გააჩნიათ (“პაროლივითაა’’ სამყაროში - სადაც წყალია, იქაა სიცოცხლე).


ოკეანე კრონოსის, ჰიპერიონის და რეას ძმაა. მშობელი ყოველი არსისა რაც წყალთა სამყაროშია (ზღვათა, ტბათა, ნაკადულთა, წყაროთა, მდინარეთა, ჩანჩქერთა), ზოგადად წყალთა სტიქიის მეუფეა.


მთელი სამყაროს ალქიმიური და მაგიურ მოგვური საიდუმლოებაა ჩაფენილი კოლხეთის მეფე აიეტის ოჯახისა და მისი პირადი წარმომავლობის მითიურ-წერილობით გააზრებაში. უეჭველია, ეს ნამუშევარი თავად აიეტს ეკუთვნის!


ოკეანე, კრონოსი, ჰიპერიონი და რეა, ცისა და მიწის შვილები არიან დასაბამისეული ღმერთის შვილები, გეორგიანელები ანუ მიწადმოქმედნი.


ურანოსისა და გეას შვილები: ოკეანე, ურანოსი, ჰიპერიონი და რეა, ასევე თეტისი, აიეტის სიდედრი წარმოადგენენ ღმერთის შვილების ოჯახს. ბიბლიის მეექვსე თავშია მათი ცხოვრების დაისი აღწერილი.


აიეტი ჰელიოსის შვილია, ჰელიოსი ჰიპერიონის შვილია, ჰიპერიონი აიეტის სიმამრის - ოკეანოსის ძმაა, ე. ი. აიეტიც ღმერთების ოჯახიდან არის ანუ აიეტიც ღმრთის შვილია.


აიეტის მამა - ჰელიოსი, პაპა აიეტისა - ჰიპერიონი, პაპის მამა ანუ ჰიპერიონის მამა - ურანოსია, ურანოსი კოლხური თეოგონიის ერთერთი უზენაესი, უძველესი ღვთაებაა, ღმერთების მამამთავარი.


ურანოსმა, ღმერთების მამამთავარმა შვა ჰიპერიონი (Yperion, hyperion – მაღლა მყოფი, ციური ტიტანი, ურანოსისა და გეას შვილი, თეიას ქმარი), ჰელიოსის, სელენეს და ეოსის მამა.


ურანოსმა შვა ჰიპერიონი, ჰიპერიონმა შვა ჰელიოსი თეიასაგან, ჰელიოსმა შვა აიეტი - კოლხეთის მეფე, თავად კოლხი ანუ ქართველთა მეფე აიეტი - ოქროს მუზარადიანი მეფეა.


აიეტს მეომარი მეფის გვირგვინი მოსავს, ტანზე რვალის პერანგი აცვია, ხელში უპყრია შუბი და ფარი - ხარის მრავალკეცი ტყავისაგან შესრულებული ფარი. (ხარის ტყავზე იწერებოდა კოლხეთში საიდუმლო წიგნები და ბედისწერის წერილები მოგვებისაგან, ასევე ძველი კოლხები ხარის ტყავში ახვევდნენ მიცვალებულებს და ხეზე კიდებდნენ, ბალზამირების უძველესი ხერხი (ხე სიცოცხლის მისტერია). სიცოცხლის შვილთა გვამებს, მიწისქვეშა ხაროებში ანთავსებდნენ, ხარის ტყავში გამოყვანილ ბალზამირებულ გვამებს.


ხარის ტყავზე იწერებოდა ბედისწერა დედამიწაზე შემოსულ და განკაცებულ სულთა, ციდან სახელრქმულთა და დედამიწაზე სახელით ცნობილთა.


ხარებით დაჰქონდათ რჯულის კიდობანი, ხარებით შემოჰყავდათ დედოფალი, რძალი ოჯახისა.


უიშვიათესი ლოგოსის დატვირთვა გააჩნია სიტყვა - ხარებას, სახარებას, გახარებას, განახარებს.


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE